განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/720-14
(N092230914005)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ოქტომბერი, 2017 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი ლევან ჯალაღანია,დაცვის მხარე:
ბრალდებული გ------------–--ი, დაბადებული 1----–-–-----------, თურქეთის მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: თ-----------------------------------–-------–-,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული მ-----------------ი, დაბადებული 1----–-–-----------, თურქეთის მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: თ-------------------------------------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.
ადვოკატი მაია ნოზაძე,სხდომის სახე: ღია, ბრალდებულების დასწრების გარეშე,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2014 წლის 17 ოქტომბრიდან 2014 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით, გ------------–--ი ჯგუფურად ინდ.მეწარმე მ-------------------თან ერთად, ქ------–---------–---------ში მდებარე კაფე-ბარში ახორციელებდა აზარტულ თამაშობებით საქმიანობას, საქართველოს კანონის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ დადგენილი ნებართვის გარეშე, რასაც თან ახლდა 135 ლარის შემოსავლის მიღება. აღნიშული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი 10 000 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით: მ-----------------ი არის ინდივიდუალური მეწარმე. გადასახადის გადამხდელთა სარეგისტრაციო მონაცემების და გადასახადის გადამხდელის შესწავლის კრიტერიუმის მიხედვით, საიდენტიფიკაციო ნომრით 3-------- მ-----------------ი ინდივიდუალური მეწარმეა და საქმიანობის სახეა - კაფეები (დამატებითი -არ მოიძებნა).
მოწმე ე-–---------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ქ.თბილისში, გ---–--- ქუჩაზე მდებარე კაფეში ფუნქციონირებდა კაფე-ბარი, სადაც იმართებოდა აზარტული თამაშები, 2014 წლის ოქტომბრის თვეში იგი იმყოფებოდა კაფეში ი------–---------–--–--თან ერთად, სადაც გ------------–--მა აუხსნა თამაშის წესები. 50 ლარზე მაგიდის გადასახადი იყო 10% - 5 ლარი. ითამაშა სამი ხელი და მაგიდისთვის გადაიხადეს 5-5 ლარი. მ---------------- ამ დროს კაფეში იმყოფებოდა. თამაშის დროს სხვა მაგიდებზეც იყვნენ მოთამაშეები, მაგიდებთან ა---- და გ--–--- მიდიოდნენ. თანხას იხდიდა მოგებული მოთამაშე. მისთვის ცნობილი იყო, რომ კაფე ა------ იყო, იქ ხშირად დადიოდა და ნაცნობებს ხვდებოდა. გ------------–--ი ამბობდა, რომ წილში იყო ა-----თან. ი------–---------–--–--თან ერთად კაფეში ითამაშა რამდენჯერმე.
მოწმე რ------------–---ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობდა მ----------------ს და გ------------–--ის კუთვნილ კაფეში “-------” მიმტანად, რომელიც ქ.თბილისში ო--------–----------------- მდებარეობდა. კაფე ემსახურებოდა 8 მაგიდას. კლიენტები შემოდიოდნენ და აზარტულ თამაშებს თამაშობდნენ ხოლმე, მიირთმევდნენ სასმელს. 2014 წლის 22 ოქტომბერს კაფეში ორი მამაკაცი შემოვიდა, ითამაშეს, გადაუხადეს 100 ლარი, რომელიც მან სალაროში მიიტანა. სალაროსთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაგიდის ფული მისთვის დაუტოვებიათ.
მოწმე რ--------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში. სამსახურში საგამოძიებო სამსახურიდან მიიღეს წერილი, რომ მითითებული პირები ლიცენზიის გარეშე ეწეოდნენ აზარტული თამაშების საქმიანობას. წერილის საპასუხოდ საგამოძიებო სამსახურს აცნობეს თუ რა სახის გადასახადებია დაწესებული აზარტული თამაშებისთვის. მანვე განმარტა, რომ აზარტულ თამაშებში იგულისხმება ისეთი სახის თამაშები, რომლებიც მთლიანად დამოკიდებულია შემთხვევითობაზე,მოწმე გ---–-----------–--მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შემოსავლების სამსახურში. აზარტული და მომგებიანი თამაშების ნებართვის გაცემის თემაზე. აღნიშნული რეგულირდება ლიცენზიების ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით. აზარტული თამაშების ნებართვისთვის გაიცემა 7 სახის ნებართვა, სამორინეების, აპარატების, აზარტული კლუბის მოწყობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშებების. ნებისმიერი ასეთი ტიპის საქმიანობისთვის გაიცემა შესაბამისი ნებართვა. მისი ინფორმაციით ბრალდებულებს არ ჰქონდათ კაფეში აზარტული თამაშების საქმიანობისთვის რომელიმე სახის ნებართვა.
მოწმე ი-----–--–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოში გამომძიებლად. მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2014 წლის სექტემბრის თვეში. გამოძიებას საფუძვლად დაედო ინსპექტორ-გამომძიებლის პატაკი, ინფორმაცია მოწოდებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ქ------–---------–---------ში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო კაფე-ბარი, რომელიც იყო მუზანფფერ ა----- მფლობელობაში. ასევე მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ამ კაფე-ბარში ხდებოდა აზარტული თამაშები და თითოეულ ჩატარებულ თამაშში 10%-ს იღებდნენ. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც ნებაყოფლობით ჩაერთო ორი პირი. ისინი შევიდნენ კაფეში და სამჯერ ითამაშეს აზარტული თამაში. ფარული საგამოძიებო მოქმედების შემდეგ, ჩატარდა კაფე-ბარის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა ბანქოს დასტები, სათამაშო დომინოსმაგვარი კენჭები, ფიშკები, რვეულები, სადაც ჩანაწერები იყო გაკეთებული თუ რა ღირებულების იყო თითო სეანსი. ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, თამაშისთვის გამოიყო 800 ლარი. მანვე ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები და ადასტურებს მათ რეალობას.
მოწმე ი------–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლად. მოცემულ საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაათვალიერა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ჩაწერილი დისკები, სადაც ასახული იყო აზარტული თამაშების მიმდინარეობა, ასევე თამაშისთვის გადახდილი ფულის გადაცემის მომენტი.
პროკურორის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა თ------–---------–--–ის მიერ საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად, გახდა საფუძველი მოწმის ჩვენებების გამოქვეყნების. მოწმე თ------–---------–--–ი 2014 წლის 4 ოქტომბრის ჩვენებაში უთითებს, რომ ქ------–--–---------------------------ში გ---–--- ქუჩა №--–-------------–------------ის მიმდებარე ტერიტორია) ფუნქციონირებს კაფე-ბარის ტიპის დაწესებულება, სადაც ასევე განთავსებულია სამორინე. აღნიშნულ დაწესებულებაში ყოველდღიურად იკრიბებიან სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები და მონაწილეობას იღებენ იქ გამართულ სხვადასხვა სახის აზარტულ თამაშებში. აღნიშნულ კაფეს და თამაშებს ხელმძღვანელობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ-----------------ი, მას ასევე დახმარებას უწევს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ------------–--ი. გ------------–--ი კონტროლს უწევს სამორინეში მოთამაშე პიროვნებებისაგან აზარტულ თამაშებში მონაწილეობისათვის საჭირო თანხის გადახდას, რომელიც ფიქსირდება სპეციალურ ფურცელზე. თამაშის მონაწილეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თამაშობენ სხვადასხვა სახის აზარტულ თამაშებს, რა დროსაც ფსონის ოდენობა განისაზღვრება მოთამაშეების სურვილის შესაბამისად. თამაშის დაწყებისას ობიექტის მეპატრონე ან მისი არყოფნის შემთხვევაში გ------------–--ი ეკითხება თამაშის მსურველებს, თუ რა ოდენობის თანხაზე თამაშობენ, აღნიშნულს ინიშნავს სპეციალურ ფურცელზე და თამაშის დამთავრების შემდეგ მოგებული მოთამაშე იხდის სეანსის (ერთი თამაშის) საერთო ოდენობის 10 %-ს. დაახლოებით 1 თვის წინ, ის და მისი ნაცნობი ე-–---------------ი იყვნენ შესული აღნიშნულ ობიექტზე. ისადილეს კაფეში, ამ დროს დაწესებულებაში იყო გ------------–--ი. მას ჰკითხეს თუ შეიძლებოდა თამაში და რა თანხაზე იყო შესაძლებელი, რომ ეთამაშათ, მან უპასუხა, რომ აღნიშნული დამოკიდებული იყო მათ სურვილზე, ხოლო რაც შეეხება გადასახდელ თანხას, განმარტა, რომ გადასახდელი იქნებოდა მათ მიერ ნათამაშები თანხის (ერთი სეანსის) 10%. იმის შემდეგ, რაც ისინი დათანხმდნენ აღნიშნულზე, გ------------–--მა ჰკითხა თუ რა ოდენობის თანხაზე თამაშობდნენ (რა იყო ერთი სეანსის ოდენობა), რაზეც უპასუხეს, რომ ერთი სეანსის ოდენობა იყო 50 ლარი. მან აღნიშნული ჩაიწერა ფურცელზე. მათ ითამაშეს სამჯერ (სამი სეანსი) და თამაშის დამთავრების შემდეგ მას გადაუხადეს ერთ სეანსზე 5 ლარი, ანუ სულ 15 ლარი. რამდენიმე დღის წინაც იყვნენ შესული აღნიშნულ კაფეში. ამ დროსაც განმეორდა ანალოგიური. მათ ითამაშეს 4 სეანსი 50 ლარის ღირებულების და თამაშის დამთავრების შემდეგ გადაიხადეს 20 ლარი. მან ნებაყოფილობით გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. 2014 წლის 18 ოქტომბრის ჩვენების მიხედვით: 2014 წლის, 17 ოქტომბერს, საღამოს დაახლოებით 17:30 სთ-ზე ი------– გ------–--–ი და მისი ნაცნობი ე-–---------------ი მივიდნენ მ-----------------ის მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარში, რომელიც მდებარეობს ქ------–--–----------------ის რაიონში, გ---–--- ქუჩა №--–-------------–------------ის მიმდებარე ტერიტორია). კაფეში დახვდათ გ------------–--ი. ე-–---------------ი მიესალმა მას, უთხრა, რომ მისული იყო თავის ნაცნობთან (ჩემთან) ერთად და განუმარტა, რომ სურდათ თამაში. ე-–---------------მა გ--------ს ასევე უთხრა რომ მიეცა მათთვის თამაშისათვის საჭირო ქაღალდი და კარტი, დაამატა, რომ სეანსის ღირებულება (ერთი თამაშის ღირებულება), რომელსაც ითამაშებდნენ იქნებოდა 100 ლარი და ამასთანავე ჰკითხა თუ რამდენი იქნებოდა მაგიდის თანხა გადასახდელი. აღნიშნულზე გ------------–--მა მისცა კარტი და უპასუხა, რომ 100 ლარიანი თამაშის ოდენობაზე მისთვის უნდა გადაეხადათ 10 ლარი. გ--------მა კარტი გადმოსცა საუბრისას, ხოლო ქაღალდზე და კალამზე უთხრა, რომ დამსხდარიყვნენ მაგიდასთან და თვითონ მოუტანდა. ამის შემდეგ ის და ე-–---- ბ----------ი დასხდნენ მაგიდასთან და დაიწყეს თამაში. პირველი თამაშის დამთავრების შემდეგ, ე-–----მა ამოიღო 100 ლარი და დაუძახა გ------------–--ს, რათა გადაეხადა ერთი თამაშის მაგიდის გადასახადი. მათ მაგიდასთან მივიდა გ------------–--ი, აიღო 100 ლარი და რამდენიმე ხანში ხურდის სახით ე-–----ს დაუბრუნა 90 ლარი, ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურა და 2 ცალი 20 ლარიანი კუპიურა. ამის შემდეგ, რამდენიმე ხანში მან და ე-–----მა დაიწყეს მეორეჯერ თამაში. მეორე თამაშის დამთავრების შემდეგ ე-–----მა კვლავ დაუძახა გ------------–--ს და როდესაც იგი მივიდა მათ მაგიდასთან, მას გადასცა ხურდის სახით დაბრუნებული ფულიდან 20 ლარიანი კუპიურა, რომელიც იყო მეორე თამაშის საფასური. რამდენიმე ხანში გ------------–--მა უკან დაუბრუნა 10 ლარი. აღნიშნულის შემდეგ მათ კვლავ გააგრძელეს თამაში. მესამე თამაში (ხელი) გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და თამაშის დამთავრების შემდეგ ე-–---------------მა კვლავ დაუძახა გ------------–--ს, ვინაიდან გ------------–--ი იჯდა სხვა მაგიდაზე და თავადაც თამაშობდა, მიმტან გოგოს დაავალა, რომ მოსულიყო მათ მაგიდასთან და გამოერთმია მესამე მაგიდის თამაშის საფასური. რამდენიმე ხანში მოვიდა მიმტანი გოგო და აიღო 10 ლარი. აღნიშნულის შემდეგ ე-–----მა უთხრა, რომ მორჩენილიყვნენ თამაშს. ადგნენ მაგიდიდან, ე-–----მა იკითხა, თუ რამდენი ჰქონდათ გადასახდელი ყავის და ჩაის საფასური, რომელიც თამაშის განმავლობაში დალიეს, რაზეც უპასუხა, რომ გადასახადი იყო 10 ლარი. ე-–----მა ასევე გადაიხადა 10 ლარი, ჩაის და ყავის საფასური და ამის მერე გამოვიდნენ კაფე- ბარიდან. მან და ე-–---------------მა აღნიშნულ კაფე-ბარში, სულ ითამაშეს სამჯერ, თამაში რომლის სახელია ,,ფიშტი”. ერთი თამაშის (სეანსის) ღირებულება იყო 100 ლარი, ანუ სულ ითამაშეს 300 ლარზე. ხოლო მაგიდის თანხა ე-–---------------მა გადაიხადა. ერთ თამაშზე 10 ლარი, ანუ სულ 30 ლარი. მან ასევე გადაიხადა ჩაის და ყავის თანხა 10 ლარი. 2014 წლის 22 ოქტომბრის ჩვენების მიხედვით: 2014 წლის 21 ოქტომბერს, საღამოს, დაახლოებით 18:30 სთ-ზე ის და მისი ნაცნობი ე-–---------------ი კვლავ მივიდნენ მ------------ ა----- მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარში, რომელიც მდებარეობს ქ------–--–----------------ის რაიონში, გ---–--- ქუჩა №--–-------------–------------ის მიმდებარე ტერიტორია). კაფეში დახვდათ რამდენიმე ადამიანი. იქ ასევე იყვნენ გ------------–--ი და მ-----------------ი. ისინი მიესალმნენ მათ. ე-–---------------მა გ------------–--ს უთხრა, რომ სურდათ ე.წ ,,ფიშტის” კარტი. ის და ე-–---------------ი დასხდნენ ერთ-ერთ მაგიდასთან. რამდენიმე ხანში გ------------–--ი მივიდა მათ მაგიდასთან და მიუტანა აღნიშნული კარტი. ე-–----მა მას უთხრა, რომ იწყებდნენ 50 ლარიანი თამაშით, ანუ თამაშის ღირებულება პირველ ჯერზე იქნებოდ 50 ლარი, რაზეც გ--------მა უთხრა რომ არანაირი პრობლემა არ იყო. პირველი თამაშის დამთავრების შემდეგ ე-–----მა ამოიღო 100 ლარიანი კუპიურა და დაუძახა გ------------–--ს, რათა გადაეხადა პირველი თამაშის საფასური. როდესაც გ--------ი მივიდა მათ მაგიდასთან, ე-–----მა უთხრა, რომ ითამაშეს 50 ლარიანი თამაში და გადასცა 5 ლარი, რაზეც გ--------ი დაეთანხმა. რამდენიმე ხანში გ------------–--ი დაბრუნდა მათ მაგიდასთან და ე-–----ს დაუბრუნა ხურდა. ამის შემდეგ მათ დაიწყეს მეორეჯერ თამაში (მეორე ხელი). მეორე თამაშის დამთავრების შემდეგ ე-–----მა კვლავ დაუძახა გ------------–--ს, რათა გადაეცა მეორე თამაშის მაგიდის საფასური. როდესაც გ--------ი მივიდა მაგიდასთან უთხრა, 5-იანი ითამაშეს თუ არა ისევ, რაზეც ე-–----მა უპასუხა რომ ამჯერად ითამაშეს 100 ლარიანი სეანსი და გადასცა 10 ლარი. ამის შემდეგ დაიწყეს მესამეჯერ თამაში, როდესაც დაამთავრეს, მან ამოიღო 100 ლარიანი კუპიურა (მესამე მაგიდის თამაშის საფასურის გადასახდელი თანხა) დადო მაგიდაზე და დაუძახა გ------------–--ს, მის დაძახებაზე მაგიდასთან მივიდა მ-----------------ი და აიღო მაგიდაზე დადებული 100 ლარიანი კუპიურა. რამდენიმე ხანში მ-----------------ი დაბრუნდა მათ მაგიდასთან და დაუბრუნა ხურდა. აღნიშნულის შემდეგ დაიწყეს მეოთხეჯერ თამაში. მეოთხე თამაშის დამთავრების შემდეგ, ე-–----მა დაუძახა გ--------ს. როდესაც გ--------ი მივიდა მათ მაგიდასთან, მას გადასცა 10 ლარიანი კუპიურა და უთხრა, რომ ეთამაშათ 100 ლარიანი თამაში (სეანსი). ამის შემდეგ გააგრძელეს მეხუთეჯერ თამაში, თამაშის დამთავრების შემდეგ, ე-–----მა კვლავ დაუძახა გ------------–--ს და როდესაც მივიდა გადასცა 10 ლარი. გააგრძელეს მეექვსეჯერ თამაში, მეექვსე თამაშის დამთავრების შემდეგ მას დაუძახა გ------------–--ს, გ--------ი მივიდა მაგიდასთან და მას გადასცა 10 ლარიანი კუპიურა, მეექვსე მაგიდის თამაშის საფასური. მეშვიდე ხელის დამთავრების შემდეგაც მან დაუძახა გ--------ს და როდესაც გ--------ი მივიდა მაგიდასთან, კვლავ გადასცა 10 ლარი. გააგრძელეს მერვედ თამაში, მერვე თამაშის დამთავრების შემდეგ, ე-–----მა ამოიღო 20 ლარიანი კუპიურა და დაუძახა გ------------–--ს. ამჯერად მაგიდასთან მივიდა მ-----------------ი, ე-–----მა მას გადასცა 20 ლარიანი კუპიურა და უთხრა რომ ითამაშეს ბოლო თამაში და აღნიშნული თამაშის (ბოლო ხელი) ღირებულება იყო 200 ლარი. რაზეც მ------------ი დაეთანხმა. ამის შემდეგ ისინი ადგნენ მაგიდიდან, ე-–----მა გ--------ს უთხრა, რომ გადაიხდიდა ჩაის თანხას, რაზეც მან უპასუხა რომ არ იყო საჭირო. აღნიშნულის შემდეგ მათ დატოვეს კაფე-ბარი. 2014 წელის 21 ოქტომბერს მათ ითამაშეს რვაჯერ. პირველი სეანსის ოდენობა იყო 50 ლარი და თამაშის მაგიდის ღირებულების გადაიხადეს 5 ლარი, ბოლო სეანსის ღირებულება იყო 200 ლარი და თამაშის მაგიდის ღირებულების გადაიხადეს 20 ლარი, ხოლო დანარჩენი 6 სეანსის ღირებულება იყო 100-100 ლარი და თამაშების მაგიდის ღირებულება გადაიხადეს 10-10 ლარი, სულ 60 ლარი. საერთო ჯამში რვა თამაშის მაგიდის ღირებულება გადაიხადეს 85 ლარი.
2014 წლის 23 ოქტომბრის ჩვენების მიხედვით: 2014 წლის 24 ოქტომბერს საღამოს, დაახლოებით 17:30 სთ-ზე ის და მისი ნაცნობი ე-–---------------ი კვლავ მივიდნენ მუზაფფარ ა----- მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარში, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, ი-----------------------ში, გ---–-- ქუჩა №--–-------------–------------ის მიმდებარე ტერიტორია). კაფეში დახვდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მუზაფფარ ა---- და გ------------–--ი. მიესალმნენ მათ. მისალმების შემდეგ გ------------–--ს ე-–----მა უთხრა, რომ სურდათ ე.წ ,,ფიშტის” კარტი. ამის შემდეგ დასხდნენ ერთ-ერთ მაგიდასთან. რამდენიმე ხანში გ------------–--ი მივიდა მათ მაგიდასთან და მიუტანა აღნიშნული კარტი. პირველი თამაშის დასრულების შემდეგ ე-–----მა ამოიღო 100 ლარიანი კუპიურა და დაუძახა გ------------–--ს. რამდენიმე ხანში მივიდა გ------------–--ი და გადასცა აღნიშნული 100 ლარი. რამდენიმე ხანში მათ მაგიდასთან მივიდა მიმტანი გოგო და ე-–----ს მიუტანა 100 ლარის დაშლილი თანხა, რომლიდანაც ე-–----მა 10 ლარი პირველი თამაშის მაგიდის საფასური გადასცა გ------------–--ს. აღნიშნულის შემდეგ დაიწყეს მეორეჯერ თამაში (მეორე ხელი), თამაშის დასრულების შემდეგ ე-–----მა ამოიღო 20 ლარიანი კუპიურა, დაუძახა გ------------–--ს და როდესაც იგი მივიდა, გადასცა აღნიშნული თანხა. ამასთანავე ე-–----მა უთხრა, რომ ამ თანხიდან აეღო 10 ლარი მაგიდის ფული. ე-–----ის მიერ გადაცემული 20 ლარიდან რამდენიმე ხანში გ--------მა მოიტანა ხურდის სახით 10 ლარი. ამის შემდეგ ისინი მორჩნენ თამაშს და გამოვიდნენ კაფე-ბარიდან. მან და ე-–---------------მა 2014 წლის 22 ოქტომბერს სულ ითამაშეს ორჯერ, თითო თამაშის ღირებულება იყო 100 ლარი, ხოლო მაგიდისთვის გადაიხადეს 10-10 ლარი. საერთო ჯამში ორივე თამაშის მაგიდის ღირებულება მათ გადაიხადეს 20 ლარი.
3. სამართლებრივი შეფასება:
სსკ-ს 192-ე მუხლით დადგენილია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონი სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევს მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, რამდენადაც რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს, ,,მეწარმეთა შესახებ” კანონი ზუსტად განსაზღვრავს რეგისტრაციის პირობებს. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებას, 2005 წლის 24 ივნისს მიიღო კანონი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”. მასში განსაზღვრულია ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები. ისეთი სახის სამეწარმეო საქმიანობის უფლება რომელზედაც სავალდებულოა ლიცენზია, წარმოიშობა ნებართვის მიღების მომენტიდან და შეწყდება მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. დანაშაულის შედეგად ზიანი ადგება იმ ურთიერთობებს, რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს.
ქმედების სამართლებრივი შეფასებისთვის უნდა დადგინდეს განხორციელდა თუ არა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე და სამეწარმეო საქმიანობის დროს ადგილი აქვს თუ არა სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევას. ამასთან ქმედების დამამძიმებელი გარემოებაა, თუ იგი ჩადენილია ჯგუფურად.
”??????????, ???????? ?? ?????????? ??????????? ???????? ??????? ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად: აზარტული თამაშობებია ისეთი თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინეს მაგიდის , კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და აზარტულ კლუბში; ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად: ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ თამაშობის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად ითვლება და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და მათი ბილეთების გავრცელება.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მადინა მაყიშვილის 2014 წლის 24 ოქტომბრის წერილის მიხედვით: ”აზარტული თამაშობა მიმდინარეობდა კლუბის მაგიდის მეშვეობით, რომელიც აღნიშნული კანონის დ1 ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს სპეციალურად მოწყობილი მაგიდას, რომელზედაც მოთამაშეებს შორის თამაშობა მიმდინარეობს ბანქოს მეშვეობით. თამაშობაში ბანქო შეიძლება დაარიგოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის (გარდა სათამაშო აპარატების სალონისა) წარმომადგენელმა, როემლიც იღებს კლუბის მაგიდაზე მომსახურების პროცენტის ოდენობას. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები – 5 წლის ვადით, ხოლო აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე. აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინეს დარბაზისაგან ან/და სათამაშო აპარატების სალონისაგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად. აზარტულ კლუბში თამაშობა მიმდინარეობს მხოლოდ კლუბის მაგიდების მეშვეობით.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის დაწესსანებართვო მოსაკრებელი ქ.თბილისის ტერიტორიაზე შეადგენს ყოველწლიურად 5 000 000 ლარს, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი - 1 000 000 ლარს. ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი 1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N175 დადგენილების თანახმად: დამატებით ქ.თბილისში აზარტული კლუბის მოწყობის სანაბრთვო განაკვეთია 50000 ლარი. ქ.თბილისის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის N1-2 და 25 მაისის N6-20 გადაწყვეტილებების თანახმად ყოველ კვარტალურად სათამაშო ბიზნესის ყოველკვარტალური მოსაკრებელი თითოეულ სამორინეს მაგიდაზე დადგენილია - 30 000 ლარი, თითოეულ სათამაშო აპარატზე - 3000 ლარი, ხოლო თითოეულ კლუბის მაგიდაზე - 10000 ლარი. აგრეთვე, სათამაშო ბიზნესის მოწყობის ნებართვის მფლობელები იხდიან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, დადგინდა, რომ მუზზაფერ ა----, რომელიც რეგისტრირებულია როგორც ინდ.მეწარმე და მისი საქმიანობის სფეროა კაფეები, ამავე კაფეში, გ------------–--თან ერთად დაკავებული იყო აზარტული თამაშობებით, ისე, რომ არ ჰქონდა შესაბამისი ნებართვა და არ იხდიდა შესაბამისს გადასახადებს. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, პირები, რომლებიც კაფეში შედიოდნენ, კაფისთვის დამახასიათებელ მომსახურებასთან ერთად, თამაშობდნენ ბანქოს, თამაშის დასრულების შემდეგ მ------------------- ან გ------------–--ს უხდიდნენ მაგიდის თანხას. აზარტული თამაშობებისთვის ნებართვის მოსაპოვებლად, მ------------------- უნდა მიემართა შესაბამისი სამსახურისთვის და უნდა გადაეხადა მოსაკრებელი, ასევე სხვა სახის გადასახადები, რაც მას არ განუხორციელებია. აზარტული თამაშობების დროს კაფეში იმყოფებოდა და თამაშის მიმდინარეობას, მაგიდისათვის ფულის გადახდის პროცესს ასევე კონტროლს უწევდა გ------------–--ი, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ მუზზაფერ ა---- აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდა უკანონოდ. ასეთი ნებართვის შემთხვევაში ცხადია კაფეში თამაშობები უნდა წარმართულიყო სათანადო გარემოში და კლიენტების სასმელით მომსახურება შესაძლებელია ყოფილიყო დამატებითი შეთავაზების სახით. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე კი დადგინდა, რომ მომხმარებლები კაფეში შედიოდნენ ჩაის ან სხვა პროდუქტის მირთმევის მიზნით, თუმცა სურვილის შემთხვევაში სრული შესაძლებლობა ჰქონდათ ეთამაშათ ბანქო ან სხვა სახის აზარტული თამაში, რისთვისაც მ-------------------ა და გ------------–--ს უხდიდნენ ე.წ. მაგიდის ფულს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ------------–--მა და მუზზაფერ ა----მ ჩაიდინეს სსკ-ს 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მათი ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გ------------–--ისა და მ------------------- მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
მ-----------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამაც აუცილებელი გახადა მისი სამშობლოში დაბრუნება, იგი მუდმივად საჭიროებს ჩანაცვლებით თერაპიას თირკმლის ფუნქციონირებისთვის, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
გ------------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----------------ისა და გ------------–--ს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, უნდა დაენიშნოთ სსკ-ს 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით დაწესებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
მ-----------------ის და გ------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-271-ე, 272-ე, 273-ე, 274 - 277-ე, 278-ე, 279-ე, 280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2. მ-----------------ის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 22 ოქტომბრიდან 2014 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
3. გ------------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
4. გ------------–--ის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი- 2014 წლის 22 ოქტომბრიდან 2014 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
5. მ-----------------ის და გ------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. საქმეზე დართული საქმეზე ამოღებული დისკები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, 12 ცალი ბანქოს შეკვრა, 5 ცალი მონეტები ე.წ ”ფიშკები”, 21 ცალი ფურცელი, 106 ცალი სათამაშო ქვები, 1 ცალი რვეული, 2 ცალი ქისა დომინოს ქვებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. ამავე საქმეზე ამოღებული ქართული, აზერბაიჯანული, თურქული, სომხური და რუმინული ქაღალდის ფული და რკინის მონეტები საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მსჯავრდებულებს, ან მათი ოჯახის სრულწლოვან წევრებს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე მ.მაისურაძე