გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/961-2017
130210217002233965
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 იანვარი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი
განმცხადებელი - ნ--- ლ-----ე;
განმცხადებლის წარმომადგენელი - ნ------------–---–ი
მოთხოვნის არსი - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ--- ლ-----ის წარმომადგენელმა ნ------------–---–მა 2017 წლის 26 დეკემბერს ხაშურის რაიონულ სასამართლოს მომართა განცხადებით, რომელშიც მითითებულია, რომ ნ--- ლ-----ე არის 2012 წლის 3 აგვისტოს გარდაცვლილი ჟ---- გ------–---–ის და 2009 წლის 3 მაისს გარდაცვლილი ს---–--ო გ------–---–ის შვილი. განცხადებაში ისიც არის მითითებული, რომ საარქივო ცნობის ჩანაწერში სოფელ ცხრამუხის 2001-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის, რომლის უფროსია ელენე გ------–---–ი, შემადგენლობაში ირიცხებიან ს---–--ო ი----ს ძე გ------–---–ი, ხოლო მეორე ნომრად მითითებულია ,,ცოლი" სახელის, მამის სახელისა და გვარის გარეშე. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საკომლო წიგნებში ასეთი ჩანაწერი ქმნის პრობლემას უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მამამისს - ს---–--ო გ------–---–ს გარდა ჟ---- გ------–---–ისა (განმცახდებლის დედა) სხვა მეუღლე (არც რეგისტრირებული და არც არარეგისტრირებული) არ ჰყოლია, ითხოვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას იმის თაობაზე, რომ საარქივო ცნობა N69/170468, იქ სადაც კომლის ერთ-ერთ წევრად მითითებული ,,ცოლი", ეკუთვნის აწ გარდაცვლილ ჟ---- გ------–---–ს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ განიხილა მოცემული საქმე, მოისმინა განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის განმარტებები, მიაჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეს ერთვის ქორწინების მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ ს---–--ო ი----ს ძე გ------–---–ი და ჟ---- გ------ის ასული მ--–--ე 1966 წლიდან რეგისტრირებულ ქოწრინებაში არიან, და რომ ქორწინების რეგისტრაციისას ჟ---- მ--–--ეს მიეკუთვნა მეუღლის გვარი - გ------–---–ი.
წარმოდგენილია დაბადების მოწმობა, რომლის თანახმადაც განმცხადებლის მშობლები არიან მამა - ს---–--ო ი----ს ძე გ------–---–ი, დედა - ჟ---- გ------ის ასული გ------–---–ი. ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ განმცხადებელი ნ--- ლ-----ე რეგისტრირებულ ქორწინებაშია ვალერი ლ-----ესთან და იგი ატარებს მეუღლის გვარს - "ლ-----ე".
საქმეს ასევე ერთვის გარდაცვალების მოწმობები, რომელთა მიხედვითაც - ჟ---- გ------–---–ი გარდაიცვალა 2012 წლის 03 აგვისტოს, ხოლო ს---–--ო გ------–---–ი - 2009 წლის 3 მაისს.
წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვტილება, რომლითაც დასტურდება, რომ საკომლო წიგნებში კომლის წევრის შესახებ გაკეთებული არასრული ჩანაწერი ქმნის პრობლემას უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ს---–--ო გ------–---–ი იმყოფებოდა ქორწინებაში ჟ---- გ------–---–თან და მის გარდა სხვა მეუღლე არასოდეს ჰყოლია.
ამდენად, დადაგენილია, რომ საარქივო ცნობა, რომელშიც ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხის 2001-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის, რომლის უფროსია ელენე გ------–---–ი, შემადგენლობაში ირიცხებიან ს---–--ო ი----ს ძე გ------–---–ი და ,,ცოლი" სახელის, მამის სახელისა და გვარის გარეშე, ეკუთვნის განმცხადებლის დედას ჟ---- გ------–---–ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 312-313-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. დადგენილად იქნეს ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ N69/170468 საარქივო ცნობა, რომლის ჩანაწერში სოფელ ცხრამუხის 2001-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ს---–--ო ი----ს (დოკუმენტში ასეა) გ------–---–ი და ,,ცოლი" - სახელი, მამის სახელი და გვარი მითითებული არ არის, ეკუთვნის განმცხადებლის დედას - 2012 წლის 3 აგვისტოს გარდაცვლილ ჟ---- გ------–---–ს (პ/ნ 5----------, სააქტო ჩანაწერი N 6----------).
3. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი