განაჩენი

სისხლის სამართლის 04.01.2018
საქმის ნომერი
010100117001959473
დავის ტიპი
276 5
თარიღი
04.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100117001959473

საქმე N1-482/17წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04.01.2018 წელი ქ . ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - გე-–--------ე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ლა–-----–-–-ა

მამის სახელი: ს-----

დაბადებული: 1--02.1991 წელი

პირადი ნომერი: 6---------0

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ჯა----–---–------------------

 

ადვოკატი - პა-----–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

N075260317001

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2017 წლის 26 მარტს, დაახლოებით 12:2- საათზე, ქ.ბათუმში, ჭა-------- ქუჩაზე ლა–-----–-–-ა მოძრაობდა რა "-------------------- მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით T------, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ი მოთხოვნები, რის გამოც დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ნი---------ეს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები;

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ამ--–-------------ანმა საქმის განხილვისას განაცხადა, რომ ნი---------ე იყო მისი შვილი. 2017 წლის 26 მარტს დილით წავიდა ტაძარში; იმ დღეს ზიარება უნდა მიეღო; მარხვას ინახავდა; იქედან უნდა მისულიყო ბებიასთან საავადმყოფოში, რომელიც იკეთებდა თვალის ოპერაციას. ამ საგზაო შემთხვევის შესახებ საავადმყოფოში გაიგო, თავდაპირველად უთხრეს რომ ავარიაში მოხდა. სიძემ იგი წაიყვანა სახლში, შემდეგ იქედან მორგში. მათთან არავინ არ მისულა და ზიანიც არ აუნაზღაურებიათ. ის მათგან არაფერს არ ითხოვს. როგორც დაზარალებული თვლის, რომ ლა–-----–-–-ა უნდა დაისაჯოს მკაცრად. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 12.07.2017 წ. 15:32სთ-15:52სთ)

 

რო---------–----ძემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს მხოლოდ ერთი საგამოძიებო მოქმედება. რადგან სასწრაფო იყო გვამის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და გამომძიებელი ჯერ კიდევ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მან მოახდინა გვამის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და გამოიტანა შესაბამისი დადაგენილება და მიმართა ექსპერტიზას; შემთხვევა მოხდა 2017 წლის 26 მარტს; ამ საქმის ძირითადი გამომძიებელი იყო ამავე სამმართველოს უფროსი გამომძიებელი ზუ----------ძე. ის სრული პასუხისმგებლობით ადასტურებს მის მიერ შევსებული საპროცესო დოკუმენტის ავთენტურობას. ის შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და არც თვითმხილველია მომხდარის; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 19.10.2017 წ. 14:30სთ-14:37სთ)

 

ზუ----------ძემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2017 წლის 26 მარტს ის იყო მორიგე გამომძიებელი, დაახლოებით 12:30 საათზე მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ბათუმში, ჭა-------- ქუჩაზე. შეტყობინების შემოსვლისთანავე ის გავიდა შემთხვევის ადგილზე 10-15 წუთში, რადგან შემთხვევის ადგილზე მისასვლელი იყო გადატვირთული. ადგილზე დახვდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა და მძღოლი. შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაათვალიერეს ავტომანქანა, ავტომანქანის დგომის ადგილას მთავრდებოდა სამუხრუჭე კვალი, რომლის მარჯვენა მხარეს აღმოჩნდა ქვეითად მოსიარულის დაცემის ადგილი დაჯახების შემდეგ. ვინაიდან მძღოლი დაჯახების ზუსტ ადგილს ვერ უთითებდა ამიტომ აღებული იქნა დაცემის ადგილის გასწვრივ. შემდგომში მისი კოლეგის მიერ დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო სხვა დანარჩენი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია მის მიერ. დაკითხა მოწმეები. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა სავალუტო პუნქტი, რომლის ვიდეოთვალს დაფიქსირებული ჰქონდა შემთხვევა. მათი მიმართვის საფუძველზე მფლობელმა მიაწოდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი. მან ასევე დანიშნა ავტო-ტექნიკური ექსპერტიზა და ვინაიდან, დაჯახების ადგილი დაფიქსირებული არ იყო ზუსტად ექსპერტმა დაუბრუნა საქმე დასაზუსტებლად. მან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა ავტომანქანა ,,პ------ის’’ მძღოლი, ეს ის მძღოლი იყო, რომელმაც გაატარა ქვეითად მოსიარულე იგი მოძრაობდა შუა ზოლში და მარცხენა ზოლში მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ბრალდებული დაეჯახა ქვეითს. მათ დაადგინეს მანქანა და მისი მძღოლი, იგი გამოიძახეს და დაკითხეს მოწმის სახით, შემდეგ მონაწილეობა მიიღო დაჯახების ადგილის დაზუსტებისათვის ჩატარებულ ექსპერიმენტში, დააზუსტეს დაჯახების ადგილი და შემდეგ ხელმეორედ დაინიშნა კომლექსური ავტო-ტრასოლოგიური და ავტო-ტექნიკური ექსპერტიზა. საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება იქნა ჩატარებული, ამოიწურა გამოძიება და წაეყენა ბრალი ლა–-----–-–-ას და გადაიგზავნა საქმე სასამრთლოში. მის მიერ შედგენილ ყველა დოკუმენტზე, რომელზეც მისი ხელმოწერაა ადასტურებს რომ არის კანონის ფარგლებში შესრულებული. შემთხვევის ადგილს დათვალიერებაში მონაწილეობდა ექსპერტ-კრიმინალისტი ემ------------–-ძე და მძღოლი ლა–-----–-–-ა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში და სქემაში დატანილი იქნა ყველა ის მონაცემი, რაც დახვდა შემთხვევის ადგილას, ერთადერთი, რაც აღნიშნა უკვე, ვინაიდან მძღოლმა ვერ მიუთითა დაჯახების ადგილი, ამიტომ იგი აღებული იქნა დაცემის ადგილის მიხედვით. აღნიშნულ ოქმს ხელი მოაწერა თვითონ, ექსპერტმა და მძღოლმა, არანაირი განცხადება და შენიშვნა არ დაფიქსირებულა. სქემაც შედგენილი იქნა მის მიერ, ხოლო ფოტო-ილუსტრაცია ექსპერტ ემ------------–-ძის მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ამოღებული იქნა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა და დააფიქსირეს სამუხრუჭე კვლების დასაწყისი და დასასრული, ასევე ქვეითის დაცემის ადგილი. ავტომანქანა იყო ,,მ-------------–-ს’’. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა ავტომანქანა ,,პ------ის’’ მძღოლი ჯო--------ძე.

 

იმეორებს, რომ დათვალიერების დროს ვერ იქნა დადგენილი შეჯახების ზუსტი ადგილი, მაგრამ შემდეგ გამოძიებით, როცა ,,პ------ის’’ მძღოლი გაიყვანეს და ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი მან მიუთითა დაჯახების და დაცემის ადგილი, ის იყო ზუსტი მონაცემები, რადგან ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც იყო. ის უშუალოდ შემთხვევას არ დასწრებია. მის მიერ დაკითხული იქნა ავტომანქანის მგზავრები: ბრალდებულის ძმა ლე-------–-–-ა და სურმანიძე (სახელი არ ახსოვს), ასევე დაკითხა ავტომანქანა ,,პ------ის’’ მძღოლი და ავტობუსის მძღოლი.

ლა–-----–-–-ა რამოდენიმეჯერ იყო გამოცხადებული, ზოგჯერ თავისი ინიციატივითაც მიდიოდა. ლა–-----–-–-ა თავისუფლებაში იყო, მანამდე სანამ არ იქნა აღებული დაკავების განჩინება. დაკავების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ მისთვის უკვე ცნობილი იქნა დამდგარი შედეგის შესახებ, ასევე ის, რომ იგი პასუხისგებაში უნდა ყოფილიყო მიცემული და შესაძლებელია, რომ დაეტოვებინა ქვეყანა, ვინაიდან იგი დაბადებული და გაზრდილი იყო უკრაინაში და მუდმივად არ უცხოვრია ბათუმში. ლა–-----–-–-ას დაკითხვის დროს გამორკვეული იქნა მისი მუდმივი საცხოვრებელი, რაც მითითებული იქნა დაკითხვის ოქმში. აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას მას იქ დახვდა ლა–-----–-–-ა, მას გაქცევა არ უცდია. ის ძალიან განიცდიდა მომხდარს. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 19.10.2017 წ. 14:37სთ-15:06სთ)

 

ზა--------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ის მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, მთავარ ექსპერტად ავტო-ტექნიკური მიმართულებით, აქვს 10 წლის მუშაობის სტაჟი. აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის ზუ----------ძის სახელზე შესრულებული 2017 წლის 30 მარტით დათარიღებული წერილობითი მიმართვა შესრულებულია მის მიერ. აღნიშნულ დოკუმენტში მას მითითებული აქვს, რომ არის უზუსტობები, კერძოდ, ავტოტექნიკური გამოკვლევების სრულყოფილად ჩატარება შეუძლებელია, ვინაიდან მათ მიერ გადმოცემული კონკრეტული შემთხვევის ამსახველ ვიდეო კადრებში ასახული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სურათი არ ემთხვეოდა გამოძიებით დადგენილ ვითარებას, კერძოდ ვიდეოფაილში ნათლად ჩანს, რომ ავტომობილი შეჯახების შემდეგ რამოდენიმე მეტრის მანძილზე წინ გადააგდებს ქვეითად მოსიარულეს, ხოლო მათ მიერ შედგენილ საგზაო სქემაში კი შეჯახების ადგილი არის იქ სადაც არის სისხლის ლაქა, ქვეითის შეჯახების შემდეგ დაცემის ადგილი. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმიდან და სქემიდან ირკვევა, რომ ავტომობილმა შეჯახებამდე დატოვა 24.6 მეტრის სამუხრუჭე კვალი, რაც არ მოდის შესაბამისობაში ვიდეოფაილის მონაცემებთან. ასევე არ იყო სრულად ავტოსაგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემაც. ზემოთაღნიშნულიდან გამოძიებით დადგენილი უნდა ყოფილიყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ერთი სრული მექანიზმი და მოცემული უნდა ყოფილიყო დადგენილებაში. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემას დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპერტიზის დაწერის დროს. ზუსტად არ ახსოვს სქემის მოცემულობა, მაგრამ ადასტურებს, რომ გამოძიებას სრულყოფილად არ ჰქონდა შედგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა. როცა ფაილსა და საგზაო სქემას შორის არის ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები, ძირითადად ისინი აბრუნებენ საქმეს უკან. ამ შემთხვევაში მასთან საქმე არ დაბრუნებულა დასკვნის შესადგენად. როცა ის თხოვდა, რომ მისთვის გადაეცათ სრული სურათი მომხდარის, ეს საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით იქნებოდა, თუ სხვაგვარად მოხდებოდა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის. ექსპერიმენტში შესაძლებელია მონაწილეობდეს ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ან არა, ეს უნდა გადაწყვიტოს მან, ვინც ექსპერიმენტს ატარებს. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 04.01.2018 წ 15:38 სთ– 15:53 სთ).

 

ჯა------------ძემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ის ლაშა ფა–-–--სთან ერთად მუშაობს ერთად და ცხოვრობდნენ ერთ ბინაში, იმ დღეს გამოვიდნენ დილით მანქანით და მიდიოდნენ სოფელში. ამ შემთხვევის დროს სანამ შუქნიშანს გადმოვიდოდნენ იყო წითელი ანთებული, შეანელეს და როცა მწვანე ჩაირთო წავიდნენ. ჯერ იყო ავტობუსი შემდეგ ტაქსი და ამიტომ ქვეითს ძალიან ბუნდოვნად ხედავდნენ თითქმის ვერც ხედავდნენ. თვითონ იჯდა წინ მძღოლის გვერდზე. დაჯახების შემდეგ იყო ხმა და მეტი არაფერი.

გამოძიების მსვლელობისას ის დაიკითხა მხოლოდ ერთხელ; ის ადასტურებს გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. ამავე სხდომაზე გამოქვეყნდა ჯა------------ძის ჩვენება, სადაც განმარტავს, რომ ქვეითი სწრაფად და დაუკვირვებლად კვეთდა ქუჩას, გადაკვეთის ადგილას არ იყო ე.წ. „ზებრა“. ლა–-----–-–-ა მოძრაობდა დაახლოებით 50-60 კმ/სთ სიჩქარით. როდესაც ეს შემთხვევა მოხდა ლაშას არ უცდია გაქცევა; ის მზადყოფნას გამოთქვანდა, რომ მიშველებოდა დაშავებულს. მათ ეგონათ, რომ გარდაცვლილი ,,ტოიოტა პ------ის’’ მძღოლს ესაუბრებოდა. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 05.12.2017 წ 12:36 სთ - 12:49 სთ).

 

ლე-------–-–-ამ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2017 წლის 26 მარტს, სადღაც 12:30 საათზე მოძრაობდნენ ჭა-------- ქუჩაზე თვითონ, თავისი ძმა და მათი მეგობარი ჯა------------ძე. თავისი ძმა იჯდა საჭესთან, თვითონ იჯდა უკან ხოლო ჯა------------ძე წინ მძღოლის გვერდით. ასათიანის კვეთასთან გადასვლისას მოძრაობდნენ მესამე ზოლში და მოხდა შეჯახება ქვეითთან, რომელიც გადარბოდა გზაზე. პირველ ზოლში იყო ავტობუსი, ხოლო მეორე ზოლში იდგა ტაქსი, რომელმაც გააჩერა, შეწყვიტა მოძრაობა. მათ გაიარეს მწვანეზე შუქზე დაშვებული სიჩქარით. ის ადასტურებს გამოძიებაში მის მიერ მიცემულ ჩვენებას; გამოძიების მიმდინარეობისას მიცემული განმარტების თანახმად ლაშა ვერ მოახერხებდა დაჯახების თავიდან აცილებას, რადგან ქალბატონი მოძრაობდა ძალიან ჩქარა. შეჯახების აცილებისთვის აუცილებელი რეაქცია იყო ძალია მცირე, ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად, წამებში მოხდა ქვეითის შემჩნევა, ის ისე მოძრაობდა, რომ არც მათი თავი შეუმჩნევია და არც გაჩერებულა; სადაც ქალბატონმა გადაკვეთა ქუჩა იქ ზებრა არ იყო. ლაშამ გააჩერა მანქანა, რამოდენიმე წუთი გადახედა უბრალოდ სიტუაციას და ჩაბარდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან სწრაფად მივიდნენ. ლაშას გაქცევა არ უცდია. დაზარალებულის ოჯახთან იმავე დღეს შეეცადნენ შეხვედრას, მაგრამ უარი მიიღეს შეხვედრაზე. გასვენების შემდეგ მოხდა შეხვედრა ახლობლების, მაგრამ ამ შეხვედრას თვითონ არ ესწრებოდა. შეხვედრაზე ნათესავები მივიდნენ გარდაცვლილის ოჯახში, სადაც საუბარი იყო მორიგებაზე. ეს საუბარი დასრულდა იმით, რომ მათი ოჯახი მოაწესრიგებდა სასაფლაო ადგილს, მაგრამ მაშინვე არ ჰქონდათ ეს თანხა ხელში. რამოდენიმე ხანში მისი ძმა გამოიძახეს დასაკითხად და დააკავეს. გადასახდელი თანხა იყო 17 000 ლარის ოდენობით, მათ მოითხოვეს დრო, დაზარალებულის ოჯახი დავას აგრძელებდა ალბათ იმიტომ, რომ თანხის მიწოდება ვერ მოხდა დროულად; შემდეგ არც უცდიათ შეხვედრა. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 05.12.2017 წ 12:50 სთ - 13:06 სთ).

 

ჯო--------ძემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, 2017 წლის 26 მარტს საკუთარი ავტომანქანით, მგზავრობდა მგზავრებთან ერთად. ის არის ტაქსის მძღოლი. მოძრაობდა ხიმშიაშვილის ქუჩიდან პლაზის მიმართულებით. როდესაც მიუახლოვდა შუქნიშანს, რომელიც მდებარეობს ასათიანის ქუჩაზე, შუქნიშანი იყო ღია, გავიდა და მოძრაობდა მესამე ზოლში. ავტობუსი მოძრაობდა, როდესაც იგი მიუახლოვდა ავტობუსის ბოლო ნაწილს გამოვიდა ქალბატონი და ვინაიდან იგი მოძრაობდა დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით მოახერხა რეაგირება - დამუხრუჭება და ქვეითის გატარება. ქვეითმა აუჩქარა ფეხს და უფრო აჩქარებული ნაბიჯით განაგრძო. ამ მომენტში დაეჯახა მას ავტომანქანა;(იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 08.09.2017 წ 14:52 სთ).

 

უდავო მტკიცებულების თა----------–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ვინაიდან ლუ-----------ისა და დიმიტრი თავდადებულის ქუჩების კვეთებს შორის უახლოვდებოდა ავტობუსის გაჩერების ადგილზე შეამცირა სიჩქარე 15 მეტრის მოშორებით შენიშნა ქვეითად მოსიარულე ქალბატონი, ის აჩქარებული ნაბიჯებით კვეთდა გზას, როცა გავიდა მისი სამოძრაო ზოლიდან მის მოძრაობას აღარ დაკვირვებია, შემდეგ გაიგონა მკვეთრი დამუხრუჭების ხმა, რასაც მოყვა ხმაური და წივილ კივილი; დაინახა როგორ დაეცა სახით ქვეითი გზის სავალ ნაწილზე, მას დაჯახების ფაქტი არ დაუნახავს;(იხ ს.ფ./ 55-56);

 

ბრალდებულმა ლა–-----–-–-ამ განმარტა, რომ ის თავს არ ცნობს დამნაშავედ, 2017 წლის 26 მარტს მის ძმასთან ლე-------–-–-ასთან და მეგობართან ჯა------------ძესთან ერთად მოძრაობდა ჭა-------- ქუჩაზე, მიდიოდა ქალაქ გარეთ; გზაზე მოძრაობისას ხშირად ხედავს მოძრაობის სიჩქარეს და ახსოვს, რომ მოძრაობდა 50კმ/სთ სიჩქარით; მას საერთოდ არ შეუმჩნევია ქვეითი, შუქნიშანი მწვანე იყო და შეუჩერებლად გაიარა; ქვეითმა გადმოირბინა და როგორც კი დაინახა, დაიწყო დამუხრუჭება, მაგრამ ვერ შეძლო, მანძილი იყო ძალიან მცირე; ის ადგილზე დარჩა და დაელოდა საპატრულო პოლიციის მოსვლას; შემთხვევის შემდეგაც ცხადდებოდა პოლიციის განყოფილებაში და ინტერესდებოდა საქმის ვითარებით; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 20.12.2017წ)

 

2017 წლის 26 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ჭა-------- ქუჩა N2--ის წინ, ემ------------–-ძის (ექსპერტი) და ლა–-----–-–-ას (მძღოლი) მონაწილეობით, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის ზუ----------ძის მიერ ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

დათვალიერებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ.ბათუმში, ჭა-------- ქუჩა, ორიენტაცია აღებულია ლუ-----------ის ქუჩიდან დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილი არის ორმხრივი მოძრაობის შუა გამყოფი გაზონით. ორმხრივი მიმართულების სამმაგი ზოლი უწყვეტი ხაზებით გაყოფილია 3-3 რიგად. მარჯვენა ზოლის მარჯვენა რიგის სიგანეა 5,60 მეტრი, შუა რიგის სიგანეა 3,20 მეტრი, მარცხენა რიგის სიგანეა 3,40 მეტრი. ქვეითად მიმართულზე დაჯახება მომხდარია გზის სავალი ნაწილის მარჯვენა ზოლის მარცხენა რიგში, ჭა-------- ქუჩის N2- სახლის წინ, მარჯვენა გვერდიდან 10,0 მეტრის დაშორებით. დაჯახების შედეგად მარჯვენა მხარეს, გზის სავალი ნაწილის შუა რიგში არი სისხლის გუბე და მინის ნატეხების ჩამონაყარი, სადაც დაცემულია ქვეითად მოსიარულე დაჯახების შემდეგ. დაჯახების ადგილიდან 3,40 მეტრის დაშორებით, დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მიმართულებით გზის სავალი ნაწილის მარჯვენა ზოლის მარცხენა რიგში, წინა ნაწილით იმავე მიმართულებით დევს ,,M-----------------’’ მარკის ავტომანქანა სახ.N T------, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები წინა მარჯვენა კუთხეში, ჩამსხვრეულია წინა მარჯვენა მაშუქი ფარი და დაბზარულია წინა საქარე მინის მარჯვენა კუთხე. ავტომანქანის წინა საბურავებთან მთავრდება ორი პარალელური ავტომანქანის საბურავის სამუხრუჭე კვალი, 31,30 მეტრის სიგრძის, რომელიც იწყება დაჯახების ადგილამდე 24,60 მეტრით წინ, ლუ-----------ის ქუჩის მიმართულებით. შემთხვევის ადგილი და ავტომანქანა დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ. (ტ.1, გვ.4-7).

 

2017 წლის 18 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ჭა-------- ქუჩა, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის ზუ----------ძის მიერ, დღის საათებში, უნალექო ამინდში, ბუნებრივი განათების პირობებში, კახაბერ დამენიას და არჩილ ავალიანის მონაწილეობით, ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოწმე ჯო--------ძემ მიუთითა კონკრეტული ის ადგილი, სადაც მისი ავტომანქანის წინ ჩაიარა ქვეითად მოსიარულე ქალბატონმა და სადაც მოხდა მასზე დაჯახება. კერძოდ, ჭა-------- ქუჩის N23 შენობის უკიდურესი მარცხენა კუთხიდან 32,40 მეტრის დაშორებით მელიქიშვილის ქუჩის მხარეს (იხ.სქემა), შესაბამისად 20,0 მეტრის დაშორებით სამუხრუჭე კვალი დასაწყისიდან (იხ. ტ.1, გვ.61-65).

 

2017 წლის 26 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქუჩა, ბინა N11, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის ზუ----------ძის მიერ ჩატარებული იქნა ქ.ბათუმში, ჭა-------- ქუჩაზე N27-ში განლაგებული ვალუტის გადამცვლელ პუნქტში არსებული ვიდეოთვალის მიერ 2017 წლის 26 მარტის, 12:16 საათიდან 12:31 საათამდე დროის შუალედის ვიდეოჩანაწერის - დათვალიერება.

 

დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ვიდეოთვალის მიერ 2017 წლის 26 მარტის, 12:23 საათიდან 12:24 საათამდე პერიოდში დაფიქსირებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. კერძოდ, ჭა-------- ქუჩაზე ,,მერსედეს-ბენცის’’ მარკის ავტომანქანის დაჯახება ქვეითად მოსიარულე ქალბატონზე, რომელიც სწორი კუთხით კვეთს გზის სავალ ნაწილს მარჯვენა გვერდულიდან გზის შუა გამყოფი ტროტუარის მიმართულებით. ქვეითმა გზის სავალ ნაწილზე გამოსვლიდან ჩვეულებრივი ნაბიჯით გაიარა სამ რიგად გაყოფილი გზის სავალი ნაწილის მარჯვენა რიგი შუა რიგის ნახევარი და შემდეგ ოდნავ აჩქარებული ნაბიჯით გადადის უკიდურეს მარცხენა რიგში, სადაც ეჯახება მას ,,მერსედეს-ბენცის’’ მარკის ავტომანქანა.

დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ჩანაწერი კომპაქტდისკით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს

დათვალიერება დაიწყო 2017 წლის 26 მარტს 23:20 საათზე და დასრულდა 2017 წლის 26 მარტს 23:40 საათზე (იხ. ტ.1, გვ.40).

 

ასევე საქმის განხილვისას მოხდა ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული ჩანაწერის გამოკვლევა მხარეთა მონაწილეობით (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

ალკოჰოლური და ნარკოტიკული ექსპერტიზის N00------- დასკვნით დადგენილია, რომ ლა–-----–-–-ა კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: მორფინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, მეტადონის მეტაბოლიტი, ტრამადოლი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ექსტაზი (MDMA), აგრეთვე ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მიღებულია უარყოფითი შედეგი (იხ ტ.1, გვ.18-20).

 

2017 წლის 15 მაისის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის ზუ----------ძის მიერ, ვა--------------–-ძის (თარჯიმანი) მონაწილეობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა ლაშა ს-----ს ძე ფა–-–--ს დაკავება. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო: 2017 წლის 15 მაისი 17:30 საათი (ტ.1, გვ.99-102).

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------7, 18.04.2017 წ დადგენილია, რომ ნი---------ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის ნივთიერებაში და რბილი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევა განვითარებული ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების მოტეხილობის შედეგად. ნი---------ის გარდაცვალებიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არაუმეტეს 12 საათისა.

 

ნი---------ის გვამზე აღინიშნებოდა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა. ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობები. თავის ქალას რბილი საფარის ქვეშ სისხლჩაქცევა. თავის ტვინის რბილი გარსების ქვეშ და ტვინის ნივთიერებაში სისხლჩაქცევა. მარცხენა წვივის ძვლების მოტეხილობა. სხეულის მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ნაფლეთოვანი ჭრილობები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, სიცოცხლისდროინდელია. ცოცხალ პირებში მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან- სიკვდილთან.

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნი---------ის გვამიდან ამოღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, ოზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (იხ. ტ.1, გვ.68-76).

 

საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის არ საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით Nს/ტ-62, 30.03.2017წ დადგენილია, რომ

1) წარდგენილ ავტომობილზე არსებული ოვალურ-ტალღობრივი, ასევე წინა ბამპერის მარჯვენა ნაწილზე, წინა მარჯვენა მაშუქ ფარზე და წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის. ავტომობილზე არსებული მექანიკური სახის დაზიანებები დამახასიათებელი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება -ურთიერთქმედებისათვის.

2) წარდგენილი ავტომობილის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია (იხ ტ.1, გვ.43-46).

 

საქმის განხილვისას მოწმე გიორგი გამგებელმა დაადასტურა მიე მიერ გაცემული დასკვნის სისწორე ; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, 03.05.2017წ დადგენილია, რომ

1) გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილი ,,Me--------------E ,,T-------ის წინა მარჯვენა ნაწილზე არსებული მექანიკური დაზიანებები განვითარებულია მკვრივ, რბილგარსიან საგანთან (საგნებთან) კონტაქტით, როგორიც არის ადამიანის სხეულიც;

2) საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საგზაო შემთხვევის აღნიშნულ მონაკვეთზე ნებადართული 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში ავტომობილ ,,Me--------------E ,,T-------ის მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებლობა ექნებოდა თავიდან აეცილებინა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ქვეითზე დაჯახება);

3) მოცემულ შემთხვევაში შექმნის საგზაო სიტუაციაში, ,,Me--------------E ,,T-------ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართევლოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ქვეითზე დაჯახება); (იხ. ტ.1, გვ.83-87)

 

ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის დასკვნით N1-------------------- 23.06.2017წ დადგენილია, რომ 1) ავტომობილ ,,მ-------------–-ს’’ სახელმწიფო №T------ დაზიანებები: გატეხილი მარჯვენა წინა მაშუქი, განაკაწრები ძრავის სახურავის მარჯვენა წინა კუთხესთან, დაზიანებული წინა ბუფერის მარჯვენა კუთხე, დაზიანებული წინა საქარე მინა, მასზე მარჯვენა ქვედა კუთხესთან გამოკვეთილი ბზარები ორი ლოკალური მონაკვეთი, სავარაუდოდ მიღებული ქვეითთან კონტაქტის დროს.

ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი და ზოგადად სავალი ნაწილი ტექნიკურად გამართულია.

 

2) მოცემულ კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში ავტომობილ ,,მ-------------–-ს’’ მართვის არასწორი ფორმა არ იკვეთება.

 

4) ავტომობილ ,,მ-------------–-ს’’ მძღოლს ლა–-----–-–-ას ქვეითზე შეჯახების თავიდან აცილება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო. მის მოქმედებაში საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ მოთხოვნების უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა არ აღინიშნება.

 

5) მოცემულ კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ქვეითმა ნი---------ემ არ გაითვალისწინა საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ მოთხოვნები. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მასზე იყო დამოკიდებული და შეეძლო მომხდარის თავიდან აცილება. მას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ 24-ე მუხლის 8 და 10 ქვეპუნქტების მოთხოვნები. (იხ. ტ.2, გვ.113-130)

 

დამოუკიდებელი ექსპერტის ი/მეწარმე ჰა--–--- ნი----–--–---–ის მიერ გაცემული დასკვნით N17/06 ატ/მ, 20.06.2017წ დადგენილია, რომ

1) ,,მერსედეს ბენც’’ სახელმწიფო №TF-375-FT ავტომობილს ქვეითზე დაჯახების შედეგად დაუზიანდა წინა ბუფერის, მაშუქი ფარების, კაპოტისა და შუბლა მინის მარჯვენა ზედაპირები (დაზიანებების თავისებურებები ასახულია თანდართულ ფოტოებზე);

2) ,,მ-------------–-ს’’ სახელმწიფო №TF-375-FT ავტომობილი შემთხვევის მომენტში იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;

3) შემთხვევის მიზეზი (ტექნიკური თვალსაზრისით) არის ქვეითის მხრიდან ,,საგზაო მოძრაობის წესების’’ 24.8 და 24.9 მუხლების მოთხოვნების შეუსრულებლობა (მნიშვნელობები იხილეთ კვლევით ნაწილში);

4) მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეითზე დაჯახების აცილების მიზნით ,,მერსედესის’’ მძღოლს უნდა ემოქმედა საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის წესების’’33.2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად (მნიშვნელობები იხილეთ კვლევით ნაწილში), რომელთა მოთხოვნების შეუსრულებლობა მას არ აღენიშნება და მის განკარგულებაში არსებული დროის სიმცირის გამო ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო აღნიშნული დაჯახების თავიდან აცილება;

5) შემთხვევა ტექნიკური თვალსაზრისით გამოწვეულია ქვეითის მხრიდან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე არასწორი გადასვლით (იხ. ტ.2, გვ.131-158)

 

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ალ-----------ას“ მიერ გაცემული ავტოტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით N1----, 24.06.2017წ დადგენილია, რომ

1) მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.

2) საგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლ ლა–-----–-–-ას, რომელიც მართავდა ავტომობილს ,,M----------------E’’ №T------, ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო მოცემული კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება.

3) მოცემულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დამდგარ შედეგთან მიზეზობრივ კავშირში ქვეით ნი---------ის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებს, 24-ე მუხლის 1-ელ, მე-8, მე-9 პუნქტებს და კონვენციის ,,მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ’’ (ვენა, 8 ნოემბერი, 1968, 1971 წლის 1 მაისის შესწორებით) მე-20 სტატიის 1-ელ პუნქტს და მე-6 პუნქტის ა ქვეპუნქტს (იხ. ტ.2, გვ.166-182).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 2--ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ლა–-----–-–-ას მიმართ წარდგენილი ბრალი ;

აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა სადავო მტკიცებულების განხილვა, გამოკვლევა, მათი ურთიერთშედარება;

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ლა–-----–-–-ას მიერ ჩადენილი და განხორციელებული ქმედების დანაშაულებრივად აღქმას იძლევა მხოლოდ და მხოლოდ საკითხის სპეციალურად გამორკვევა , ექსპერტ სპეციალისტების მიერ გაცემული დასკვნების თაობაზე და მათ მიერ საქმის განხილვისას მიცემულ განმარტებებზე მსჯელობა;

 

ისე როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის შედეგად დასკვნის გამცემი პირის, ისე დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნის გამცემი სპეციალისტების ახსნა განმარტება და გარკვეული გარემოებების დადგენა ხდება ერთი და იგივე აუცილებელ კრიტერიუმებზე: ესაა მოძრაობის სიჩქარე, გაჩერების მანძილი, გაჩერების დრო, შეჯახების ადგილი და შეჯახებამდე მანძილი;

საქმეში წარმოდგენილ თითოეულ დასკვნაში სწორედ ამ საკითხებზეა მითითებული, თუმცა საგულისხმოა, რომ მიუხედავად ერთი და იგივე მეთოდური სახელმძღვანელოებისა, ექსპერტების მიერ სხვადასხვაგვარადაა დადგენილი მძღოლის მოძრაობის სიჩქარის არსებობისას გაჩერების მანძილი, გაჩერების დრო, მუხრუჭის კვალი, მანძილი გაჩერებამდე;

 

ასევე საგულისხმოა რომ ამ სხვაობების არსებობისას მითითებულია საბოლოოდ თითქმის ერთი და იგივე მოძრაობის სიჩქარეზე დაცვის მხარის მიერ წარმოგდენილ დასკვნებში;

 

კერძოდ, საქმის განხილვისას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით და ექსპერტ ზ. თე------ის განმარტებით:

საგზაო შემთხვევამდე ქვეითი გზის სავალ ნაწილს კვეთდა მარჯვენა ტროტუარიდან გზის გამყოფი ტროტუარის მიმართულებით ჩვეულებრივი ნაბიჯებით , ჩვეულებრივ გაიარა პირველი სამოძრაო ზოლი მეორე ზოლში გადასვლისას აუჩქარა ნაბიჯს და გააგრძელა გზა, მესამე სამოძრაო ზოლში გადაკვეთიდან დაახლოებით 1.55მ მანძილის გავლის შემდეგ მოხდა მასზე ავტომობილი მერსედესის წინა მარჯვენა ნაწილით შეჯახება ; დაჯახება მოხდა ავტომობილის დამუხრუჭების პროცესში;

მასალებით ექსპერტი ამტკიცებს, რომ დასტურდება შემდეგი: ავტომობილმა შემთხვევის ადგილზე საბოლოო გაჩერებამდე გზის სავალი ნაწილის მესამე სამოძრაო ზოლში დატოვა 31.3 მეტრი სიგრძის სამუხრუჭე კვლები, რომლის დასაწყისი და დასასრული ზოლის ნაპირიდან დაცილებულია 0,7 და 0.55 მეტრით ; ასევე დასტურდება, რომ ქვეითზე დაჯახება მოხდა ჭა-------- ქუჩის #23 შენობის უკიდურესი მარცხენა კუთხიდან 32,4 მეტრის მოცილებით მღებრიშვილის ქუჩის მხარეს; მოხდა რა კომპიუტერული მოდელირება და გამოთვლები მიიღო, რომ ქვეითზე დაჯახება მოხდა ავტომობილის დამუხრუჭებულ მდგომარეობაში, სამუხრუჭე კვალი დასაწყისიდან 20 მეტრის მოცილებით რა დროსაც ავტომობილმა ქვეითზე დაჯახებამდე დამუხრუჭებულ მდგომარეობაში გაიარა 19.3 მეტრი მანძილი, ხოლო დაჯახების შემდეგ 12.0 მეტრი მანძილი; ავტომობილმა დამუხრუჭების დაწყებიდან სრულ გაჩერებამდე დატოვა 31.3 მ სიგრძის სამუხრუჭე კვალი; სამუხრუჭე კვლების სიგრძეების მიხედვით ავტომობილი მ-------------–-ს’ მოძრაობის სიჩქარე დამუხრუჭების დროს იყო 78 კმ/სთ

 

სიჩქარის შენელების დრო მკვეთრი დამუხრუჭებისას -0.35წმ;

სიჩქარის შენელებაა მკვეთრი დამუხრუჭებისას -6.6წმ2

ავტომობილის სამუხრუჭე კვალის სიგრძე გაჩერებამდე - 31.3 მ;

 

მუხრუჭების მოქმედებაში მოყვანის და შენელების დაწყების წინ ავტომობილი ქვეითზე დაჯახების ადგილიდან დაცილებული იქნებოდა დაახლოებით 27 მეტრი მანძილით ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ნებადართული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მერსედესის მუხრუჭების მოქმედებაში მოყვანის მომენტიდან სრულ გაჩერებამდე საჭირო იქნებოდა დაახლოებით 24 მეტრი მანძილი და ეს მანძილი ნაკლებია მანძილზე, რომლითაც ავტომობილი დაცილებული იყო დაჯახების ადგილიდან მუხრუჭების მოქმედებაში და შენელების დაწყების წინ ანუ 24<27მეტრი რაც მიუთითებს, რომ შექმნილ საგზაო სიტუაციაში ნებადართული სიჩქარით ანუ 60კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში ავტომობილის მძღოლს ტექნიკური თავლსაზრისით შესაძლებლობა ექნებოდა თავიდან აეცილებინა შემთხვევა; - ქვეითზე დაჯახება; ექსპერტის განმარტებით მძღოლის მიერ დარღვეულია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები (სიჩქარე და დისტანცია მუხლი 33) (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი, დასკვნა ტ-1, ს,83-88);

 

დამოუკიდებელმა ექსპერტმა (ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრი) რ. ვე-–------–---–მა შემთხვევის მონაკვეთი შეისწავლა და დაათვალიერა 2017 წლის 20 ივნისს:

დასკვნის თანახმად: შემთხვევის ადგილი მდებარეობს დასახლებულ პუნქტში ხოლო გზა უდეფექტო და სამზოლიანია; გზის სიგანე - 12.20სმ; პირველი ზოლი, პირველი ზოლი - 5.60. მეორე - 3.20, მესამე - 3.40 , ზოლი გამოყოფილია წყვეტილი მონიშვნის ზოლით; დაახლოებით 36 მეტრში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელია; შემთხვევის მონაკვეთამდე დაახლოებით 45 მეტრში მოწესრიგებული გზაჯვარედინია ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელით;

ამავე დასკვნით მითითებულია; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული სქემის მიხედვით ავტომობილის დამუხრუჭების ნაკვალევი შეჯახებამდე 24.60 მ-ის, შეჯახების შემდეგ გრძელდება დაახლოებით 8.10 მ-ზე (გამოძიებით მითითებულია 31.3მ) შეჯახების ადგილი გზის მარჯვენა კიდიდან დაშორებულია დაახლოებით 10.00 მ-ით (მესამე სამოძრაო ზოლში)

 

შენიშვნა: სქემაზე არ არის მითითებული შეჯახების წერტილი რა მანძილითაა დაშორებული ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებიდან დამუხრუჭების ნაკვალევის დასაწყისის დაშორება ზოლების გამყოფი ხაზიდან და დამუხრუჭების ნაკვალევის დაბოლოება გადასასვლელიდან; (იხ სქემა)

 

ექსპერტი ამტკიცებს, რომ მძღოლის მიერ ავტომობილზე მართვადი ზემოქმედება განხორციელდა იმ მომენტიდან, როცა ფეხით მოსიარულემ გადაკვეთა მე-2 და მე-3 სამოძრაო ზოლის გამყოფი წყვეტილი ხაზი და გადავიდა ავტომობილ მერსედეს ბენცის სამოძრაო მე-3 ზოლში;

 

ამ მომენტში მძღოლმა დაიწყო უსაფრთხოების ზომების მიღება , რაც გამოიხატა ავტომობილის დამუხრუჭებაში; დამუხრუჭებით ავტომობილმა გაიარა რაღაც მანძილი და შეეჯახა ფეხით მოსიარულეს თავის სამოძრაო ზოლში ;

 

ექპერტის მიერ გამოთვლილია რა მანძილში იმყოფებოდა ავტომობილი „მ-------------–-“ საფრთხის წარმოქმნის მომენტისათვის, სადაც ქვეითის მიერ სამოძრაო ზოლში გავლილი მანძილია დაახლოებით 1.05 მ; მ-------------–-ს მოძრაობის სიჩქარეა დამუხრუჭების ნაკვალევით - 78კმ/სთ; ქვეითის მოძრაობის სიჩქარე - 5-6 კმ/სთ; ე.ი ავტომობილის შეჯახების ადგილიდან საფრთხის წარმოქმნის მომენტში დაშორებული ყოფილა 15 მეტრით;

 

ექსპერტის მიერ წარმოებული გამოთვლებით თუკი ავტომანქანა მ-------------–- იმოძრავებდა 60 კნ/სთ სიჩქარით საფრთხემდე მანძილის გავლას ანდომებს 0.9 წმ-ს, რადგან ამ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი წამში გადის 16.7მ-ს;

 

მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა 1.68წმ; აქედან: რეაქციის დრო - 1.4წნ, მუხრუჭის მოქმედებაში მოყვანისათვის საჭირო დრო - 0.1წნ, სიჩქარის შენელებისათვის საჭირო დრო 0.35წმ;

 

ექსპერტი ამტკიცებს, რომ მძღოლისთვის კონკრეტულ შემთხვევაში -მოულოდნელად წარმოქმნილ საფრთხეზე თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო 1.68წმ , მანძილი 28 მეტრი, ანუ გაჩერებამდე გაივლიდა 28 მეტრს; (იხ. დასკვნა და ექსპერტის ჩვენება სასამართლოს სხდომის ოქმი ტომი - 2 . ს.ფ. 110-120)

 

ი/მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი ჰა--–--- ნი----–--–---–ი დასკვნის გაცემისას იყენებს ვიდეო მასალას, მძღოლ ლ. ფა–-–--ს და სხვა მოწმეთა ჩვენებებს (საქმის მასალებიდან) ათვალიერებს შემთხვევის ადგილს; ადგენს, რომ ავტომანქანაზე დაზიანების განვითარება შესაძლებელია იყოს ადამიანის სხეულით, ასევე ადგენს დიდი ძალის ზემოქმედებას; გატეხილია მაშუქი ფარის მინა, უამრავი ბზარი წარმოქმნილია შუბლის მინის მარჯვენა ზედაპირებში, ავტომანქანა შემთხვევამდე ტექნიკურად იმყოფებდა გამართულ მდგომარეობაში; (ს.ფ.132-140)

 

შემთხვევის ადგილზე შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გადაღებული ფოტოსურათების შესწავლით ადგენს, რომ ავტომანქანის მკვეთრი დამუხრუჭების კვალი არის ქვეითზე დაჯახების მონაკვეთებში და ხოლო შემდეგ უფრო მეტ სიგრძეზე მკრთალად, რასაც ხსნის იმით, რომ უშუალოდ დაჯახების მომენტში ახლო მანძილებში მძღოლმა მოასწრო მკვეთრი დამუხრუჭება, დაჯახება კი მაინც ვერ აიცილა;

ექსპერტი თვლის, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ვიდეოთვალი ავტომობილის მიერ განვლილ მანძილს ასახავს წამობრივად გარკვევით და გამოსახულების ხარისხი იძლევა იმის საშუალებას, რომ ავტომობილის სიჩქარე გამოითვალოს შედარებით ზუსტად და მარტივი მეთოდით - ორ წერტილს შორის არსებული მანძილის საძიებელ დროში გავლის მიხედვით; ბორდიურის სახით არსებული ქვების რაოდენობისა და სიგრძის მხედველობაში მიღებით ავტომანქანამ 15.2 მეტრი გაიარა დაახლოებით 1 წმ-ში;

ავტომანქანის სიჩქარე დამუხრუჭების წინ მანძილისა და დროის შესაბამისად ავტომანქანა მერსედესის გავლილი მანძილიდან ერთერთი მონაკვეთია 1--1მ, შერჩეული მონაკვეთის გავლაზე დახარჯული დრო 1წმ;

მოცემულ კონკრეტულ პირობებში ექსპერტი ამტკიცებს, რომ მძღოლი ლა–-----–-–-ა მოძრაობდა დამუხრუჭების წინ დაახლოებით 55 კმ/სთ სიჩქარით , (რადგან ვიდეოთვალი დაჯახებას აფიქსირებს ოდნავ დახრილი კუთხიდან, არ გამოირიცხება 3 კნ/სთ სიჩქარით მეტობა ან ნაკლებობა);

ამდენად, ექსპერტი მხედველობაში იღებს ლა–-----–-–-ას ჩვენებას, რომ ის მოძრაობდა დაახლოებით 50 კნ/სიჩქარით , ქვეითად მოსიარულე კი დაინახა მას შემდეგ რაც ის გამოსცდა ავტომანქანა „პ------ს“ , ქვეითი მოძრაობდა აჩქარებული ნაბიჯებით და არც უცდია შეჩერება;

ექსპერტი ასევე მხედველობაში იღებს მოწმეების ჩვენებებს, კერძოდ ჯა------------ძის ჩვენებას, სადაც მითითებულია მოძრაობა დაახლოებით 50-60 კმ/სთ სიჩქარით და ჯო--------ძის ჩვენებას, რომელიც აჩვენებს, რომ მოძრაობდა დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით;

ექსპერტი ამტკიცებს. რომ, მძღოლ ლა–-----–-–-ასთვის ქვეითი იყო შეუმჩნეველი ქვეითის სიმაღლის, ავტომანქანა „პ------ის“ აღნაგობის, ამაღლებულ საბარგულის ქვეითის ჩაცმულობის მხედველობაში მიღებით; ამასთან ის არ გამორიცხავს რომ მოწმეები იძლეოდნენ ობიექტურ ჩვენებებს; ადგენს, რომ ქვეითმა დაარღვია მოძრაობის წესი, ის არ იხედებოდა გზის კვეთისას მარცხენა მხარეს და მძღოლს შეუქმნა საფრთხე;

 

ექსპერტი მიუთითებს, რომ დამუხრუჭების გზით დაჯახების თავიდან აცილების შესახებ საკითხი უნდა გადაწყდეს დროის შესაბამისად, მეთოდური სახელმძღვანელოს მიხედვით ვიდეოთვალის მიხედვით ირკვევა რა რომ ქვეითმა მერსედესის მძღოლის მიმართ საფრთხის წარმოქმნიდან დაჯახებამდე გაიარა 1.6 მეტრი და დახარჯა დაახლოებით 1 წამი,მერსედესის მუხრუჭების მოქმედებაში მოყვანისათვის მძღოლის რეაქციის დროა - 0.6 წამი,მუხრუჭის ამძრავის მოქმედებაში მოყვანისათვის საჭირო დრო - 0.1 წამი; შენელებისათვის საჭირო დრო ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭებისათვის 0.35 წამი;

 

ტაქსი „პ------ის“ ავტომანქანის წინ ჩქარი ნაბიჯებით მოძრაობის განახლების მომენტიდან დაჯახებამდე განვლილ მანძილზე ქვეითმა დახარჯა დაახლოებით 2 წამი; თუ კი მძღოლი იმოძრავებდა 55კმ/სთ სიჩქარით სრული გაჩერებისათვის დასჭირდებოდა დამუხრუჭების გზით 3.2 წამი, თუ იმოძრავებდა 60 კმ/სთ სიჩქარით მით უფრო ვერ აიცდენდა შემთხვევაში; ამდენად ექსპერტი ამტკიცებს, რომ მძღოლს არ შეეძლო თავიდან აეცილებინა შემთხვევა, საგზაო მოძრაობის წესები კი დარღვეულია ქვეითის მხრიდან; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი) ;

 

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „ალ-----------ას“ ექსპერტი ვა-–------ ხა---------–--ლი განმარტავს, რომ მან დასკვნის გასაცემად გამოიყენა გამოძიების მიერ შეკრებილი მასალები შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და მოწმეთა ჩვენებები და სარწმუნოდ მიიღო რიგი ფაქტობრივი გარემოებები;

ექსპერტი თვლის, რომ მის წინაშე დასმული საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელი იყო წარმოდგენილი მასალების საფუძველზე; ექსპერტის განმარტებით საფრთხის წარმოქმნის მომენტი უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ ტექნიკური მხრიდან, არამედ ყველა გარემოების გათვალისწინებით , მძღოლს პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს სხვა პირების გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი მოქმედებები; საფრთხის წარმოქმნის დროს საგზაო მოძრაობის წესები ავალდებულებს მძღოლს მიიღოს ზომები მოძრაობის სიჩქარის შემცირებისათვის ან გაჩერებისათვის ;

 

კონკრეტულ შემთხვევაში ქვეითზე შეჯახება განხორციელდა მოძრაობის სიჩქარის 60კმ/სთ შეზღუდვის ზონაში , თუმცა არ დგას 3.24 საგზაო ნიშანი; ;

შეჯახების წინ ავტომობილის სიჩქარის განსაზღვრა მეთოდიკით (4.,5) ემყარება დამუხრუჭების კვალს, რომელიც დაფიქსირებულია გზის საფარზე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე ;

 

საქმის მასალების მიხედვით მეთოდური სახელმძღვანელო მითითებების გამოყენებით ექსპერტი ადგენს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილის მკვეთრ დამუხრუჭებამდე მოძრაობის სიჩქარე იქნება 59.7 კმ/სთ მკვეთრი დამუხრუჭების დაწყებიდან ავტომობილის სრულ გაჩერებამდე მანძილი არის - 28.45 მ;

ავტომობილის 59.79 კმ/სთ სიჩქარით ავტომობილის გაჩერების მანძილი - 45.53მ

 

მძღოლის მიერ ქვეითის შემჩნევის მომენტში სახიფათო საგზაო სიტუაციაში როცა მძღოლს დაუყოვნებლივ უნდა მიეღო ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად ავტომობილის დაშორება შეადგენს 34.53 მ

 

მოცემულ შემთხვევაში ამ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლის მიერ ქვეითის შემჩნევის მანძილი 34,53მ ნაკლებია ავტომობილის გაჩერების მანძილზე 45.53მ , რამაც შეუძლებელი გახადა მძღოლის მხრიდან შემთხვევის თავიდან აცილება;(იხ ოქმი ; დასკვნა)

 

სასამართლო ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებიდან სრულად იზიარებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას შემდეგ გარემოებების მხედველობაში მიღებით :

 

როგორც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ისე დამოუკიდებელი ექსპერტის და ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრი შემთხვევის მონაწილე ავტომანქანის „მ-------------–-ს“ შენელებისათვის საჭირო დროს ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭებისათვის განსაზღვრავს 0.35 წამით; ასევე ერთგვარადაა განსაზღვრული მძღოლის რეაქციის დრო;

 

ფაქტიურად საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის სქემით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ვიდეოთვალის ჩანაწერთან ერთად დადგენილი გარემოებები დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში შესწავლილი არ არის და რეალურად არსებულ ვითარებაზე (გარემოებებზე) შეფასება ან არასრულყოფილია, ან საერთოდ არ არის; არცერთი ექსპერტი არ გამორიცხავს გამოძიების მიერ მათზე მიწოდებული მასალების ნამდვილობას, თუმცა შეფასება ხდება ზოგადად შესაძლო შემთხვევების მიხედვით; კერძოდ, საქმის მასალებით ექსპერტებზე მიწოდებული ერთი და იგივე მასალებით დგინდება, რომ ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის განსაზღვრა ხდება რა ავტომობილის მიერ დატოვებული მუხრუჭის კვალით, დასტურდება , რომ ავტომობილმა ქვეითზე დაჯახებამდე დამუხრუჭებულ მდგომარეობაში გაიარა 19.3 მეტრი მანძილი, ხოლო დაჯახების შემდეგ 12.0 მეტრი მანძილი; ავტომობილმა დამუხრუჭების დაწყებიდან სრულ გაჩერებამდე დატოვა 31.3 მ სიგრძის სამუხრუჭე კვალი; რითაც შესაძლებელი გახდა ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვისას გამოკითხული მოწმეები ექსპერტები ჰ. ნი----–--–---–ი, რ. ვე-–------–---–ი და ვ. ხა---------–--ლი, თავადაც ადასტურებენ მუხრუჭის კვალის შესაბამისად თეორიულად სიჩქარის განსაზღვრის შესაძლებლობას, ისინი თავიანთ დასკვნებს აგებენ დასაშვებ სიჩქარესთან მიმართებით, ანუ 60 კმ/სთ 55 კმ/სთ და 59/79კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას საფრთხის თავიდან აცილების შეუძლებლობაზე; იმ დროს, როცა მკვეთრი დამუხრუჭებისათვის ექსპერტების მიერ ცალსახად მითითებულია ერთი და იგივე რეაქციის დროზე გაჩერებისათვის; გაურკვეველია რატომ არ არის შესწავლილი კონკრეტული შემთხვევისას ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე და მომზადებული შესაბამისი დასკვნ; მართალია ექსპერტები მიუთითებენ 60 კმ/სთ და უფრო დაბალი სიჩქარითაც საფრთხის თავიდან აცილების შეუძლებლობაზე, მაგრამ არ ასაბუთებენ გაჩერების მანძილის სხვადახსვაობის საფუძვლებს; ერთი და იგივე მეთოდური სახელმძღვანელოების გამოყენებით, გაურკვეველია რატომაა ერთ შემთხვევაში გაჩერების მანძილი 28,5მ და მეორე შემთხვევაში 28,0 მეტრი , რატომაა ქვეითზე შეჯახებამდე 15 მეტრი და არ არის შესწავლილი კონკრეტული შემთხვევა (ანუ თუ ავტომობილი მოძრაობდა 78კმ/სთ), ან მოძრაობდა თუ არა ავტომობილი ბრალდების მხარის მიერ დადგენილი სიჩქარით; ფაქტიურად აღსანიშნავია, რომ არცერთი ექსპერტი არ გამორიცხავს ამ სიჩქარის არსებობას, თუმცა დასკვნები მომზადებულია მხოლოდ და მხოლოდ დასაშვებ სიჩქარეზე; ექსპერტები არ ადასტურებენ რატომაა მათი დასკვნები დამყარებული მოწმეთა ჩვენებებზე და რეალურად არსებული მუხრუჭის კვალი, თუკი განმსაზღვრელია ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის, რატომ არ იქნა შესწავლილი მათ მიერ დასკვნის მომზადებისას და არ გაეცა პასუხი მასზე;

 

დაცვის მხარის მტკიცებას შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან დაცვის მხარის მტკიცება დაფუძნებულია რა მის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე, შეფასება დასკვნებთან დაკავშირებით უკვე მოახდინა სასამართლომ;

 

ამგვარად ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო უდასტურდება ლა–-----–-–-ას ბრალეულობა; მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შესწავლით და ანალიზით ავტომობილ ,,M-----------------’’ T-------ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ქვეითზე დაჯახება).

 

საქართველოს კანონით „ საგზაო მოძრაობის შესახებ“ 33-ე მუხლის თანახმად მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. ლა–-----–-–-ას მიერ დაშვებული სიჩქარით მოძრაობისას შესაძლებელი იქნებოდა თავიდან აეცილებინა საგზაო შემთხვევა;

 

ასევე სასამართლოს ცალსახად უდასტურდება ქვეითის (აწ გარდაცვლილი) ნინო ოსაძის მიერ ზ/მითითებული კანონის მე-20 და 24-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევა;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ის საკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ლა–-----–-–-ამ 2017 წლის 26 მარტს, მოძრაობდა რა ,,M-----------------’’ მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით T------, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ი მოთხოვნების დარღვევით რამაც გამოიწვია ქვეითად მოსიარულე ნი---------ეზე შეჯახება, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, - ჩაიდინა დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ლა–-----–-–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედებით მიყენებული ზიანის, მძიმე შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ლა–-----–-–-ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, ლა–-----–-–-ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც საქმის განხილვისას გამორკვეული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ასევე, მასვე უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება გარკვეული ვადით;

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთების განკარგვა უნდა მოხდეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 2-8-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ლა–-----–-–-ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

ბრალდებულ ლა–-----–-–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ლა–-----–-–-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 15 მაისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,M-----------------’’ სახელმწიფო ნომრით TF-375-FT, რომელიც განთავსებულია შპს ,,ბათ ავტოს-23-ის’’ სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 4 ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებას, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს და შპს ,,ბათ ავტო-23-ის’’ ადმინისტრაციას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე