გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/686-17
N200210017002099235
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2018 წ. ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი: სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - კ--- ხ--–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ----- გ--–----–---–ი
მოპასუხე - ფ-----ა ს------ე
წარმომადგენელი- ნ---- ს------ე
დაინტერესებული პირი - ს-------–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ი
დავის საგანი - ბავშვების ნახვისა და მათთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა, ქორწინების შეწყვეტა
მოსარჩელე - ფ-----ა ს------ე
წარმომადგენელი- ნ---- ს------ე
მოპასუხე - კ--- ხ--–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ----- გ--–----–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოსარჩელე კ--- ხ--–-–---–ს (პირადი N2----------) თავის არასრულწლოვან შვილთან, 2----–-–------------------ს დაბადებულ, ლ---- ხ--–-–---–თან (პირადი N2----------), ურთიერთობისათვის განესაზღვროს: ყოველ პარასკევს დღეს, გაკვეთილების შემდგომ - კვირა დღის 13:00 საათამდე პერიოდი.
1.2. მოსარჩელე კ--- ხ--–-–---–ს (პირადი N2----------) თავის მცირეწლოვან შვილთან, 2----–-–-------------ს დაბადებულ, ნ--- ხ--–-–---–თან (პირადი N2----------), განესაზღვროს ურთიერთობა, ერთი საათის განმავლობაში: ყოველ კვირა დღს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე პერიოდში.
1.3. ყოველგვარი შერიგების ვადის გარეშე შეწყდეს ქორწინება მასსა და მოპასუხე ფ-----ა ს------ეს შორის და გაუქმდეს სსგს თ--–-------------–------------რის მიერ აქტის ჩანაწერი №2----------.
1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2010 წლის 6 ოქტომბრიდან ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფება მოპასუხე ფ-----ა ს------ესთან ერთად. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი: ლ---- ხ--–-–---–ი (დაბ. 2----–-–------------------ს) და ნ--- ხ--–-–---–ი (დაბ: 2----–-–------------ი) ხასიათის შეუთავსებლობისა და რიგი სხვა პრობლემების გამო მათი ოჯახის ერთიანობას და სიმტკიცეს ბევრჯერ შეექმნა საფრთხე, თუმცა თვითონ და მისიანებიც მუდმივად ცდიობდნენ ოჯახის შენარჩუნებას. რასაც ვერ იტყვის მოპასუხეზე. მიუხედავად ოჯახის ერთიანოვისათვის მისი დიდი მცდელობისა მათი ოჯახი ფაქტიურად მაინც დაინგრა. უკვე რამდენიმე თვეა რაც მისი მეუღლე ოჯახიდან წავიდა და წასვლის მიზეზსაც ვერ ასახელებს. იგი არც ბავშვებს არ აჩვენებს ნორმალურად და ყველაფერი მის გუნება განწყობაზეა დამოკიდებული. მოსარჩელეს თავისი შვილები ძალიან უყვარს, ყოველთვის ზრუნავს და უნდა მუდმივად ზრუნავდეს მათზე. რის საშუალებასაც ფაქტობრივად მოპასუხე არ აძლევს, ასევე იგი უარს აცხადებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ--–-------------–------------რში გამოცხადებაზე. შესაბამისად სურს სასამართლო წესით მოპასუხე ფ-----ა ს------ისგან განქორწინება ყოველგვარი შერიგების ვადის გარეშე. ამასთანავე უნდა მათი მცირეწლოვანი შვილების ნახვისა და მათთან ურთიერთობის ფორმის განსაზღვრა.
2.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე კ--- ხ--–-–---–ს დაეკისროს ალიმენტი შვილის, 2----–-–------------------ს დაბადებული ლ---- ხ--–-–---–ის სარჩოდ მის სრულწოვანებამდე თვეში 200 ლარის ოდენობით, ასევე მოპასუხე კ--- ხ--–-–---–ს დაეკისროს ალიმენტი შვილის - 2----–-–-------------ს დაბადებული ნ--- ხ--–-–---–ის სარჩოდ, მის სრულწოვანებამდე თვეში 200 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე ფ-----ა ს------ე სარჩელში მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2010 წლის 06 ოქტომბრიდან ერთად ცხოვრების ერთად ცხოვრების დროს შეეძინათ ორი შვილი: ლ---- ხ--–-–---–ი, დაბადებული 2----–-–------------------ს და ნ--- ხ--–-–---–ი, დაბადებული 2----–-–-------------ს. მათ ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, რის გამოც იძულებული გახდა წასულიყო ოჯახიდან, მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა თავისი მშობლების სახლში. იგი არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. მოპასუხე არ ეხმარება ბავშვების არჩენაში და არანაირი ეკონომიური დახმარება არ გაუწევია მათთვის. მოპასუხე მუშაობს კერძო სამუშაოებზე, ჰყავს მსხვილფეხა პირუტყვი, აქვს მიწის ნაკვეთი, საიდანაც აქვს შემოსავალი.
3. მოპასუხე ფ-----ა ს------ის პოზიცია კ--- ხ--–-–---–ის სარჩელზე:
3.1. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ფ-----ა ს------ის წარმოადგენელი დაეთანხმა დაზუსტებულ სარჩელს სრულად.
4. მოპასუხე კ--- ხ--–-–---–ის პოზიცია ფ-----ა ს------ის სარჩელზე:
4.1. მოპასუხემ ნაწილობრივ სცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის დაკირების თაობაზე და განმარტა, რომ იგი თანახმაა თითოეული ბავშვის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი თვეში 80-80 ლარის ოდენობით. მოპასუხემ განმარტა, რომ იგი არის შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირი, პენსიონერი, იღებს პენსიას 100 ლარის ოდენობით, მას პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა N6----ის (29.12.2017წ) მიხედვით, ძალადობა და დაპირისპირება ხ--–-–---–ებსა და ს------ეებს შორის გამოწვეულია ორივე მხარის დაბალი განათლებით, აღზრდის პოზიტიური მეთოდების, ასევე შესაბამისი სახელმწიფო კანონების არცოდნით, არასაკმარისად განვითარებული კომუნ---ციური უნარებით, ეკონომიური გაჭირვებითა და ოჯახის ბიუჯეტის არასწორად განაწილებით. საჭიროა მათთან მიზანმიმართული მუშაობა და ოჯახის თანადგომა. სწორედ ამ რეკომენდაციის საფუძველზე ს--–---–----------------------------------------------------------------–-------------------------------------–ი საბჭოს გადაწყვეტილებით 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 აპრილამდე ლ---- და ნ--- ხ--–-–---–ები, ასევე მათი ორივე ბიოლოგიური მშობლის ოჯახი ჩართულია პრევენციული დახმარების ჯგუფში ფინანსების გარეშე, რაც ითვალისწინებს სოციალური მუშაკის ყოველთვიურ მონიტორინგს და ორიენტირებულია ოჯახის წევრების განათლებასა და გაძლიერებაზე.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. მოსარჩელე და მისი მეუღლე ფ-----ა ს------ე ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფებიან 2010 წლის 6 ოქტომბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15)
5.1.2. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი: ლ---- ხ--–-–---–ი (დაბ. 2----–-–------------------ს) და ნ--- ხ--–-–---–ი (დაბ: 2----–-–------------ი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ---- ხ--–-–---–ისა და ნ--- ხ--–-–---–ის დაბადების მოწმობები (ს.ფ. 18-21)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი ბავშვთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო ფ-----ა ს------ის სარჩელი მოპასუხე კ--- ხ--–-–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე , 1200-ე, 1202-ე, მუხლები.;
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-8, მე-9 მე-18 და 27-ე მუხლები;
ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის “ 23-ე, 1106-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ ხოლო ამავე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის მიხედვით, მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ(1200.1)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ისეთ ქცევის წესს, რომ მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დავაში მონაწილე მხარეებმა მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელებისას, თითოეულმა მათგანმა უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს, რომ უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამოდინარე მოპასუხემ მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება ისე არ უნდა გამოიყენოს, რომ ამით ზიანი მიადგეს მეორე მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს თავის შვილთან.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
მოცემული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი -„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნული ნორმის შესახებ ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.) ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი)*#, მე-60 პუნქტის მე-2 წინადადებაში მიუთითებს, რომ ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი).
ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.
იმის გათვალისწინებით, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით, სასამართლო იზიარებს არასრულწლოვანი ლ---- ხ--–-–---–ის წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილთან თანაბარი ურთიერთობა. კონკრეტულ შემთხვევაში მამას უნდა მიეცეს შვილთან ურთიერთობისათვის გარკვეული დღეები თავდაპირველი მიჩვევის მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან, ნ--- და ლ---- ხ--–-–---–ებთან ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ შელახოს ბავშვების საუკეთესო ინტერესები.
სასამართლოს მოსაზრებით, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მშობლებმა ურთიერთობა მოაწესრიგონ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. დადგენილია, რომ მამასა და შვილს შორის, ამ ეტაპზე, არ არსებობს სისტემატიური ურთიერთობა, რის გამოც მამასთან დიდი ხნით დაშორების გამო, მოსალოდნელია არასრულწლოვანი ბავშვების გაუცხოება მამის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელე კ--- ხ--–-–---–ის დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნას და მათ შორის განქორწინების მოთხოვნასაც.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან კ--- ხ--–-–---–სა და ფ-----ა ს------ის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ფ-----ა ს------ე და კ--- ხ--–-–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, არსებობს ბავშვის უფლებების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ რჩენაზე მყოფი პირების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ იქნება თვეში 120(ასოცი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 20 დეკემბრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში120-120 ლარის გადახდა თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, მათ სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „ე“ ქვეპუნქტის დანაწესის მიხედვით, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კ--- ხ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოსარჩელე კ--- ხ--–-–---–ს (პირადი N2----------) თავის არასრულწლოვან შვილთან, 2----–-–------------------ს დაბადებულ, ლ---- ხ--–-–---–თან (პირადი N2----------), ურთიერთობისათვის განესაზღვროს: ყოველ პარასკევს დღეს, გაკვეთილების შემდგომ - კვირა დღის 13:00 საათამდე პერიოდი.
1.2. მოსარჩელე კ--- ხ--–-–---–ს (პირადი N2----------) თავის მცირეწლოვან შვილთან, 2----–-–-------------ს დაბადებულ, ნ--- ხ--–-–---–თან (პირადი N2----------), განესაზღვროს ურთიერთობა, ერთი საათის განმავლობაში: ყოველ კვირა დღს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე პერიოდში.
1.3. შეწყდეს ქორწინება კ--- ხ--–-–---–სა (პ/ნ 2----------) და ფ-----ა ს------ეს (პ/ნ 2----------) შორის რეგისტრირებული 2010 წლის 06 ოქტომბერს, სააქტო ჩანაწერი № 2----------.
2. ფ-----ა ს------ის სარჩელი დაკმკაყოფილდეს ნაწილობრივ: კ--- ხ--–-–---–ს (პირადი N 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების: 2----–-–------------------ს დაბადებული, ლ---- ხ--–-–---–ის (პირადი N2----------) და 2----–-–-------------ს დაბადებული, ნ--- ხ--–-–---–ისათვის (პირადი N2----------) თითოეულის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120(ასოცი)-120(ასოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 20 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
3.მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე