გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210017002105145
#2/228 -2017 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04.01.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს.,, კ-------------“
წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა
მოპასუხეები: ნ------- კ------ე, მ--------- ა-----ე, კ--–---------- კ------ე
წარმომადგენელი: ნ--- ღ--------–---–ი
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ”კ-------------”-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა მოპასუხეების - ნ------- კ------ის (პ.№3----------), მ--------- ა-----ის (პ.№3----------) და კ--–---------- კ------ის (პ.ნ.3----------) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 560.02 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2013 წლის 30 მაისს შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს და ნ------- კ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20130516NKAPA, რომლის თანახმადაც მან მიიღო სესხი მოსარჩელისაგან 2500 აშშ დოლარის ოდენობით. 24 თვის ვადით 2015 წლის 20 მაისის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში მითითებულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.1. 6.1. 6.2 პ-ტები). სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია და შეადგენს 1.33%-ს. სესხის ხელშეკრულების 7.1.პ-ტის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა ( პირგასამტეხლო) ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
მსესხებელს ჰყავს ორი თავდები პირი, მ--------- ა-----ე და კ--–---------- კ------ე, რომლებმაც 2013 წლის 30 მაისის განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი ნ------- კ------ის მიერ კრედიტორის წინაშე 2013 წლის 30 მაისს დადებული N20130516NKAPA სესხის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე. მათ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.
მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 30 მაისს დადებული N20130516NKAPA სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 560.02 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც, ძირი თანხაა 419.05 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი არის 17.86 აშშ დოლარი, სადაზღვევო შენატანი - 16.26 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 106.85 აშშ დოლარი.
მოსარჩელე ითხოვს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დაკისრებას მოპასუხეებზე.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხე მხარე სს „კ-------------“-ს სარჩელს ცნობს ნაწილობრივ კერძოდ მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე განმარტეს, რომ ისინი სარჩელს ცნობენ, მხოლოდ ძირი თანხის - 419.05 აშშ დოლარის ფარგლებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ 2013 წლის 30 მაისს შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს და ნ------- კ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20130516NKAPA, რომლის თანახმადაც მან მიიღო სესხი მოსარჩელისაგან 2500 აშშ დოლარის ოდენობით. 24 თვის ვადით 2015 წლის 20 მაისის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში მითითებულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.1. 6.1. 6.2 პ-ტები). სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია და შეადგენს 1.33%-ს. სესხის ხელშეკრულების 7.1.პ-ტის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა ( პირგასამტეხლო) ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება და სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.16-19)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 30 მაისის განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი ნ------- კ------ის მიერ კრედიტორის წინაშე 2013 წლის 30 მაისს დადებული N20130516NKAPA სესხის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე. კერძოდ ისინი ვალდებულნი არიან სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე, დაფარონ მსესხებლის დავალიანება მაშინაც კი როცა ადგილი არ აქვს იძულებით აღსრულების მცდელობას მსესხებლის წინაშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდები პირების განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.21-24)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემული დროისათვის მოსარჩელის განცხადებით ნ-------ი კ------ის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 560.02 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 419.05 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი არის 17.86 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ფარგლებში - 2015 წლის 20 მაისის ჩათვლით, სიცოცხლის დაზღვევა - 16.26 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 106.85 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება განისაზღვრა 24 თვის ვადით 2015 წლის 20 მაისის ჩათვლით, ხოლო სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2017 წლის 26 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი(ს.ფ.16-19)
-დავალიანების ცნობა (ს.ფ.46)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ შ.პ.ს.,, მ----------------- ო---------–-- კ-------ს“ სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს ს.ს. ,, კ-------------“(ს/კ 2--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.47-51).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. კ-------------ს”-ს სარჩელი ნ-------ი კ------ის, მ--------- ა-----ის და კ--–---------- კ------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და სიცოცხლის დაზღვევის მოთხოვნა დასაბუთებულია და შეესაბამება კანონს, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, რომელიც ხელშეკრულებაში წარმოდგენილია ჯარიმის სახით უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
დადგენილია რომ 2013 წლის 30 მაისს შ.პ.ს. ,,მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს და ნ------- კ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N20130516NKAPA, რომლის თანახმადაც მან მიიღო სესხი მოსარჩელისაგან 2500 აშშ დოლარის ოდენობით. 24 თვის ვადით 2015 წლის 20 მაისის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში მითითებულ საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.1. 6.1. 6.2 პ-ტები). სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია და შეადგენს 1.33%-ს. სესხის ხელშეკრულების 7.1.პ-ტის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა ( პირგასამტეხლო) ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელი ვალდებული იყო დაეზღვია სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ ო---------–--ში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება განისაზღვრა 24 თვის ვადით 2015 წლის 20 მაისის ჩათვლით. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოპასუხეების მიერ გადასახდელი საპროცენტო სარგებლის დარჩენილი ოდენობა შეადგენს - 17.86 აშშ დოლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სიცოცხლის დაზღვევის თანხის - 16,26 ა.შ.შ. დოლარის გადახდა.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების 7.1.პ-ტის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა ( პირგასამტეხლო) ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 41.91 აშშ დოლარი გადასახდელად.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად მ--------- ა-----ემ და კ--–---------- კ------ემ ვალდებულება იკისრეს შპს ”მ----------------- ო---------–-- კ-------”-ს წინაშე, 2013 წლის 16 მაისს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ნ-------ი კ------ის ვალდებულების შესასრულებლად.
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდებები - მ--------- ა-----ე და კ--–---------- კ------ე ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
ამდენად სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 495.08 ა.შ.შ. დოლარის (ოთხასოთხმოცდათხუთმეტი და რვა მეასედი) გადახდა (საიდანაც 419.05 ა.შ.შ. დოლარი არის ძირითადი თანხა 17.86 ა.შ.შ. დოლარი არის პროცენტი, სიცოცხლის დაზღვევა არის 16.26 ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლო 41.91 ა.შ.შ. დოლარი).
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებმა ნ------- კ------ემ, მ--------- ა-----ემ და კ--–---------- კ------ემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი 419.05 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. მოპასუხეებს სს. ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6 ლარისა და 79 თეთრის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,,კ-------------“ -ს (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ნ-------ი კ------ეს, მ--------- ა-----ეს და კ--–---------- კ------ეს სოლიდარულად დაეკისროთ ს.ს. ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ 495.08 ა.შ.შ. დოლარის (ოთხასოთხმოცდათხუთმეტი და რვა მეასედი) გადახდა. (საიდანაც 419.05 ა.შ.შ. დოლარი არის ძირითადი თანხა 17.86 ა.შ.შ. დოლარი არის პროცენტი, სიცოცხლის დაზღვევა არის 16.26 ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლო 41.91 ა.შ.შ. დოლარი).
2. ნ-------ი კ------ეს, მ--------- ა-----ეს და კ--–---------- კ------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ 6 ლარისა და 79 თეთრის გადახდა.
3. ს.ს. ,,კ------- ბანკ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 37 ლარი და 41 თეთრი (საგადახდო დავალება N 441 თარიღი - 22.09.2017 წელი; გადამხდელი - სს კ-------------; გადამხდელის ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“; ბანკის კოდი - TRESGE22; თანხა - 50 ლარი) კანონით დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი