გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/450-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი
05 დეკემბერი, 2017 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი ნათია ძაძამია
მოსარჩელე - შპს „ო--–-------------“;
წარმომადგენელი - ჯ------– ს--------ა;
მოპასუხე - მ-----ა ო----ი;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 257-ე, 208-ე, 49-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ო--–-------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე მ-----ა ო----ს შპს „ო--–-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N 83076912_1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების 300 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე მ-----ა ო----ს შპს „ო--–-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N 83076912_1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის (საკომისიოს) 22.20 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე მ-----ა ო----ს შპს „ო--–-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N 83076912_1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა.
2.მოპასუხე მ-----ა ო----ს შპს „ო--–-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, რომელიც გადახდილია 2017 წლის 10 მაისს სს “თიბისი ბანკში“ შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადახდო დავალება #98 რეფერენსი: 1616611613 სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი TRESGE22; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300213150.
3.მოპასუხე მ-----ა ო----ს შპს „ო--–-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 50 ლარის გადახდა.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნონა ზარქუა