განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100118002246371
1/36-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 იანვარი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული მ----– ჰ-------ის ძე ა-–-------ანი, დაბადებული 194--–-–-----------------ს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახალქალაქის რაიონის სოფელ ტ----–-ში;
ბრალდებული მ-----– ა---------ს ძე ა-–-------ანი, დაბადებული 199--–-–----------------ს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახალქალაქის რაიონის სოფელ ტ----–-ში;
ადვიკატი: ოთარ გოგოლაძე;
ბრალდებული ა---------------–ის ძე ა-–-------ანი, დაბადებული 197--–-–---------------ს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახალქალაქის რაიონის სოფელ ტ----–-ში;
ადვიკატი: ირმა ენდელაძე;
კვალიფიკაცია: მ----– ა-–-------ანის და ა-----------–------იანის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მ-----– ა-–-------ანის მიმართ ამავე კოდექსის 120-ე მუხლით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარმოდგენილი ბრალდების შინაარსი
1.1. 2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ახალქალაქის რაონის სოფელ ტ----–-ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ----– ა-–-------ანმა ჯერ მის ხელთ არსებული პლასტმასის სათლი დაარტყა მკერდის არეში მეზობელს, გ---- ა-–-------ანს, ხოლო შემდეგ სახის არეში დაარტყა ხელი ამ უკანასკნელს. აღნიშნულის გამო, გ---- ა-–-------ანსა და მ----– ა-–-------ანს შორის დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც მათთან მივიდნენ მ----– ა-–-------ანის შვილი, ა-----------–------იანი და შვილიშვილი - მ-----– ა-–-------ანი. მ-----– ა-–-------ანმა მისვლისთანავე მის ხელთ არსებული ბარი თავში ჩაარტყა გ---- ა-–-------ანს, ხოლო ა-----------–------იანმა გ---- ა-–-------ანს თავის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც გ---- ა-–-------ანი წაიქცა. წაქცევის შემდეგ ა-----------–------იანმა გ---- ა-–-------ანს კვლავ რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილზე. მ----– ა-–-------ანის და ა-----------–------იანის ქმედებების შედეგად გ---- ა-–-------ანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მ-----– ა-–-------ანის ქმედების შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1.2. ბრალდებულები მ----– ა-–-------ანი და მ-----– ა-–-------ანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ, ხოლო ბრალდებული ა-----------–------იანი არ ცნობს.
1.3. გ---- ა-–-------ანი საქმეზე ცნობილია დაზარალებულად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ახალქალაქის რაონის სოფელ ტ----–-ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ----– ა-–-------ანმა ჯერ მის ხელთ არსებული პლასტმასის სათლი დაარტყა მკერდის არეში მეზობელს, გ---- ა-–-------ანს, ხოლო შემდეგ სახის არეში დაარტყა ხელი ამ უკანასკნელს.
აღნიშნულის გამო, გ---- ა-–-------ანსა და მ----– ა-–-------ანს შორის დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც მათთან მივიდნენ მ----– ა-–-------ანის შვილი, ა-----------–------იანი და შვილიშვილი - მ-----– ა-–-------ანი. მ-----– ა-–-------ანმა მისვლისთანავე მის ხელთ არსებული ბარი თავში ჩაარტყა გ---- ა-–-------ანს, ხოლო ა-----------–------იანმა გ---- ა-–-------ანს თავის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც გ---- ა-–-------ანი წაიქცა. წაქცევის შემდეგ ა-----------–------იანმა გ---- ა-–-------ანს კვლავ რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილზე.
მ----– ა-–-------ანის და ა-----------–------იანის ქმედებების შედეგად გ---- ა-–-------ანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მ-----– ა-–-------ანის ქმედების შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ფაქტების დადგენა:
3.1.1. 2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ახალქალაქის რაონის სოფელ ტ----–-ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ----– ა-–-------ანმა ჯერ მის ხელთ არსებული პლასტმასის სათლი დაარტყა მკერდის არეში მეზობელს, გ---- ა-–-------ანს, ხოლო შემდეგ სახის არეში დაარტყა ხელი ამ უკანასკნელს. აღნიშნულის გამო, გ---- ა-–-------ანსა და მ----– ა-–-------ანს შორის დაიწყო ჩხუბი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეების ა–---- ა-–-------ანის და მ----------- ა-–-------ანის ჩვენებები, ბრალდებულ მ----– ა-–-------ანის აღიარებითი ჩვენება;
3.1.2. აღნიშნული ჩხუბის დროს მ----– ა-–-------ანი ნასვამი იყო. ზემოთ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ მან ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საქ. ასკ-ის 116.1-ე მუხლით, კერძოდ მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რა დროსაც მოუვიდა ავტოავარია.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეების ა–---- ა-–-------ანის და მ----------- ა-–-------ანის ჩვენებები, ბრალდებულ მ----– ა-–-------ანის აღიარებითი ჩვენება, მ----– ა-–-------ანის ალკოტესტით შემოწმების ოქმი (22.04.2017 წ.) (ს.ფ. 102, ტომი 1), ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nბგ 000003189 (ს.ფ.101, ტომი 1);
3.1.3. დადგენილია, რომ მ----– ა-–-------ანის ოჯახსა და მისი მეზობლის დაზარალებულ გ---- ა-–-------ანის ოჯახს შორის 10 წელზე მეტია არსებობს დაძაბული კონფლიქტური ურთიერთობა - მტრული დამოკიდებულება.
ამასთან, 2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ინციდენტის დაწყების მოტივი იყო, რომ გ---- ა-–-------ანის ძაღლმა მ----– ა-–-------ანის კუთვნილი საქათმიდან შეჭამა კვერცხები.
გ---- ა-–-------ანსა და მ----– ა-–-------ანს შორის დაწყებული ჩხუბის ხმაზე, მათთან მივიდნენ მ----– ა-–-------ანის შვილი, ა-----------–------იანი და შვილიშვილი - მ-----– ა-–-------ანი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის, ბრალდებულების და მოწმეთა ჩვენებები;
3.1.4. მ-----– ა-–-------ანმა მისვლისთანავე მის ხელთ არსებული ბარი თავში ჩაარტყა გ---- ა-–-------ანს, ხოლო ა-----------–------იანმა გ---- ა-–-------ანს თავის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც გ---- ა-–-------ანი წაიქცა. წაქცევის შემდეგ ა-----------–------იანმა გ---- ა-–-------ანს კვლავ რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მ-----– ა-–-------ანი აღიარებს, რომ ბარით დაარტყა გ---- ა-–-------ანს, თუმცა განმარტა, რომ ეს შემთხვევით მოხდა და არა განზრახ, ვინაიდან პაპამისის დასახმარებლად რომ გაიწია, ბარი შემთხვევით მოხვდა გ---- ა-–-------ანს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, ვინაიდან: დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ იგი აგრძელებდა გინებას გ---- ა-–-------ანის მისამართით; გარდა ამისა ექსპერტიზით დადგენილია, რომ ბარის დარტყმის შედეგად გ---- ა-–-------ანს თხემ კეფის არეში აღენიშნებოდა ღია ჭრილობა, ზომით 12 სმ. მიემართებოდა ვერტიკალურად ქვემოთ კეფისკენ სწორი კიდეებით, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს დაარტყა ბარის მჭრელი ზედაპირით ვერტიკალურად, შესაბამისად, დაზარალებული აღნიშნულ ჭრილობას ვერ მიიღებდა ბრალდებულის მიერ ბარის შემთხვევით მოქნევის შედეგად.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ ა-----------–------იანის პოზიციას, რომ მას დაზარალებულისათვის არ დაურტყამს, რადგან ინციდენტის ადგილზე გვიან მივიდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის მიერ დარტყმის ფაქტი დასტურდება დაზარალებულის და მოწმეების ა–---- ა-–-------ანის და მ----------- ა-–-------ანის ჩვენებებით, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არ არის. სასამართლომ ყურადღება მიაქცია ბრალდებულ მ-----– ა-–-------ანის ჩვენებას, როდესაც მ-----– ა-–-------ანმა გამოძიების დროს აჩვენა, რომ მამამისმა ა-----------–------იანმა დაარტყა გ---- ა-–-------ანს, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ არ უნახავს, რომ მამამისმა დაარტყა გ---- ა-–-------ანს, მაგრამ იმავე სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ გამოძიების დროს გამოკითხვის ოქმი სწორია, ხოლო შემდეგ საბოლოოდ არეულ-დარეულად პასუხობდა (სხდომის ოქმი 03.10.2017 წელი); შესაბამისად სასამართლო მისი ჩვენებებს ა-----------–------იანის მიმართ არ იზიარებს.
მტკიცებულებები: დაზარალებულის, ბრალდებულ მ-----– ა-–-------ანის და მოწმეთა ჩვენებები, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებებით, კერძოდ ამოღებული სისხლიანი ქურთუკი (პაკეტის ნომერი FCI 434033) და ბარი (პაკეტის ნომერი FCI 816844).
3.1.5. დადგენილია, რომ მ----– ა-–-------ანის და ა-----------–------იანის ქმედებების შედეგად გ---- ა-–-------ანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მ-----– ა-–-------ანის ქმედების შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
მტკიცებულებები: 26.04.2017 წ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N219/05/9-4 დასკვნა, სამედიცინო დოკუმენტები (ს.ფ. 57-73, ტომი 1), დაზარალებულის ჩვენება.
3.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----– ა-–-------ანმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, ხოლო მ----– ა-–-------ანმა და ა-----------–------იანმა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდების მიერ კვალიფიკაცია მიცემულია სწორად. შესაბამისად ისინი აღნიშნულ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ და მათ მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
4. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულ გ---- ა-–-------ანის, მოწმეების ა–---- ა-–-------ანის და მ----------- ა-–-------ანის ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო დოკუმენტაცია, ნივთმტკიცებები, ალკოტესტით შემოწმების ოქმი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ბრალდებულების ჩვენებები და განმარტებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ----– ა-–-------ანის, ა-----------–------იანის და მ-----– ა-–-------ანის ბრალეულობას.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----– ა-–-------ანის, ა-----------–------იანის და მ-----– ა-–-------ანის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას.
4.2. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი ითვალისწინებს - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ახალქალაქის რაონის სოფელ ტ----–-ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ----– ა-–-------ანმა ჯერ მის ხელთ არსებული პლასტმასის სათლი დაარტყა მკერდის არეში მეზობელს, გ---- ა-–-------ანს, ხოლო შემდეგ სახის არეში დაარტყა ხელი ამ უკანასკნელს. აღნიშნულის გამო, გ---- ა-–-------ანსა და მ----– ა-–-------ანს შორის დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც მათთან მივიდნენ მ----– ა-–-------ანის შვილი, ა-----------–------იანი და შვილიშვილი - მ-----– ა-–-------ანი. მ-----– ა-–-------ანმა მისვლისთანავე მის ხელთ არსებული ბარი თავში ჩაარტყა გ---- ა-–-------ანს, ხოლო ა-----------–------იანმა გ---- ა-–-------ანს თავის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც გ---- ა-–-------ანი წაიქცა. წაქცევის შემდეგ ა-----------–------იანმა გ---- ა-–-------ანს კვლავ რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილზე. მ----– ა-–-------ანის და ა-----------–------იანის ქმედებების შედეგად გ---- ა-–-------ანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მ-----– ა-–-------ანის ქმრდების შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ბრალდებულები ნასამართლობის არმქონეები არიან.
5.2. ბრალდებულები დაზარალებულთან შერიგებული არ არიან. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე მოითხოვა ბრალდებულების მკაცრად დასჯა, ამასთან მატერიალური პრეტენზია არ წამოაყენა (იხ. სხდომის ოქმი 12.07.2017 წელი).
5.3. ბრალდებული მ----– ა-–-------ანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ა-----------–------იანი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო მ-----– ა-–-------ანი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, თუმცა არ აღიარებს, რომ ჩადენილი ქმედება დანაშაულებრივია (შემთხვევით მოხვდა ბარი დაზარალებულს და განზრახ არ დაურტყამს) (იხ.3.1.4.).
5.4. ბრალდებულები არიან ერთი ოჯახის წევრები, აქვთ სოფლის მეურნეობა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასა, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებებს.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის სანქცია ითვალისწინებს - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
ხოლო ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
6.2.1. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე. ბრალდებულები ნასამართლობის არმქონეები არიან (იხ. 5.1).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
6.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა, უფრო მკაცრი სასჯელია ვიდრე ჯარიმა. ამასთან მოცემულ შემთხვევაში ჯარიმა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. შესაბამისად, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.
ბრალდებულების მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე (იხ. 5.4.) სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით არის სათანადო რეპრესიის სანქცია, რაც ასევე არის რესოციალიზაციის და პრევენციის გარანტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----– ა-–-------ანი (პირადი ნომერი 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
მ----– ა-–-------ანის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს;
2. მ-----– ა-–-------ანი (პირადი ნომერი 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
მ-----– ა-–-------ანის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
3. ა-----------–------იანი (პირადი ნომერი 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ა-----------–------იანის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს;
4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
- ერთი ცალი ქურთუკი (პაკეტის ნომერი FCI 434033), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მეპატრონეს გ---- ა-–-------ანს;
- ერთი ცალი ბარი (პაკეტის ნომერი FCI 816844), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს დადგენილი წესით;
5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან