განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2018
საქმის ნომერი
150100118002258782
დავის ტიპი
236 2
თარიღი
22.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002258782

# 1/7-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

(საქმის არსებითი განხილვის გარეშე)

 

22 იანვარი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – მალ---- ენ-----ე

სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე

ბრალდების მხარე

პროკურორი - გუ---- ჭყ-----ე

დაცვის მხარე

ბრალდებული - ვლ-------- სი------ ძე სუ-----------ი (დაბადებული 198- წლის 3- სექტემბერს, მოქალაქეობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ნინოწმინდა, სოფელი გორელოვკა, ქუჩა #1, ბინა #21; პირადი № 3----------)

 

ადვოკატი - კა------ ას-----ე

თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ვლ-------- სუ-----------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოში შემოსულია ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გუ---- ჭყ-----ის შუამდგომლობა ბრალდებულ ვლ-------- სუ-----------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

1.1. საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივი გარემოებები:

2017 წლის 17 ნოემბერს ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში, ვლ-------- სუ-----------ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ერთ ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1976 წელს გამოშვებულ „A-----“ მოდელის, საქარხნო ნომრით 668628, გამოსაყენებლად ვარგის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ორი ცალი მჭიდით და 60 (სამოც) ცალ 5.4---- მმ კალიბრის ვაზნას, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

1.2. საპროცესო შეთანხმების პირობები:

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გუ---- ჭყ-----ის მიერ ბრალდებულ ვლ-------- სუ-----------თან 2018 წლის 16 იანვარს დადებული იქნა საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგების ფორმით. შემდეგი პირობებით:

სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდგომ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე ვლ-------- სუ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 4,000 (ოთხი ათასი) ლარი.

ბრალდებული და მისი დამცველი ეთანხმებიან პროკურორის შუამდგომლობას, ითხოვენ შეთანხმების დამტკიცებას და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით: სე----- სუ-----------ის, ლი------ სუ-----------ის, არ--- ბდ-----ის გამოკითხვის ოქმებით, ვლ-------- სუ-----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნივთებით, ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლოს განჩინებით საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ, ბალისტიკური ექსპერტიზის #-35/ბ დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდის.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ გუ---- ჭყ-----ეს, ბრალდებულ ვლ-------- სუ-----------სა და მის ადვოკატ კა------ ას-----ეს შორის.

პროკურორმა გუ---- ჭყ-----ემ შუამდგომლობით მომართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულ ვლ-------- სუ-----------ის მიმართ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა გუ---- ჭყ-----ემ, ბრალდებულმა ვლ-------- სუ-----------მა და მისმა ადვოკატმა კა------ ას-----ემ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან.

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლეობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული ვლ-------- სუ-----------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს.

გარდა ამისა მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

სასამართლო დარწმუნდა რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებისას ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, ასევე დადგენილი იქნა რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

4. სამართლებრივი შეფასება:

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გუ---- ჭყ-----ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-217-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გუ---- ჭყ-----ის შუამდგომლობა და დამტკიცდეს პროკურორს, ბრალდებულ ვლ-------- სუ-----------სა და მის ადვოკატ კა------ ას-----ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

2. ვლ-------- სუ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

3. ვლ-------- სუ-----------ს, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 4,000 (ოთხი ათასი) ლარი.

4. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

5. ვლ-------- სუ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;

6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 1 (ერთი) ცალი „A-----“ მოდელის ავტომატური იარაღი საქარხნო ნომრით - 668628 (დამცემის ნომრით - 729), 2 (ორი) ცალი - 5.4---- მმ კალიბრიანი ვაზნებისათვის განკუთვნილი სავაზნე მჭიდი და 40 (ორმოცი) ცალი - 7.62X39 მმ კალიბრიანი ვაზნა, რომლებიც ინახება ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში, დაექვემდებაროს საპროცესო კონფისკაციას, ხოლო ტომარა და ერთი ცალი ნაჭერი, განადგურდეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;

7. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;

8. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. კერძოდ:

9. მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართზე ქ. თბილის რობაქიძის გამზირი №7ა), ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით;

10. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

11. განაჩენი ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე მალ---- ენ-----ე