განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2018
საქმის ნომერი
080100117002207248
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
15.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/935-17 (N063050917001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

28. 12. 2017 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული გ-- ო----–--ე

მამის სახელი: შ-----

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ს---–--------- გამზ. N33/16

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ს---–--------- გამზ. N23/23

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (02 ეპიზოდი).

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

- 2016 წლის შემოდგომაზე ქუთაისი, ს---–--------- გამზირის N23-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ-- ო----–--ემ თავის მეუღლეს, ფ------ ბ------–---–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა თავის არეში, ასევე ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხზე, რის შემდეგადაც ფ------ ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- 2010 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე ქუთაისში, გ-- ო----–--ე თავის მეუღლეს, ფ------ ბ------–---–ს, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სისტემატიურად ამცირებდა სიტყვიერი შეურაცხყოფით, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2017 წლის 15 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ-- ო----–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს გ-- ო----–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ-- ო----–--ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა შ------- ბ------–---–ის, ნ--–- ბ------–---–ის, გ---- ა----–--ის, ვ--–-- ბ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; დაზარალებულ ფ------ ბ------–---–ის გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით; ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ცნობით ნასამართლობის შესახებ; ცნობით ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“, ცნობით პრობაციის ბიუროდან; შეტყობინებით; დადგენილებით ქვემდებარეობით გადაგზავნის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა გ-- ო----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, გ-- ო----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ-- ო----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ-- ო----–--ემ აღიარა ჩადენილი დანაშაულები; ის პირველად არის სამართალში და თავისი საქმიანობით დახმარებას უწევს მცირეწლოვან შვილს.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

იმის გამო, რომ ბრალად შერაცხული ქმედება გრძელდებოდა რამდენიმე წლის მანძილზე, რა პერიოდშიც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და არსებობს ანალოგიური ქმედების გამეორების საფრთხე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის ერთ-ერთი მიზნის ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, რის გამოც გ-- ო----–--ეს უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა სამართლიანი ზომით.

 

თანახმად სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც ნასამართლობის არმქონე ბრალდებული სრულად აღიარებს, სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენების ყველა წინაპირობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ-- ო----–--ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სამართლიანი ზომით დანიშვნით, მისი პირობით ჩათვლით და გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ-- ო----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

გ-- ო----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ-- ო----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

გ-- ო----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ-- ო----–--ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე