გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/678-16
N200210117002097519
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2018 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ლ--–- ღ----–---–ი
წარმომადგენელი - რ---------------–ი
მოპასუხე - მ---- ს-------–---–ი
წარმომადგენლები - ჯ------------–-–---–ი, თ------------------–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.მოთხოვნა სარჩელში
1.1. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის და 1680 ლარის გადახდა.
1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ადვოკატის ჰონორარში გადახდილი ხარჯები.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2009 წლის 31 იანვარს მოსარჩელეს - ლ--–- ღ----–---–ს და მოპასუხეს - მ---- ს-------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდოვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მ---- ს-------–---–მა საკუთრებაში გადასცა ლ--–- ღ----–---–ს ქ. თელავში, ალაზნის ქ. №16-ში (კორპუსი №16-ში) მდებარე საცხოვრებელი ბინა, ხოლო ლ--–- ღ----–---–მა მ---- ს-------–---–ს გადაუხადა ნასყიდობის ფასი 5 000 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ლ--–- ღ----–---–მა შეიძინა საკუთრების უფლება მ---- ს-------–---–ის საცხოვრებელ ბინაზე, ის ამ უკანასკნელს რთავდა საცხოვრებელ ბინაში ცხოვრების უფლებას და უვლიდა მას, რადგანაც არ სურდა ასაკში შესული, მარტოხელა ადამიანის ბინის დაცლა, რადგანაც მას- მოსარჩელეს მისი კუთვნილი ბინა უკვე საკუთარი საჭიროებისათვის სჭირდებოდა. აღნიშნული მოთხოვნის შემდგომ მ---- ს-------–---–მა სასამართლოს გზით მოითხოვა 2009 წ. 31 იანვრის მასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ბინაზე საკუთრების დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მას მოტყუებით მოაწერინეს ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებაზე. თელავის რაიონულმა სასამართლომ მ---- ს-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომელიც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გადაცილების გამო შევიდა ძალაში. მოსარჩელეს მოპასუხისათვის ნასყიდობის ფასის სახით გადახდილი აქვს 5000 აშშ დოლარი და მოპასუხის სასარგებლოდ შესაბამისი პერიოდის განმავლობაში გაწეული აქვს კონკრეტული ხარჯები. მოპასუხე უსაფუძვლოდ არის გამდიდრებული ხსენებული თანხებით, რის საფუძველზეც, მოსარჩელე მისგან ითხოვს ამ თანხების ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წერილობით წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხე მ---- ს-------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო თვალთმაქცური გარიგება- ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დაიფარა სხვა გარიგება- სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. მოსარჩელე ლ.ღ----–---–ს მოპასუხე მოპასუხე მ. ს-------–---–თან არ დაუდია ნასყიდობის ხელშეკრულება და არც ნასყიდობის თანხა 5000 (ხუთი ათასი)აშშ დოლარი არ გადაუხდია. ის გარემოება, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის არსებობდა სამისდღეშიო რჩენის ვალდებულება აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელე აღიარებს, რასაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და გასაჩივრების დროსაც უარყოფდა. ეს გარემოება დადგენილ იქნა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მოსარჩელე ამჯერადაც არ აღიარებს, რომ იგი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ევალებოდა მ---- ს-------–---–ის რჩენა, რის სანაცვლოდაც მას უნდა დარჩენოდა სარჩენი პირის გარდაცვალების შემდეგ მისი საცხოვრებელი ბინა. მარჩენალმა შეწყვიტა მ. ს-------–---–ის რჩენა, რის შემდეგაც მ---- ს-------–---–მა მიმართა სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სარჩელის მოთხოვნა და დაადგინა ფაქტობრივი გარემოება , რომ მხარეთა შორის არც ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულა და შესაბამისად არც ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია ლ--–- ღ----–---–ს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების არსებობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არარსებობს.
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2009 წლის 31 იანვარს მხარეებს შორის დადებული უძრავი ნივთის (ს/კ №5------------------, მის: ქ. თ--–-------–---------------------------) ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც 2015 წლის 29 ოქტომბერს საჯარო რეესტრში მოპასუხე ლ--–- ღ----–---–ის სახელზე განხორციელდა ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, ვინაიდან ამ გარიგებით დაიფარა სხვა გარიგება (მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენა სხვა გარიგების სამოსელშია გახვეული), რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ერთი მეორეს საკუთრებაში გადასცემს საცხოვრებელ სახლს, თუკი მიმღები იკისრებს ვალდებულებას სამისდღეშიოდ არჩინოს გადამცემი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლომ ბათილად ცნო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2009 წლის 31 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2009 წლის 31 იანვრის ხელშეკრულება ( ს.ფ 18-23)
- თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება(ს.ფ.68-77)
3.2.2. მოსარჩელემ სს ”ს----------–-------------------–-------–-----------–-----------იისაგან” მოპასუხისათვის 100 ლარად შეიძინა გააქტიურებული D-- ტიპის აპარატი სატელეფონო ნომრით 3-60-00 და 2008 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით (ჯამში 84 თვე ) იხდიდა სატელეკომუნიკაციო გადასახადს ყოველთვიურად 5 ლარის ოდენობით (ჯამში 340 ლარი). მოსარჩელემ მოპასუხის მოვლისათვის 1 წლის განმავლობაში მომვლელ მ--- ჯ--–--–---–ს გადაუხადა 1200 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი (საქმე N2/520-15, 22.03.2016, 13:45:21-დან 13:58:00-მდე) – (ს.ფ. 24-45)
3.2.3. მოსარჩელე 2011 წლის 01 ნოემბრიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით ყოველთვიურად იხდიდა ს-–----------–---------- -ისათვის განკუთვნილ ამხანაგობის მოსაკრებელს, რაც შეადგენს 120 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამხანაგობა ,,--–-----------------------------ის“ 2017 წლის 28 ივლისის თანამესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცნობა (ს.ფ. 23)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა, შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე 102-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის ნასყიდობის ფასის სახით გადახდილი აქვს 5000 აშშ დოლარი და ასევე მოპასუხეს მისთვის დასაბრუნებელი აქვს როგორც ნასყიდობის ღირებულება, ასევე მოპასუხის სასარგებლოდ გაწეული ხარჯი 1650 ლარის ოდენობით, რადგან მოპასუხე უსაფუძვლოდ არის გამდიდრებული ხსენებული თანხებით, ვინაიდან 2016 წლის 31 აგვისტოს თელავის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სადაც მონაწილეობდნენ იგივე მხარეები დადგენილია, რომ ,,მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა და მხარეები რეალურად რჩენის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას მ---- ს-------–---–ს ლ--–- ღ----–---–ისათვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ნება არ გამოუვლენია და ნივთის ნასყიდობის გზით შეძენაზე არც ლ--–- ღ----–---–ის ნება არ დგინდება“.ასევე დადგენილია რომ ,,მხარეებმა წერილობით გამოავლინეს ნება იმ გარიგების დადებისას, რომელიც სინამდვილეში მათ შორის არ დადებულა, ე. ი. მხარეებმა წერილობითი გამოვლენილი ნებით დაფარეს სხვა გარიგება. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მათი მიზანი იყო გარიგებით დამდგარიყო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები“.აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული იყო ნასყიდობის ღირებულება 5000 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაცემული უძრავი ქონება სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ამავე ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია რა რომ მხარეთა შორის არსებობდა არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ სამისდღეშიო ხელშეკრულება შესაბამისად მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება მის მიერ მოპასუხის მიმართ გაწეული ხარჯი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
მოსარჩელე ვალდებული იყო დაემტკიცებინა ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის სარჩელს, მან კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტებთან დაკავშირებით არა მარტო უნდა გამოთქვას თავისი მოსაზრება, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949- მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ...ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
მოცემულ შემთხვევაში თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2009 წლის 31 იანვარს მხარეებს შორის დადებული უძრავი ნივთის (ს/კ №5------------------, მის: ქ. თ--–-------–---------------------------) ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც 2015 წლის 29 ოქტომბერს საჯარო რეესტრში მოპასუხე ლ--–- ღ----–---–ის სახელზე განხორციელდა ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, ვინაიდან ამ გარიგებით დაიფარა სხვა გარიგება,კონკრეტულად კი დადგენილი იქნა რომ მხარეთა შორის დადებული იყო სამისდღეშიო ხელშეკრულება.
2016 წლის 31 აგვისტოს თელავის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა და მხარეები რეალურად რჩენის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, შესაბამისად მოსარჩელეს არ გადაუცია რაიმე თანხა მოპასუხე მხარისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაცემული უძრავი ქონება სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ამავე ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია რა რომ მხარეთა შორის არსებობდა არ ნასყიდობის ხელშეკრულება არამედ სამისდღეშიო ხელშეკრულება შესაბამისად მოსარჩელეს არ აუნაზრაურდება მის მიერ მოპასუხის მიმართ გაწეული ხარჯი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იყო გამოყენებული. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად არჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე მ---- ს-------–---–ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს მისამართი: თ--–-----------------–-----------------------–--------------------------–-----------------–------------------------------------------------------------------------------, ფართი:42.40კვ.მ., მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N5------------------.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ლ--–- ღ----–---–ის სარჩელი მოპასუხე მ---- ს-------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 411.00 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3.გაუქმდეს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე მ---- ს-------–---–ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს მისამართი: თ--–-----------------–-----------------------–--------------------------–-----------------–------------------------------------------------------------------------------, ფართი:42.40კვ.მ., მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N5------------------.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე