გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110210017002070936
№2/672-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 იანვარი 2018 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: მ------- ღ-------, ი--ა სა----–-ძე;
წარმომადგენელი: მ-----------------;
მოპასუხე: ი----ე ფ---------, პ----- ღ-------;
მოპასუხე ი.ფო-----ძის წარმომადგენელი: ე----------------;
მესამე პირი: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებლო ბიურო;
დავის საგანი: ყადაღის აქტიდან ნივთების ამორიცხვა
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 4 აგვისტოს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ნივთების: 1. კუთხის დივანი,ტყავის შავი ფერის ერთი სავარძლით შეფასებული 600 ლარად.2 ჟურნალების მაგიდა,ხის 1 ცალი შეფასებული 80 ლარად 3. შავი ტყავის ე.წ პუფი 1 ცალი შეფასებული 35 ლარად 4.ნაჭრის დივანი სერი 1 ც შეფასებული 80 ლარად 5. პერსონალური კომპიუტერის მონიტორი ,,სამსუნგი,, სისტემური ბლოკი,კლავიატურა მაუსი შეფასებული 120 ლარად 6.ტელევიზორი ,,სამსუნგი,, შავი 1 ცალი შეფასებული 300 ლარად 7. მაცივარი 1ც ,,ლიებჰერ,, თეთრი სეფასებული 100 ლარად 8.გაზქურა ,,ბოში,, სერი შავი მინის კარით შეფასებული 400 ლარად 9. სამზარეულოს კომპლექტი ,,ბოშის,, ფირმის აერის გამწოვით შეფასებული 1000 ლარად 10. კონდენციონერი ,, ბოშის,, 1 ცალი შეფასებული 200 ლარად 11. სარეცხი მანქანა ,, ბოში,, სერი 1ცალი 150 ლარად- აღნიშნული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.
მოსარჩელის პოზიცია:
2017 წლის 4 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიურომ შეადგინა აქტი და დააყადაღა ნივთები, რომლებიც არ წარმოადგენს პ---------------- საკუთრებას. აღნიშნული ნივთები შეძენილია მოსარჩელეების მიერ .
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე პ---------------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
2.1 მოპასუხე ი------------------ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ სამზარეულოს კომპლექტის ნაწილში. რაც შეეხება სარჩელს დარჩენილ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და განაცხადა რომ ნივთები, რომელსაც აღმასრულებლის მიერ დაედო ყადაღა წარმოადგენს მოვალე - პ---------------- საკუთრებას.
მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირს - აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა წარმომადგენელი;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსპასუხე პ----- ღ------- არის მოსარჩელე მ------- ღი----ძის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება.
3.2. მოსარჩელე მ------- ღ--------- და მოპასუხე პ---------------- რეგისტრაციის მისამართი და საცხოვრებელი ადგილია ქ.ზესტაფონი, ჩ------ ქ.N149, ხოლო მოსარჩელე ი--ა სა----–-ძე ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, ჩ------ ქ.N161-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
3.3. ქონების დაყადაღების აქტში აღწერილი ქონებიდან ნაწილი - 1. კუთხის დივანი, ტყავის შავი ფერის ერთი სავარძლით შეფასებული 600 ლარად.2 ჟურნალების მაგიდა,ხის 1 ცალი შეფასებული 80 ლარად 3. შავი ტყავის ე.წ პუფი 1 ცალი შეფასებული 35 ლარად 4.ნაჭრის დივანი სერი 1 ც შეფასებული 80 ლარად 5. პერსონალური კომპიუტერის მონიტორი ,,სამსუნგი,, სისტემური ბლოკი,კლავიატურა მაუსი შეფასებული 120 ლარად 6.ტელევიზორი ,,სამსუნგი,, შავი 1 ცალი შეფასებული 300 ლარად 7. მაცივარი 1ც ,,ლიებჰერ,, თეთრი სეფასებული 100 ლარად 8. სამზარეულოს კომპლექტი ,,ბოშის,, ფირმის აერის გამწოვით შეფასებული 1000 ლარად 9. კონდენციონერი ,, ბოშის,, 1 ცალი შეფასებული 200 ლარად შეძენილია მოსარჩელე მ------- ღი----ძის მიერ და იმყოფება მის მფლობელობაში, ხოლო გაზქურა ,,ბოში,, სერი შავი მინის კარით შეფასებული 400 ლარად და სარეცხი მანქანა ,, ბოში,, სერი 1 ცალი, შეფასებული 150 ლარად შეძენილია მოსარჩელე ი--ა ს---------- მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება.
- მოწმეთა - ა-- თ------------, ი--ა კ--------–---–--ა და ნა-- კ-----–---–-- ჩვენებები;
- მოპასუხე პ---------------- შესაგებელი;
- მაღაზია ,,ელიტ ელექტრონიქსის" საგარანტიო ტალონები;
- 2016 წლის 10 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება;
3.5. მოპასუხე პ---------------- სარჩელი ცნო სრული მოცულობით, ხოლო მოპასუხე ი------------------ სარჩელი ცნო სამზარეულოს კომპლექტის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- - მოპასუხე პ---------------- შესაგებელი;
- მოპასუხე ი.ფო-----ძის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
3.6. 2017 წლის 4 აგვისტოს აღმასრულებელმა გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქ.ზესტაფონში, ჩ------ ქ.№149-ში ყადაღა დაადო შემდეგ ნივთებს: 1. ტყავის შავი ფერის კუთხის დივანი ერთი სავარძლით, ხის ჟურნალების მაგიდა, შავი ტყავის ე.წ. პუფი, სერი ფერის ნაჭრის დივანი, პერსონალური კომპიუტერი მონიტორი ,, SAMSUNG", სისტემური ბლოკი, კლავიატურა, მაუსი, შავი ფერის ტელევიზორი ,, SAMSUNG", თეთრი ფერის მაჩივარი ,,LIEBHERR", სერი ფერის გაზქურა ,,BOSCH" შავი მინის კარით, სამზარეულო კომპლექტი ,,BOSCH-ის" ფირმის ჰაერის გამწოვით, ,,BOSCH-ის" ფირმის კონდიციონერი და სერი ფერის ,,BOSCH-ის" ფირმის სარეცხი მანქანას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 04 აგვისტოს ყადაღის აქტი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------- ღ--------- და ი--ა ს---------- მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
სარჩელის ცნობა მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, რაც მის მიერ მოსარჩელის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოვლენილ ნებაში გამოიხატება. შესაბამისად, ეს ერთგვარი გარიგებაა, ვინაიდან მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ (საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართულია ორი მოპასუხის წინააღმდეგ, რომლებიც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ორივე მათგანის თანხვედრი ნების გამოვლენაა საჭირო. შესაბამისად, მხოლოდ ერთის, განსახილველ შემთხვევაში პ---------------- მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს.
6.3. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინებისას ან ქონების გადაცემისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, მოვალე არის პ----- ღ-------, რომელსაც ი----ე ფო-----ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. მოვალემ ნებაყოფლობით არ გადაიხადა თანხა და შესაბამისად დაიწყო იძულებითი აღსრულება.
ამდენად, აღმასრულებელი, რომელსაც კრედიტორი მიმართავს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და წარუდგენს სააღსრულებო ფურცელს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიძიოს მოვალის – მოპასუხის ქონება და ყადაღა დაადოს მას. ამასთან, შესაძლოა აღმასრულებლის მიერ მოვალის საკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე პრეტენზია განაცხადონ მესამე პირებმა, მაგრამ ეს არ აბრკოლებს აღმასრულებელს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქონებას ყადაღა მაინც ედება. თუმცა კანონმდებლობით მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც არის გათვალისწინებული, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
6.4. განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 04 აგვისტოს მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტის მიხედვით, აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებულია: 1. ტყავის შავი ფერის კუთხის დივანი ერთი სავარძლით, ხის ჟურნალების მაგიდა, შავი ტყავის ე.წ. პუფი, სერი ფერის ნაჭრის დივანი, პერსონალური კომპიუტერი მონიტორი ,, SAMSUNG", სისტემური ბლოკი, კლავიატურა, მაუსი, შავი ფერის ტელევიზორი ,, SAMSUNG", თეთრი ფერის მაჩივარი ,,LIEBHERR", სერი ფერის გაზქურა ,,BOSCH" შავი მინის კარით, სამზარეულო კომპლექტი ,,BOSCH-ის" ფირმის ჰაერის გამწოვით, ,,BOSCH-ის" ფირმის კონდიციონერი და სერი ფერის ,,BOSCH-ის" ფირმის სარეცხი მანქანა;
6.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლი მოძრავი ქონების მოვალისადმი კუთვნილების ვარაუდს უკავშირებს მხოლოდ ამ მისამართზე მოვალის ფაქტობრივ, რეალურ ცხოვრებას და არა მოვალის რეგისტრირებულ საცხოვრებელს. მოძრავი ნივთების შეძენა, ხშირ შემთხვევაში, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე არ ხდება, ხოლო შენაძენის საფასურის ანაზღაურების დამადასტურებელ ქვითარს შემძენი შესაძლოა არც ინახავდეს. ასეთ დროს მოძრავი ნივთის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 166-ე და 186-ე მუხლების საფუძველზე.
განსახილველი დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
მსგავსი დავების განხილვისას, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.
6.5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია - ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. შესაბამისად, თუ პრეტენზიის წარმდგენი პირი ვერ შეარყევს ამგვარ კანონისმიერ პრეზუმფციას, იგი წააგებს პროცესს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მართალია, მფლობელი (მფლობელობა) და მესაკუთრე (საკუთრება) განსხვავებული ცნებებია, მაგრამ ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე.
6.7. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძელზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს.
6.8. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6.9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა დაადასტურეს, რომ პ----- ღ------- არ არის ყადაღის აქტში მითითებული ნივთების მესაკუთრე და არ სარგებლობს დაყადაღებული ნივთებით. საწინააღმდეგოს დასადასტურებლად მოპასუხე ი----ე ფ---------ს რაიმე მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამასთან, მოსარჩელეებმა დაამტკიცეს, რომ 2017 წლის 04 აგვისტოს „მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ“აქტში მითითებული ნივთები მათი საკუთრებაა.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 04 აგვისტოს „მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ“აქტში მითითებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე პ---------------- სრულად ცნო სარჩელი, ის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ი------------------ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მას მოპასუხეების მ------- ღ--------- და ი--ა ს---------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 25 ლარის ანაზღაურება; ხოლო მოსარჩელეებს მ------- ღ-------სა და ი--ა სა----–-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი: 75 ლარი;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მ------- ღ--------- და ი--ა ს---------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 04 აგვისტოს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ნივთები: 1. ტყავის შავი ფერის კუთხის დივანი ერთი სავარძლით, ხის ჟურნალების მაგიდა, შავი ტყავის ე.წ. პუფი, სერი ფერის ნაჭრის დივანი, პერსონალური კომპიუტერი მონიტორი ,, SAMSUNG", სისტემური ბლოკი, კლავიატურა, მაუსი, შავი ფერის ტელევიზორი ,, SAMSUNG", თეთრი ფერის მაჩივარი ,,LIEBHERR", სერი ფერის გაზქურა ,,BOSCH" შავი მინის კარით, სამზარეულო კომპლექტი ,,BOSCH-ის" ფირმის ჰაერის გამწოვით, ,,BOSCH-ის" ფირმის კონდიციონერი და სერი ფერის ,,BOSCH-ის" ფირმის სარეცხი მანქანა;
3. მოპასუხე ი----ე ფ---------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელეების მ------- ღ--------- (პ.ნ 1----------- და ი--ა ს---------- (პ.ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 25 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელეებს მ------- ღ--------- (პ.ნ 1----------- და ი--ა ს---------- (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი: 75 ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ ანგარიშზე 300193150 (საგადახდო დავალება №14095332, გადახდის თარიღი 2017 წლის 01 სექტემბერი, გადამხდელი მ-----------------);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი