გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1999-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - შპს „ე-–----------“
წარმომადგენელი - თ----- ც---–---ე, ვ--–---ი ი-----ე;
მოპასუხე - ი--- ფ-----;
წარმომადგენელი- ნ----- მ---------–ია
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი--- ფ-----ს შპს „ე-–----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1897.3 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 450 ლარი, პროცენტი - 60.3 ლარი და პირგასამტეხლო - 1387 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 22 ივნისს შპს „ე-–---------სა“ და ი--- ფ-----ს შორის გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება #1--------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა თანხა 450 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. სესხის საკომისიო შეადგენდა 73 ლარს. 2016 წლის 22 ივლისს უნდა მომხდარიყო სესხის ძირისა და საკომისიოს გადახდა, ჯამში 523 ლარის ოდენობით. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხის მიერ მოხდა სესხის დაფარვის ვადის გადავადება, რომლის მიხედვითაც სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 18 იანვარი. შპს „ე-–----------ს“ მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1897.3 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 450 ლარი, საკომისიო 60.3 ლარი და პირგასამტეხლო 1387 ლარი. სარჩელში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი--- ფ-----მ შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელმა, ნ----- მ---------–იამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ძირითადი თანხის - 450 ლარის, პროცენტის - 60.3 ლარის და პირგასამტეხლოს 90 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 22 ივნისს შპს „ე-–---------სა“ და ი--- ფ-----ს შორის გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება #1--------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა თანხა 450 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. სესხის საკომისიო შეადგენდა 73 ლარს. 2016 წლის 22 ივლისს უნდა მომხდარიყო სესხის ძირისა და საკომისიოს გადახდა ჯამში 523 ლარის ოდენობით. შპს „ე-–----------ს“ მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1897.3 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 450 ლარი, საკომისიო 60.3 ლარი და პირგასამტეხლო 1387 ლარი. სარჩელში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება #1-------- (ს.ფ.16-25);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ ი--- ფ-----ს მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 18 იანვარს და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 2-15);
3.2.2. დადგენილია, მოპასუხის წარმომადგენელმა, ნ----- მ---------–იამ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ძირითადი თანხის - 450 ლარის, პროცენტის - 60.3 ლარის და პირგასამტეხლოს 90 ლარის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასამართლო სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 361.2-ე, 868-ე, 867-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ე-–---------სა“ და ი--- ფ-----ს შორის გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება #1--------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა თანხა 450 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. სესხის საკომისიო შეადგენდა 73 ლარს. 2016 წლის 22 ივლისს უნდა მომხდარიყო სესხის ძირისა და საკომისიოს გადახდა ჯამში 523 ლარის ოდენობით. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხის მიერ მოხდა სესხის დაფარვის ვადის გადავადება, რომლის მიხედვითაც სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 18 იანვარი. შპს „ე-–----------ს“ მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1897.3 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 450 ლარი, საკომისიო 60.3 ლარი და პირგასამტეხლო 1387 ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა სესხის სარგებელი (საკომისიო) 73 ლარის ოდენობით, თუმცა მოპასუხეს არც აღნიშნული თანხა გადაუხდია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებით პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული, მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გონივრულად, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას და პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რომელიც შეადგენს 1%-ს, კაბალურ მდგომარეობაში აყენებს მსესხებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო გაანგარიშებული უნდა იქნეს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რომლის გონივრული ოდენობა იქნება 0.06%.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს სესხის ძირითადი თანხის ოდენობას და ვადაგადაცილების ხანგრძლივობას. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდეს 0.06%-მდე, რაც შეადგენს 90 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, რის გამოც შპს „ე-–---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 25 ლარი, ხოლო სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით შპს „ე-–---------ს“ ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ე-–----------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ი--- ფ-----ს (პ/ნ 6----------) შპს „ე-–----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 600.3 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 450 ლარი, პროცენტი (საკომისიო) - 60.3 ლარი და პირგასამტეხლო - 90 ლარი).
1.2. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ე-–----------“-ს 2017 წლის 19 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25.00 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------.
1.3. მოსარჩელე შპს „ე-–----------“-ს სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა