განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2018
საქმის ნომერი
010100117001965236
დავის ტიპი
225 1
თარიღი
10.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100117001965236

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თუ-------ე

 

პროკურორი - ფრიდონ ქარცივაძე, რამაზ შავაძე

 

ბრალდებული - ირ---–---------ია

 

ბრალდებული - მე------------------ძე

ადვოკატი - პა-----–---ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,1. ბრალდებული: ირ---–---------ია

მამის სახელი: ომარი

დაბადებული: 05.04.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 6---------2

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. თბილისი, აე-----------ის დასახლება, კორპუსი N134, ბინა-16.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

დაკავების თარიღი და დრო: 2017 წლის 23 აპრილი, 20:24 საათი.

 

2. ბრალდებული: მე------------------ძე

მამის სახელი: იოსები

დაბადებული: 16.06.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ბათუმი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6---------2

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ბათუმი, მ. კ-------ის ქუჩა N19.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

დაკავების თარიღი და დრო: 2017 წლის 23 აპრილი, 19:42 საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2017 წლის 03 იანვარს, კა-----------ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე პერიოდში კა-----------ეს მე------------------ძე გაეცნო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ვინაიდან ეს უკანასკნელი ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, კა-----------ეს სთხოვა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ საპატრულო პოლიციის მუშაკებს, შეჩერების შემთხვევაში მის მიმართ არ გაეტარებინათ ადმინისტრაციული ღონისძიებები, ასევე მე------------------ძის ნაცნობი თურქი მოქალაქეებისათვის მიენიჭებინათ უპირატესობა და მათი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებაში პრობლემები არ შეექმნათ. კა-----------ემ აღნიშნული უკანონო მოთხოვნების შესრულებაზე კატეგორიული უარი განუცხადა. ამის გამო მე------------------ძე დაემუქრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით შეუქმნიდა პრობლემებს და მის დისკრედიტაციას მოახდენდა.

 

2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 17 საათიდან 18 საათამდე შუალებში, ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ ,,პ-–----“-ს მიმდინარე ტერიტორიაზე, მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა, რაშიც ასეულობით მოქალაქე ღებულობდა მონაწილეობას, რომლებიც აპროტესტებდნენ აჭარის ა/რ საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ, ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებასა და დაკავებას. აღნიშნულ აქციაზე მივიდა მე------------------ძე, რომელმაც კა-----------ეზე ანგარიშსწორების მიზნით, გადაწყვიტა, ზემოაღნიშნული და სხვა პირადი მოტივით, თავისი მიზნებისათვის გამოეყენებინა მოქალაქეთა პროტესტი და მის მიერ განხორციელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რა დროსაც მონაწილეებმა გადაკეტეს ჭავჭავაძის ქუჩა და საავტომობილო გზის გახსნის შესახებ პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ. მომიტინგეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11-ში განთავსებულ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შეუერთდათ სხვა მონაწილეები, მათ შორის პოლიციის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ირ---–---------იაც, რომელმაც მე------------------ძესთან ერთად განახორციელა ძალადობრივი აქციის ხელმძღვანელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. შედეგად გარკვეული პერიოდის შემდეგ აქციის მონაწილეთა ქმედებები რადიკალური გახდა. ირ---–---------ია და მე------------------ძე, ასევე ჯგუფური ძალადობის სხვა მონაწილეები, იქ მყოფ პოლიციის მუშაკებს, ხმამაღალი შეძახილებით და უცენზუროდ მიმართავდნენ, მოითხოვდნენ ადმინისტრაციულად დაკავებული პირების განთავისუფლებას, აჭარის ა/რ საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას და ცდილობდნენ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრას, რის საშუალებასაც არ აძლევდნენ იქვე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობის შესასრულებლად მობილიზებული საქართველოს შსს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები.

 

2017 წლის 12 მარტს, დაახლოებით 00:30 წუთიდან, პროტესტის მონაწილეების ქმედებები კიდევ უფრო აგრესიული გახდა, რასაც ირ---–---------ია და მე------------------ძე ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც იქ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, პოლიციის მუშაკები თუ არ გაანთავისუფლებდნენ დაკავებულ პირებს ძალის გამოყენებით, ქვებით და ჯოხებით შეიარაღებულიყვნენ, პოლიციელებისათვის აქტიური წინააღმდეგობა გაეწიათ და ფიზიკური ძალის გამოყენებით, შტურმით აეღოთ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის შენობა. აღნიშნული მოწოდების შემდგომ, აქცია გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებაში და მასში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ: გ------------------–---------------------------------------------------------------------–------–-–-------------–------------------------------–--–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------------------------–----------------–--–---------------–-----------ე და აქციის სხვა მონაწილეები, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც მათ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ჩაიდინეს წინააღმდეგობის გაწევა, თავდასხვა და ძალადობრივი ქმედებები. ისინი აჭარის ა/რ პოლიციის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან განთავსებულ პოლიციის მუშაკების მიმართულებით ისროდნენ ქვებს, ადვილადაალებად საწვავის სავსე ბოთლებს, ე.წ ,,მოლოტოვის კოქტეილებ“-ს და ფეთქებად ნივითიერებებს, ე.წ ,,ფოიერვერკებს“. შედეგად, აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს დეპუტატმა ირ---–-----–--ლმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა: ლა–---------–---–-----–-----–------------–--------------------–-----------------------------------–-----------------------–---------–---–----------------–---–------------------ემ და სხვებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები. ამავდროულად, გოდერძი გორგილაძესა და მასთან ერთად ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირების მიერ დაიწყო რბევა, ჩამტვრეული იქნა შენობების ფანჯრები, აყრილი იქნა ქვაფენილი, დაზიანებული იქნა ქალაქ ბათუმის მერიის კუთვნილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, ბორდიულები, სულ 132 770 (ასოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარის ქონება. მათ მიერ ფიზიკური ძალის, იარაღად საგნებისა და ცეცხლის წაკიდებით, ასევე დაზიანდა და განადგურდა სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი სხვადასხვა ღირებულების ავტომანქანები და სხვა ქონება.

სასამართლომ დაადგინა:

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლის მიერ მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების და დაკავების გამო 2017 წლის 11 მარტს, ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,პ-–----“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა.

 

მე------------------ძემ - როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის კა-----------ის მიმართ წარსულში არსებული უკმაყოფილების და მასზე ანგარიშწორების მიზნით გადაწყვიტა ხსენებული აქციის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.

 

მე------------------ძემ ორგანიზება გაუწია მოქალაქეთა მხრიდან ჯგუფურ მოქმედებას, რაც დაკავშირებული იყო პოლიციის მუშაკთა კანონიერი მოთხოვნების - საავტომობილო გზის გათავისუფლების დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, რაც იწვევდა როგორც ტრანსპორტის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დაწესებულების მუშაობის შეფერხებას.

 

მე------------------ძის ორგანიზებით აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შეუერთდა სხვა პირები.

 

პოლიციის მუშაკთა, მათ შორის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - ლა–---------–---–ის მოწოდების და პირადი კომუნიკაციის მიუხედავად მე------------------ძემ კვლავ გააგრძელა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება - პოლიციის მუშაკთა მოთხოვნებზე დაუმორჩილებლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რამაც გამოწვია როგორც ტრანსპორტის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დაწესებულების მუშაობის შეფერხება.

 

მოგვიანებით აქციის მონაწილეების მოქმედებები რადიკალური გახდა, რაც მე------------------ძის მიზანს არ წარმოადგენდა, რის გამოც 2017 წლის 11 მარტს 2346 საათზე დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია და მოგვიანებით განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობა აღარ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია ამ აქციის შედეგად სხვა პირთა დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგად როგორც მატერიალური, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანი.

