განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/001-18წ. 22 იანვარი, 2018 წელი ქ. ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------- ა---–---–---–-;
დაცვის მხარე - ბრალდებული - კ--- მ---------- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.1--1--- წელს პ/ნ 1----------, მცხოვრები ბ----------- რაიონი სოფ.ქ---------;
ადვოკატი - ნ-------- ს--------–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ..ბ.. ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 20 ნოემბერს ბ----------- რაიონის სოფელ ქ--------–-, თავის საცხოვრებელ სახლში, კ--- მ----------მ საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ-----–- მ----------ს, კერძოდ, ღუმელის მილი მოარტყა ცხვირის არეში, ასევე ხელები მაგრად მოუჭირა ხელებზე და იატაკზე დაანარცხა. დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2017 წლის ოქტომბრის თვეში ბ----------- რაიონის სოფელ ქ--------–-, კ--- მ----------მ მეუღლეს მ-----–- მ----------ს საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით არასრულწლოვანი შვილის, მ------ მ----------- თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ორჯერ დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა კ--- მ----------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინებები დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, თ---------- გ--–-–---–--, მ------ მ-----------, ნ--–- ყ------–---–--, ვ--–---- თ----–---–--, მ------- მ----------- ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მ-----–- მ----------- დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება და მისი მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები. ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან, კ--- მ----------- სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმება, ნასამართლობისა და ადმინისტრაციულ სახდელდადების შესახებ ინფორმაცია, კ--- მ----------- დაკავების ოქმი და შეტყობინება მისი დაკავების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდავო მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა კ--- მ----------- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ კ--- მ----------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, პუნქტითა და 111.120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
კ--- მ----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, შეურიგდა დაზარალებულს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, კ--- მ----------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა დანაშაულთა ერთობლიობით, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს ბრალად ედება მეუღლის მიმართ ორჯერ ძალადობის ჩადენა. ამიტომ, დანიშნულმა სასჯელმა უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, უზრუნველყოს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაცია, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ
1 ცალი ხის სკამი და ლითონის საკვამური მილი სამუხლით, რომელიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს დაზარალებულს მ-----–- მ----------ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ--- მ---------- (პ/№ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111.120 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
- ასევე, კ--- მ---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ--- მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ორი წელი.
2. კ--- მ----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავი ქონება ს/კ 6------------------, მდებარე ქ.ბ---------- ნ----–---–-- ქ.N1-. (ყადაღა გამოყენებულია სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის N1-------- განჩინებით.
- მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის20 ნოემბრიდან 2017 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. ნივთიერი მტკიცებულება :
1 ცალი ხის სკამი და ლითონის საკვამური მილი სამუხლით, რომელიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს დაზარალებულს მ-----–- მ----------ს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი