განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020100118002247680(1/6-2018)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 იანვარი 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე -ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას
პროკურორ-მა---------------
ადვოკატ- მთ----------------
ბრალდებულ-მე--------–-----------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილე ნუ--------------- თანხმობით შემოსული ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა--------------- შუამდგომლობა
11.ბრალდებული: მე--------–----------
მამის სახელი: მუ------
პირადი ნომერი: 62---------
დაბადებული: 19-- წლის 2- მაისი
საქართველოს მოქალაქე
დასაოჯახებელი
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა მქონე
რეგისტრირებული ოჩ--------------------------–------–------
მისამართი ქ. ზუ-----------------------------------------
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებულ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ”ბ” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ მე--------–----------მ არაერთგზის ჩაიდინა ქურდობის მცდელობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 06 იანვარს , ღამის საათებში, მე--------–---------- წა-–----------------------–---------–-------------------------------–- არსებული კორპუსის წინ მდებარე თა-------------- კუთვნილი ავეჯის და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის საწყობიდან, საცავში უკანონო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა ტუმბოს, ხის მაგიდის სადგამსა და ბალიშს, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 280 ლარს.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, თა-------------- შესაძლოა მიდგომოდა 280 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 08 იანვარს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა--------------- ბრალდებულ მე---------–----------- და ადვოკატ მთ---------------- შორის.
პროკურორი მა-------------- შუამდგომლობს მე--------–----------- მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს ბრალდებული მე--------–---------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ”ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177 მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტუმბო, ხის მაგიდის სადგამი და ბალიში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ბოქლომი დაუბრუნდეს თა--------------, ხოლო მე--------–-----------გან ამოღებული ძალაყინი განადგურდეს.
მე--------–---------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მთ--------------- ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს და ითხოვენ მის დამტკიცებას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ბრალდებულ მე--------–----------- წერილობითი განცხადებით და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე მისი განმარტებით დავრწმუნდი, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების და მოსალოდნელი განაჩენის, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული მე--------–---------- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.
ბრალდებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
ბრალდებული მე--------–---------- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს წერილობით ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა.
დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება, საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.
საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულ თა--------------თან კონსულტაციის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თა-------------- არ სურს დაესწროს სასამართლო სხდომას და თანახმაა ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია. (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო. (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy )
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მე--------–----------- ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:
ბრალდებულ მე--------–----------- აღიარებით.
2018 წლის 06 იანვის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მე--------–----------- მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ (ს.ფ. 7-14)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 07 იანვრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მე--------–----------- მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ (ს.ფ. 62-64)
2018 წლის 06 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით (ს.ფ 33-42)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ნოემბრის განაჩენით (ს.ფ 21-2-)
დაზარალებულ თა--------------- გამოკითხვის ოქმით (ს.ფ 69-71).
მოწმეების ირ---–-------------------–--–----------------------------- გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიიჩნია, რომ ბრალდებულ მე--------–----------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და დადასტურებულად მიაჩნია მე--------–----------- მიერ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
მე--------–----------- მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მე--------–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს ნადგურდება.
ნივთიერი მტკიცებულება, შემთხევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტუმბო, ხის მაგიდის სადგამი და ბალიში , ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ბოქლომი, რომელიც ინახება სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თა--------------.
მე--------–-----------გან ამოღებული ძალაყინი, რომელიც ინახება სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-216-ე, 2-5-ე, 2-8-260-ე, 269-ე, 271-272-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილე ნუ--------------- თანხმობით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა--------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2.დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა--------------- ბრალდებულ მე--------–----------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მთ---------------- შორის.
3.ცნობილი იქნას დამნაშავედ მე--------–---------- (პირადი ნომერი 62---------) საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ”ბ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით
4. მე--------–----------- მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 06 იანვრის 03:28 საათიდან.
5.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად მე--------–----------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (ქ. ზუ-----------------------------------------)
6.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად მე--------–----------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
7.ნივთიერი მტკიცებულება, შემთხევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტუმბო, ხის მაგიდის სადგამი და ბალიში , ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ბოქლომი, რომელიც ინახება სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თა--------------.
8.მე--------–-----------გან ამოღებული ძალაყინი, რომელიც ინახება სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
9. მე--------–----------ს განემარტოს, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-e მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვს ზემდგომ სასამართლოში წარადგინოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
12.განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე ნ. აკობია