 

3. 2017 წლის 11 მარტს ირ---–---------ასთვის, როგორც პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"-ს წევრისთვის და აქტივისტისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში მიმდინარე მოვლენების - მოქალაქეთა აქციის თაობაზე, რის გამოც გაემგზავრა ქ. თბილისიდან და 2017 წლის 12 მარტს 0436 საათზე შეურთდა მომიტინგეებს.

 

მიმდინარე დროისთვის აქცია პრაქტიკულად სრულდებოდა, აქციის მონაწილეთა რიცხვი კი მკვეთრად შემცირებული იყო.

 

ირ---–---------იამ მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, მისვლისთანავე დაიწყო და ორგანიზება გაუწია აქციაზე დარჩენილ მონაწილეებს, რაც დაკავშირებული იყო პოლიციის მუშაკთა კანონიერი მოთხოვნების - საავტომობილო გზის გათავისუფლების დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, რაც იწვევდა როგორც ტრანსპორტის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დაწესებულების მუშაობის შეფერხებას. ამ ორგანიზების შედეგად ნაცვლად აქციის დასრულებისა მომიტინგეების ნაწილის მოქმედებები აგრესიული გახდა, რაც გამოიხატა პოლიციის მუშაკებისადმი სხვადასხვა საგნების სროლ-–ი.

 

მომიტინგეთა კვლავ გაერთიანების შედეგად მოსალოდნელი ზიანის, რის საფუძველს იძლეოდა ირ---–---------იას ქ. ბათუმში ჩამოსვლამდე მომიტინგეთა ნაწილის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად გამოწვეული ზიანი, თავიდან ასაცილებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჭირდა სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენება, რათა აღკვეთილიყო როგორც ირ---–---------იას, ისე სხვა პირთა დანაშაულებრივი ქმედებები, რაც განხორციელდა კიდეც.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4. დაზარალებულ - ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენელ მუხ-------------ნაძის ჩვენების ანალიზის თანახმად, 2017 წლის 11-12 მარტს, ქალაქ ბათუმში განხორციელებული აქციის შედეგად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაზე მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს ას ოცდათორმეტი ათას შვიდას სამოცდაათ ლარს.

 

5. დაზარალებულ - აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელ ქე-------------ძის ჩვენების ანალიზის თანახმად, 2017 წლის 11 -12 მარტს, ქალაქ ბათუმში განხორციელებული აქციის შედეგად აჭარის პოლიციის დეპარტამენტზე მოყენებული ზიანის საერთო ოდენობამ სულ შეადგინა 67261.55 ლარი.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ლა–---------–---–ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 11 მარტს დაახლოებით საღამოს 6 საათზე ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ე.წ. თბილისის მოედანზე ხალხი იყო შეკრებილი და თანამშრომლებთან ერთად იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს.

 

აქციაზე მისვლამდე ლა–---------–---–ი იმყოფებოდა ქალაქგარეთ, რა დროსაც ტელეფონით დაუკავშირდა ნაცნობი მე------------------ძე, რომელმაც განუცხადა: "... ლ-–ა, იცი, რომ მე აქ ხალხი მყავს შეკრებილი თბილისის მოედანზე. ვითხოვ კა-----------ის გადაყენებას და შენი თანამშრომლები ერევიან აქ სიტუაციაში. კერძოდ, ცდილობენ ხალხი გადაიყვანონ გზის სავალი ნაწილიდან და თუ ამას არ გააკეთებ შენ და შენს თანამშრომლებს არ გაიყვან აქედან, აგრესია გადმოვა შენს მიმართაც და უფრო გავაგრძელებ ამ ხალხის მოყვანას და გადავკეტავ სხვა ქუჩებსაც. მე ვუთხარი მ-----ის, რომ მ-----, ესეთი რაღაცა არ შეიძლება. თუ შენ რაიმე პრეტენზია გაქვს კა-----------ის მიმართ, არსებობს შესაბამისი ფორმები, არსებობს გენერალური ინსპექცია, არსებობს პროკურატურა. როდესაც დავბრუნდი მე ბათუმში, დავურეკე მ-----ის ტელეფონზე, შევხვდი კიდევაც თბილისის მოედანზე და კიდევ ერთხელ გავუმეორე პირადად, რომ დაეშალა ეს ხალხი, წაეყვანა სახლებში და თუ რამე პრეტენზია ექნებოდა, მიემართა გენ. ინსპექციისთვის. მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, უარი მითხრა მე------------------ძემ, წამოიყვანა ეს ხალხი და მოიყვანა სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობასთან, იქაც როგორც პირადი ასევე სატელეფონი საუბარი მქონდა, კიდევ ერთხელ ვეუბნებოდი, რომ ვხედავდი მთვრალი ხალხი მოდიოდა და თითქმის უმართავი ხდებოდა ამ სიტუაციის განეიტრალება და მხოლოდ ღო---------ძეს უჯერებდნენ, მ-----ის ვუთხარი, მ-----, გაიყვანე ეს ხალხი-მეთქი, ამ დროს მ-----იმ თქვა: თქვენ არ ასრულებთ ჩვენს მოთხოვნას და მოუწოდა იქ მყოფ ხალხს, რომ შტურმით შემოსულიყვნენ შენობაში (იხ. სხდომის ოქმი)...."

 

ლა–---------–---–ის ჩვენების თანახმად, მას პირადად ირ---–---------ია აქციაზე არ უნახავს, მაგრამ ეს უკანასკნელი მან ნახა "... ტელევიზიის საშუალებით, ჩემთან სამუშაო კაბინეტში იყო ასე ვთქვათ საგანგებო შტაბი შექმნილი და პირდაპირ ეთერში ვუყურებდი ირ---–---------იას თუ რა სამი ულტიმატუმი წამოაყენა გადამდგარიყო ბუხრაძე. ერთ-ერთი ულტიმატუმი იყო, მოუწოდებდა მინისტრს, რომ აქციის მონაწილეების მიმართ არ განხორციელებულიყო რაიმე სახის ზეწოლა და გარანტია მიეღოთ, რომ აღნიშნულ პირებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიცემდნენ. ამის შემდგომ ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ ადგილიდან გვიკავშირდებიან თანამშრომლები, რომ ახალი ტალღა წამოვიდა რეალურად მომიტინგეებისა (იხ.სხდომის ოქმი)..."

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის კა-----------ის ჩვენების თანახმად, როტაციის წესით 2017 წლის 03 იანვრიდან მუშაობდა აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად. თანამშრომელმა კო----------–იძემ გააცნო მე------------------ძე, როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მოგვიანებით ამ უკანასკნელის რამოდენიმე თხოვნის უარყოფის შემდეგ მე------------------ძემ სოციალურ ქსელში მის მიმართ დაიწყო მცდარი ინფორმაციების გავრცელება, ამასთან საუბრისას """... ცინიკური დამოკიდებულებით მითხრა... რომ ... არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია და თუ მსგავს რაღაცეებს არ გავითვალისწინებ მისგან, აუცილებლად შეეცდება ... დამადანაშაულოს კორუფციაში, რაღაცეები მოიგონოს ჩემს წინააღმდეგ (იხ. სხდომის ოქმი)..."

 

კა-----------ის ჩვენების თანახმად, მან ასევე უარი განუცხადა მე------------------ძეს თურქი ეროვნების მძღოლების საზღვარზე რიგის გარეშე გატარებაზე.

 

2017 წლის 11 მარტს კა-----------ე მიემგზავრებოდა ქ. თბილისში, მგზავრობისას მას და მე------------------ძეს შორის შედგა ამ უკანასკნელის ინიციატივით სატელეფონო საუბარი "... ტელეფონში მეუბნება ესეთ რაღაცას, შენთან შეხვედრა მინდაო. მე ვუთხარი, არ ვარ-მეთქი და ორშაბათს შემიძლია გნახო-მეთქი. ხომ გახსოვს მე შენ რას დაგპირდიო. ესე მუქარის ტონით... დაახლოებით უკვე 1 საათში, მირეკავენ და პ-–----სთან ხდება ესეთი სიტუაცია. ანუ ეს ხდება ყველაფერი დადგმულად, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოფილა ადმინისტრაციული დაკავებებიც, პ-–----სთან ყოფილა რაღაცა ჩვეულებრივი წინაამღდეგობების გაწევა, პოლიციის მიმართ და ყოფილა რომ მოსახლეობა... მოვაჭრეები, ტაქსისტები გამოსულან იქ, სეირის მაყურებლებს რომ ვეძახით, მივსულვარ, დამიწყნარებია, დამიშოშმინებია ხალხი. ამიხსნია სიტუაცია და ყველა მშვიდად წასულა, დაშლილა. მაგრამ ეს პერიოდი კარგად გამოიყენეს ... იქ არ ვიყავი და ზუსტადაც ... ეს ყველაფერი მ-----ის ორგანიზებული არის. დარწმუნებით ვიძახი... (იხ. სხდომის ოქმი)"

 

კა-----------ის ჩვენების თანახმად, ქ .თბილისიდან იგი დაახლოებით 24 საათზე დაბრუნდა. მას ირ---–---------ია აქციაზე პირადად არ უნახავს.

 

8. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ----- მუ-------ის ჩვენების ანალიზის თანახმად, 2017 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში ე.წ. "პ-–----"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეები აქციას მართავდნენ. იქ იმყოფებოდა მე------------------ძე, რომელიც ხალხს ეუბნებოდა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა აჭარლებს თათრები უწოდა და შეურაცხყოფა მოგვაყენაო, ასევე ერთ-ერთ მოქალაქე უკანონოდ დაჯარიმებული და დაკავებული იყო საპატრულო პოლიციის მიერ. ამიტომ აყენებდა მოთხოვნას თანამდებობიდან გადამდგარიყო აჭარის პოლიციის უფროსი და დაკავებული პირები დაკავებიდან გაეთავისუფლებინათ.

 

მ----- მუ-------ის ჩვენებით, აქციის მსვლელობისას მე------------------ძე გამოირჩეოდა აქტიურობით და იძლეოდა მითითებებს თუ ვის როგორ უნდა ემოქმედა.

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე აქცია რამოდენიმე საათი გრძელდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მე------------------ძემ გააკეთა მოწოდებები, რომ აქცია გაეგრძელებინათ პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ გაეგრძელებინათ პროტესტი. ამ მოწოდების შემდეგ მომიტინგეების დიდი ნაწილი ფეხით წავიდა მითითებული ადგილისკენ.

 

მ----- მუ-------ის ჩვენების თანახმად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან მე------------------ძემ მოუწოდა მომიტინგეებს არ დაშლილიყვნენ, რადგან ხალხი დაძრული იყო სხვადასხვა რაიონებიდან და მათ მალე შეურთდებოდა.

 

ამავე ჩვენების ანალიზის თანახმად, მე------------------ძემ მოუწოდა მოგვიანებით მომიტინგეებს პოლიციის შენობაში შეჭრა და დაკავებულების გათავისუფლება. მ----- მუ-------ე აგროვებდა ქვებს, ფილებს, ასევე ხელში ეჭირა ალმატურის ნაჭერი. აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა საგნების სროლის შედეგად აიძულეს სპეცდანიშნულების რაზმს უკან დახევა, ხოლო სიტუაცია უკონტროლო გახდა. მომიტინგეებმა დაიწყეს მანქანების დამტვრევა და ცეცხლის წაკიდება.

 

მ----- მუ-------ის ჩვენების თანახმად, არეულობის დაწყების შემდეგ მე------------------ძე მას აღარ დაუნახავს.

 

ამავე ჩვენებით, აქციის მონაწილეებთან დილის 04 საათის შემდეგ მივიდა ირ---–---------ია, რომელმაც იქ მყოფს პირებს მოუწოდა, რომ პოლიციისთვის ულტიმატუმი წაეყენებინათ. ამ უკანასკნელის ირგვლივ შეიკრიბა აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები.

 

ირ---–---------იამ სატელევიზიო ინტერვიუში მოითხოვა საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენება, მისგან აჭარლებზე ბოდიშის მოხდა და ხელისუფლების მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემა იმ პირებზე ვინც ახორციელებდნენ ძალადობას.

 

ინტერვიუს დასრულების შემდეგ როდესაც ირ---–---------ია მოცილდა ტელეკამერებს მის ირგვლივ შეკრებილ მოქალაქეებს, მათ შორის მ----- მუ-------ეს მიმართა, რომ ულტიმატუმის ადრესატები არაფრის მომსმენნი არ იყვნენ, შეიარაღებულიყვნენ კვლავ და დალოდებოდნენ ულტიმატუმის ვადის ამოწურვას.

 

მოგვიანებით ირ---–---------იამ მომიტინგეებს განუცხადა, რომ ულტიმატუმს არ შეასრულებდნენ და აეღოთ პოლიციის შენობა, რის შემდეგაც კვლავ განახლდა ძალადობა, მომიტინგეებმა დაიწყეს ქვების სროლა და დაწვეს ორი ავტომანქანა. მ----- მუ-------ემ 05 საათის შემდეგ დატოვა ხსენებული ტერიტორია.

 

9. მოწმე თე-------–--–---ას სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, 2017 წლის 11 მარტს ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეგობარ რომან მალაყმაძესთან ერთად ტბელ აბუსელიძის ქუჩაზე მომიტინგეებთან მივიდა, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა რამოდენიმე პირის დაკავების თაობაზე, რომლის გათავისუფლებასაც და საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან დათხოვნას მოითხოვდნენ იქ შეკრებილები. მომიტინგეთა შორის შენიშნა მე------------------ძე, რომელსაც იცნობდა ტელევიზიიდან და სოციალური ქსელიდან.

 

მე------------------ძე მომიტინგეებს ეუბნებოდა, რომ არ დაშლილიყვნენ, რადგან ჰქონდა გეგმა და თუ მისი გეგმის მიხედვით იმოქმედებდნენ ყველაფერი კარგად იქნებოდა, კერძოდ მოუწოდებდა, რომ ქვებით, სხვადასხვა საგნებით შეიარაღებულიყვნენ და შტურმით აეღოთ პოლიცია. მომიტინგეები ემორჩილებოდნენ და მხარს უჭერდნენ მე------------------ძეს. მისი მოწოდების შემდეგ ცოტა ხანში, დაახლოებით 24 საათზე იქ შეკრებილებმა დაიწყეს დარბევა, ქვების სროლა, ავტომანქანების დაწვა. არეულობა რამოდენიმე საათი გრძელდებოდა, შედეგად დაზიანდა ტროტუარები, ავტომანქანები, შუქნიშნები, ღობე და ყველაფერი რისი დაზიანებაც იყო შესაძლებელი. თე-------–--–---ას ჩვენების თანახმად, მე------------------ძეს ხელში ხმის გამაძლიერებელიც შენიშნა.

 

დაახლოებით 04 საათის შემდეგ, 05 საათამდე მან შენიშნა მამაკაცი, რომელსაც ეცვა წითელი ქურთუკი. მან იქ მყოფებს უთხრა, რომ, არის ირ---–---------ია, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა, აჭარაშია გაზრდილი და აჭარლებზე შესტკივა გული. ირ---–---------იამ ასევე იქ ყოფნისას ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, თუმცა ინტერვიუს შინაარსი თე-------–--–---ასთვის უცნობია.

 

ინტერვიუს დასრულების შემდეგ ირ---–---------იამ გადაინაცვლა მომიტინგეებისკენ, რომლებსაც ხმამაღლა, იქ მყოფთა გასაგონად უთხრა, რომ პოლიციის ხელმძღვანელობაზე მიცემული ჰქონდა გარკვეული დრო დაკავებულების გასათავისუფლებლად და საპატრულო პოლიციის უფროსის დაკავებული თანამდებობიდან გადასაყენებლად, მაგრამ მათი მოთხოვნების შემსრულებლები არავინაა და მოუწიდა მომიტინგეებს შეიარაღებისკენ და პოლიციის შტურმით აღებისკენ, რაც გამოიწვევდა მოთხოვნების შესრულებას.

 

ამავე ჩვენების თანახმად, ირ---–---------იას მოწოდებების შემდეგ მომიტინგეებმა ისევ დაიწყეს ქვების სროლა, პოლიციის ეზოში ორი ავტომანქანა დაიწვა, განმეორდა შტურმი პოლიციის მიმართ. ამ დროს მას პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა, რამაც გააბრაზა და აღარ წავიდა იმ ადგილიდან. დაახლოებით 06 საათი იქნებოდა დაწყებული, როცა თე-------–--–---ა დააკავეს.

 

10. მოწმე ნუ-------------აძის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, 2017 წლის 11 მარტს ღამის საათებში იგი მივიდა ქ. ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც მისგან 6-7 მეტრის მოცილებით დაინახა მე------------------ძე, რომელიც მას რამოდენიმეჯერ ჰყავს ნანახი სატელევიზიო გადაცემებში. ეს უკანანელი ხელმძღვანელობდა აქციას და აკეთებდა მოწოდებებს, კერძოდ "...შევიდეთ საპატრულოს შენობაში, გავათავისუფლოთ უკანონოდ დაკავებულები აჭარელი ბიჭები, შევიდეთ შტურმით, სააკაშვილის დრო არ არის ახლა, ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვიშავებსო. ეტყობოდათ იქ ალკოჰოლურ მდგომარეობაში იყვნენ ზოგიერთი ახალგაზრდები. რეაქციას ღებულობდნენ, იგინებოდნენ, უწმაწურ სიტყვას იძახდნენ პოლიციის მიმართ. ისეთ კანონი აქვს გაცემული საპატრულოს პოლიციის უფროსს, რომ ყველა მანქანის მძღოლები შევავიწროვოთო, მაღალი ჯარიმები დავუწეროთო... მერე თქვეს რომ შევაგროვოთ რაც შეგვიძლია, ხელკეტები რამე (პროკურორის შეკითხვა - ვინ თქვა?) ბატონმა მ-----მა. ნუ დაიწყეს იქვე, მშენებლობა მიდიოდა, კარფურის მშენებლობა მიდოდა, იქ ხელკეტები, ჯოხები, ქვების, რამების შეგროვებები.. ვუყურებდი რა მოხდებოდა, მერე შევხედე ნუ სიტუაცია ძაან დაძაბული იყო. გამოვყევი ნელ-ნელა ქუჩით კალცავოისკენ. თან ვაკვირდებოდი მოვლენებს რა ხდებოდა დროთა გამავლობაში. წამოვედი, გამოვედი კალცავოიზე დავჯექი ტაქსში, წამოვედი სახლში. მეორე დღეს გავიგე რომ მანქანები იყო დამწვარი, განადგურებული იყო ქალაქი, ასეთი რაღაცა...(იხ. სხდომის ოქმი)

 

ნუ-------------აძეს ირ---–---------ია აქციაზე პირადად არ უნახავს.

 

11. მოწმე იმე----–-----ძის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, იგი 2017 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში მიმდინარე აქციას ღამის საათებში შეუერთდა, სადაც მე------------------ძე, რომელსაც იცნობდა ინტერნეტის და ტელევიზიის საშუალებით და ხელმძღვანელობდა აქციას, მოუწოდებდა ხალხს რომ არ დაშლილიყვენ და ემოქმედათ მისი გეგმით. "... ამბობდა, რომ მაგენმა გვიწოდენ თათრები, ჩვენ ამას ვერ მოვითმენთ, არ მოვითმენთ და ვუპასუხებთ რაც ძალა გაგვაჩნია. შემდეგ ვითხოვდით პოლიცის მიერ დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლებას და პოლიციის უფროსის გადადგომას. მოუწოდებდა, რომ შეიარაღებულიყვნენ ხელკეტებით, ბოთლებით, ქვეებით და წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციის მიმართ, რა დროსაც აღელვებულმა ხალხმა დაიწყო ქვების სროლა პოლიციის მიმართულებით. ამას მოყვა პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენება, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. დაახლოებით 4 საათის შემდეგ, გამოჩნდა ირ---–---------ია, რომელიც დავინახე შორიდან, რომ ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტებს. რას ელაპარაკებოდა მე არ გამიგია, რადგან ცოტა მოშორებით ვიდექი. მე უბრალოდ დავინახე. როდესაც გვერდზე გადგა მის ირგვლივ აქციის მონაწილე ხალხმა დაიწყო თავშეყრა. მეც დამაინტერესა და მივედი ახლოს, ამბობდა, რომ ჩამოვედი თბილისიდან, ვარ ნაციონალური მოძრაობიდან, მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენ გვქონდა დრო მიცემული ახალგაზრდების გასათავისუფლებად, მაგრამ მაგენი არაფრის განმთავისუფლებლები არ არიან, ამიტომ ჩვენ უნდა შევიარაღდეთ და შევიდეთ პოლიციაში და უნდა გავათავისუფლოთ დაკავეებულები და პოლიციის უფროსი უნდა გადავაყენოთ, გამოვაგდოთ კაბინეტიდან. შემდეგ აღელვებულება მონაწილეებმა დაიწყეს ქვების და ბოთლების სროლა, მაშხალების, ბენზინიანი ბოთლების სროლა, რის შედეგადაც დაიწვა ორი ავტომობილი. შემდეგ შევამჩნიე სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა და გამოვედი გვერდით. შემეშინდა რაიმე დაზიანება არ მიმეღო და მის შემდეგ თუ რაიმე მოხდა არაფერი არ ვიცი..."(იხ. სხდომის ოქმი)

 

12. მოწმე რა-----–----–-ძის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, ეს უკანასკნელი 2017 წლის 11 მარტს ღამის საათებში შეუერთდა ქ. ბათუმში მიმდინარე აქციას და მან როგორც მე------------------ძის ისე ირ---–---------იას მხრიდან მოისმინა აქციის მონაწილეებისადმი გაკეთებული მოწოდებები.

 

13. მოწმე რო-------–-ძის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, 2017 წლის 11 მარტს იგი მეგობარ სულ------------–-ილთან ერთად, დაახლოებით 1900 საათზე მივიდა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სადაც შეკრებილი იყო უამრავი ადამიანი, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი. აქციაზე მისულ რო-------–-ძისათვის ცნობილი გახდა, რომ მომიტინგეები მოითხოვდნენ დაკავებული ახალგაზრდების განთავისუფლებას, ასევე საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას, რასაც პერიოდულად ხმამაღლა გაიძახოდნენ. იგი, სულ------------–-ილთან ერთად რამოდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა აქციაზე. იქ შეკრებილი მოქალაქეები პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად არ იშლებოდნენ და არ ათავისუფლებდნენ სავალ ნაწილს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მომიტინგეთა მოთხოვნები რადიკალური გახდა და აგრესიული ხასიათი მიიღო, რის გამოც რო-------–-ძე სულ------------–-ილის თხოვნით, დაახლოებით 2300 საათზე სახლში წავიდა.

 

სახლში ყოფნისას მას დაუკავშირდა მეგობარი ირ---–-------აძე და მასთან ერთად კვლავ დაბრუნდა აქციაზე. რო-------–-ძემ პოლიციის სამმართველოს მოპირდაპირე მხარეს მდებარე რესტორანთან ახლოს, გზაჯვარედინთან შენიშნა ირ---–---------ია, რომელიც მანამდე ტელევიზიით ჰყავდა ნანახი, ხოლო მის ირგვლივ შეკრებილი იყვნენ ის მოქალაქეები, რომლებიც მანამდე ძალადობაში, ავტომანქანებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანება-განადგურებაში მონაწილეობდნენ.

 

ირ---–---------იამ იქ მყოფ ტელეკომპანიებს მისცა ინტერვიუ, რა დროსაც რო-------–-ძე, ირ---–-------აძესთან ერთად, ირაკლისაგან 10-15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა, ამიტომ ინტერვიუს შინაარსი არ ესმოდა, მაგრამ კარგად ახსოვს, რომ ინტერვიუს დასრულების შემდეგ ირ---–---------ია მოტრიალდა, რამოდენიმე მეტრით გასცილდა ტელეკამერებს და მის ირგვლივ მყოფ პირებს უთხრა, რომ საპატრულო პოლიციის უფროსი არ აპირებდა გადადგომას, აჭარელ ხალხზე ბოდიშის მოხდას და მათი მოთხოვნების შესრულებას, ამიტომ რამოდენიმე პირთან ერთად ირ---–---------იამ დაიწყო მოწოდება თანხის შეგროვებაზე. აღნიშნული მოწოდებები კარგად ესმოდა ირ---–---------იასაგან რამოდენიმე მეტრის მოშორებით მყოფ რო-------–-ძეს. აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ასრულებდნენ ირ---–---------იას დავალებებს და მოქმედებდნენ ამ უკანასკნელის მოწოდებების შესაბამისად. ირ---–---------იას მოწოდებიდან დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ, იქ მყოფმა ნიღბიანმა პირებმა მოიტანეს საწვავი და პიროტექნიკა, რა დროსაც რომანი თანმხლებ პირთან ერთად იდგა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს და იქ განვითარებულ მოვლენებს ადევნებდა თვალყურს. დაახლოებით ნახევარ საათში, ირ---–---------იას მოწოდებების შემდეგ აქციის მონაწილეები კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ და მათ პოლიციის მიმართულებით დაიწყეს ქვების, ბენზინიანი ბოთლების და პიროტექნიკის სროლა, რის შემდეგაც რო-------–-ძემ დატოვა მითითებული ადგილი და წავიდა სახლში.

 

14. მოწმე და------------ძის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, ""... 2017 წლის 11 მარტს დაახლოებით 5-დან 6 საათზე, საღამოს პირას გავედი „პ-–----სთან“. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი. ხალხმრავლობა იყო და ძალიან მაინტერესებდა, რა ხდებოდა. გავარკვიე, რომ დააჯარიმენ პიროვნება, დააკავენ და მოითხოვდნენ, რომ იმ პიროვნების გათავისუფლება... ხალხი მიტინგით გადავინაცვლეთ სამმართველოსთან. გზა გადაიკეტა ორმხრივად... მე------------------ძემ თქვა, რომ არ დავიშალოთო. რომ ეს პიროვნებები რომ გაეთავისუფლებინათ და ეს საპატრულოს უფროსის გადაყენება უნდოდა. ხალხს მიუთითა, არ დავიშალოთ, ბოლომდე მივაწვეთ. მერე ფილები ამოეყარათ, დაუშინენ, ფილები ამოყარენ სამმართველოს წინ და დაუშინენ მანქანებს... საპატრულოს უფროსს უთქმია „თათრებიო“ და ამფერი შეურაცხყოფის იმაზე და მე------------------ძემ თქვა, რომ ხალხო, არ დავიშალოთ, ის პიროვნება, რომელიც დააჯარიმენ და დააკავენ, აი იმის გამოშვებას ვითხოვთო...(იხ. სხდომის ოქმი) მოგვიანებით და------------ძემ დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა სახლში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა ქვემოთ მითითებული არც ერთი მტკიცებულება (მოწმეთა გამოკითხვის ოქმები) სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად და ამ მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:

 

15. მა-------–----------ანიძის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მას საკუთრებაში გააჩნია „მერსედესი“-ის მარკის ავტომანქანა. 2017 წლის 08 მარტს, სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო, რომ 9 მარტს, ქ. ბათუმში, აჭარის საპატრულო პოლიციის წინ იმართებოდა აქცია. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა მე------------------ძემ, რომელიც მოუწოდებდა საპატრულო პოლიციაზე ჯარიმების გამოწერასთან დაკავშირებით განაწყენებულ მძღოლებს, რომ 09 მარტს მისულიყვნენ აჭარის საპატრულო პოლიციასთან აქციის ჩასატარებლად. ვინაიდან მა-------–----------ანიძე იყო ერთერთი განაწყენებული მძღოლი , 09 მარტს მარტო მივიდა ქ. ბათუმში, ტ. აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე საპატრულო პოლიციის შენობის შესასვლელთან, სადაც მე------------------ძე ორგანიზებას უწევდა და მართავდა აქციას. მე------------------ძესთან ერთად მყოფ აქციის მონაწილეებს ქონდათ პლაკატები. აქციაზე მისვლისთანავე მე------------------ძემ მიაწოდა ერთ-ერთი პლაკატი, რომელზეც იყო გაკეთებული წარწერა „დააბრუნეთ ადგილზე პროფესიონალი კადრები“. აქციის მსვლელობისას მე------------------ძე აქტიურობდა და ხმამაღალი შეძახილებით მოუწოდებდა საპატრულო პოლიციის უფროსს, რომ დაუყოვნებლივ გადამდგარიყო, რადგანაც მისი დავალებით ხდებოდა აჭარაში აქტიური და შეუსაბამო დაჯარიმებები. საპროტესტო აქცია მიმდინარეობა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. აქციის დასრულებამდე მე------------------ძემ გააკეთა განცხადება, რომ აქცია ისევ მანამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე არ გადადგებოდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი. 2017 წლის 11 მარტს, მა-------–----------ანიძისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე "პ-–----"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა აქცია, სადაც ეს უკანასკნელიც მივიდა. აქციაზე მან დაინახა მე------------------ძე, მაგრამ თუ რას საუბრობდა არ ესმოდა, დაახლოებით 17:00 საათზე მა-------–----------ანიძე წავიდა პირად საქმეზე და აქციაზე აღარ დაბრუნებულა.

 

16. მოწმე ნი--------ძის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 11 მარტს იმყოფებოდა ქ. ბათუმში პირად საქმეზე რა დროსაც ,,პ-–----“-ს შენობის მიმდებარედ გაიგონა ხმაური და ყვირილის ხმა. სადაც მისვლისას მან დაინახა მე------------------ძე, რომელიც იქ შეკრებილ 300 ადამიანს „მეგაფონი“-ს მეშვეობით მოუწოდებდა გზის გადაკეტვისაკენ, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ქუჩა. ნი--------ძე იქ გაჩერდა რამოდენიმე ხანს, ზუსტი დრო არ ახსოვს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა დაააკავეს საბაგიროს მოპირდაპირე მხარეს წრიულთან და სამსახურებრივი ავტომანქანით გადაიყვანეს პოლიციის შენობაში, სადაც შეუდგინეს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი. დაახლოებით ათი დღის შემდგომ სასამართლომ ის დააჯარიმა 250 ლარით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის.

 

17. მოწმე არ----------------ძის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, ძმასთან და მეზობელთან - ავ--------–-------ესთან ერთად ღებულობდა სპირტიან სასმელს. ქეიფის დროს ისინი უყურებდნენ ტელევიზორს, რა დროსაც საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა ქალაქ ბათუმში მიმდინარე აქცია, რომლის ერთ-ერთი მონაწილე და ლიდერი მე------------------ძე თავის ინტერვიუში ამბობდა, რომ საპატრულო პილიციის უფროსმა აჭარელ მოსახლეობას უწოდა „თათრები“ რის გამოც ის, მისი ძმა - ზებური და მათი თანასოფლელი ავ--------–-------ე გაღიზიანდენ აჭარის მოსახლეობის „თათრებად“ მოხსენიების გამო. მსგავსი შინაარსის განცხადებებს ავრცელებდა მე------------------ძე სოციალური ქსელის ,,facebook”-ის საშუალებით, რის გამოც 12 მარტს დაახლოებით 03 საათზე, არ----------------ძე თანმხლებ პირებთან ერთად პროტესტის გამოსახატავად ტაქსით გაემართნენ ქალაქ ბათუმში და მივიდნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას მან დაინახა, რომ შეგროვილი იყო ბევრი ხალხი, ასევე დაინახა დამწვარ მდგომარეობაში პოლიციის ავტომანქანა.

 

აქციის მიმდინარეობის გადაღებას აწარმოებდნენ ჟურნალისტები, რა დროსაც მან დაინახა, რომ აქციის მონაწილეები ჟურნალისტს თხოვდნენ, რომ მიეცათ ჩანაწერი, ვინაიდან კადრებში ისინი იყვნენ დაფიქსირებული, ჟურნალისტმა კადრების გადაცემაზე უარი განუცხადა და გაიქცა იუსტიციის სახლის მიმართულებით, მას კი აქციის მონაწილეები უკან დაედევნენ. აქციის ეპიცენტრში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან შეკრებილი იყო აქციაში მონაწილეთა დიდი რაოდენობა, მათგან ზოგიერთს კისერზე ჯაჭვი ჰქონდა გადადებული, ზოგს კი ხელში ეჭირა, ე.წ „მოლოტოვის კოქტეილი“, ისინი, ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციის ეზოში გამაგრებულ პოლიციელებს, ხოლო პოლიციის დეპარტამენტის ეზოში იწვოდა ავტომანქანები. აქციის მსვლელობისას არ----------------ძე და მისი თანმხლები პირებიც იგინებოდნენ და უცენზუროდ მოიხსენებდნენ პოლიციელებს. დაახლოებით 06 საათისათვის დრო ზუსტად არ ახსოვს, პოლიციის ეზოდან დაიძრა სპეცრაზმი, რომელსაც მოყვებოდნენ სხვა პოლიციის თანამშრომლები, რომელთა მიერაც არმაზი ფუტკარაძე ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა.

 

არ----------------ძის გამოკითხვის ოქმის თანახმად, აქციაზე მივიდა სატელევიზიო ეთერში და სოციალურ ქსელებში მე------------------ძის მოწოდების შემდეგ პროტესტის გამოსახატავად, რადგანაც მათ ირწმუნეს მე------------------ძის ნათქვამი, თითქოს საპატრულო პოლიციის უფროსმა აჭარელ ხალხს უწოდა „თათრები“.

 

18. მოწმე მი-----------–აძის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი 2017 წლის 11 მარტს ღამის 23 საათამდე იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე, N72-თან მდებარე სასტუმრო „არგო“-ში, რომლის კლიენტებსაც, როგორც ტაქსის მძღოლი ემსახურება, რა დროსაც ტელევიზიის საშუალებით გაიგო, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მოსახლეობის აქცია, რაც პირდაპირ ეთერში, გადაიცემოდა. აქცია ეხებოდა საპატრულო პოლიციის მიერ დაწერილ ჯარიმებს, ასევე ჯარიმის გამო 6 პროტესტანტის დაკავებას. მოგვიანებით იგი მივიდა აქციაზე, რა დროსაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეგობრები ირაკლი თუ-------ე, გიო------–-----აძე და იანგული თუ-------ე. ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სადაც განთავსებულია პოლიციის ადმინისტრაციული შენობები შეკრებილი იყო დაახლოებით 500-600 კაცი. აქციაზე მისვლის შემდგომ მას დაამახსოვრდა აშკარად გამოკვეთილი პირი მე------------------ძე, რომელიც მას მანამდე ტელევიზიით და სოციალურ ქსელში ჰყავდა ნანახი. აქციას ხელმძღვანელობდა მე------------------ძე და ის ამბობდა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ,,თათრები“ უწოდა ადგილობრივებს, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მიერ იყო გაჟღერებული ის, რომ აჭარაში ,,პალაჟენია“ უნდა წაეყვანა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მითითებით ახდენდნენ პატრულის თანამშრომლები მომეტებულ და არაადეკვატური ჯარიმების დაწერას ისედაც გაჭირვებულ ხალხზე. მე------------------ძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა არ დაშლილიყვნენ და ხალხს მოუწოდებდა ერთად შეკრებისკენ, ხოლო აქციაში მონაწილე პირები მას ემორჩილებოდნენ. მე------------------ძისა და აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა იყო საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა და პატრულის მიერ 11 მარტს ,,პ-–----სთან“ დაკავებული პირების განთავისუფლება. მი-----------–აძის აქციაზე მისვლის შემდეგ მომიტინგეთა მხრიდან მდგომარეობა უფრო და უფრო მძაფრდებოდა, რაც გამოიხატებოდა აგრესიულობაში, ყვირილში და ცალკეული პირების მიერ პოლიციის მისამართით შეურაცმყოფელ მიმართვებში, რის შემდეგაც სპეცრაზმის მხრიდან პოლიციის შესასვლელთან მოზღვავებული მომიტინგეების მიმართ გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი, შედეგად აქციაში მონაწილეები უფრო გაღიზიანდნენ, გამოხატეს უკმაყოფილება და პოლიციელებს დაუშინეს ქვები, მდგომარეობა კი უკონტროლი გახდა. მოგვიანებით აქციის მონაწილეები კვლავ გაემართნენ პოლიციის შესასვლელისკენ, რა დროსაც მომიტინგეების გარკვეულმა ნაწილმა დააზიანა პოლიციის ავტომობილები, რომლებიც გაჩერებული იყო იქვე ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, წაუკიდეს ცეცხლი, ახდენდნენ ადვილად აალებად ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ასევე დაწვეს სხვა მოქალაქეების ავტომობილები. მი-----------–აძე ხედავდა აქციაში მონაწილეები თუ როგორ ესროდნენ პოლიციას და სპეცრაზმს ქვებს, სხვადასხვა ნივთებს, ხოლო სპეცრაზმი უკვე ამ დროს თავის მხრივ აქციაში მონაწილეებისკენ ისროდა რეზინის ტყვიას და ცრემლსადენ გაზს. მოგვიანებით მი-----------–აძემ დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

19. ცო---------–-ძის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი აფხაზეთიდან ლტოლვილია, ამავდროულად არის სტიქაროსანი მარტვილის მამათა მონასტერში. 2017 წლის 11 მარტს ღამის საათებში გაიგო, რომ აჭარის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარეობდა აქცია, რომელსაც მოგვიანებით შეუერთდა და დაინახა, რომ შეკრებილი იყო ხალხის დიდი მასა, რომლებიც ყვიროდნენ, ,,გამოუშვით პატიმრები“, ,,გამოუშვით ბიჭები“, ,,გამოუშვით დაკავებულები“.

 

აქციის მიმდინარეობისას, მათ წინ გამოვიდა სპეცრაზმი, რომლებიც ითხოვდნენ, რომ აქციის მონაწილეები დაშლილიყვნენ. ამ დროს აქციის უკანა რიგებში მყოფი მომიტინგეებიდან დაიწყო ქვების სროლა პოლიციის მისამართით, რაც მოხვდა როგორც პოლიციელებს, ასევე წინა რიგებში მდგომ მომიტინგეებს, მათ შორის ერთი ქვა ცო---------–-ძესაც, მაგრამ დაზიანება არ მიუღია და არც ექიმისთვის არ მიუმართავს.

 

სპეცრაზმმა მომიტინგეების მისამართით და დასაშლელად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რაც ცოტნეს ჩიხლაძესაც მოხვდა სხეულის სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ძლიერი ტკივილი არ მოუყენებია. რეზინის ტყვიების სროლამ და გაზის გაშვებამ, მომიტინგეები ძალიან გააღიზიანა და მათ პოლიციის მიმართულებით დაიწყეს ქვების სროლა, აღნიშნული ქვები ეყარა ქუჩაში, ვინაიდან აყრილი იყო ტროტუარის ფილები. ქვების სროლის შემდეგ, მომიტინგეებმა დაიწყეს ქუჩაში გაჩერებული პოლიციის ავტომობილების დაზიანება, მტვრევა და დაწვა. აქციის მსვლელობისას, მომიტინგეებმა საიდანღაც მოიტანეს ბენზინი, რაც ჩაასხეს ბოთლებში და დაიწყეს ცეცხლწაკიდებული ბოთლების ავტომანქანებისკენ სროლა.

 

ღამით,ზუსტი დრო არ ახსოვს, აქციაზე მივიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მათ გაეცნო ნაციონალური მოძრაობის წევრად და მან აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ ის იყო ირ---–---------ია, ყოფილი გამომძიებელი. ირ---–---------იამ მოისმინა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები და მოუწოდა მათ, რომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებდა აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, გაეგრძელებინათ აქცია და ქვების სროლა. ამის შემდეგ ირ---–---------იამ ჟურნალისტებს ჩაერთო პირდაპირ ეთერში, რა დროსაც მან განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესასრულებლად აძლევდა საათნახევარ დროს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები კი ისევ გააგრძელებდნენ აქციას, პოლიციის მიმართულებით ქვების სროლას და წინააღმდეგობას. ინტერვიუს მსვლელობისას, როცა ირ---–---------იამ მოთხოვნა წაუყენა ხელისუფლებას და მისცა ვადა, აქციის მონაწილეები და მათ შორის ცო---------–-ძეც იდგნენ მის გვერდით. ინტერვიუს შემდეგ კი ირ---–---------იამ განუცხადა, რომ თუ შს მინისტრი არ დაკმაყოფილდებოდა აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, გაეგრძელებინათ აგრესიული მოქმედებები. აქციის მონაწილეები ცოტა ხნით შეჩერდნენ, რის შემდეგაც ცო---------–-ძემ გაიგონა, რომ ვიღაცამ დაიძახა, ხელისუფლება არ აპირებდა მათი მოთხოვნების შესრულებას და კვლავ გაგრძელდა ქვების სროლა და ძალადობა. ქვების სროლის შემდეგ, მოწმემ დაინახა, რომ მათი მიმართულებით მოდიოდა სპეცრაზმის დიდი მასა, რის გამოც იქ შეკრებილი მომიტინგეები გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით, რათა არ მომხდარიყო მათი დაკავება, თვით ცო---------–-ძე გაიქცა პუშკინის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც წავიდა სახლში.

 

20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიციელებმა ზა---------------------------–----ძემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები, პოლიციელებმა - ლ---------–---–---------------------------------------------------–---–----------------------–-–---------–---–------------------------------------------------------------–--------------------–---------–------------–---–-------–------------------------–------–----------–-------------------------------------------------------------------–-----–----------------------------------------–---------------------------–--------–-------------------------------------------–---------------------------------------------–------------------------------–----–---–--------------------------------------------–---------------------------------–-----------------------------–--------- მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დეპუტატმა ირ---–-----–--ლმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მოქალაქე რო-----------–აძემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

21. სასაქონლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ აქციის მიმდინარეობისას ცეცხლის წაკიდებით განადგურებული იქნა შვიდი ავტომანქანა, საიდანაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მფლობელობაში იყო ოთხი ავტომანქანა, ასევე დაზიანებული იქნა 15 ავტომანქანა და სხვა ქონებები. (ნივთების ჩამონათვალი და მათი ღირებულება იხილეთ ექსპერტიზის დასკვნებში).

 

22. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N345/ჰ დასკვნით, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ირ---–---------იას ფოტოსურათზე (ფოტოცხრილი №1, ფოტო №40) და ვიდეოგრამებზე გამომძიებლის მიერ მითითებულ დროის იმ მონაკვეთებში საიდანაც ამოღებულია ფოტოსურათები - ფოტოცხრილი №1, ფოტო №22, ფოტო №23, ფოტო №25, ფოტო №27, ფოტო №28, ფოტო №33, ფოტო №34, ფოტო №35, ფოტო №37, ფოტო №38 და ფოტო №39 დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილ მე------------------ძის ფოტოსურათზე (ფოტოცხრილი №1, ფოტო №41) და ვიდეოგრამებზე გამომძიებლის მიერ მითითებულ დროის იმ მონაკვეთებში საიდანაც ამოღებულია ფოტოსურათები - ფოტოცხრილი №1, ფოტო №24, ფოტო №26, ფოტო №29, ფოტო №30, ფოტო №31, ფოტო №32 და ფოტო №36, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

23. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, სასამართლო განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერის თანახმად ირ---–---------იამ, როგორც აქციის მონაწილეების იმ დროისთვის ხელმძღვანელმა სახელმწიფოს აქციის მშვიდობიანად დაშლის სანაცვლოდ რამდენიმე პირობა დაუსახელა. (იხ. ვიდეო ჩანაწერი).

 

24. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ნათლად ჩანს მე------------------ძე ხმის გამაძლიერებლით როგორ გაადაადგილდება და მოუწოდებს მომიტინგეებს. (იხ. ვიდეო ჩანაწერი).

 

25. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მე------------------ძემ 2017 წლის 11 მარტს 2346 საათზე დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია.

 

26. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ირ---–---------ია 2017 წლის 12 მარტს 0436 საათზე მივიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

27. 2017 წლის 09 მაისის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გიორგი ნაკაშიძის სამსახურებრივი კომპიუტერიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლო განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იმფორმაციის ამსახველი ელექტრონული დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად, დისკზე დატანილია - 59 (ორმოცდაცხრამმეტი) ცალი, სხვადასხვა ზომის ფაილი, რომელშიც ასახულია მე------------------ძის სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსები.

 

28. 2017 წლის 01 აპრილის გამოთხოვის ოქმის თანახმად, პოლიციის გამომძიებლის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა კა-----------ისგან მის მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია, კერძოდ მე------------------ძის მიერ გაგზავნილი ავტომანქანების მონაცემები და sms შეტყობინება.

 

29. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და 2017 წლის 11-12 მარტს განვითარებული მოვლენებს ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული, ასევე პრეიუდიციად მიჩნეული სხვა მტკიცებულებები, მათ შორის: შეტყობინებები და ინფორმაციული პატაკები დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოტაბულა, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, დათვალიერების ოქმები, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე მსჯავრდებული პირების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილი ვიდეო-აუდიო ჩანაწერები და მათი დათვალიერების ოქმები, დაზარალებულების მიმართ არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებულების, დაზარალებულების წარმომადგენლების და მოწმეთა ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.

 

31. პირის ქმედების ხსენებული მუხლით მსჯავრდებისთვის აუცილებელია შემდეგი ნიშნების ერთობლივად არსებობა; 1) პირი ორგანიზებას უწევს ან ხელმძღვანელობს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს და 2) ჯგუფის, მათ შორის ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის მიზანია ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.

 

32. დანაშაულის შემადგენლობის მეორე კომპონენტი, რომ აქციის მონაწილე პირთა ნაწილმა განახორციელა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება - განადგურება და პოლიციელებზე თავდასხმა უდავოა და არც მხარეთა შორის დავას არ იწვევს.

 

33. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

 

34. პირის ქმედების ხსენებული მუხლით მსჯავრდებისთვის აუცილებელია შემდეგი ნიშნების ერთობლივად არსებობა; 1) პირი ორგანიზებას უწევს ან ხელმძღვანელობს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს და 2) ხსენებული ქმედება ა) უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; ბ) დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან გ) რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

 

35. დანაშაულის შემადგენლობის მეორე კომპონენტის სამივე ნაწილი ცალ ცალკე აღებულიც კი იწვევს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობას, ხოლო განსახილველ შემთხვევაში კი სამივე შემადგენელი ნაწილი სახეზეა, კერძოდ უდავოა, რომ მე------------------ძის და ირ---–---------იას აქციაზე ყოფნისას უხეშად ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი; პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა იყო; ტრანსპორტის და სხვა დაწესებულებების საქმიანობა პარალიზებული იყო.

 

36. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ დროის სხვადასხვა ინტერვალში, ერთმანეთისთვის იმ დროისთვის უცნობი მე------------------ძე და ირ---–---------ია ორგანიზებას უწევდნენ აქციის - ჯგუფური მოქმედების მონაწილეებს და შესაფასებელი დარჩა მხოლო ერთი კომპონენტი - მათი ქმედებები წარმოადგენდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, თუ ეს იყო ამავე კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

37. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

38. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

39. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.

 

40. სასამართლო სამართლებრივ შეფასებას მისცემს დაცვის მხარის მტკიცებულებებს და განმარტავს, რომ ირ---–---------იას დაცვის მტკიცებულებებიდან მხოლოდ ბრალდებული, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა და ჟურნალისტი, მოწმე ემ---------ია წარმოადგენენ იმ პირებს ვინც ბრალდებულის აქციაზე ყოფნის და მოქმედების ნაწილში განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, რაც შეეხება სხვა მოწმეებს - გიო--------------------------–-------------–--–------ას ისინი ფაქტის თვითმხილველები არ არიან, ხოლო მოწმე ასლ-----–---აძე აქციაზე 15 წუთით იყო და მათი ჩვენები მტკიცებულებითი კუთხით რაიმე ფაქტის დასადასტურებლად ან/და უარსაყოფად არასაკმარისია.

 

41. სასამართლო არ იზიარებს ემ---------იას ჩვენებას იმ ნაწილში, რომ ირ---–---------ია აქციაზე მისვლიდან აქციის დასრულებამდე მისი თვალდახედვის არეში იყო, რადგან ობიექტურად შეუძლებელია ჟურნალისტი, რომელიც კონცენტრირებულია და ოპერატორის მეშვეობით ახორციელებს აქციის გადაღებას ყურადღება მხოლოდ ერთ პირზე ჰქონოდა გადატანილი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში ემ---------იას ჩვენება და პოზიცია ბრალდებულისათვის უკეთესი სამართლებივი შედეგის მიღების სურვილით არის გამოწვეული და არა ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით.

 

42. თვით ირ---–---------იას მიერ სასამართლოში მოწმის სახით მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგი პოლიტიკური პარტიის წევრია, 2017 წლის 11 მარტს იმყოფებოდა ქ. თბილისში, სადაც შეიტყო ბათუმში მიმდინარე აქციის თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება აქციას შეერთებოდა. აქციაზე მისვლისას კი ინტერვიუ მისცა ტელევიზიებს, შეხვდა იქ მყოფ მოქალაქეებს. ინტერვიუს მიცემის შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერი მასთან დაკავშირებული პარტიიდან ურეკავდნენ, მაგრამ ტელეფონი გამორთო. სპეცრაზმის გამოსვლის შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. ეს ფაქტობრივი გარემოებები, რაც ირ---–---------იამ სასამართლო პროცესზე განაცხადა თანხვედრაშია სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებთან, იმ განსხვავებით, რომ ბრალდებულმა ძალადობის ორგანიზების ნაწილში უარყო მისი მონაწილეობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ხსენებულ განაჩენში მითითებულ "ქმედების სამართლებრივი აღწერა"-ში მოყვანილი და განხილულია ის მტკიცებულებები რაც ბრალდებულის ამ პოზიციას აქარწყლებს და უსაფუძვლოს ხდის.

 

43. სასამართლო შეფასებას მიცემს მე------------------ძის ნაწილში დაცვის მხარის მტკიცებულებებს და განმარტავს შემდეგს:

 

სასამართლო მე------------------ძის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას ვერ გამოიყენებს, ვინაიდან ბრალდებულმა შეგნებულად უარი განაცხადა ბრალდების მხარის შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან, რითაც ბრალდების მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა ჯვარედინი წესით დაეკითხა იგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, სასამართლოს (ნაფიც მსაჯულებს) არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. ნათელია, რომ ხსენებული წესი ბრალდებულის მხრიდან დარღვეული იქნა, რითაც შეჯიბრებითობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპის უგულებელყოფა მოხდა.

 

44. რაც შეეხება საქმის არებითი განხილვის სხდომაზე დაიკითხულ დაცვის მხარის მოწმეების რა----–--------------–------------------–---------------------------–---ძის ჩვენებებს, ისინი არათანმიმდევრულია, წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან ისე სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და ემსახურება მე------------------ძისთვის უკეთესი სამართლებივი შედეგის მიღების სურვილს და არა ობიექტური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას.

 

45. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებას არაერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება ჰქონდა წარმოდგენილი მე------------------ძის და ირ---–---------იას მიმართ დროის სხვადასხვა ინტერვალში ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ნაწილში, სასამართლომ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან მიღებული სატელეფონო კავშირის მომსახურების ანძების მონაცემების საფუძველზე ეჭვი შეიტანა ბრალში მითითებულ ფაქტზე, რომ ბრალდებულები რბევის და პოლიციაზე თავდასხმისას შემთხვევის ადგილზე იყვნენ, რადგან ხსენებული მტკიცებულებები საპირისპიროს ადასტურებენ. (იხ."ქმედების სამართლებრივი აღწერის 25-26 პარაგრაფი").

 

46. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“ , რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]

 

47. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან[2].

 

48. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“

 

49. ასევე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტი, რომ 2017 წლის 12 მარტს 0030 საათზე ირ---–---------ია და მე------------------ძე ერთად ხელმძღვანელობდნენ აქციას, რადგან მტკიცებულება, რომ ბრალდებულები ერთმანეთს იცნობდნენ გამოკვლეული არ ყოფილა და უდავოდ დადგენილია, რომ ხსენებულ დროს ირ---–---------ია აღმოსავლეთ საქართველოში იყო, ხოლო მე------------------ძე სასამართლოსთვის უცნობ მისამართზე, მაგრამ არა აქციაზე.

 

50. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

 

51. სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ბრალდებით განსაზღვრულ გარემოებებსა და სასამართლოში დადგენილ ფაქტებს შორის არ არის თანხვედრა, ეს აპრიორი არ გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება - საქმე №438აპ-16)

 

52. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ შემდეგ დასკვნამდე: არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი საიმისოდ, რომ მე------------------ძე და ირ---–---------ია უდანაშაულონი არიან. სასამართლოს მოსააზრებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ბრალდებულებმა დროის სხვადასხვა ინტერვალში ჩაიდინეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, რამაც ტრანსპორტის და დაწესებულების მუშაობის შეფერხება გამოიწვია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება რელევანტური საფუძველი ამ ფაქტის მიმართ გონივრული ეჭვის არსებობისთვის, რადგან გამოკვლეული და წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ მე------------------ძის და ირ---–---------იას მიერ ჩადენილია ზემოხსენებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

53. ირ---–---------იას მიმართ პასუხისმგებლობის შემასუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

54. მე------------------ძის მიმართ პასუხისმგებლობის შემასუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

55. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულების მიმართ შემასუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, მაგრამ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მე------------------ძეს მკვეთრად გაურესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, ასევე ჰყავს 4 შვილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

56. სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი 2018 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდა ახალი რედაქციით, კერძოდ დაემატა მე-4 ალტერნატიული სასჯელი.

 

სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

 

ზემოაღიშნული მსჯელობიდან გამომდინარე მე------------------ძე და ირ---–---------ია ცნობილი უნდა იქნან დამნაშავედ და სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლის 2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციიით.

 

57. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი სასჯელის რამდენიმე ალტერნატიულ სახეს იცნობს სასამართლო მიიჩნევს რომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავეების რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ირ---–---------იას და მე------------------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებულ ირ---–---------იას მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლზე (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ბრალდებული ირ---–---------ია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ირ---–---------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ირ---–---------იას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან.

 

2. ბრალდებულ მე------------------ძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლზე (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ბრალდებული მე------------------ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მე------------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მე------------------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალ-–ი შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი