გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-1375-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აპრილი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე- გ--------–-----–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი- დ----------–----ე
მოპასუხე- შ--------------–-------–-–-------------------ი
მოპასუხის წარმომადგენლები-ა-------------ი, ე--------ე, გ----------–-----ე
დავის საგანი: ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი გ--------–-----–---–ს და ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ს შორის გაფორმებული #3 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ს დაევალოს აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 26.09.2006 წელს გ--------–-----–---–ს და ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება #3, დეპარტამენტს და სპეციალური ავტოსადგომის ქვემო ქართლის თანამშრომლობაზე, კერძოდ, დეპარტამენტის შეტყობინებების შედეგად სპეციალური სადგომის მიერ, 2.1. პუნქტით განსაზღვრულ სამომსახურეო ტერიტორიაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტარციული სამართალდარღვევის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და დაცვის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მხრიდან ჯეროვნად სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, მისთვის გაურკვეველია თუ რის საფუძველზე შეუწყვიტა მოპასუხემ მას ხელშეკრულება 2016 წლის 01 აპრილიდან, რითაც მოსარჩელეს ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით, გ--------–-----–---–მა 2017 წლის 06 აპრილს წერილობითი განცხადებით მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, თუმცა მას პასუხი არ მიუღია სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი გ--------–-----–---–ს და ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ს დაევალოს აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2016 წლის 1 აპრილიდან მოპასუხის მიერ ცალმხრივად შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, ვინაიდან გ--------–-----–---–ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3.8, 3.14, 3.17, 3.18 პუნქტები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2006 წლის 26 სექტემბერს ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ს და ი.მ გ--------–-----–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება #3, რომლის თანახმად, გ--------–-----–---–მა იკისრა ვალდებულება დეპარტამენტის შეტყობინების შედეგად სპეციალური სადგომის მიერ, 2.1 პუნქტით განსაზღვრულ სამომსახურეო ტერიტორიაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტარციული სამართალდარღვევის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და დაცვის უზრუნველყოფა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტებები, 26.09.2006 წლის #3 ხელშეკრულება (ს.ფ. 15-18)
3.1.2. ი/მ გ--------–-----–---–ს ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ავტომანქანები გადაყავდა მის საკუთრებაში არსებულ 2 ავტოსადგომზე, მდებარე: ქ--------------–-------------------------------------------------–-----–---------------- ქუჩის გადაკვეთა;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სატრანსპორტო საშუალებების სპეცავტოსადგომზე გაჩერება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 170-174).
3.1.3. 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში ი.მ გ--------–-----–---–ის საჯარიმო ავტოსადგომზე, მდებარე: ქ--------------–----------------- #8 ამავე სადგომის დარაჯი ა------------–------ანი თაღლითურად დაეუფლა მასში განთავსებულ ავტომანქანებს და მათი უმრავლესობა გაასხვისა გამოძიებისთვის უცნობ პირებზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მიმართვა, ინფორმაცია (ს.ფ. 139-145)
3.1.4. 2016 წლის 24 მარტს ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ის დირექტორმა წერილობითი ფორმით აცნობა ი.მ გ--------–-----–---–ს და განუმარტა, რომ ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტით შეთანხმებული უფლებამოსილების, კერძოდ, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ფარგლებში, შ--------------–-------–-–-------------------ი წყვეტდა მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას 2016 წლის 1 აპრილიდან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
შ--------------–-------–-–-------------------ის დირექტორის 2016 წლის 24 მარტის მიმართვა #20/11-736941 (ს.ფ. 22)
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი/მ გ--------–-----–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იქნა არაჯეროვნად, კერძოდ, საპატრულო პოლიციის ჟურნალების თანახმად, მისი მხრიდან გამოვლინდა ხელშეკრულების 72 დარღვევა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ი/მ გ--------–-----–---–ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების 3.8 და 3.13 პუნქტები, აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა საპატრულო პოლიციის ჟურნალი, რომლის თანახმად, ი/მ გ--------–-----–---–ის მიერ ხელშეკრულება დარღვეული იქნა 72-ჯერ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ჟურნალი არ არის ავთენტური, ვინაიდან მასში აღნიშნული დარღვევები შედგენილია ცალმხრივად, პოლიციის თანამშრომლის მიერ, თუმცა მას არ წარმოუდგენია რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ ჟურნალში მითითებული გარემოებები უკანონო და დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 352-ე, 405-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, ი.მ გ--------–-----–---–ს და ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2006 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება # 3-ის საფუძველზე, რომლის თანახმად, გ--------–-----–---–მა იკისრა ვალდებულება დეპარტამენტის შეტყობინების შედეგად სპეციალური სადგომის მიერ, 2.1 პუნქტით განსაზღვრულ სამომსახურეო ტერიტორიაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტარციული სამართალდარღვევის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა და დაცვის უზრუნველყოფა.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ხელშეკრულების შესრულებას ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირობებით. შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შესრულება არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, აღნიშნული ჩაითვლება ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებად, თუმცა, აქვე აღსანიშნავი და გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების შესრულება შეიძლება იმდენად ეწინააღმდეგებოდეს ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს, რომ არაჯეროვანი შესრულება, თავისი არსით და სამართლებრივი შედეგებით, გაუთანაბრდეს ხელშეკრულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, იმისათვის რომ დადგინდეს, სახეზეა ხელშეკრულების შეუსრულებლობა თუ არაჯეროვანი შესრულება, აუცილებელია განისაზღვროს ხელშეკრულებით მხარეებისათვის წარმოშობილი უფლება-მოვალეობები და აღნიშნულ უფლება-მოვალეობათა შესრულების ხარისხი.
ხელშეკრულების შესრულების პრიორიტეტი სახეზე არ არის მაშინ, როდესაც მხარემ ხელშეკრულების შესრულების მიმართ ინტერესი დაკარგა ან თუ ნათელი და ცალსახაა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების გაძნელება ან შეუძლებლობა. აღნიშნული გარემოებები, ძირითადად, გრძელვადიანი სამართალურთიერთობებისთვისაა სახასიათო და აღნიშნული ურთიერთობების შეწყვეტის (მოშლის) პატივსადებ მიზეზად მიიჩნევა. თავის მხრივ, პატივსადები მიზეზით სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა შეფასებითი კატეგორიაა, თუმცა, შეფასების მიზნებისათვის ამოსავალ წერტილს თავისუფალი კონტრაგირება, სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობა, მხარეთა ორმხრივი ინტერესი და ა. შ. მიიჩნევა. თუ ნათელია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის დროს ერთი მხარის ინტერესი დაუშვებლად ილახება, რომელიც აღნიშნულ მხარეს სამართალურთიერთობის გაგრძელების ინტერესს აკარგვინებს, ასეთ შემთხვევაში, მითითებული გარემოება, გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მიზნებისათვის, რაღა თქმა უნდა, პატივსადებ მიზეზად მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში გრძელვადიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების გართულებასთან გვაქვს საქმე, რომელიც, ასევე, თავის მხრივ, სახელშეკრულებო ურთიერთობის მოშლის პატივსადები მიზეზია, მით უფრო, იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც მომსახურების ხელშეკრულებას ახასიათებს. საქმიანობის შეთანხმებული, ორივე მხარის ინტერესის შესაბამისი მართვა, ამავე ურთიერთობის ძირითადი არსია, შესაბამისად, თუ ხელშეკრულების მხარეები არსებით პირობებზე ვერ თანხმდებიან, ასეთ ვითარებაში სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება აზრს კარგავს, უფრო მეტიც, ასეთ ვითარებაში მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობებში დატოვება ამავე მხარეთა სამოქალაქო უფლებების შელახვის ხელშემწყობი ფაქტორია .
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებას საქმეში წარმოდგენილ ხელშეკრულება #3-ის 8.2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ორივე მხარე უფლებამოსილია მოშალოს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავის ვალდებულების ჯეროვან შესრულებას ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 24 მარტს ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ის დირექტორმა წერილობითი ფორმით აცნობა ი.მ გ--------–-----–---–ს და განუმარტა, რომ ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტით შეთანხმებული უფლებამოსილების, კერძოდ, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ფარგლებში, შ--------------–-------–-–-------------------ი წყვეტდა მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას 2016 წლის 1 აპრილიდან.
სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს რამდენად არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის ერთ-ერთ კანონისმიერ წინაპირობას წარმოადგენს 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულება მეორე მხარისათვის დამატებით განსაზღვრული ვადის ან გაფრთხილების მიცემის თაობაზე, რათა მეორე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლამდე დამატებით მიეცეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, ამასთან, კონტრაჰენტი ინფორმირებული იყოს, დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო ამოწმებს, დაცულია თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დანაწესი, მოვალისათვის ვადის დამატებით განსაზღვრასა თუ გაფრთხილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში, კრედიტორის მტკიცების ტვირთია იმ ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობის დადასტურება, რომელიც გამორიცხავს დამატებითი ვადის ან გაფრთხილების ვალდებულებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონტექსტში.
ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ სპეციალური სადგომის მეპატრონემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ არა ჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულების 3.8, 3.13, 3.14, 3.17 პუნქტები, რაც უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, რომ გ--------–-----–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება, რომ გამოძახების შემთხვევაში ადგილზე გამოცხადებულიყო არაუმეტეს 15 წუთში, უზრუნველეყო სპეციალური სადგომის ეფექტური სადღეღამისო დაცვა და დაუზიანებლად შენახვა. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მხრიდან სისტემატიურად ჰქონდა ადგილი ხელშეკრულების პირობების დარღვევას, ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ის მიერ წარმოდგენილი იქნა საპატრულო პოლიციის ჟურნალი, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამოვლინდა 72 დარღვევა, რაც უმრავლეს შემთხვევაში გამოძახებისას ადგილზე დაგვიანებით გამოცხადებაში გამოიხატება, ამასთან საქმეში წარმოდგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დადასტურდა, რომ 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში ი.მ გ--------–-----–---–ის საკუთრებაში არსებულ ავტოსადგომზე, მდებარე: ქ--------------–----------------- #8 ამავე სადგომის დარაჯი ა------------–------ანი თაღლითურად დაეუფლა მასში განთავსებულ ავტომანქანებს და მათი უმრავლესობა გაასხვისა გამოძიებისთვის უცნობ პირებზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ავტოსადგომი (მდებარე: ქ---------------–--------------------), სადაც ა------------–------ანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მართალია, გ--------–-----–---–ის საკუთრებაშია, თუმცა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ წარმოადგენს იმ ავტოსადგომს, რომელზეც ხდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანა და დაცვის უზრუნველყოფა, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გ--------–-----–---–ს და ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სატრანსპორტო საშუალებები გადაყავდა მის საკუთრებაში არსებულ ავტოსადგომებზე, მდებარე: ქ---------------–-------------------- და ქ-----------------------–-----–------------ 103 ქუჩის გადაკვეთა, შესაბამისად, მოსარჩელეს ორივე ავტოსადგომზე ეკისრებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები უტყუარად ადასტურებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებას, შესაბამისად, დარღვევის ხასიათიდან და სიხშირიდან გამომდინარე, მოპასუხის გაფრთხილებას ან დამატებითი ვადის დაწესებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვებოდა, რის გამოც, არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--------–-----–---–ის სარჩელი მოპასუხე ს----------–----–------------------------------------------–-------–-–-------------------ის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი