განაჩენი

სისხლის სამართლის 18.01.2018
საქმის ნომერი
010100115001104780
დავის ტიპი
239 2 ა
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115001104780

საქმეN1-1223/15წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17.01.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - რა-----–--აძე

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: ზუ----ი კი-------ძე

მამის სახელი: თ-----ი

დაბადებული: 0--11.1993 წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, თერჯოლა

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–ო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 2---------1

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. თბილისი, გლ-------–----------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტი (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)

 

2. ბრალდებული: მა--------------ე

მამის სახელი: ავ--------–ი

დაბადებული: 2--06.1994 წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, თერჯოლა

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–ო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 0---------1

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. თბილისი, გო---–---–------–--–-------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტი (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)

 

ბრალდებულების ადვოკატი - პა---------–---ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172140815002

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1.სასამართლომ დაადგინა მა--------------ის მიმართ:

2015 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე ქე----------–--ვი, მეგობრებთან ჯა-–--–-----–-------ვთან, ალ--------------თან, ჰუ-----------------თან, რე-------–---თან და შა----------–--თან ერთად, ქვეითად მოძრაობდა ქალაქ ქობულეთში, აღ--–-----–ის ქუჩაზე, რა დროსაც აღ--–-----–ის ქუჩა N3-- სახლთან მიახლოებისას, ხსენებულ პირებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ზუ----ი კი-------ძესთან, მა--------------ესთან, სა------–------სთან, გი----------------სთან და რა–-------------სთან, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცყოფასა და უცენზურო ლანძღვა გინებაში, რაშიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მონაწილეობას იღებდნენ ერთის მხრივ ქე----------–--ვი და ჯა-–--–-----–-------ვი, მეორეს მხრივ მა--------------ე და ზუ----ი კი-------ძე. აღნიშნული ქმედებების შედეგად მა--------------ე, ზუ---- კი-------ძე, ჯა-–--–-----–-------ვი და ქე----------–--ვი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, ძალადობით გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რითაც მყუდროება დაერღვა იქ მყოფ საზოგადოებას, მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირებს, შემთხვევის ადგილზე შეგროვდა ორმოცდათამდე მოქალაქე.

1.2.სასამართლომ დაადგინა ზუ----ი კი-------ძის მიმართ:

2015 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე ქე----------–--ვი, მეგობრებთან ჯა-–--–-----–-------ვთან, ალ--------------თან, ჰუ-----------------თან, რე-------–---თან და შა----------–--თან ერთად, ქვეითად მოძრაობდა ქალაქ ქობულეთში, აღ--–-----–ის ქუჩაზე, რა დროსაც აღ--–-----–ის ქუჩა N3-- სახლთან მიახლოებისას, ხსენებულ პირებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ზუ---- კი-------ძესთან, მა--------------ესთან, სა------–------სთან, გი----------------სთან და რა–-------------სთან, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცყოფასა და უცენზურო ლანძღვა გინებაში, რაშიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მონაწილეობას იღებდნენ ერთის მხრივ ქე----------–--ვი და ჯა-–--–-----–-------ვი, მეორეს მხრივ მა--------------ე და ზუ----ი კი-------ძე. აღნიშნული ქმედებების შედეგად მა--------------ე, ზუ----ი კი-------ძე, ჯა-–--–-----–-------ვი და ქე----------–--ვი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, ძალადობით გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რითაც მყუდროება დაერღვა იქ მყოფ საზოგადოებას, მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირებს, შემთხვევის ადგილზე შეგროვდა ორმოცდათამდე მოქალაქე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივი წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

2.1. ბრალდების მხარის შუმადგომლობის საფუძველზე 2015 წლის 23 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმიდან განრიდების გამოყენების მიზნით წარმოების საფუძვლით ცალკე წარმოებად გამოეყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს ჯა-–--–-----–-------ვისა და ქე----------–--ვის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე; (იხ სასამართლოს განჩინება);

 

2.2. მოწმის სახით დაკითხვისას არ---–---------მა განაცხადა, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას დილის 10:00 საათიდან იმავე წლის 14 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე. ქ. ქობულეთში, პარკის მიმდებარე ტეროტორიაზე იმყოფებოდა თავის თანამშრომლებთან რე---------–----ესთან, ირ---–-----–----ძესთან და მი------------ძესთან ერთად. 2015 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, როდესაც გადაადგილდებოდნენ აღ--–-----–ის გამზირზე, საცხოვრებელ სახლთან N3-- მიახლოებისას შემოესმათ ჩხუბის ხმა, რის გამოც გაემართნენ მათკენ. როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობდა ორმხრივი ხელჩართული ჩხუბი, ჩხუბი იყო აქტიური, ერთმანეთს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს, იგინებოდნენ ერთმანეთის მისამართით და უცუნზურო სიტყვებით. მოუწოდებნენ მოჩხუბრეებს, რომ შეეწყვიტათ ჩხუბი და დაწყნარებულიყვნენ, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო არ ესმოდათ მათი მოწოდება და აგრძელებდნენ ჩხუბს. ჩხუბობდა ოთხი ახალგაზრდა ერთი ერთზე, კერძოდ მა--------------ე ეჩხუბებოდა ქე----------–--ვს, ხოლო ზუ----ი კი-------ძე ეჩხუბებოდა ჯა-–--–-----–-------ვს. იმავდროულად გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, მოჩხუბრეები დაიშალნენ და გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. იქვე ყვიროდნენ, რომ ერთერთი პიროვნება იყო დაჭრილი და საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. თვითონ და მი------------ძე გაყვნენ საავადმყოფოსკენ მიმავალ ტაქსს და სავადმყოფოში მისვლის შემდეგ გაიგეს, რომ დაჭრილი პიროვნება იყო ჯა-–--–-----–-------ვის და ქე----------–--ვის თანმხლები რე-------–---ი, რომელსაც დაზიანება მიყენებული ჰქონდა მუცლის არეში და შეყვანილი იყო საოპერაციო ბლოკში. როგორც მათთან გასაუბრებით გაიგო, გზაში გოგონებთან დაკავშირებით მოუვიდათ უცნობ პიროვნებებთან შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ორმხრივ ჩხუბში და მონაწილეობა მიიღო ყველა მათგანმა. სამსახურში დაბრუნების შემდეგ გაიგო, რომ ამ ჩხუბში მონაწილე კიდე ორი პიროვნება იყო მა--------------ე და ზუ----ი კი-------ძე. ( იხ, სხდომის ოქმი ; 31.02.17წ.16:02 სთ-16:20 სთ)

 

2.3. მოწმის სახით დაკითხვისას რე---------–----ემ განაცხადა, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას დილის 10:00 საათიდან იმავე წლის 14 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე. ქ. ქობულეთში, პარკის მიმდებარე ტეროტორიაზე იმყოფებოდა თავის თანამშრომლებთან არ---–---------თან, ირ---–-----–----ძესთან და მი------------ძესთან ერთად. 2015 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, როდესაც გადაადგილდებოდნენ აღ--–-----–ის გამზირზე, საცხოვრებელ სახლთან N3-- მიახლოებისას შემოესმათ ჩხუბის ხმა, რის გამოც გაემართნენ მათკენ. როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობდა ორმხრივი ხელჩართული ჩხუბი, ჩხუბი იყო აქტიური, ერთმანეთს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს, იგინებოდნენ ერთმანეთის მისამართით და უცუნზურო სიტყვებით. მოუწოდებნენ მოჩხუბრეებს, რომ შეეწყვიტათ ჩხუბი და დაწყნარებულიყვნენ, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო არ ესმოდათ მათი მოწოდება და აგრძელებდნენ ჩხუბს. ჩხუბობდა ოთხი ახალგაზრდა ერთი ერთზე, კერძოდ მა--------------ე ეჩხუბებოდა ქე----------–--ვს, ხოლო ზუ----ი კი-------ძე ეჩხუბებოდა ჯა-–--–-----–-------ვს. იმავდროულად გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, მოჩხუბრეები გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. იქვე ყვიროდნენ, რომ ერთერთი პიროვნება იყო დაჭრილი და საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. არ---–---------ი და მი------------ძე გაყვნენ საავადმყოფოსკენ მიმავალ ტაქსს, ხოლო მან და ირ---–-----–----ძე დარჩნენ ადგილზე. იქ მყოფთაგან გაიგეს, რომ მე-----–--–---ძის მდგმურებს, აზეირბაიჯანიდან და მარნეულიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს შორის მოხდა ჩხუბი და დაჭრილი იყო ერთი ახალგაზრდა. შევიდნენ მე-----–--–---ძის სახლში, სადაც იმყოფებოდნენ მოჩხუბარეთაგან დარჩენილი ორი პიროვნება მა--------------ე და ზუ----ი კი-------ძე. მათ ჰქონდათ დაზიანებები სახის არეში. იქ მყოფი პირები გადაყვანილი იქნენ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით, რადგან რე-------–---ის დაჭრასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება. პოლიციის განყოფილებაში გაიგო, რომ ის ორი პიროვნება, რომელიც საავადმყოფოში გაიქცნენ ტაქსით იყვნენ ჩხუბის მონაწილე პირები, კერძოდ ჯა-–--–-----–-------ვი და ქე----------–--ვი. ვინაიდან ქუჩა იყო კარგად განათებული დაინახა ჩხუბის მონაწილე პირები, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ აქტიურები, ესენი იყვნენ მა--------------ე და ქე----------–--ვი, რომლებიც ჩხუბობდნენ ერთმანეთში, ხოლო ზუ----ი კი-------ძე და ჯა-–--–-----–-------ვი ჩხუბობდა ერთმანეთში. (იხ. სხდომის ოქმი; 13.02.17წ.15:06 სთ-15:37 სთ)

 

2.4. მოწმის სახით დაკითხვისას მი------------ძემ განაცხადა, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას დილის 10:00 საათიდან იმავე წლის 14 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე. ქ. ქობულეთში, პარკის მიმდებარე ტეროტორიაზე იმყოფებოდა თავის თანამშრომლებთან არ---–---------თან, ირ---–-----–----ძესთან ერთად. 2015 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, როდესაც გადაადგილდებოდნენ აღ--–-----–ის გამზირზე, საცხოვრებელ სახლთან N3-- მიახლოებისას შემოესმათ ჩხუბის ხმა, რის გამოც გაემართნენ მათკენ. როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობდა ორმხრივი ხელჩართული ჩხუბი, ჩხუბი იყო აქტიური, ერთმანეთს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს, იგინებოდნენ ერთმანეთის მისამართით და უცუნზურო სიტყვებით. მოუწოდებნენ მოჩხუბრეებს, რომ შეეწყვიტათ ჩხუბი და დაწყნარებულიყვნენ, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო არ ესმოდათ მათი მოწოდება და აგრძელებდნენ ჩხუბს. ჩხუბობდა ოთხი ახალგაზრდა ერთი ერთზე, კერძოდ მა--------------ე ეჩხუბებოდა ქე----------–--ვს, ხოლო ზუ----ი კი-------ძე - ჯა-–--–-----–-------ვს. იმავდროულად გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, მოჩხუბრეები გაიქცნენ. ყვიროდნენ, რომ ერთი პიროვნება იყო დაჭრილი და საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. არ---–---------თან ერთად გაყვა საავადმყოფოსკენ მიმავალ ტაქსს, ხოლო რე---------–----ე და ირ---–-----–----ძე დარჩნენ ადგილზე. საავადმყოფოში გაიგეს, რომ მოჩხუბარი ორი პირი იყო ჯა-–--–-----–-------ვი და ქე----------–--ვი და მათი თანმხლები პიროვნება რე-------–---ი იყო დაჭრილი, რომელსაც დაზიანება მიყენებული ჰქონდა მუცლის არეში და შეყვანილი იყო საოპერაციო ბლოკში. როგორც მათთან გასაუბრებით გაიგო, გზაში გოგონებთან დაკავშირებით მოუვიდათ უცნობ პიროვნებებთან შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ორმხრივ ჩხუბში და მონაწილეობა მიიღო ყველა მათგანმა. სამსახურში დაბრუნების შემდეგ გაიგო, რომ ამ ჩხუბში მონაწილე კიდე ორი პიროვნება იყო მა--------------ე და ზუ----ი კი-------ძე. ( იხ, სხდომის ოქმი ; 13.02.17წ.15:09 სთ- 16:02 სთ)

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას ირ---–-----–----ძემ განაცხადა, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას დილის 10:00 საათიდან იმავე წლის 14 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე. ქ. ქობულეთში, პარკის მიმდებარე ტეროტორიაზე იმყოფებოდა თავის თანამშრომლებთან რე---------–----ესთან, არ---–---------თან და მი------------ძესთან ერთად. 2015 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, როდესაც გადაადგილდებოდნენ აღ--–-----–ის გამზირზე, საცხოვრებელ სახლთან N3-- მიახლოებისას შემოესმათ ჩხუბის ხმა, რის გამოც გაემართნენ მათკენ. როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობდა ორმხრივი ხელჩართული ჩხუბი, ჩხუბი იყო აქტიური, ერთმანეთს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს, იგინებოდნენ ერთმანეთის მისამართით. მოუწოდებნენ მოჩხუბრეებს, რომ შეეწყვიტათ ჩხუბი და დაწყნარებულიყვნენ, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო არ ესმოდათ მათი მოწოდება და აგრძელებდნენ ჩხუბს. ჩხუბობდა ოთხი ახალგაზრდა ერთი ერთზე, კერძოდ მა--------------ე ეჩხუბებოდა ქე----------–--ვს, ხოლო ზუ----ი კი-------ძე ეჩხუბებოდა ჯა-–--–-----–-------ვს. იქვე გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, მოჩხუბრეებმა დაიშალნენ და გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. ისმოდა ყვირილის ხმა, რომ ერთერთი პიროვნება იყო დაჭრილი და საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. არ---–---------ი და მი------------ძე გაყვნენ საავადმყოფოსკენ მიმავალ ტაქსს, ხოლო თვითონ და რე---------–----ე დარჩნენ ადგილზე. იქ მყოფთაგან გაიგეს, რომ მე-----–--–---ძის მდგმურებს, აზეირბაიჯანელ და მარნეულელ ახალგაზრდებს შორის მოხდა ჩხუბი და დაჭრილი იყო ერთი მარნეულელი ახალგაზრდა. მათ შევიდნენ მე-----–--–---ძის სახლში, სადაც იმყოფებოდნენ მოჩხუბარეთაგან დარჩენილი ორი პიროვნება მა--------------ე და ზუ----ი კი-------ძე. მათ ჰქონდათ დაზიანებები სახის არეში. იქ მყოფი პირები გადაყვანილი იქნენ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით, რადგან რე-------–---ის დაჭრასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება. პოლიციის განყოფილებაში გაიგო, რომ ის ორი პიროვნება, რომელიც საავადმყოფოში გაიქცნენ ტაქსით იყვნენ ჩხუბის მონაწილე პირები, კერძოდ ჯა-–--–-----–-------ვი და ქე----------–--ვი. ვინაიდან ქუჩა იყო კარგად განათებული დაინახა ჩხუბის მონაწილე პირები, რომლები ყველაზე მეტად იყვნენ აქტიურები, ესენი იყვნენ მა--------------ე და ქე----------–--ვი, რომლებიც ჩხუბობდნენ ერთმანეთში, ხოლო ზუ----ი კი-------ძე და ჯა-–--–-----–-------ვი ჩხუბობდა ერთმანეთში. ( იხ, სხდომის ოქმი ; 31.10.17.13:55სთ-14:18 სთ)

 

2.6 საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა უჩ-------ემ, ოლ------------ემ, ზუ-----–---–---–მა, არ---–----------ძემ, გი---------ემ, რო-----------ძემ და გუ-----------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება; განმარტეს, რომ მათ მიერ ჩატარებული იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ჩატარების შემდეგ მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნები და პრეტენზიები არ გაცხადებულა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმები: 22.04.2017წ, 11.05.2017წ; 31.10.17წ);

 

2.7 ბრალდებულმა მა--------------ემ დაკითხვისას თავის სრულად ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ ქ. ქობულეთში, აღ--–-----–ის ქუჩაზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ზუ----ი კი-------ძესთან და მის თანხმლებ პირებთან ერთად, გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობით და ძალადობის მუქარით, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, ინანიებს ჩადენილს და ითხოვს პატიებას.

 

2.8 ბრალდებულმა ზუ----ი კი-------ძემ დაკითხვისას თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ქ. ქობულეთში, აღ--–-----–ის ქუჩაზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მა--------------ესთან და მის თანხმლებ პირებთან ერთად, გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობით და ძალადობის მუქარით, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, ინანიებს ჩადენილს და ითხოვს პატიებას.

 

2.9 მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის გამოსაკვლევი არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (არსებითი სხდომის ოქმი).

 

2.10 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.11. ხულიგნობა მოქმედებაა, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; უხეშ დარღვევაში იგულისხმება ისეთი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ მორალს, ურთიერთპატივისცემის ნორმებს; საზოგადოების უპატივცემულობაში კანონმდებელი გულისხმობს მოქალაქეთა უწმაწური, მიუღებელი სიტყვებით მიმართვას; ძალადობაში იგულისხმება ადამიანის ცემა, ხელის კვრა და ა.შ.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

2.12. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო ადგენს, რომ აღნიშნული დანაშაულის განსახორციელებლად ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ძალადობის გამოყენებით გამოხატავდნენ აშკარა უპატივცემულობას საზოგადოების მიმართ;

 

2.13. ამდენად, გამოკვლეული და ერთმანეთთან შეთანხმებული, უდავო, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინების ოქმი, ინფორმაციული პატაკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დათვალიერების და დალუქვის ოქმები, ამოღებული ნივთები, ბრალდებულების დაკავების ოქმები, ამოცნობის ოქმები, მოწმეების გიო----------–--ის, ზა----–--–--------ის, ვა--------------–--ის, რე---------–----ის, გი-------------–--ის, პეტ---------ის, დე---------–---–ის, შა----------–-- ჩვენებები და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა) ერთობლიობა იძლევა სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს, რომ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალდებულების მა--------------ის და ზუ----ი კი-------ძის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა - ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა მა--------------ემ და ზუ----ი კი-------ძემ მათ მიერ განხორციელებული ქმედებით - 2015 წლის 14 აგვისტოს, ქობულეთში, აღ--–-----–ის ქუჩა N3-- სახლთან, ჯგუფურად ძალადობით და ძალადობის მუქარით საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვით, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა - ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტით, რის გამოც, ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებას, ბრალდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულების რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მათი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

ზ/მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ბრალდებულების - მა--------------ის და ზუ----ი კი-------ძის მიმართ მათი პიროვნული მახასიათებლების, წარსულისა და ასევე ჩადენილი ქმედების აღიარების და მონანიების გთვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს მიზანეწონილად მათი საზოგადოებისაგან იზოლირებას და თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დანიშვნას, კერძოდ , შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის, სასჯელის სახედ გამოყენებული იქნეს - ჯარიმა; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულების ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლების და მათი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით გამოყენებული ჯარიმა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; დანიშნული სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა"ქ/პუნქტით 2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის დანაწესის მხედველობაში მიღებით

 

6. ნივთმტკიცების ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ყადაღა უნდა მოეხსნას - ზუ----ი კი-------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ბ-----ო კი-------ძის (პ/ნ 2---------6) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. თერჯოლაში მდებარე 2303.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ზონა - თერჯოლა 33, სექტორი - ქ. თერჯოლა 09, კვარტალი - 40, ნაკვეთი - 0--, საკადასტრო კოდი - №33.0--40.0--) - 3.000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

ასევე, ყადაღა უნდა მოექხსნას მა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ავ--------–ი კი-------ძის (პ/ნ 2---------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. თერჯოლაში მდებარე 4838.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ზონა - თერჯოლა 33, სექტორი - ქ. თერჯოლა 09, კვარტალი - 40, ნაკვეთი - 0--, საკადასტრო კოდი - №33.0--40.0--) - 3.000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ზუ----ი კი-------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამი ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ზუ----ი კი-------ძის დაკავებაში ყოფნის პერიოდის - 2015 წლის 14 აგვისტოდან - 2015 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ზუ----ი კი-------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 08 სექტემბრის განჩინებით ბ-----ო კი-------ძის (პ/ნ 2---------6) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. თერჯოლაში მდებარე 2303.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ზონა - თერჯოლა 33, სექტორი - ქ. თერჯოლა 09, კვარტალი - 40, ნაკვეთი - 0--, საკადასტრო კოდი - №33.0--40.0--) - 3.000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

ბრალდებული მა--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამი ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მა--------------ის დაკავებაში ყოფნის პერიოდის - 2015 წლის 14 აგვისტოდან - 2015 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ მა--------------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 08 სექტემბრის განჩინებით ავ--------–ი კი-------ძის (პ/ნ 2---------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. თერჯოლაში მდებარე 4838.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ზონა - თერჯოლა 33, სექტორი - ქ. თერჯოლა 09, კვარტალი - 40, ნაკვეთი - 0--, საკადასტრო კოდი - №33.0--40.0--) - 3.000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე