გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2018
საქმის ნომერი
210210017001956896
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017001956896

საქმე №2/494-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.01.2018 წ. ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე: ვ-----------------–---–ი;

წარმომადგენელი: ე-----------–-–--–-–---–ი;

მოპასუხე: გ---–---------------–---–ი;

წარმომადგენელი: ზ------------–---–ი;

საპროცესო წარმომადგენელი: (მცირეწლოვანი ს-----------------–---–ის): ნ--------–-–---–ი;

მესამე პირი: სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმომადგენელი ნ--------–-–---–ი;

დავის საგანი: არასრულწლოვანი ბავშვის ნახვის და წაყვანის დღეების განსაზღვრა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1.ვ-----------------–---–ს მცირეწლოვანი შვილთან - 2----–-–------------------- დაბადებული ს-----------------–---–თან ურთიერთობისათვის განესაზღვროს შემდეგი დღეები: უფლება მიეცეს ყოველი პარასკევი დღის 12 (თორმეტი) საათიდან წაიყვანოს ს-----------------–---–ი დედის საცხოვრებელი სახლიდან თავის საცხოვრებელ სახლში თ--–---ს რაიონ სოფელ ქვემო ხ-----–--ში ღამე დატოვებით, შაბათი დღე ბავშვი დარჩეს მამის საცხოვრებელ სახლში და მომდევნო კვირას, დღის 18 (თვრამეტ) საათამდე დააბრუნოს ბავშვი დედის საცხოვრებელ სახლში.

 

2.ასევე ვ-----------------–---–ს უფლება მიეცეს მცირეწლოვანი ს-----------------–---–ი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ სახლში თ--–---ს რაიონ სოფელ ქვემო ხ-----–--ში საახალწლო-საშობაო არდადეგებზე 03 იანვრის 12 საათიდან 08 იანვრის ჩათვლით და ბავშვი დააბრუნოს დედის საცხოვრებელ სახლში 08 იანვრის 18 საათამდე.

 

3.ასევე წაიყვანოს აგვისტოს პირველი ორი კვირა, ხოლო დარჩენილი 10 დღე განაწილდეს სხვადასხვა პერიოდში მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

 

ვ-----------------–---–ი და გ---–---------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2011 წლის 17 აგვისტოდან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი 2----–-–------------------- დაბადებული ს-----------------–---–ი. ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს და 2017 წლის 29 მარტის სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ქორწინება შეწყვეტილი იქნა. 2016 წლის 07 აგვისტოდან მათი საერთო შვილი ს-----------------–---–ი ცხოვრობს და იზრდება დედასთან, მის საცხოვრებელ სახლში სოფელ ა----ში.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2017 წლის 03 იანვრიდან მას ბავშვი არ უნახავს და მოპასუხე შეგნებულად ხელს უშლის მას იქონიოს შვილთან ურთიერთობა და ბავშვს არ აჩვენებს. მოსარჩელეს სურვილი აქვს უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა შვილის გაზრდაში, რის გამოც ითხოვს შვილის ნახვის და თავისი მშობლების სახლში წაყვანის დღეების განსაზღვრას სასამართლოს მიერ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბავშვი ჯერ ძალიან პატარაა და მისი შორ მანძილებზე წაყვანა მიზანშეწონილი არ არის და საფრთხის შემცველია. მოპასუხე თანახმაა, რომ მოსარჩელემ ინახულოს თავისი შვილი ნებისმიერ დროს, მაგრამ კატეგორიულად არ ეთანხმება მიეცეს მას უფლება წაიყვანოს ბავშვი თავის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღით, თ--–---ს რაიონის სოფელ ხ-----–--ში.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ვ-----------------–---–ი და გ---–---------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2011 წლის 17 აგვისტოდან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი 2----–-–------------------- დაბადებული ს-----------------–---–ი. ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს და 2017 წლის 29 მარტის სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ქორწინება შეწყვეტილი იქნა. 2016 წლის 07 აგვისტოდან მათი საერთო შვილი ს------------------–---–ი ცხოვრობს და იზრდება დედასთან, მის საცხოვრებელ სახლში სოფელ ა----ში.

 

მოპასუხე ხელს უშლის მოსარჩელეს იქონიოს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობა და მიიღოს მონაწილეობა შვილის გაზრდაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი, განმარტებები, დაბადების მოწმობა;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის მოთხოვნები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე ,1200-ე, 1202-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელის მოთხოვნა ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

საქმეზე წარმოდგენილი კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნაში მიცემული რეკომენდაციაში მითითებულია, რომ მცირეწლოვანის მამის ვ-----------------–---–ის ოჯახში ყველა პირობა არის შექმნილი, რომ ბავშვმა იცხოვროს და გაატაროს რამდენიმე დღე ბიოლოგიურ მამასთან და ბებია-პაპასთან ერთად. საქმეში წარმოდგენილია ასევე ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, სადაც ფსიქოლოგი უთითებს, რომ ორივე მშობელთან მცირეწლოვანს აქვს კარგი ემოციური კავშირი და მათ გარემოცვაში ბავშვს აქვს დაცულობის განცდა, ბავშვისათვის ორივე მშობელი ერთნაირად მნიშვნელოვანია და მათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ შვილის ცხოვრებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა მიეცეს უფლება ხანმოკლე ვადით წაიყვანოს შვილი დედის საცხოვრებელი სახლიდან თავის საცხოვრებელ სახლში, რამდენიმე დღით, თ--–---ს რაიონის სოფელ ხ-----–--ში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყფილებულია ნაწილობრივ მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოტხოვნატა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე მუხლის „ თ “ პუნქტით, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოსარჩელე ვ-----------------–---–ს მცირეწლოვანი შვილთან - 2----–-–------------------- დაბადებული ს-----------------–---–თან ურთიერთობისათვის განესაზღვროს შემდეგი დღეები: უფლება მიეცეს ყოველი პარასკევი დღის 12 (თორმეტი) საათიდან წაიყვანოს ს-----------------–---–ი დედის საცხოვრებელი სახლიდან თავის საცხოვრებელ სახლში თ--–---ს რაიონი სოფელ ქვემო ხ-----–--ში, შაბათი დღე ბავშვი დარჩეს მამის საცხოვრებელ სახლში და მომდევნო კვირას, დღის 18 (თვრამეტ) საათამდე დააბრუნოს ბავშვი დედის საცხოვრებელ სახლში. ასევე უფლება მიეცეს ს-----------------–---–ი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ სახლში თ--–---ს რაიონ სოფელ ქვემო ხ-----–--ში საახალწლო-საშობაო არდადეგებზე 03 იანვრის 12 საათიდან 08 იანვრის ჩათვლით და ბავშვი დააბრუნოს დედის საცხოვრებელ სახლში 08 იანვრის 18 საათამდე.

 

3. დარჩენილ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.

 

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-6 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე