განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/48–17) 090100117002233744
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2018 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - ს-----------------
ადვოკატის – მ----------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ ს----------------- მიმართ
მამის სახელი: ჟ------
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი:------------–------------–-------
მოქალაქეობა: ს----------–---
განათლება: ს-–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–--
პირადი ნომერი: 0-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–---------–----–------------------–---------------–-----------–-------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ------------------–---------–----–------------------–---------------–-----------–-------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართრლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ს----------------, 2017 წლის 12 ოქტომბერს, ა-------–----------------------ს ნ------–-----ის სატყეოს 31–ე კვარტლის მეოთხე ლიტერში არსებული ტყეკაფიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სოციალური ჭრისთვის განკუთვნილ 2,5 კუბური მეტრი მოცულობის მეორე ხარისხის წიფლის ჯიშის ხე–მორს, რამაც 285 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2017 წლის 10 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.102–106).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. ს----------------მ, სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყ-----------------------–------------ო სვანეთის სატყეო სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის N2--------- მიწერილობით, ა-------–------------------–---------თველოს უფროსისადმი, დასტურდება, რომ რეაგირებისათვის გადაიგზავნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დასვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართვცელოდან შესული მასალები სსიპ ეროვნილი ეროვნული სატყეო სააგენტოს რ-----–------------------ო სვანეთის სატყეო სამსახურის ა-------–----------------------ს ნ------–-----ის სატყეოს (სამცველო N13) 32–ე კვარტლის მე–4 ლიტერში გამოყოფილი სოციალური ჭრის N-------------- ტყეკაფიდან ა-------–-------------–---ლიტეტის სოფელ ნ------–-----აში მცხოვრებ მოქალაქე ს----------------- მიერ 2,50 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის ჯიშის მეორე ხარისხის ხე–ტყის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე(ს.ფ.2);
6.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყ-----------------------–------------ო სვანეთის სატყეო სამსახურის 2017 წლის 8 ნოემბრის N2--------5 მიწერილობით, ა-------–------------------–---------თველოს დეტექტივ–გამომძიებლისადმი, ა-------–------------------–----------ველოში მიმდინარე სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, რომელიც ეხება მოქალაქე ს----------------- მიერ ა-------–----------------------ს ნ------–-----ის სატყეოს(სამცველო N13) 32–ე კვარტლის მე–4 ლიტერში სოციალური ჭრისათვის მონიშნული მეორე ხარისხის 2.5 კუბური მეტრი მერქნული რესურსის ქურდობის ფაქტს, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 285 ლარი (ს.ფ.49–50).
6.მოწმის სახით დაკითხული გ---–--------–---–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ს----------------მ ა-------–----------------------ს ნ------–-----ის სატყეოს (სამცველო N13) 32–ე კვარტლის მე–4 ლიტერიდან, უკანონოდ, შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება გაუკეთა დაახლოებით 2.5 კუბური მეტრ წიფლის ჯიშის მეორე ხარისხის საშეშე მერქანს. ს---------------- განუმარტა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, N13 სამცველოში დანომრილი ხეები იყო მოჭრილი, რომელიც დატვირთა მის კუთვნილ ავტომანქანაზე უკანონოდ და გადაჰქონდა ა-------–-----–ი. (ს.ფ.16–18).
7.დაზარალებულის სახით დაკითხული პ--------------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს, სამსახურის მეტყევემ, ხ---------------, ქ. ა-------–-----–ი გააჩერა ს----------------, რომელსაც ავტომანქანაში აღმოაჩნდა ა-------–----------------------ს ნ------–-----ის სატყეოს(სამცველო N13) 32–ე კვარტლის მე–4 ლიტერიდან, მოპარული 2.5 კუბური მეტრი საშეშე მერქანი, რაზედაც შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და რადგან ს----------------- ქმედება შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის–ქურდობის ნიშნებს, მასალები რეაგირებისათვის გადაეგზავნა ა-------–------------------–----------ველოს. მოხდა ზიანის გაანგარიშება და ს----------------- მიერ ჩადენილი ქურდობით, სახელმწიფოს მიადგა 285 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი (დაზარალებულის დაკითხვის ოქმი, ს.ფ.72–74).
8.2017 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ს----------------მ დანაშაული ჩაიდინა 2017 წლის 12 ოქტომბერს(დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.75–77);
9.2017 წლის 12 ოქტომბრის მიღება–ჩაბარების აქტით და ხელწერილით ამოღებული ნივთმტკიცების შესანახად ჩაბარების შესახებ, დგინდება, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს რ-----–------------------ო სვანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა გ---–--------–---–-- ს----------------ს დროებითი შენახვის მიზნით მიაბარა 2.5 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის საშეშე მერქანი, რომელიც შემდგომ გამომძიებლის მიერ დაჭრილ მდგომარეობაში შეშის სახით ხელწერილით ჩაბარდა თ-------------------- (ს.ფ.:5;ს.ფ.44).
10.ცაგერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რ-----–------------------ო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 15 ნოემბრის N8---- მიწერილობით რ-----–------------------ო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ა-------–------------------–---------თველოს დეტექტივების განყოფილებისადმი, დგინდება, რომ ს----------------ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც არ აქვს გადახდილი და ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
10. ს----------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2017 წლის 3 ნოემბრის მოწმე გ---–--------–---–-- გამოკითხვის ოქმით, 2017 წლის 4 ნოემბრისა და 2017 წლის 16 ნოემბრის მოწმე ხ--------------- გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 8 ნოემბრის მოწმე თ--------------------- გამოკითხვის ოქმით, 2017 წლის 14 ნოემბრის მოწმე ა---------–----------- გამოკითხვის ოქმით, 2017 წლის 15 ნოემბრის მოწმე ლ----------------- გამოკითხვის ოქმით, 2017 წლის 21 ნოემბრის დაზარალებულის წარმომადგენლის პ--------------- გამოკითხვის ოქმით, 2017 წლის 8 ნოემბრის, 16 ნოემბრის და 21 ნოემბრის ბრალდებულ ს----------------- მოწმე გამოკითხვის ოქმებით; 2017 წლის 8 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; 2017 წლის 21 ნოემბრის დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით, 2017 წლის 21 ნოემბრის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, 2017 წლის 3 ნოემბრის ცნობით ს----------------- ნასამართლობის შესახებ, 2017 წლის 3 ნოემბრის ცნობით ს----------------- ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, ცნობით და ამონაწერით სოციალური მომსახურების სააგენტდან ს----------------- შესახებ, 2016 წლის 24 ნოემბრის ს----------------- განაჩენის ასლით, 2017 წლის 15 ნოემბრის პასუხით სააღსრულებო ბიუროდან ს----------------- მიერ ჯარიმის თანხის გადაუხდელობის შესახებ, 2017 წლის 18 ოქტომბრის სატყეო სამსახურიდან გადმოგზავნილი მასალებით, 2017 წლის 8 ნოემბრის თ--------------------- ხელწერილით ნივთის ჩაბარებაზე, 2017 წლის 8 ნოემბრის პასუხით სატყეო სამსახურიდან ზიანზე და ზიანის გაანგარიშების უწყისით; 2017 წლის 1 ნოემბრის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით– ფორმა N1, ს----------------- ფორმა N1–ით, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, 2017 წლის 7 ნოემბრის პასუხით სატყეო სამსახურიდან დაზარალებულის წარმომადგენლის გამოყოფაზე; 2017 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2017 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით ს----------------- ბრალდების შესახებ; 2017 წლის 21 ნოემბრის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2017 წლის 22 ნოემბრის გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით,11.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ს----------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
12.სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია–დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით..
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
13. ს----------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ არის ნასამართლობის მქონე.
14. ს----------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის ოჯახის მქონე, ეკონომიურად უკიდურესად ხელმოკლე, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას.
სასჯელის დასაბუთება:
15. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ს----------------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს----------------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ამასთან, ს----------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლისს ამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის მოცემულობა, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს და ს----------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, მის მიმართ ახლადდანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსაის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: არის დაოჯახებული, გულწრფელი მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარებაში, ეკონომიურად უკიდურესად ხელმოკლე..
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).
იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ს----------------- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ს---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3(სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე– 5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს ს----------------- მიმართ ცაგერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და ს----------------ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3(სამი) წელი და ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ს----------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ ს----------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ბრალდებულ ს----------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
5. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად საშეშე მერქანი დაჩეხილი სახით, რომელიც დროებითი შენახვის მიზნით ხელწერილით ჩაბარებული აქვს თ-------------------- შემდგომი განკარგვისათვის გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი