განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2018
საქმის ნომერი
100100117002227796
დავის ტიპი
126 1
თარიღი
10.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N100100117002227796

№1/99-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი 2018 წელი ჭიათურა

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი

 

ბრალდების მხარე

პროკურორი -ილია გელბახიანი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ი---------------ე

მამის სახელი: ჟორა

დაბადების თარიღი: 1---------–.

დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

მისამართი: ჭ----------------–----–----------------–-------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ჭ----------------–----–----------------–-------------

 

ბრალდებულის დამცველი ადვოკატი - თამარ ორჯონიკიძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №047041117001

 

განსახილველი საკითხი: საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილია გელბახიანის შუამდგომლობა ბრალდებულ ი---------------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. ბრალდების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, ი---------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 17 საათიდან 18 საათამდე პერიოდში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოეთში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი---------------ემ შელაპარაკებისას, ხელის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილზე დარტყმით ცემა ამავე სოფელში მცხოვრებ ვ-----------------ეს და მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ი---------------ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

2. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდგომ ბრალდებულმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალზე შეთანხმებით.

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორს ილია გელბახიანსა და ბრალდებულ ი---------------ესს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თამარ ორჯონიკიძის მონაწილეობით) 2018 წლის 31 იანვარს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

2018 წლის 31 იანვარს, საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილია გელბახიანის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ილია გელბახიანმა იშუამდგომლა:

 

ი---------------ეს ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით;

 

ნივთმტკიცება - გამოძიების მიმდინარეობის დროს ამოღებული 140 სმ ხის ჯოხი, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შსს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ილია გელბახიანმა, ბრალდებულმა ი---------------ემ და მისმა ადვოკატმა თამარ ორჯონიკიძემ;

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-213-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები: კერძოდ დაზარალებულ ვ-----------------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: გიორგი მოდებაძის, რუსუდან მოდებაძის და ზვიადი კაპანაძის გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 05 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით; 2017 წლის 04 ნოემბრის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით N006482617, ალკოტესტით; (ბრალდებულ ი---------------ის მიმართ); 2017 წლის 05 ნოემბრის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით N006482717, ალკოტესტით (დაზარალებულ ვახტანგი მოდებაძის მიმართ); 2017 წლის 07 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N006510717 (დაზარალებულ ვახტანგი მოდებაძის მიმართ), 2017 წლის 07 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N006510417 (ბრალდებულ ი---------------ის მიმართ), თავად ი---------------ის გამოკითხვის ოქმებითა და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულები, ადასტურებენ ი---------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა :

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია დამცველის უშუალო მონაწილეობით, ბრალდებულის ნებაყოფლობით და წინასწარი თანხმობით, რომლის დადებისას ადგილი არ ქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას, მუქარას, ან სხვა რაიმე უკანონო დაპირებას, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ, ბრალდებული ეთანხმება საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს, ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახული საპროცესო შეთანხმებაში, ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და ასეთის არსებობის შემთხვევაში მისთვის ცნობილია, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

5. სამართლებრივი შეფასება :

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან. იგი ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.).

 

ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულ ი---------------ის ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორ ილია გელბახიანის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და ბრალდებული ი---------------ის საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44--ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-e, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილია გელბახიანის ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებული შუამდგომლობა, საჩხერის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ ი---------------ეს შორის 2018 წლის 31 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სისხლის სამართლის №047041117001 საქმეზე ი---------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ.

 

2. დამტკიცდეს 2018 წლის 31 იანვარს საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორს ილია გელბახიანსა და ბრალდებულ ი---------------ეს შორის, ადვოკატ თამარ ორჯონიკიძის მონაწილეობით დადებული საპროცესო შეთანხმება

 

3. ი---------------ე (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით;

 

4. ი---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს;

 

5. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ი---------------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

6. ნივთმტკიცება - გამოძიების მიმდინარეობის დროს ამოღებული 140 სმ ხის ჯოხი, რაც დალუქული სახით ინახება ჭიათურის შსს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე