განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/50–17) 090100117002238631
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2018 წელი ქ. ა-------–აური
ა-------–აურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე
პროკურორი - ზ------–--–----------
ბრალდებული - დ---------------–----
ადვოკატი - მ----------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე
ბრალდებულ დ---------------–---- მიმართ
მამის სახელი: მ-------
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი: ს----------–------------–-------
მოქალაქეობა: ს----------–---
განათლება: ს-–----–---
ოჯახური მდგომარეობა: გ-------–-------–--
პირადი ნომერი: 0-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–-------–--------------–-----------------------------------–-----–--------–-------------------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ------------------–-------–--------------–-----------------------------------–-----–--------–-------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. დ---------------------------–---- 20---–-–--------ოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ---------–-----–-------------–-------------------–ი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, კედელზე თავი მიარტყმევინა და შემდეგ სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებით სცემა ყოფილი მეუღლე –მ---------–---, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2018 წლის 10 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.158–163).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.სსიპ ლ----------------–--------–---------ამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის პირველი დეკემბრის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თანახმად წარდგენილ;ი სამედიცინო დოკუმენტაციის(რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ა-------–აურის საავადმყოფოს N1--- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გაცემის თარიღი 20---–-–--------ოემბერი) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე მ---------–---მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2017 წლის 24 ნოემბერს, 00:30 საათზე, საიდანაც გაეწერა 2017 წლის 24 ნოემბერს 12:30 საათზე დიაგნოზით: ქალა–სარქვლის მთლიანობა დარღვეული არ არის. დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა(ს.ფ.133–135).
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის N4----- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მ---------–---- სისხლი მიეკუთვნება პირველ ჯგუფს.
გამოსაკვლევად წარდგენილ ქაღალდის ხელსახოცზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება პირველ ჯგუფს.
მ---------–---- სისხლი და გამოსაკვლევად წარდგენილ ქაღალდის ხელსახოცებზე არსებული სისხლი მიეკუთვნება პირველ ჯგუფს. (ს.ფ..138–142).
6. დ---------------–---- წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მსგავს ქმედებას აღარ ჩაიდენს.
7.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–აურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, კ----------–-–---–-- მიერ, 20---–-–--------ოემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ დ---------------–---- მიერ მ---------–---- მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ბრალდებულს აეკრძალა მოძალადის სახლთან მიახლოება, მსხვერპლან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება (97–98).
8.დაზარალებულ მ---------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, მის საცხოვრებელ სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი მეუღლე დ---------------–---, რომელთანაც არ ცხოვრობს სამი წელია, რომელმაც ძალით შეაღწია სახლში და მცირეწლოვანი შვილების, მათე და ლ-----------------–------ს თანდასწრებით დაუწყო ლანძღვა–გინება და ყვირილი. ამის შემდეგ მიუახლოვდა სკამზე მჯდომს, ცალი ხელი მოჰკიდა კისერში და კედელზე კეფით მიარტყმევინა თავი, რა დროსაც ცხვირიდან წასკდა სისხლი, კვლავ მიარტყმევინა თავი ამჯერად ფანჯრის ჩარჩოზე, იმდენად ძლიერად, რომ ჩაკეტილი ფანჯარა გაიღო, ხვეწნისა და ბავშვების ტირილის მიუხედავად თავი არ დაანება. რამდენჯერმე დაარტყა მუშტი რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი. მისი ცემის დროს ატირებული მივარდა უფროსი ვაჟი – 7 წლის მათე, რომელმაც უთხრა მამას თავი დაენებებინა. დიდი რომ ყოფილიყო დაიცავდა დედას. წასვლის დროს დ---------------–---- ნაცვლად დამშვიდებისა, სკამი მოუქნია, რომელიც აიცილა(ს.ფ.6–8; 93–95).
9.არასრულწლოვანი მოწმის, მ--------------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს, საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად. რა დროსაც მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, სხვაგან მცხოვრები მამა, რომლის შემოშვება დედას არ უნდოდა, მაგრამ ძალით შევიდა. იგი ეჩხუბებოიდა დედას, უყვიროდა და აგინებდა. დედა კედელთან იჯდა სკამზე. მამა მივიდა და თავი მიარტყმევინა კედელზე და ფანჯარაზე. ურტყამდა ხელს და მუშტებს თავში, დედას ეტკინა და ტიროდა., სისხლი სდიოდა, რომელსაც ხელსახოცით იწმენდდა. შიშისაგან ასევე ტიროდა მისი ხუთი წლის ძმა ლ-------(ს.ფ. 83–85);
10.ბრალდებულ დ---------------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს იყო მთვრალი, ბავშვების ნახვის მიზნით მივიდა ყოფილ მეუღლესთან, ვინაიდან ყოველდღე ნახულობდა მათ. შევიდა სახლში და დაუწყო საუბარი, რაც გადაიზარდა კამათში, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება. შეაგინა, რასაც შეესწრენ 7 წლის მათე და 5 წლის ლ-------. მ------- გაარტყა სახეში გაშლილი ხელი, რის გამოც თავი მიარტყა კედელს და წამოუვიდა სისხლი, პირველი დარტყმის შემდეგ მიაყოლა კიდევ ორი დარტყმა, გაშლილი ხელით თავში, რასაც უყურებდნენ ბავშვები და მათემ უთხრა თავი დაენებებინა მარიამისათვის (ს.ფ.43–47);
11.საქმეში არსებული 2017 წლის 24 ნოემბრის ოქმით ალკოტესტით შემოწმებაზე დგინდება, რომ ამ დღეს, 02:20 საათზე, სისხლის სამართლის N0----------- საქმესთან დაკავშირებით, FiT 240 N0--------------- ალკოტესტით, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმებული იქნა ბრალდებული დ---------------------------–---- შემოწმებისას ალკოტესტმა აჩვენა 0,358%, რაც ნიშნავს, რომ შემოწმებისას იგი იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. (ს.ფ.9–11);
12.საქმეში არსებული, პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ქორწინების მოწმობით, ლ------- და მ--------------–---ების დაბადების მოწმობებით დგინდება, რომ მ---------–--- და დ---------------–--- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2010 წლის 19 თებერვლიდან. მ--------------–--- დაბადებულია 2010 წლის 26 თებერვალს, ხოლო ლ-----------------–--- 2012 წლის 17 ივლისს(ს.ფ.79; ს.ფ.99–100);
13.2017 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ დ---------------–---- დანაშაული ჩაიდინა 23 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე(ს.ფ.109–111);
14.შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, 2017 წლის 24 ნოემბრის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ მ---------–----აგან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მიეწოდა შეტყობინების გზით, რომლის დაკითხვის შემდგომ, 2017 წლის 24 ნოემბერს 02 საათსა და 20 წუთზე დაკავებული იქნა დ---------------–---(ს.ფ.; 2; ს.ფ. 12–14);
15. დ---------------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: 20---–-–--------ოემბრის მოწმე ლ-------------- დაკითხვის ოქმით; 20---–-–--------ოემბრის მოწმე ე-–------------ დაკითხვის ოქმით; 20---–-–--------ოემბრის ოქმით სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების შესახებ, 20---–-–--------ოემბრის ოქმით ნათესავის დაკავებაზე ოჯახის წევრისთვის შეტყობინების შესახებ, 20---–-–--------ოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; 20---–-–--------ოემბრის ოქმით არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 20---–-–--------ოემბრის დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2017 წლის 25 ნოემბრის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2017 წლის 25 ნოემბრის ოქმით სისხლის ნიმუშის აღების შესახებ; 20---–-–--------ოემბრის დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2017 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 20---–-–--------ოემბრის დ---------------–---- ნასამართლობის ცნობით; 20---–-–--------ოემბრის დ---------------–---- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; 20---–-–--------ოემბრის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან დ---------------–---- შესახებ; 2016 წლის 19 იანვრის ა-------–აურის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ; 2013 წლის 29 ოქტომბრის ა-------–აურის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ; 2012 წლის 6 მარტის ა-------–აურის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ; 2012 წლის 10 მაისის ა-------–აურის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ; 2012 წლის 5 მარტის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ; ა-------–აურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განაჩენით; 20---–-–--------ოემბრის შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; ინფორმაციით შვილების შესახებ; 20---–-–--------ოემბრის მ---------–---- განცხადებით სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღებაზე, 20---–-–--------ოემბრის მ---------–---- ფორმა N100–თ; გ--------------–---- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატით, 20---–-–--------ოემბრის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით–ფორმა N1; დ---------------–---- ფორმა N1–თ; მ---------–---- ფორმა N1–თ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; 20---–-–--------ოემბრის დადგენილებით მ---------–---- დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2017 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით დ---------------–---- ბრალდების შესახებ; 2017 წლის 25 ნოემბრის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2017 წლის 26 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; მომართვით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დ---------------–---- შესახებ;
16.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა დ---------------–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
18. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------------–---- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
19. დ---------------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. სამსახურისა და მეზობლებისაგან ხასიათდება დადებითად.
20. დ---------------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ჩადენა მთვრალ მდგომარებაში
სასჯელის დასაბუთება:
დ---------------–---- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნი შვილების, ხუთი წლის ლ------- ტ-------–---- და 7 წლის მ--------------–---- თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის, ცალკე მცხოვრები მისი მეუღლის და ბავშვების დედის მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი- ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, და მისი გამოყენება სასამართლოს მხრივ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების სიტუაციის ზუსტი ანალიზის, თანამდევი შედეგის და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობის შედეგს უკავშირდება.
ბრალდებულის მხრივ დაზარალებულთან მიმართებაში დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მეხუთე პუნქტის მოთხოვნა ,,არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა ...”, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მეხუთე მუხლის პირველი წინადადების დათქმა: ,,არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას, ან სასტიკ, არაადამიანურ, ან მისი ღირსების დამამცირებელ მოპყრობას”, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მესამე მუხლის დათქმა: ,,არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემბღალავ მოპყრობას...”
ბრალდებულის ქმედებით შეილახა დაზარალებულის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული უფლება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის შესახებ, რომელიც შეეხება ადამიანის ორ ფუნდამენტურ უფლებას: თავისუფლებასა და თანასწორობას.. თავისუფლება გულისხმობს ადამიანის დაცულობას დისკრიმინაციისაგან და ამდენად, ის უახლოვდება თანასწორობის კონცეფციას. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია ...განურჩევლად სქესისა” .
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.
თავისი ქმედებით ბრალდებულმა შელახა მისი მეუღლის ღირსება, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტი აღიარებს ,,მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას”, ამავე მუხლის მესამე ნაწილით ,,დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
ბრალდებულმა თავისი ქმედებით, როცა ფიზიკური ძალადობა განახორციელა მცირეწლოვანი ბავშვების თვალსაწიერში დაზარალებულზე, შელახა როგორც დაზარალებულის, ისე მისი შვილის უფლება, იცხოვრონ მშვიდ და წყნარ გარემოცვაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის”, (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), პრეამბულა აღიარებს რომ ,,ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში”, რისი იგნორირებაც 7 წლის მათესთან და 5 წლის ლ-------სთან მიმართებაში ბრალდებულის ქმედებით დადასტურდა.
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის”, მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს:, ,,მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას იღებენ იმ მიზნით, რომ ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყოველნაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან....”
სასამართლო ბრალდებულის ქმედებას - მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მათ დედაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას აფასებს, როგორც ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებას.
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის”, მესამე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი,-სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები- უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის”.
ბრალდებულმა დ---------------–---- როგორც მამამ შვილების თანდასწრებით მეუღლეზე საკუთარი ძალის დემონსტრირებით შელახა მისი შვილების ,,ბავშვის უფლებათა კონვენციით”, გარანტირებული მითითებული უფლებები.
ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ჩადენილი დანაშაულის მოტივის და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ დ---------------–---- უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
მსჯავრდებული პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით დ---------------–---- მიმართ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით და მისი ნაწილის პირობითად ჩათვლით, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დ---------------–---- მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
იმის გათვალისწინებით, რომ დ---------------–--- ბრალდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მის მიმართ დადგენილი საპატიმრო სასჯელიდან პირობით მსჯავრად უნდა ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი.
განსახილველ საქმეზე სასამართლო მიიჩნევს, რომ დ---------------–---- მიმართ სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება, ხოლო დანიშნული საპატიმრო სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა არის აუცილებელი, მისი გამოყენების მიზანი -ლეგიტიმური და შეფარდებული სასჯელის ზომა „დასახული ლეგიტიმური მიზნის“ პროპორციული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე–274ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული დ---------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან 1(ერთი) წლიდან, პენიტენციური დეპარტამენტის საპატიმრო დაწესებულებაში მოიხადოს 6(ექვსი)თვე, ხოლო 6(ექვსი)თვე, სისხლის სამართლის კოდექსის 63–64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ დ---------------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 20---–-–--------ოემბრის 02 საათისა და 20 წუთიდან, ფაქტობრივი დაკავების დროდან.
3.გაუქმდეს ბრალდებულ დ---------------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ დ---------------–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ორი ცალი ხელსახოცი და მ---------–---- სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ა-------–აურის სამმართველოში, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ა-------–აურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი