განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2018
საქმის ნომერი
200100115815693
დავის ტიპი
177 3 ბ
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100115815693

№1/130-15

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

17 იანვარი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი -დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ი--------------ე

ბრალდებული: გ------- ბ-----–---–ი

მამის სახელი: ა----

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ქ------------–--ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ქ------------–--ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

წარდგენილი ბრალდების არსი:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის განაჩენით გ------- ა----ს ძე ბ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლით, რაც ჩაეთვალა პირობით 03(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. გ------- ბ-----–---–ი იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, 2015 წლის 03 აპრილს, თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში მდებარე გ------ შ-----–---–ის კუთვნილი ვენახიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა გ------ შ-----–---–ის ვენახის ლითონის მავთულს, რითაც მას მიაყენა 105 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

სასამარლომ დაადგინა.

 

3. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულს - გ------- ბ-----–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება. იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4. ბრალდებულმა გ------- ბ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ, გამოიყენა დუმილის უფლება. დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ გამოძიებას ჩვენებები ზეწოლის ქვეშ მისცა.

5. მოწმის ი-----–- მ----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. მან 2015 წლის აპრილის თვეში სამსახურებრივად შეიტყო, რომ სოფელ ქ------------–--ში ვენახიდან მოიპარეს ვენახის მავთულები. ამ საქმესთან დაკავშირებით 17 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მავთულები მოპარული იყო იმავე სოფელში მცხოვრები 1--- წელს დაბადებული გ------- ბ-----–---–ის მიერ, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

6. მოწმის დაზარალებულ გ------ შ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან აღმოაჩინა, თავის ვენახში ოთხი მავთული იყო მოპარული. მან სოფელში თქვა, რომ მოპარეს მავთული და ამ გზით ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვნა. ამის შემდეგ ის პოლიციაში დაიბარეს უთხრეს, რომ მისი მავთულები იპოვნეს. სხვადასხვა მავთულები დაულაგეს და კითხეს, რომელი იყო მისი. მას თავის მავთულებზე ნიშნები ჰქონდა გაკეთებული თეთრი წერილებით ორივე ბოლოში და იმით ამოიცნო თავისი მავთული. ქურდობით დაახლოებით 100 ლარის ზიანი მიადგა. მას არ უნდა დასაჯონ გ------- ბ-----–---–ი. მხოლოდ მისი მავთულების დაბრუნება უნდა.

7. მოწმის ზ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------- ბ-----–---–ი მისი სოფლიდანაა და კარგად იცნობს. 2015 წელს 4 აპრილს გ------- ბ-----–---–მა მას მეორადი 45 კილო მავთული მიჰყიდა. სულ ოთხი გორგალი იყო. გ------- ბ-----–---–მა უთხრა, რომ მავთული მისი იყო. ამის შემდეგ, დაახლოებით 2 კვირაში თელავის პოლიცია მივიდა მასთან და ექსპერიმენტი ჩაატარეს. გ------- გადავიდა მანქანიდან და აჩვენა პოლიციას, რომ ეს მანთული ჩააბარა მას. პოლიციამ უთხრა მას, რომ მავთული მოპარული იყო და უნდა ამოეღოთ. რაზეც მან განაცხადა თანხმობა. პოლიციამ მისგან ამოიღო მავთულები და დალუქეს.

8. მოწმის ნ------- ა------–---–ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ამოცნობის ოქმითა და დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით მუშაობს შ-------–---------------–-------------–--ში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. მან 2015 წლის 17 აპრილს გამოძიება დაიწყო თელავის რაიონის სოფელ ქ------------–--ში მცხოვრები გ------ შ-----–---–ის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, გ.შ-----–---–ის კუთვნილი ვენახიდანც მოიპარეს ლითონის მავთულები. მან დაკითხა გ------ შ-----–---–ი. შემდეგ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც ნახეს, რომ მართლაც იყო მავთულები ახსნილი და მოპარული. მისმა თანამშრომელმა მიიღო ოპეტრატიული ინფორმაცია, რომ ეს მავთულები გ------- ბ-----–---–მა მოიპარა. მან დაკითხა ინფორმაციის მიმღები თანამშრომელი ი-----–- მ----–-–---–ი. შემდეგ მოწმის სახით დაკითხა გ------- ბ-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა ეს ფაქტი და განმარტა, რომ მავთულები ჩააბარა ზ-------------ეს. შემდეგ ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ზ-------------ის სახლიდან ამოიღეს მოპარული მავთულები. მან შეადგინა შესაბამისი ოქმები.

9. მანვე ჩაატარა ამოცნობა. ამოცნობამდე დაზარალებულმა გ------ შ-----–---–მა ამოცნობის ოქმში დააფიქსირა მავთულების ამოსაცნობი ნიშნები, განმარტა, რომ მის მავთულებს ჰქონდა წასმული თეთრი საღებავი. გ------ შ-----–---–ს თავისი მავთულები წარუდგინა სხვა მავთულებთან ერთად, რომლებიც იგივენაირად იყო დაგორგლილი. გ------ შ-----–---–მა ამოიცნო თავისი მავთულები. მან შეადგინა შესაბამისი ოქმი. შემდეგ დააკავეს გ------- ბ-----–---–ი და შეადგინა შესაბამისი ოქმი.

10. მანვე განმარტა, რომ ამოღების ოქმში მითითებული არ არის მავთულებზე არსებული თეთრი ხაზები, ვინაიდან, ვიზუალურად ძალიან არ ეტყობოდა, არ დაუფიქსირებია, არ ჩაუთვლია საჭიროდ.

11. მანვე განმარტა, რომ არ ახსოვს ამოღების დროს იმყოფებოდა თუ არა ადგილზე გ------- ბ-----–---–ი.

12. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ნივთმტკიცება. სახელმწიფო ბრალმდებელს ნივთმტკიცების დემონსტრირებაში ეხმარებოდა გამომძიებელი. ნივთმტკიცების დემონსტრირებით დადგინდა, რომ ნივთმტკიცებები დალუქულია, ლუქი წარმოადგენს ქაღალდის ფურცელზე დატანილ ბეჭედს, რომელსაც აღენიშნება ორი, გამომძიებლის ნ. ა------–---–ის და შ. შ--–----–-–---–ის ხელმოწერა. მავთულის გორგალებს აღენიშნება თეთრი საღებავის კვალი.

13. სისხლის სამართლის საქმეში (ს.ფ 62) არის ნივთმტკიცების დალუქვის ოქმი, შედგენილი გამომძიებელ ნ------- ა------–---–ის მიერ, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულ გ------ შ-----–---–ის მიერ ამოცნობილი ნივთი, ამოცნობის შემდეგ მან დალუქა ოთხ ფუთად ლუქის ბეჭდით 31/4

14. სისხლის სამართლის საქმეში ასევე დევს ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, (ს.ფ.57) შედგენილი, გამომძიებელ ნ------- ა------–---–ის მიერ, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 21 აპრილს გამომძიებელ შ--–-- შ--–----–-–---–თან ერთად გახსნა ნივთმტკიცება, ზ-------------ის სახლის ეზოდან ამოღებული ლითონის მავთული. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

15. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------- ბ-----–---–ის ბრალეულობას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

16. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. დასკვნით სიტყვაში გამნარტა, რომ გამოძიებაში ჩვენებები ზეწოლის შედეგად მისცა.

17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

18. ბრალდებული შეზღუდული არ არის გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით მისი აღიარებით ან უარყოფით, რომ დუმილის უფლებით სარგებლობა არ შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.

19. გამოძიების ეტაპზე, რაც ადასტურებდა ქურდობის ჩადენის ფაქტს, მხოლოდ ბრალდებულ გ------- ბ-----–---–ის ჩვენება იყო. სხვა მტკიცებულება გამოძიების ეტაპზე მოპოვებული არ ყოფილა.

20. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ 2015 წლის 17 აპრილს (ს.ფ. 28) ზ-------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული იქნა ვენახის მავთული, ოთხი გორგალი, რაც დაილუქა ცალკ-ცალკე 31/4 ბეჭდით. ოქმში არ აღინიშნება, რომ ლითონის მავთულის გორგალებს საღებავის კვალი აქვს. ოქმს ხელს აწერს ზ-------------ე და გამომძიებელი შ--–-- შ--–----–-–---–ი.

21. ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, (ს.ფ57) შედგენილი, გამომძიებელ ნ------- ა------–---–ის მიერ დასტურდება, რომ გამომძიებელმა ნ------- ა------–---–მა 2015 წლის 21 აპრილს გამომძიებელ შ--–-- შ--–----–-–---–თან ერთად გახსნა ნივთმტკიცება, ზ-------------ის სახლის ეზოდან ამოღებული ლითონის მავთული. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მავთულს რაიმე სახის გარეგნული ნიშანი, საღებავის კვალი არ აღენიშნება.

22. ამოცნობის ოქმით (ს.ფ58) დადგენილია, რომ დაზარალებულმა გ.შ-----–---–მა ამოცნობის წინ გამომძიებელს განუცხადა, რომ მას კუთვნილი ლითონის მავთულის ამოცნობა შეუძლია შემდეგი ნიშნებით: არის 130 მეტრის სიგრძის, 0,3მმ სისქის, მოშავო ფერის, უჟანგავი მავთული, აღნიშნულ მავთულებს დაბოლოვებებზე წასმული აქვს თეთრი ფერის საღებავი.

23. ამოცნობის წინ დაზარალებულმა გამოძიებას მიაწოდა ნივთმტკიცების გარეგნული ნიშნები. ზუსტად უთხრა, სიგრძე, სისქე და მიუთითა სპეციფიკურ ნიშანზე, რომ მავთულებს დაბოლოვებებზე წასმული აქვს თეთრი ფერის საღებავი. საქმის მასალებში არ მოიპოვება დათვალიერების ოქმი, რომ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით გაიზომა და დათვალიერდა ნივთმტკიცება, მართლა იყო თუ არა ის, 130 მეტრის სიგრძისა და 0,3მმ სისქის მავთული და ჰქონდა თუ არა ნივთმტკიცებას თეთრი სააღებავის კვალი.

24. ყურადღებამისაქცევია, რომ მავთულის გორგალები დათვალიერდა ორჯერ, პირველად ზ-------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღების დროს და შემდგომ ამოცნობის წინ გამომძიებელ ნ------- ა------–---–ისა და შ--–-- შოშიკელაშვის მიერ. არცერთ შემთხვევაში ოქმში არ ფიქსირდება, რომ მავთულს საღებავის კვალი აღენიშნებოდა. ამ კუთხით სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიღებს გამომძიებელ ნ.ა------–---–ის ჩვენებას, რომ შესაძლოა საღებავი შეუმჩნეველი იყო და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი დაფიქსირება, ვინაიდან როგორც აღინიშნა, ამოცნობამდე ნივთმტკიცების დათვალიერება მოხდა ორჯერ, მეორედ ნივთმტკიცებას ლუქს ხსნის და ათვალიერებს ორი გამომძიებელი, ნ.ა------–---–თან ერთად გამომძიებელი შ--–-- შ--–----–-–---–ი. ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმში შ. შ--–----–-–---–იც არ აფიქსირებს, რომ მავთულს ამჩნევია საღებავის კვალი. რაც ყველაზე მთავარია, ამ კუთხით მავთული დაზარალებულის მიერ ნიშანთვისებების გადმოცემის შემდეგაც არ შემოწმებულა, ისე წარედგინა ამოსაცნობად. ანუ ის გარეგნული ნიშანი, საღებავის კვალი, რითაც ამოიცნობდა დაზარალებული, ნამდვილად ქონდა თუ არა ამოცნობაზე წარდგენამდე მავთულს, არ დგინდება.

25. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედების - საგნის ამოცნობისას არსებითად დაირღვა სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.

26. მოცემულ შემთხვევაში ამოცნობა ჩატარდა, თუმცა ამოცნობის წინ გამოძიებას არ გაურკვევია ნამდვილად ქონდა თუ არა ამოსაცნობად წარსადგენ ნივთს ისეთ ნიშან-თვისებები, რომელიც მიუთითა დაზარალებულმა და საკმარისი იქნებოდა ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. პირიქით ამოღებისა და შემდგომ დათვალიერების ოქმით, რაც შედგენილია ამოცნობის ჩატარების დღეს, დასტურდება საპირისპირო გარემოება, რომ მავთულს საღებავის კვალი არ გააჩნია.

27. ამდენად, საგამოძიებო მოქმედება - ნივთის ამოცნობა ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, რის გამოც შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს, ამოცნობილი მავთული ნამდვილად ეკუთვნის თუ არა დაზარალებულს. შესაბამისად, ამ ფორმით ჩატარებული ნივთის ამოცნობა ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.

28. ბრალდების მხარეს სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ბ-----–---–ის მიერ მავთულის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლების ფაქტს, სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მხოლოდ ის გარემოება, რომ თუნდაც მან ზ-------------ეს ნამდვილად ჩააბარა რაღაც მავთული, ვერ იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, მითუმეტეს, რომ როგორც ზ-------------ე განმარტავს, მავთული ეკუთვნობა გ------- ბ-----–---–ს.

29. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ გამოსაკვლევად წარმოადგინა მავთულის ოთხი გორგალი. დათვალიერებით გაირკვა, რომ ლუქს აღენიშნება ორი ხელმოწერა.

30. სისხლის სამართლის საქმეში (ს.ფ. 62) არის ნივთმტკიცების დალუქვის ოქმი, შედგენილი გამომძიებელ ნ------- ა------–---–ის მიერ, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულ გ------ შ-----–---–ის მიერ ამოცნობილი ნივთი, ამოცნობის შემდეგ მან დალუქა ოთხ ფუთად, ლუქის ბეჭდით 31/4. აღნიშნული ოქმის მიხედვით ლუქს უნდა ჰქონდეს მხოლოდ გამომძიებელ ნ.ა------–---–ის ხელმოწერა. ლუქს რატომ აწერს ხელს სხვა პირი ან ოქმში რატომ არ არის შეტანილი მეორე ხელმომწერი პირი, შ.შ--–----–-–---–ი, ამის ახსნა სასამართლოს არ შეუძლია, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ ყოფილა გამოკვლეული. ამის გათვალისწინებით საერთოდ ეჭვქვეშ დგება ნივთმტკიცების საკითხი, გამოკვლეული ნივთმტკიცება ეკუთვნის თუ არა გ.ბ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს და წარმოადგენს მის მამხილებელ ფაქტს.

31. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. იმავე შინაარსის მატარებელია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, გ------- ბ-----–---–ის მიერ მავთულის მოპარვა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მავთული გ.ბ-----–---–მა თითქოსდა ნებაყოფლობით ექსპერიმენტის გზით ამოაღებინა პოლიციას, რაც თავის მხრივ, ვერ დგინდება უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, ვინაიდან აღნიშნულს არ ადასტურებს ბრალდებული და პილიციელის ჩვენება ასეთ ვითარებაში კი ირიბი ჩვენებაა, არ ადასტურებს გ.ბ-----–---–ის მიერ სხვისი ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტს, რაც სსკ-ის 177-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის ყველა ნიშნის დასადგენად და, შესაბამისად, გ------- ბ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ბ-----–---–ი, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

33. გამართლებულ გ------- ბ-----–---–ს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ბ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

2. ნივთიერი მტკიცებულებები - ოთხი ცალი ლითონის მავთულის გორგალი, რაც ინახება თ--–---------------–-------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

3. გ------- ბ-----–---–ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური