განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100117002134105
N1/257-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - და---- ბა-----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: და---- ბა-----–---–ი
მამის სახელი: ზა-----
დაბადებული: 1----–-–-----------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ქ-----------------------–------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------–------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 2731 მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: და---- ბა-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და ა120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 03:20 საათზე, ქ. გუ-------–-----------–-------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში და---- ბა-----–---–მა სცემა დედას - მზ-- დი----ეს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში მუშტების და ფეხის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა მას ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რა დროსაც მზ-- დი----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ჩაიდინა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის N2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე პარაგრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 7 სექტემბერს, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევმა და---- ბა-----–---–მა ქ. გურჯაანის მიმდებარე მინდორში ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
და---- ბა-----–---–ი 2017 წლის 9 სექტემბერს 08:20 საათზე დააკავეს და 2017 წლის 10 სექტემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. ხოლო, 2017 წლის 17 ოქტომბერს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 2731 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. და---- ბა-----–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
1.2. ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევმა და---- ბა-----–---–მა 2017 წლის 7 სექტემბერს ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე,უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, ბრალდებულ და---- ბა-----–---–ის ჩვენებებით, მოწმე ალ---------- შა---–---–ის ჩვენებით, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განაჩენით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დადასტურებულია, რომ და---- ბა-----–---–მა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის, 2017 წლის 7 სექტემბერს კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.
2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ მოხმარებისათვის.
მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში ასახულ ნორმატიულ შინაარსს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებამდე აღნიშნავს, რომ „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის N1221-რს კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები. მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც მნიშვნელოვანწილად, არსებითად იმეორებს 273-ე მუხლის ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მრავალჯერად (არაერთგზის) მოხმარებას. შესაბამისად, კვლავაც არსებობს მოსარჩელის უფლების დარღვევის რისკი.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მუხლის ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი და კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმა (ნორმები) შენარჩუნდება, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება.
ამავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტების მიხედვით, დაუშვებელია ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც შეიცავს იმ შინაარსის ნორმებს, რომლებიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს №1/13/732 გადაწყვეტილება ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლს, მაგრამ აღნიშნული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსი არსებითად გამეორებულია ამავე კოდექსის 2731 მუხლის დისპოზიციაში. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ და---- ბა-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის - მარიხუანას განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება არაკონსტიტუციურია.
ამდენად, ვინაიდან გაუქმებულია იმ ქმედების დანაშაულებრიობა, რომელიც და---- ბა-----–---–მა ჩაიდინა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ შემთხვევაზე, როდესაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ქმედება აღარ წარმოადგენს დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არეგულირებდა ამგვარ შემთხვევას. კერძოდ, ამ ნორმის შინაარსის თანახმად, „თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის N3/1/633, 634 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. იმ მოტივით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ. რამდენადაც ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, თავისთავად ცხადია, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა ვერ მოხდება ახალი კანონის საფუძველზე და სასამართლო ამ გადაწყვეტილებას და შესაბამის გამამტყუნებელ განაჩენს იღებს ძველი, პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის საფუძველზე.
სასამართლო დანაშაულის შეფასების ნაწილში იყენებს არა ახალ კანონს, არამედ ძველ კანონს. შესაბამისად, არ ხდება პასუხისმგებლობის გამაუქმებელი ახალი კანონის გამოყენება. ამასთან, ძველი კანონით არა მხოლოდ პირის დანაშაულებრიობა განისაზღვრება, არამედ სასამართლო პირს აგრეთვე განუსაზღვრავს და უნიშნავს სასჯელის სათანადო ზომასაც. აღნიშნულიც მხოლოდ ქმედების დროს მოქმედი და პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის საფუძველზე შეიძლება მოხდეს, რადგან სასჯელი, თავისთავად, ვერ განისაზღვრება ახალი კანონით, რომელიც ქმედების დანაშაულებრიობას აუქმებს და პასუხისმგებლობის საფუძვლის გაუქმებით გამორიცხავს პირისთვის რაიმე სასჯელის დაკისრებასაც. ამ ნაწილშიც ნათელია, რომ გამოიყენება ძველი და არა ახალი, მსუბუქი კანონი. რაც შეეხება პირის გათავისუფლებას ძველი კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოხდისგან, ეს ახალი კანონის სამართლებრივ შედეგად და გამოყენებად უნდა ჩაითვალოს.
გაუქმებული კანონის საფუძველზე პირის გასამართლება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და სასჯელის დანიშვნა, თავისთავად, წარმოადგენს პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონის საფუძველზე. ამ დასკვნას ვერ ცვლის ის ფაქტი, რომ შესაბამისი ქმედების დეკრიმინალიზაციის დამდგენი ახალი კანონის საფუძველზე პირი თავისუფლდება დანიშნული სასჯელის მოხდისგან. პირის დამნაშავედ და ბრალეულად ცნობა, რაც გულისხმობს მის გაკიცხვას ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის, უკვე წარმოადგენს მისი ინტერესების შეზღუდვას სახელმწიფოს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის პასუხად და, ამდენად, უნდა ჩაითვალოს “პასუხისმგებლობად” კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვინაიდან ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და სასჯელის დანიშვნა არაკონსტიტუციურადაა ცნობილი, სასამართლო მიიჩნევს, რომ და---- ბა-----–---–ის მიმართ უნდა დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2017 წლის 9 სექტემბერს, ქ. გუ-------–-----------–-------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში და---- ბა-----–---–მა სცემა დედას - მზ-- დი----ეს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში მუშტების და ფეხის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა მას ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რა დროსაც მზ-- დი----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ მზ-- დი----ის ჩვენებებით, მოწმეების - სა-–---- დი-----–---–ის, თა---–- არ-------–---–ის, ალ---------- შა---–---–ის, თავად ბრალდებულ და---- ბა-----–---–ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ და---- ბა-----–---–მა სცემა დედას - მზ-- დი----ეს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში მუშტების და ფეხის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა მას ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რა დროსაც მზ-- დი----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრულია დანაშაულებრივი ქმედება, ოჯახში ძალადობა, კერძოდ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, „კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.“
სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობაში შესაძლოა ვიგულისხმოთ ნებისმიერი მოქმედება, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის ტკივილს. ასეთი მოქმედება შესაძლოა იყოს მკვრივი ბლაგვი საგნით, მათ შორის ხელით, ან ფეხით სხეულზე ერთჯერადი ან მრავალჯერადი დარტყმა, სხეულის თერმული დაზიანება და სხვა ძალადობრივი ქმედება. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სავალდებულოა მოძალადის ქმედებამ გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
ამდენად, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ და---- ბა-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურდა, რომ და---- ბა-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მის მიმართ უნდა დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
1. და---- ბა-----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
2. და---- ბა-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
2. და---- ბა-----–---–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული. იგი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი.
3. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი და---- ბა-----–---–ის მიერ კვლავ ჩადენილია განზრახი დანაშაული. სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის შემთხვევა. ამდენად, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებით, კერძოდ, „დანაშაულის რეციდივის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.“
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილისათვის კი სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.
5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
6. ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ და---- ბა-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
ნივთმტკიცება, ყადაღა და სხვა საკითხები
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით და---- ბა-----–---–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
2. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია მზ-- დი----ის კაბა, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნივთმტკიცება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
და---- ბა-----–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
და---- ბა-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და და---- ბა-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 სექტემბრის 08:20 საათიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - მზ-- დი----ის კაბა, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
ბრალდების მხარეს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი