განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №160100118002256549
№ 1/6-18
ბოლნისის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 იანვარი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნი--------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მა----–------------ი დაბადებული 01.12.1--- წელს, პასპორტის ნომერი: A--------, სომხეთის მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: სომხეთი, ქ. სტეფანავანი, ტ--------.
ადვოკატი: არ---–-–-------ა
თარჯიმანი: ევ------------------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა
სხდომის სახე: საჯარო
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
2018 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 14:40 საათზე, გუგუთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მა----–------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის შემოწმებისას, ავტომობილის წინა სალონში აღმოაჩნდა თავისი კუთვნილი 4.2 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 14 კაფსულა განთავსებული ორ ცალ ვერცხლისფერ კონვალუტაზე, წარწერით „Прегабалин канон капсулы 300мг“.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მა----–------------ის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, აგრეთვე ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე სე------------------ს, მოწე სტ-----–---------------ს გამოკითხვის ოქმი, ამოღების ოქმი, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - ფსიქოტროპული ნივთიერება - პრეგაბალინის შემცველი კაფსულები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2018 წლის 12 იანვარს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ბრალდებულ მა----–------------ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს არ---–-–-------ასა და პროკურორ ნი--------–---–ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
2018 წლის 12 იანვარს პროკურორმა ნი--------–---–მა წერილობითი სახით წარმოადგინა შუამდგომლობა ბრალდებულ მა----–------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო ბრალმდებელი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რომ მა----–------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
მა----–------------ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 6 თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება. 10 წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა - პროკურორმა ნი--------–---–მა, ბრალდებულმა მა----–------------მა და მისმა ადვოკატმა არ---–-–-------ამ.
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადაოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ის სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებთან დაკავშირებით უშუალოდ ბრალდებულისათვის შეკითხვების დასმის შედეგად, რომლებზედაც ბრალდებულმა ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხები გასცა, დარწმუნდა, რომ:
- საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
- საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
- ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
- ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
- ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი;
- ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს;
- ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
- ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
- ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
- ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების თაობაზე საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
- საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული;
- ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;
- ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების პირობების შეცვლა, ამასთან, იგი არ არის შეზღუდული პროკურორისა და ადვოკატის პოზიციით, არც თავის მიერ გაცხადებული პოზიციით და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
სასამართლომ საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატის და თარჯიმნის მონაწილეობით.
4.სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდება დასაბუთებულია, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი, კანონის დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე ბრალდებულისაგან დამარწმუნებელი პასუხები მიიღო.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები სწორია. საპროცესო შეთანხმებაში ასახული რომელიმე პირობა არ უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. ამასთან, საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებულის მიმართ არ ყოფილა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება, ამასთან, მას არ შეზღუდვის უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. ბრალდებულს გააზრებული აქვს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, მათ შორის ნასამართლობა და მან გულწრფელად ნებაყოფლობითი თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალიწინებული რელევანტური გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
ამდენად, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულს არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) სულისკვეთებასთან შეუთავსებელი არაა, როდესაც ბრალდებული საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე უარს ამბობს ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე (იხ. Kwiatkowska v. Italy, განაცხადი no. 52868/99, 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება). ამასთან, იმისათვის, რომ აღნიშნული ჩაითვალოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, იგი გამოხატული უნდა იყოს ცხადად და არაორაზროვნად, გაცნობიერებულად, მისი თავისუფალი ნების საფუძველზე (Colozza v. Italy, 1985 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტები 90-91, აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. აგრეთვე Slavcho Kostov v. Bulgaria, პ. 17, 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება; Ruciński v. Poland, პ. 12, 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება) და რომ ამ პროცესში არაფერია შეუსაბამო კონვენციის მოთხოვნებთან (იხ. აგრეთვე Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10). პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირებისა, შესაძლოა, აგრეთვე იყოს მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების კარგი შესაძლებლობა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება, დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (იხ. აგრეთვე Scoppola v. Italy, პ. 135, 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, პ. 135). უფლებაზე უარის თქმა უნდა განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. ამასთან, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. აგრეთვე Scoppola v. Italy, პ. 135-136, 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება; Poitrimol v. France, პ. 31, 1993 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება; Hermi v. Italy, პ. 73, 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება). საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებდეს საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივ შედეგებს და მისი თანხმობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უნდა იყოს ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი. სასამართლომ ჯეროვნად უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საპროცესო შეთანხმების პირობები და იმ გარემოს სამართლიანობა, რომელშიც მხარეები მათზე შეთანხმდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების საჯარო სასამართლო სხდომაზე გარკვევა (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პ. 92 და 95).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი სახელმწიფოს უტოვებს დისკრეციას, განსაზღვროს განაჩენის გასაჩივრების უფლების რეალიზების მოდალობები გასაჩივრების საფუძვლების ჩათვლით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დისკრეციის აღნიშნული ფარგლები ფართოა. აღნიშნული უფლება, როგორც წესი, ირღვევა მაშინ, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გასაჩივრების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით ნებადართული სამი გამონაკლისიდან თუნდაც ერთ-ერთს არ ემთხვევა (იხ. Zaicevs v. Latvia, 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება პ. 53).
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პ. 96, აღნიშნა, რომ რადგან ბრალდებული უარს ამბობს საქმის არსებით განხილვაზე, ჩვეულებრივი წესით განხილულ საქმეებზე გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების საშუალებებთან შედარებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე განაჩენის გასაჩივრების მექანიზმის შეზღუდულობა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მოთხოვნებს (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პ. 96).
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი--------–---–ის შუამდგომლობა ბრალდებულ მა----–------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5.აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
შუამდგომლობა მა----–------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ფსიქოტროპული ნივთიერება-პრეგაბალინის შემცველი კაფსულები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-ე-274-ე, 279-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი--------–---–ის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ ნი--------–---–სა და ბრალდებულ მა----–------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. მა----–------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
4. მა----–------------ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 6 თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება. 10 წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. მსჯავრდებულ მა----–------------ისათვის ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები:
ფსიქოტროპული ნივთიერება - „პრეგაბალინის“ შემცველი 14 კაფსულა განთავსებული ორ ცალ ვერცხლისფერ კონვალუტაზე, წარწერით "Прегабалин канон капсулы 300мг", საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
8. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე