გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.01.2018
საქმის ნომერი
120310017001680810
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 12-310017001680-10 -3/016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 იანვარი, 2-18 წელი ქ------––---

ა---––---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

მოსარჩელე - ა--------------–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----–------------–---–ი

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისი

წარმომადგენელი - ი------------–---–ი

მესამე პირები - ,,------------" (მონაწილეობის გარეშე)

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა---––---ს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ა--------------–-–---–მა და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო განცხადებაზე N8----------- დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ფარგლებში საკადასტრო კოდით: 6----------- ქონების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-16 წლის 16 დეკემბრის N------ ადმინისტრაციულ საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც უცვლელი დარჩა გადაწყვეტილება N--------------- (1-.1--2---–) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და გადაწყვეტილება N--------------- (2-.1--2---–) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი გადაწყვეტილება N---------------(1-.09.2-16) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და გადაწყვეტილება N---------------(2-.1--2---–) სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

1.4. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---ს სარეგისტრაციო სამსახურს 1----–-–---------სის ა---––---ს საქალაქო საკრებულოს N5---0 გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს სარეგისტრაციო განცხადებაზე N8----------- დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით უძრავი ქონების რეგისტრაცია მის სახელზე ფართით 51-კვმ. ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის, მდებარე ქ------––---, ი---------––----–-ს ქუჩის ბოლოში, ვ--------------ის აღ-------–-------------------------

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

1----–-–---------სს ა---––---ს საქალაქო საკრებულოს 5---0 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი თხოვნა და გამოეყო 51- კვმ. მიწის ფართობი ინდივიდუალურ ბინათმშენებლობისათვის, მდებარე ქ------––---, ი---------––----–-ს ქუჩის ბოლოში, ვ--------------ის აღ-------–------------------------- აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის შედგენა და კონტროლი მშენებლობაზე ეთხოვა არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილებას. მიწის რესურსების და მიწის კადასტრის განყოფილების მიერ შედგენილი იქნა მიწის ნაკვეთის პასპორტი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხსენებული დოკუმენტაცია კანონმდებლობის შესაბამისად არის შედგენილი და უფლებამოსილი ორგანოების მიერ არის გაცემული, რომელსაც გააჩნია იურიდიული ძალა და არის უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის უფლების დამდგენი დოკუმენტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---ს სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინე განცხადება N----------------- სექტემბერი 2-16 წელი და მოითხოვა აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე ა---––-------------––----–-- ქუჩის ბოლოში (ზონა: ახ--––--------------------–--------––---- რაზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება N 8------------0- (1-.1--2---–) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რის გამოც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 2-16 წლის 07 ოქტომბერს 12:00 საათზე დაინიშნა მედიაცია. დანიშნულ შეხვედრაზე გამოცხადa მხოლოდ ის, არ გამოცხადდა მეორე მხარე და ამ მიზეზით მედიაცია ვერ შედგა/გაუქმდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა---––---ს სარეგისტრაციო სამსახურის N 8------------0- (2-.1--2---–) გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მიზეზით, რომ სარეგისტრაციო წარმოების დროს წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების მიხედვით ზედდებაში აღმოჩნდა რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, მოთხოვნილი იყო მედიატორის ჩართვა, რომელიც განხორციელდა და საბოლოოდ მედიატორის მიერ წარმოდგენილი ოქმის (N 1------- 2---–) მიხედვით, ვინაიდან მეორე მხარის შესახებ ინფორმაცია უცნობია, მედიაცია არ შედგა/გაუქმდა მედიაციის პროცესი.

 

ხსენებული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა კანონით დადგენილ ვადებში საჯარო რეესტრი ეროვნულ სააგენტოში, მაგრამ აღნიშნულმა ორგანომ 2-16 წლის 16 დეკემბერს N 3---- გადაწყვეტილებით უარი მითხრა 2-16 წლის 15 ნოემბერს N 3-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით რომ: უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით სარეგისტრაციო უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი: 6-----------) რეგისტრირებულია დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით. სარეგისტრაციო განცხადებას N 8----------- დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, დგინდება ზედდება N6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან და სარეგისტრაციო განცხადებასთან N 8----------- დაკავშირებით ჩანიშნული შეხვედრა არ შედგა და ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა ი------------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის და რეგისტერაციის შესახებ სრულად შეესაბამება მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, სრულად არის გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.2. საქმეში აუცილებელ მესამე პირად ჩაბმულ პირებს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1----–-–---------სს ა---––---ს საქალაქო საკრებულოს 5---0 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა--------------–-–---–ის განცხადება და გამოეყო 51- კვმ. მიწის ფართობი ინდივიდუალურ ბინათმშენებლობისათვის, მდებარე ქ------––---, ი---------––----–-ს ქუჩის ბოლოში, ვ--------------ის აღ-------–------------------------- აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის შედგენა და კონტროლი მშენებლობაზე ეთხოვა არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილებას. მიწის რესურსების და მიწის კადასტრის განყოფილების მიერ შედგენილი იქნა მიწის ნაკვეთის პასპორტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1----–-–---------სს ა---––---ს საქალაქო საკრებულოს 5---0 გადაწყვეტილება(სფ.16),- მიწის ნაკვეთის პასპორტი(სფ.17).

 

3.1.2. 2-16 წლის 0- სექტემბერს ა--------------–-–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარადგინა განცხადება N 8----------- და მოითხოვა აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე ა---––-------------––----–-- ქუჩის ბოლოში (ზონა: ა---––--------------------–--------––-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება N 8------------0- (1-.1--2---–) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, (ს.ფ.19).

 

3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 1- სექტემბრს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N--------------- (1-.1--2---–) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რადგან N8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციო წარდგენილ და 8----------- განაცხადზე წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დამატებით წარედგინა კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და დავის გამოვლენის შემთხვევაში განესაზღვრათ ვადა 3 სამუშო დღე მედიატორის/მედიატორის გამოსავლენად. 30 დღის ვადაში კორექტირებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის ან მედიატორის შერჩევის შესახებ ერთობლივი განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მედიატორი ნოტარიუსი არჩეული იქნებოდა სააგენტოს მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის გადაწყვეტილება N 8------------0- (1-.1--2---–) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ(ს.ფ.19).

 

3.1.4. 2-16 წლის 22 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ვიზიტის საფუძველზე ნოტარიუს ლ--------------ან, როგორც მედიატორ ნოტარიუსთან, 2-16 წლის 7 ოქტომბერს დანიშნა მედიაცია.

 

მედიაციის პროცესის მომზადების და ჩატარების მიზნით, პროცესის მეორე მხარის ვინაობის და მისი საკონტაქტო მონაცემების დასადგენად მედიატორი მობილური ტელეფონით რამოდენიმეჯერ დაუკავშირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებელ მუშაკებს, რომელთაგან მიიღო პასუხი, რომ მეორე მხარის შესახებ ინფორმაცია დახურული იყო. დანიშნულ შეხვედრაზე გამოცხადდა, მხოლოდ ერთი მხარე-ა--------------–-–---–ი, რომელსაც განემარტა, რომ მედიაცია ვერ შედგებოდა, რადგან მედიატორი ნოტარიუსისათვის უცნობი იყო დავის/პროცესის მონაწილე მეორე მხარე, რის გამოც არ შედგა/გაუქმდა მედიაციის პროცესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2-16 წლის 07 ოქტომბრის მედიატორ ნოტარიუსს ლ------------ ოქმი(ს.ფ.22).

 

3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 2- ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ა--------------–-–---–ის განცხადების გამო იმ მიზეზით, რომ სარეგისტრაციო წარმოების დროს წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების მიხედვით ზედდებაში აღმოჩნდა რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, მოთხოვნილი იყო მედიატორის ჩართვა, რომელიც განხორციელდა და საბოლოოდ მედიატორის მიერ წარმოდგენილი ოქმის (N 1------- 2---–) მიხედვით, ვინაიდან მეორე მხარის შესახებ ინფორმაცია უცნობია, მედიაცია არ შედგა/გაუქმდა მედიაციის პროცესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 2- ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 2-);

 

3.1.6. ა--------------–-–---–ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები N 8------------03 (1-.1--2---–) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და 2-16 წლის 2- ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2-16 წლის 16 დეკემბერს N 3---- გადაწყვეტილებით უარი უთხრა ა--------------–-–---–ს 2-16 წლის 15 ნოემბერს N 3-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით რომ: უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით სარეგისტრაციო უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი: 6-----------) რეგისტრირებულია დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით. ასევე მიეთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N 8------------0- (1-.1--2---–) გადაწყვეტილება კანონიერია, რადგან დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ შესაძლებელი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა, ხოლო ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მედიაცია არ შედგა და არ იყო წარდგენილი კორექტირებული ნახაზი, ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული იქნა 2-16 წლის 2- ოქტომბერს N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც კანონიერია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2----–-–-------------------------------–-------–---(სფ.23-26).

 

3.2.დადგენილი ფაქტობრივი გარემოება.

 

3.2.1. 1----–-–---------სს ა---––---ს საქალაქო საკრებულოს 5---0 გადაწყვეტილება და მიწის ნაკვეთის პასპორტი, წარმოადგენს ა--------------–-–---–ის უფლების დამდგენ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს საფუძველს ა--------------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საჯარო რეესტრში, ხოლო უარი რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებულია მხოლოდ ზედდების გამო საჯარო რეესტრში მესამე პირებზე საკუთრების უფლების დაზუსტებული ფართით რეგისტრაციის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 1- სექტემბრს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N 8------------0- (1-.1--2---–) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ(სფ.19).

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 2- ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 2-);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2----–-–-------------------------------–-------–---(სფ.23-26).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. სასამართლოს მიერ მხარეთა მონაწილეობის გარეშე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მესამე პირემზე, როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე ამ რეგისტრაციის საფუძველია წარმოშობილია 1----–-–---------სს ა---––---ს საქალაქო საკრებულოს 5---0 გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით 15-18 წლის შემდეგ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’; საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ ,6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

- 1----–-–---------სს ა---––---ს საქალაქო საკრებულოს 5---0 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა--------------–-–---–ის განცხადება და გამოეყო 51- კვმ. მიწის ფართობი ინდივიდუალურ ბინათმშენებლობისათვის, მდებარე ქ------––---, ი---------––----–-ს ქუჩის ბოლოში, ვ--------------ის აღ-------–------------------------- აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის შედგენა და კონტროლი მშენებლობაზე ეთხოვა არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა განყოფილებას. მიწის რესურსების და მიწის კადასტრის განყოფილების მიერ შედგენილი იქნა მიწის ნაკვეთის პასპორტი.

1----–-–---------სს ა---––---ს საქალაქო საკრებულოს 5---0 გადაწყვეტილება და მიწის ნაკვეთის პასპორტი, წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას ა--------------–-–---–ის მიერ.

 

დადგენილია, რომ 2-16 წლის 0- სექტემბერს ა--------------–-–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარადგინე განცხადება N 8----------- და მოითხოვა აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე ა---––-------------––----–-- ქუჩის ბოლოში (ზონა: ა---––--ე, სექტორი: ქალაქი ა---––--ე.

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 1- სექტემბრს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N--------------- (1-.1--2---–) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რადგან N8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციო წარდგენილ და 8----------- განაცხადზე წარდგენილი უძრავი ნივთისსაკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დამატებით წარედგინაკორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და დავის გამოვლენის შემთხვევაში განესაზღვრათ ვადა 3 სამუშო დღე მედიატორის/მედიატორის გამოსავლენად. 30 დღის ვადაში კორექტირებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის ან მედიატორის შერჩევის შესახებ ერთობლივი განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მედიატორი ნოტარიუსი არჩეული იქნებოდა სააგენტოს მიერ.

 

- 2-16 წლის 22 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ვიზიტის საფუძველზე ნოტარიუს ლ--------------ან, როგორც მედიატორ ნოტარიუსთან, 2-16 წლის 7 ოქტომბერს დანიშნა მედიაცია.

 

მედიაციის პროცესის მომზადების და ჩატარების მიზნით, პროცესის მეორე მხარის ვინაობის და მისი საკონტაქტო მონაცემების დასადგენად მედიატორი მობილური ტელეფონით რამოდენიმეჯერ დაუკავშირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებელ მუშაკებს, რომელთაგან მიიღო პასუხი, რომ მეორე მხარის შესახებ ინფორმაცია დახურული იყო. დანიშნულ შეხვედრაზე გამოცხადდა, მხოლოდ ერთი მხარე-ა--------------–-–---–ი, რომელსაც განემარტა, რომ მედიაცია ვერ შედგებოდა, რადგან მედიატორი ნოტარიუსისათვის უცნობი იყო დავის/პროცესის მონაწილე მეორე მხარე, რის გამოც არ შედგა/გაუქმდა მედიაციის პროცესი.

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 2- ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ა--------------–-–---–ის განცხადების გამო იმ მიზეზით, რომ სარეგისტრაციო წარმოების დროს წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების მიხედვით ზედდებაში აღმოჩნდა რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, მოთხოვნილი იყო მედიატორის ჩართვა, რომელიც განხორციელდა და საბოლოოდ მედიატორის მიერ წარმოდგენილი ოქმის (N 1------- 2---–) მიხედვით, ვინაიდან მეორე მხარის შესახებ ინფორმაცია უცნობია, მედიაცია არ შედგა/გაუქმდა მედიაციის პროცესი.

 

1----–-–---------სს ა---––---ს საქალაქო საკრებულოს 5---0 გადაწყვეტილება და მიწის ნაკვეთის პასპორტი, წარმოადგენს ა--------------–-–---–ის უფლების დამდგენ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს საფუძველს ა--------------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საჯარო რეესტრში.

 

- სასამართლოს მიერ მხარეთა მონაწილეობის გარეშე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მესამე პირემზე, როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე ამ რეგისტრაციის საფუძველია წარმოშობილია დაახლოებით 1----–-–---------სს ა---––---ს საქალაქო საკრებულოს 5---0 გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით 15-18 წლის შემდეგ.

 

- ა--------------–-–---–ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები N 8------------0- (1-.1--2---–) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და 2-16 წლის 2- ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, რომელმაც 2-16 წლის 16 დეკემბერს N 3---- გადაწყვეტილებით უარი უთხრა ა--------------–-–---–ს 2-16 წლის 15 ნოემბერს N 3-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით რომ: უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით სარეგისტრაციო უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი: 6-----------) რეგისტრირებულია დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით. ასევე მიეთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N 8------------0- (1-.1--2---–) გადაწყვეტილება კანონიერია, რადგან დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ შესაძლებელი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა, ხოლო ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მედიაცია არ შედგა და არ იყო წარდგენილი კორექტირებული ნახაზი, ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული იქნა 2-16 წლის 2- ოქტომბერს N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც (რომლებიც) მხარეებს აცნობს (აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს (ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მედიაცია სრულდება სანოტარო მედიაციისათვის მიმართვიდან/საქმეში მედიატორის (მედიატორების) ჩართვიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე უფლება რეგისტრირდება ამ კანონით დადგენილი წესით.

 

-მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მედიაცია ვერ შედგა არა იმიტომ, რომ მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა, არამედ მეორე მხარის ვინაობა უცნობი იყო და მედიატორს ვერ ეცნობა მეორე მხარის ვინაობა, რადგან ინფორმაცია დახურული იყო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად, საქმის გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების გარეშე ეთქვა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ვერ დაადასტურა სათანადო არგუმენტირებული მტკიცებულებებით აღნიშნულის აუცილებლობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა, რაც სასამართლოს აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას სახეზეა და მისი გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 2- ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ა--------------–-–---–ის განცხადების გამო იმ მიზეზით, რომ სარეგისტრაციო წარმოების დროს წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების მიხედვით ზედდებაში აღმოჩნდა რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, მოთხოვნილი იყო მედიატორის ჩართვა, რომელიც ვერ განხორციელდა და საბოლოოდ მედიატორის მიერ წარმოდგენილი ოქმის (N 1------- 2---–) მიხედვით, ვინაიდან მეორე მხარის შესახებ ინფორმაცია უცნობია, მედიაცია არ შედგა/გაუქმდა მედიაციის პროცესი, შესაბამისად იმ მიზეზით, რომ მედიაცია ვერ შედგა, რადგან მეორე მხარის შესახებ ინფორმაცია იყო უცნობი/საიდუმლო, ამიტომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება კი არ უნდა შეეწყვიტა და ამით შეელახა მესაკუთრის უფლებები, ვინაიდან დადგენილია, რომ 1----–-–---------სს ა---––---ს საქალაქო საკრებულოს 5---0 გადაწყვეტილებით ა--------------–-–---–ის გამოეყო 51- კვმ. მიწის ფართობი ინდივიდუალურ ბინათმშენებლობისათვის, მდებარე ქ------––---, ი---------––----–-ს ქუჩის ბოლოში, ვ--------------ის აღმოსავლეთ მხარეს, ნაკვეთი N6, ხოლო მესამე პირემზე, როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე ამ რეგისტრაციის საფუძველია სადავო მიწის ნაკვეთზე წარმოშობილია 1----–-–---------სს ა---––---ს საქალაქო საკრებულოს 5---0 გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით 15-18 წლის შემდეგ, არამედ არსებითად გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამდენად შეესაბამებოდა ა--------------–-–---–ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი უფლების დამდგენ დოკუმენტს დართულ მიწის ნაკვეთის პასპორტს და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება საქმისთვის არსებითი გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, რადგან რეგისტრაციის შეწყვეტის გამო ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ა--------------–-–---–ის საქართველოს კონსტიტიციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება, რომლის თანახმად ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“, რის გამოც სასამართლო მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს/კ 6----------- უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ა--------------–-–---–ის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 2- ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, არსებობს აღნიშნული აქტების ბათილობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, ამიტომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების ს/კ 6----------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ა--------------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 2- ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

საქართველოს ზოგადი ,,ადმინისტრაციული კოდექსის” მეორე მუხლის თანახმად ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამავე კოდექსის 2-1-ე მუხლი მესამე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

ამავე კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 601-ე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის განხილვისას არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნული გარემოეები, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-16 წლის 16 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონს, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელე ა--------------–-–---–ის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ამიტომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-16 წლის 16 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 2- ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-16 წლის 16 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 2- ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 2- ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც იწვევს მის ბათილობას, ამიტომ უნდა დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონალურ ოფისს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონალურ ოფისის გადაწყვეტილება N---------------(1-.09.2-16) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც (რომლებიც) მხარეებს აცნობს (აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს (ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისს უნდა გადახდეს თანხა 100 ლარის ოდენობით მოსარჩელე შ--–-------–--–-–---–-- სასარგებლოდ, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-1-, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა--------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების ს/კ 6----------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ა--------------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში;

3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-16 წლის 16 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2-16 წლის 2- ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება;

4. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონალურ ოფისს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონალურ ოფისს დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ა--------------–-–---–ის სასარგებლოდ;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ა---––---ს რაიონული სასამართლოს (ქ------––---, მებაღიშვილის ქ.№6-) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გია ბერაია