განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2018
საქმის ნომერი
200100117002051282
დავის ტიპი
260 1
თარიღი
24.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100117002051282

№1/223-17

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

24 იანვარი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----- გ---–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლ---- ჭ-----–---–ი

ბრალდებული: მ--–---- მ------–-–---–ი

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ქ.თელავი, კ-------ს ქუჩა N9

მცხოვრები: ქ.თელავი, კ-------ს ქუჩა N9

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის ზაფხულში, მ--–---- მ------–-–---–მა თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

2. 2017 წლის 27 ივლისს, ქ. თელავში, კ-------ს ქუჩა N9-ში მდებარე მ--–---- მ------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რაც ქიმიური ექსპერტიზის N148/სქ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ნედლ „მარიხუანას“, წონით 42,68 გრამს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ლ------------–-–---–ის, გ------- მ------–-–---–ის, მ-------------–---–ის, ლ--–--------–-–---–ის, ნ------------–---–ის და ზ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--–---- მ------–-–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5. სასამართლოს ბრალდებულ მ--–---- მ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ ნასამართლევია.

სასჯელის არ გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო მოიშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან პარლამენტის მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ნაცვლად ახალი ნორმის მიღებამდე და ძალაში შესვლამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ქცევის სწორი წესი (ნორმის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება) წარმოადგენს სამართლის წყაროს - სამოსამართლო სამართლის, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში შექმნილ სამართლის ნორმას, ანუ ზოგადსავალდებულო ქცევის წესს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ანალოგიური სამართალურთიერთობის მონაწილეებმა და სასამართლომ დავის გადაწყვეტისას.

8. სასამართლოს მოსაზრებით სანქციის არ არსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას რაიმე სამართლებრივი ნორმის არ არსებობა, რითაც შეიძლება სასამართლომ იხელმძვანელოს უნდა ჩაითვალოს მითითებული საპროცესო კანონის ხარვეზად, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ--–---- მ------–-–---–ის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპატიმრო სასჯელის გამოყენება, ნარკოტიკული საშუალება ნედლი ”მარიხუანას“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, გარდა თავისუფლების აღკვეთისა, სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასასამართლოს 2015 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, ბრალდებულ მ--–---- მ------–-–---–ს არ უნდა დაენიშნოს სასჯელი.

 

პირობითი მსჯავრის არ გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის არ დანიშვნის დასაბუთება:

 

10. თელავის რაიონულის სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით მ--–---- მ------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში) და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლით, საიდანაც რეალურად მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლით ჩაეთვალა პირობით 06(ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით.

11. მ--–---- მ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2013 წლის 27 მარტიდან.

12. 2015 წლის 26 მარტს იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

13. მიუხედავად იმისა, რომ მ--–---- მ------–-–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი, შემდეგი გარემოებების გამო: მ--–---- მ------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ ენიშნება სასჯელი, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სანქციის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო საკონსტრიტუციოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოცემულ შემთხვევაში სისხლისამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირობას წარმოადგენს ის, რომ გაუქმებული პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილი უნდა დაემატოს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს. კონკრეტულ შემთხვევაში, მ--–---- მ------–-–---–ს სასჯელი არ დანიშვნია. მართალია ფორმალურად არსებობს პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველი, თუმცა არ არსებობს სასჯელი რომელსაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით მოუხდელი ნაწილი. თუ სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და თუნდაც ნაწილობრივ, 01(ერთი) დღით, გააცოცხლებს მოუხდელ სასჯელს, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ვინაიდან, მ--–---- მ------–-–---–ს მაინც ნარკოტიკული დანაშაულისათვის მოუწევს თავისუფლების აღკვეთის სახით, სასჯელის მოხდა. მოუხდელი სასჯელიდან სიმბოლურად ერთი დღის დამატება, ასევე, გამოიწვევს დანაშაულის წახალისებას. ერთი დღე თავისუფლების აღკვეთის სანაცვლოდ პირობითი მსჯავრის მოხდისაგან გათავისუფლება, ხშირ შემთხვევაში წამახალისებელი იქნება.

14. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მ--–---- მ------–-–---–მა დამოუკიდებლად უნდა მოიხადოს თელავის რაიონულის სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

15. მ--–---- მ------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 გადაწყვეტილებით, არ დაენიშნოს სასჯელი.

16. მ--–---- მ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

17. მ--–---- მ------–-–---–ს ''ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე 05(ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

18. ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკშემცველი „კანაფის“ მცენარე, წონით 0,14 გრამი, გამომშრალი „მარიხუანა“, წონით 0,11 გრამი და ნედლი „მარიხუანა“, წონით 41,68 გრამი, რომლებიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

19. ერთი ცალი CD დისკი, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

20. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური