განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2018
საქმის ნომერი
190100117002087421
თარიღი
10.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-428-17

(№012090917002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 იანვარი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

 

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დავით მუხიაშვილი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - მ-----------–---------ი, დაბადებული 9---–-–-----------------ს, უზბეკეთის მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: უ----------------------–--------- და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–------–------------------------------..

 

ადვოკატი - რიმა გურგულია

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,ე” პუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

თარჯიმანი - ეკატერინე ჩუბინიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 02:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში გ----------------------------–-----–-------–ი მცხოვრებმა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა მ----------------------–---------მა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ------–---------–---–-სა და მცირეწლოვანი შვილის მ-------–--- პ--–---------ის მიმართ ხელის მიწის დასამუშავებელი ე.წ. ბარის და პლასტმასის მწერების სახოცი საშუალების გამოყენებით განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ნ------–---------–---–ს ცხვირზე დაჟეჟილი ჭრილობის, ზედა ტუჩზე ნაჭდევების, ორივე იდაყვის სახსრის უკან ზედაპირზე ნაჭდევების, მარცხენა თვალბუდის არეში სისხლჩაქცევების, ორივე ბარძაყის ქვემო მესამედში და კეფის არეში სისხლჩაქცევების სახით, ხოლო მ-------–--- პ--–---------ს ორივე ლოყაზე, ორივე ზემო კიდურზე, მარჯვენა ბეჭზე, წელის მიდამოში, ორივე დუნდულოზე და მარცხენა თვალბუდის გარეთა კიდესთან სისხლჩაქცევების, ხოლო შუბლზე და ცხვირის მარჯვენა ნესტოზე ნაჭდევების სახით, მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გარდა დაზარალებულის ნ------–---------–---–-ს ჩვენებისა.

 

სასამართლო სხდომაზე მოსმენილ იქნა ნ------–---------–---–-ს ჩვენება, რომლის მიხედვით 2017 წლის 29 აგვისტოს იგი წავიდა დილიდან ქ. თ---–--–ი, რათა ბავშვებისთვის მოეტანა საჭმელი და მისულიყო კბილის ექიმთან. ბავშვები დაუტოვა მ-----------–---------ს. უკან დაბრუნებისას დააგვიანდა მატარებელზე, სხვა საშუალება უკან დაბრუნების არ ჰქონდა, ამიტომ დარჩა ქ. თ---–--–ი დასთან. ამასთან ამოიღო კბილი და ძალიან აწუხებდა ჭრილობა. დაზარალებული განმარტავს, რომ მისი მეუღლე ძალიან ეჭვიანია, არ უყვარს როცა იგი სახლიდან გადის. ამის გამო მათ შორის ხშირად ხდებოდა კონფლიქტები.

 

მეორე დილით, 30 აგვისტოს იგი დაბრუნდა სახლში, დაახლოებით 11 საათი იქნებოდა. მ-------ი უკვე ნასვამი იყო, იჯდა აივანზე და მისი მისვლისთანავე დაიწყო ჩხუბი და ჭიდაობა მასთან. შესული არ იყო, არც მოისმინა მისი მიზეზები სახლში არდაბრუნების, ზოგადად როდესაც ნასვამია მისი მეუღლე იგი იქცევა პათოლოგივით, ვერ აკონტროლებს თავის ქცევას. მალევე მათთან მივიდნენ მათი მეგობრები, ისინი მალევე წავიდნენ და ნ------ დაიწყო საოჯახო საქმეების გაკეთება. მ-------ი დაწყნარდა. როდესაც ბავშვებმა დაიძინეს, მეუღლემ გადაწყვიტა წასულიყო არყის საყიდლად მაღაზიაში, ნ------ არჩია, რომ გაჰყოლოდა მეუღლეს, რადგან იგი იყო ნასვამი და არ უნდოდა მარტო გაშვება, რადგან მათ სოფელში ძალიან ცუდი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ცდილობენ მათ დაშორებას და მ-------ს აქეზებენ მის წინააღმდეგ. ეუბნებიან, რომ მათი პირველი შვილი არ არის მისი, არდგან ბავშვს ცისფერი თვალები აქვს და საერთოდ არ ჰგავს მამას. ისინი წავიდნენ პირველ კუმისში მაღაზიაში, მაგრამ იქ არაყი აღარ ჰქონდათ და გამობრუნდნენ უკან, ამ დროს ბავშვები მარტო იმყოფებოდნენ სახლში, რადგან მათ ეძინათ. იქიდან რომ წამოვიდნენ ნ------ ჰკითხა რისთვის უნდოდა ჭაჭა, მეგობრები ხომ უკვე იყვნენ მათთან. მ-------მა უპასუხა, რომ ეს არ იყო საკმარისი და კიდევ უნდოდა. ისინი მივიდნენ იქვე მეზობლად მცხოვრებ მეგობრებთან, დასხდნენ იქ და დაიწყეს დალევა. ნ------–---------–---–- ადასტურებს, რომ თვითონაც დალია. რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ წავიდნენ, ჩვეულებრივად ჩაკიდეს ხელი ერთმანეთს. მივიდნენ სახლში, მაქსიკას უკვე ეღვიძა. პატარას, დაუწყო ცემა მამამისმა, იმიტომ სცემდა რომ მთვრალი იყო, მიდიოდა, წინ რომ ბავშვი შეეფეთა არ ესიამოვნა, იქვე მდებარე ბუზის საკლავი აიღო და იმით დაუწყო ცემა, ბავშვი ძლივს გამოგლიჯა ხელიდან და დააწვინა სხვა ოთახში. შემდეგ მიუბრუნდა მეუღლეს და შეეცადა დაეწყნარებინა და უმტკიცებდა, რომ მისთვის არასდროს უღალატია და ბავშვი მისი შვილია. ნ----- შევიდა სამზარეულოში საჭმლის გასაკეთებლად. ამ დროს მეუღლემ მოულოდნელად კუთხეში მიიმწყვდია და დაუწყო უმოწყალოდ ცემა, იმდენად მტკივნეული იყო მისი მხრიდან ასეთი საქციელი, რომ აღარ სურს ამ დღის გახსენება ფაქტობრივად კლავდა, ისე იქცეოდა, ბოლოს მოახერხა, რომ გაქცეულიყო და შველა ეთხოვა პოლიცია მალევე მოვიდა და სწრაფად მოახდინეს რეაგირება. დალურჯებული იყო მთელ სხეულზე, დიდხანს სტკიოდა მიყენებული დაზიანებები. ცხვირი ჰქონდა გატეხილი, მოტეხილობები ჰქონდა ფეხებზე, ნეკნებზე და ძალიან ბევრი დალურჯებები აღენიშნებოდა სხეულზე.

 

ნ------–---------–---–-ს განმარტებით, მან აპატია მეუღლეს ეს საქციელი და აპირებს მეუღლესთან ცხოვრების გაგრძელებას, 2 შვილი ჰყავს. სურს, რომ მეუღლეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს და გამოვიდეს. მისთვის ამის გაცხადება არ დაუძალებია არავის და თავად მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოსთვის ეთხოვა მისი მეუღლისთვის პასუხიმგებლობის შემსუბუქება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა მ----------------------–---------მა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ------–---------–---–-სა და მცირეწლოვანი შვილის მ-------–--- პ--–---------ის მიმართ ხელის მიწის დასამუშავებელი ე.წ. ბარის და პლასტმასის მწერების სახოცი საშუალების გამოყენებით განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ნ------–---------–---–ს ცხვირზე დაჟეჟილი ჭრილობის, ზედა ტუჩზე ნაჭდევების, ორივე იდაყვის სახსრის უკან ზედაპირზე ნაჭდევების, მარცხენა თვალბუდის არეში სისხლჩაქცევების, ორივე ბარძაყის ქვემო მესამედში და კეფის არეში სისხლჩაქცევების სახით, ხოლო მ-------–--- პ--–---------ს ორივე ლოყაზე, ორივე ზემო კიდურზე, მარჯვენა ბეჭზე, წელის მიდამოში, ორივე დუნდულოზე და მარცხენა თვალბუდის გარეთა კიდესთან სისხლჩაქცევების, ხოლო შუბლზე და ცხვირის მარჯვენა ნესტოზე ნაჭდევების სახით, მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის მ-----------–---------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,ე” პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ალექსი ხიზანიშვილის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,ე” პუნქტები პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ბრალდებულ მ-----------–---------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

სასამართლო მიიჩნევს რომ მ-----------–---------ის პასუხიმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაულის ჩაიდინა მისი ოჯახის წევრების მიმართ, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მან არასრუწლოვან ბავშვზე იძალადა სწორედ იმ მოტივით, რომ მას არ აქვს ცისფერი თვალები და არ არის მისი შვილი. რაც თავისი შინაარსით ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული გარემოება კი თავისი სიმძიმით წონის მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,ე” პუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის - სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მ-----------–---------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, რაზეც მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2017 წლის 29 ივნისის შემაკავებელმა ორდერმა ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან, აღნიშნული ნორმის მიხედვით არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. 2. ბავშვს უბლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მ-----------–---------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,ე” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

მ-----------–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----------–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ მ-----------–---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

2. მ-----------–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. მ-----------–---------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 30 აგვისტოდან.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთმტკიცება -

 

მოწითალო ფერის ლაქები (ინახება შსს გ---------- რაიონული სამმართველოს თ--–----- განყოფილებაში), განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ერთი ცალი ბარი, პლასტმასის ბუზის საკლავი, რკინის ბოქლომი, ხისტარიანი სამზარეულოს ჩანგალი, პლასტმასის ბიდონი (ინახება შსს გ---------- რაიონული სამმართველოს თ--–----- განყოფილებაში), განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6 განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი