განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2018
საქმის ნომერი
160100117002150732
დავის ტიპი
126 2 ბ
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002150732

#1/236-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

10 იანვარი 2018 წელი ქ. ბოლნისი

 

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, თამარ სისვაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზა--- ცქ--------ა, გი------ სა---–---–-

 

ბრალდებული: ნა--გ აბ-----–----

დაბადებული: 1-----–-–-----------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–ი, ჯა---------------–----------------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: გუ---მ მა------ე, დი------ი ნა–--–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი.

 

თარჯიმანი: ნა--–ი იბ---------ა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნა--გ აბ-----–----ს მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნა--გ აბდულაევმა, არასრულწლოვანი შვილის 2008 წლის 09 მარტს დაბადებულ რა--ნ აბ-----–----ს თანდასწრებით, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე ცემა მეუღლე რა----- მუ---დოვა, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ნა--გ აბ-----–----ს მიერ 2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელ ჯა------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილის 2008 წლის 09 მარტს დაბადებულ რა--ნ აბ-----–----ს თანდასწრებით, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე ნა--გ აბ-----–----ს მიერ რა----- მუ---დოვას ცემის ფაქტი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბა--სად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტა------ტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბა--სად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. – 1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნა--გ აბ-----–----ს მიერ მეუღლე რა----- მუ---დოვას მიმართ 2017 წლის 28 სექტემბერს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: და---რალებულ - რა----- მუ---დოვას ასევე არასრულწლოვანი მოწმის - ვრ---ნ აბ-----–----ს გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

 

3.5. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

3.6. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბა--სად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბა--სად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

 

3.7. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბა--სად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბა--სად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

3.8. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბა--სად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

3.9. სასამართლო ასევე ყუ---დღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბა--სად, ,,...თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება)“. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბა--სად, მხოლოდ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის არასრულწლოვანი მოწმე ან მსხვერპლის ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) არის შესაძლებელი. სხვა შესაძლებლობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არ ითვალისწინებს.

 

3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არასრულწლოვნების დაკითხვის პროცესში მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა არასრულწლოვანთა დაკითხვისათვის საჭირო შესაბა--სი გარემო, თუმცა არასრულწლოვანმა მოწმემა - რ---ნ აბდულაევმა არ გააკეთა განმარტება მისი მა--ს - ნა--გ აბდულევის მიერ მისი თანდასწრებით რა----- მუ---დოვას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის შესახებ და დააფიქსირა პოზიცია, რომ არ სურდა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა. ასევე, და---რალებულმა რა----- მუ---დოვამ არ გააკეთა განცხადება, ნა--გ აგდულაევის მიერ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის შესახებ და დააფიქსირა პოზიცია, რომ არ სურდა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა.

 

3.11. ამდენად, ვინაიდან არასრულწლოვანმა მოწმე რ---ნ აბდულაევმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს მოწმეების მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3.12. ამდენად, საქართველოს შიდა კანონმდებლობიდან და ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცედენტებიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი და---რალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვის ოქმები და საფუძვლად დაუდოს ნა--გ აბ-----–----ს მიერ რა----- მუ---დოვას მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დადგენას.

 

3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ნა--გ აბ-----–----ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: ა-------–- ოს------ის, გი------ ოქ-----–---–ის და ბე--- მა------–---- ჩვენებები არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.14. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბა--სად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტა------ტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბა--სად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.15. ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს (ა-------–- ოს------ის, გი------ ოქ-----–---–ის და ბე--- მა------–---- ჩვენებები), რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ისინი ერთმნიშვნელოვნად ვერ ადასტურებენ განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებს.

 

3.17. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბა--სად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-------–- ოს------ი, არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველი), მის მიერ მიცემული ჩვენება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებების - რა----- მუ---დოვაზე ძალადობის განმახორციელებელი და დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას). ამასთან, თუ ვინ განახორციელა და---რალებულებზე ფიზიკური ძალადობა და ვინ მიაყენა მას დაზიანებები, უშუალოდ ამ საკითხთან მიმართებით, ზემოაღნიშნული მოწმის ირიბი ჩვენება არ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

3.19. სასამართლო ყუ---დღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციუ---დ იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

3.20. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბა--სად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბა--სად, არაკონსტიტუციურია.

 

3.21. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს, რომ რა----- მუ---დოვაზე ფსიქოლოგიუ---დ და ფიზიკუ---დ იძალადა ნა--გ აბდულაევმა და სწორედ მან მიაყენა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სხეულის დაზიანებები.

 

3.22. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის #5003427317 დასკვნის თანახმად (ექსპერტი გი------ ოქ-----–---–ი):

- წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით რა----- მუ---დოვას 04.10.2017 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 06.10.2017 წელს დაუდგინდა : ზემო და ქვემო კიდურების ნაჭდევები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, - მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმნულობის დადგენა შეუძლებელია დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.

 

3.23. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის #5003427317 დასკვნის სისწორეს ადასტურებენ ექსპერტები გი------ ოქ-----–---–ი და ბე--- მანჯგალაძე.

 

3.24. სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა ობიექტუ---დ შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბა--სად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ რა----- მუ---დოვას აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა აღნიშნული ექსპერტის დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა რა----- მუ---დოვას აღნიშნული დაზიანებები, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანება და---რალებულს მიაყენა ნა--გ აბდულაევმა, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.

 

3.26. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად და---რალებულის სხეულზე არსებული დაზიანებებისა, იმ პირობებში, როდესაც და---რალებულმა - რა----- მუ---დოვამ, მოწმე რ---ნ აბდულაევმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა ნა--გ აბ-----–----ს მხრიდან მეუღლეზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური შეუ---ცხყოფის ფაქტების დადგენა (სხეულის დაზიანებების მიმყენებელი პირის დადგენა).

 

3.27. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი ეთანხმება მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობას მის მისერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეუ---ცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადა--ანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეუ---ცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით და---რალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლ4.3. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბა--სად, ოჯახის წევრი ამ კანონის მიზნებისათვის არის, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.

 

4.4. ამდენად, სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციების შესაბა--სად განმარტავს, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მეუღლეები იმყოფებიან თუ არა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მთავარია ისინი ერთად ეწევიან (ეწეოდნენ) ოჯახურ ცხოვრებას, ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.5. ანალოგიური მიდგომა აქვს ადა--ანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც ერთ-ერთ თა--ს ადრინდელ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ ადა--ანის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ნა--გ აბ-----–---- არის რ---ნ აბ-----–----ს მამა ანუ ისინი არიან ოჯახის წევრები. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულებით უტყუარად ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ რა----- მუ---დოვას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოფიური ძალადობის ფაქტს შეესწრნენ ნა--გ აბ-----–----სა და რა----- მუ---დოვას არასრულწოვანი შვილი.

 

ადა--ანის უფლებათა და ძირითად თა--სუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) არ განასხვავებს „კანონიერ“ და „უკანონო“ ოჯახებს (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ (Marckx v. Belgium), განაცხადი no. 6833/74, ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პლენუმის 1979 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტი 31). ადა--ანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს მიდგომა შემდგომ პრაქტიკაშიც შეინარჩუნა. კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მხოლოდ დაქორწინებულ პირებზე არ ვრცელდება და შეიძლება მოიცავდეს de facto ოჯახსაც, რომლის მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან (ალიმი რუსეთის წინააღმდეგ (Alim v. Russia), განაცხადი no. 39417/07, ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 69).

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ნა--გ აბ-----–---- და რა----- მუ---დოვა არიან ოჯახის წევრები - მეუღლეები, ასევე უტყუარად დადგენილია, რომ რა----- მუ---დოვას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით ვერ დადასტურდა ვინ მიაყენა რა----- მუ---დოვას ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებები (უტყუარად ვერ დადგინდა დანაშაულის სუბიექტი).

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არა--ნ არ არის ვალდებული ამტკიცოს თა--სი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თა--დან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადა--ანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტა------ტების შესაბა--სად.

 

4.9. ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკუ---ტუ---მ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

4.10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

4.11. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.12. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტა------ტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტა------ტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცზ\ესო კოდექსით, ასევე ადა--ანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტა------ტებს.

 

4.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნა--გ აბ-----–----ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

 

ნა--გ აბ-----–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 82-ე, 92-ე, 258-260-ე, 269-270-ე, 275-276-ე, მუხლების, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბა--სად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნა--გ აბ-----–---- საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნა--გ აბ-----–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ნა--გ აბდულაევს აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი