გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.01.2018
საქმის ნომერი
340310918002261216
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340310918002261216

საქმე №3/7-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 იანვარი, 2018 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დევი დევიძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ბერიძე

 

განმცხადებელი - თ----–----–--–-–---–ი;

წარმომადგენელი - რ------------------–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე - ი-----------–---–ი, ლ-------------–ი, მ-----------------–ი;

წარმომადგენელი- ნინო ათაბეგაშვილი;

განმცხადებლის მოთხოვნა - დამცავი ორდერის გამოცემა;

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა დასწრებით;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

განმცხადებელმა თ----–----–--–-–---–მა 2018 წლის 17 იანვარს განცხადებით მომართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ი-----------–---–ი და ლ-------------–ი არიან თ----–----–--–-–---–ის გარდაცვლილი მეუღლის ი-–------------–---–ის შვილები, ანუ მისი გერები. განმცხადებელი ი-–------------–---–თან 1985 წლიდან 2014 წლის ნოემბრამდე იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწნინებაში. ცხოვრობდნენ და ოჯახურ მეურნეობას ეწეოდნენ ს------–-----------ში, მისი დედის ნ-------------–---–ის ბინაში, რომელიც იყო ალიზისგან აშენებული და მთლიანად გადააკეთეს იგი. თ----–----–--–-–---–ი ამუშავებდა როგორც ვენახს, ასევე ბაღს და შემოსავალი მთლიანად ოჯახს ხმარდებდა. იგი ასევე უვლიდა ავადმყოფ დედამთილს სიცოცხლის ბოლომდე. თავად ი-–---აც შეზღუდული ქონდა მოძრაობა ფეხზე გადატანილო ოპერაციების გამო და მისი მოვლაც მას უხდებოდა.

ნ-------------–---–ი გარდაიცვალა 2004 წლის 25 მაისს, ი-–------------–---–ი გარდაიცვალა 2014 წლის 11 ნოემბერს და განმცხადებლის განმარტებით, მას შემდეგ დაიწყო მისი ჩაგვრა და არაადამიანური მოპყრობა. მეუღის შვილებმა იგი გააგდეს საახლიდან და დარჩა თავშესაფრის გარეშე. არსებული ოჯახური მეურნეობის გაძღოლისთვის ხელის შეშლით მას მოესპო საარსებო შემოსავალი. ემოციური ტკივილით დიდი ეკონომიკური და მორალური ზიანი მიაყენეს. განმცხადებელმა სცადა კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ მიმართა შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოს შემაკავებელი ორდერის გაცემის მოთხოვნით, მაგრამ გამომძიებლებმა მიმართვით უპასუხეს, რომ მიემართა სასამართლოსთვის.

2014 წლის 29 ნოემბერს ლი-----------–---–მა იგი არ გაუშვა სახლიდან პატრულის მოსვლამდე, დაახლოვებით ერთი საათით შეუზღუდეს გადაადგილება. 2017 წლის 17 სექტემბერს განმცხადებელმა კიდევ ერთხელ სცადა მათთან ტელეფონით დალპარაკება, მაგრამ ლანძღეს და სიძემ მ-----------------–მა კატეგორიულად აუკრძალა დარეკვა და 79 წლის ქალი თავშესაფრის და შემოსავლის გარეშე დატოვეს.

განმცხადებელი თ----–----–--–-–---–ი და მისი წარმომადგენელი დაეთანხმნენ შუამდგომლობას და ითხოვეს დამცავი ორდერის გამოცემა.

მოწინააღმდეგე მხარე და მათი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ განმცხადებლის მოთხოვნას და განმარტეს, რომ განმცხადებლის მიერ მოყვანილი ფაქტები და გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს. ი----ა ლი-----------–---–ები მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში. 1984 წელს გარდაეცვალათ დედა, ამ დროისთვის ი------ 17 წლის, ხოლო ლ----- - 14 წლის. დედის გარდაცვალების შემდეგ , როდესაც მამა არ ბრუდნებოდა სახლში, მათ იცოდნენ, რომ იგი მუშაობდა რკინიგზაში და ხანდახან ღამის ცვლაში უწევდა მუშაობა, რამდენიმე წლის შემდეგ კი გაირკვა , რომ იგი ხანდახან რჩებოდა თ----–----–--–-–---–თან, რომელიც ცხოვრობდა ქ. თბილისში.

2004 წელს გარდაეცვალათ ბებია, ამ დროისთვის და შემდგომ მათი მამა განაგრძობდა თანაცხოვრებას თ----–----–--–-–---–თან, მის საკუთრებაში მყოფ ბინაში ქ. თბილისში. 2010 წელს თ----–----–--–-–---–ი და მათი მამა გადავიდნენ საცხოვრებლად სოფელში, მათი ბებიის სახლში და ერთად ცხოვრობდნენ მათი მამის გარდაცვალებამდე, 2014 წლამდე.

2014 წელს გარდაიცვალა მათი მამა, რომელიც დაკრძალულუა ქ. თბილისში დედის გვერდით. გასვენება და სხვა რიტუალები ჩატარდა ლ-------------–ის სახლში. ი-–------------–---–ს და თ----–----–--–-–---–ს ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, ი-–--- არც მემკვიდრეობა მიუღია, ბებიის სამკვიდრო მიიღეს შვილიშვილებმა.

მამის გარდაცვალების შემდეგ მათთვის მეზობლებიდან ცნობილი გახდა, რომ თამილამ თხილის მოსავალი სრულად გაყიდა, ასევე წაიღო სახლიდან როგორც პირადი ნივთები, ასევე ჭურჭელი და სხვა ქონება. თამილას სურდა სახლის დატოვება, მაგრამ მათ გამოიძახეს პოლიცია და არ მისცეს სახლის დატოვების უფლება პოლიციის მოსვლამდე. აღნიშნულის შემდეგ მათ თ----–----–--–-–---–თან არანაირი სახის ურთიერთობა არ ჰქონიათ. მათი ინფორმაციით იგი ცხოვრობდა სოფ. ჭიკაანში ძმასთან.

ორივე მხარე ითხოვს ადვოკატის ხარჯების დაკისრებას, კერძოდ განმცხადებელი ითხოვს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს 500 ლარის გადახდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე - 1000 ლარის დაკისრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა

სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ განმცხადებელი თ----–----–--–-–---–ი ითხოვს დამცავი ორდერის გამოცემას შემდეგი პირობებით: ი-----------–---–ს, ლ-------------–ს და მ-----------------–ს აეკრძალოს:

· არ შეუზღუდონ ყვარლის რაიონის ს------–-----------ში მდებარე თანაზიარ სახლში ცხოვრება, ოჯახის მაურნეობის გაძღოლა, პირადი ნივთებით სარგებლობა და იმ ქონებით სარგებლობა, რომელიც აუცილებელია ნორმალური არსებობისათვის;

· აეკრძალოთ მასთან მიახლოვება;

· ი-----------–---–ი, ლ-------------–ი და მ-----------------–ი გაფრთხილებულ იქნენორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს, ხოლო მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.

ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, ხოლო მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) უგულებელყოფა − მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა), ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო „თ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით. იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ, მხოლოდ ძალადობის ფაქტის გამოვლენისა და დადასტურების შემთხვევაში. მხოლოდ, განმცხადებლის ვარაუდი და მითითება, რომ არის ძალადობის მსხვერპლი, თავისთავად არ შეიძლება გახდეს წინამდებარე განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მხარეებს კარგი ურთიერთობა არ აქვთ, რადგან ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფის ღონისძიებების განხორციელების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან ამგვარი დამოკიდებულება ამ კანონის მე-4 მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, არ წარმოადგენს ძალადობას.

განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში როდესაც ი-----------–---–ს, ლ-------------–ს და მ-----------------–ს წლების განმავლობაში აღარ ჰქონიათ ურთიერთობა თ----–----–--–-–---–თან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ამ ეტაპზე არ დასტურდება ი-----------–---–ის, ლ-------------–ის და მ-----------------–ის მიერ თ----–----–--–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველი. რაც შეეხება ძალადობის ეკონომიკურ ასპექტს, აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი ყურადღებას ამახვილებს ისეთ ელემენტებზე, როგორიცაა: ”საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვა”.

ახსნა-განმარტების გარდა, განმცხადებელი მითითებული ძალადობის დადასტურებას ეცადა მოწმეების ჩვენებებით. მოწმეების ჩვენებები იყო ირიბი ხასიათის, ყველა ადასტურებდა მხარეების ნორმალური, არაკონფლიქტურ ურთიერთობებს, თუმცა განმცხადებლის სიტყვებზე დაყრდნობით ჩვენებისას აცხადებდნენ, რომ 2014 წლის 29 ნოემბერს მოწინააღმდეგ მხარემ განმცხადებელი გაადეს სოფლის სახლიდან. მხოლოდ ერთმა მოწმემ, კერძოდ, მარიამ აჯიაშვილმა განმარტა, რომ იმ დღეს შეესწრო უსიამოვნო საუბარს მხარეებს შორის, კერძოდ, საუბარი შეეხებოდა იმას, თუ რატომ გაყიდა თ----–----–--–-–---–მა თხილის მოსავალი, ხოლო საუბრის დანარჩენ ნაწილს იგი არ დასწრებია, რადგან მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა მ-----------------–მა. ყველა მოწმემ ერთხმად განმარტეს, რომ სწორედ თხილის რეალიზაციის საკითხმა განაპირობა პოლიციის გამოძახება.

პროცესზე განმცხადებელი და მისი წარმომადგენელი აღნიშნავდნენ, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან გააჩნიათ ქონებრივი ხასიათის პრეტენზიები და მომავალში აპირებენ მათთან ამასთან დაკავშირების დავის დაწყებას. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მან დიდი ხარჯი გასწია ქონების გაუმჯობესებისათვის და სურს, რომ მიიღოს შემოსავალი მეურნეობის გაძღოლის შედეგად.

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის მიზანი არაა ქონებრივი ხასიათის მოთხოვნების პირდაპირ დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში წინა პლანზე დგას ადამიანის არამატერიალური ფასეულობების (ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა) უზრუნველყოფის საკითხი. თუ მხარეებს გააჩნიათ ქონებრივი დავა, ამისთვის არსებობს სამოქალაქო სამართალწარმოების ფორმატი. ძალადობის პრევენცია გულისხმობს მყისიერ რეაგირებას იმწუთიერ ძალადობაზე. ყოველგვარი კონფლიქტი არ გულისხმობს ძალადობას. ადამიანური ურთიერთობები, მათ შორის, ოჯახის წევრებს შორის, უშვებს უთანხმოებას, მაგრამ თუ ეს უთანხმოება გადაიზარდა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობის ან იძულების ფორმით, ეს უკვე არის ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” რეგულირების ობიექტი. ამიტომ, სხვაგვარი კონფლიქტის ამოწურვის, მისი პრევენციის მექანიზმი არ არის დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

ამდენად, თ----–----–--–-–---–მა ვე დაადასტურა მის მიმართ ძალადობის ფაქტი, რის გამოც მისი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თავი VII3 თავი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას. ამის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს სახელმწიფოს ხარჯზე;

ამასთან, ეს გარემოება არ გამორიცხავს სხვა ხარჯების განაწილებას მხარეებს შორის. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

იმავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----–----–--–-–---–ს, ვინაიდან მან ”წააგო” დავა, უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაღებული ადვოკატის ხარჯები. მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის შრომის მოცულობიდან გამომდინარე (წერილობითი მოსაზრების შედგენა და ერთ ზეპირ მოსმენაზე მონაწილეობის მიღება, მის კლიენტებთან ერთად), სასამართლოს გონივრულად მიაჩია, თ----–----–--–-–---–ისათვის 300 ლარის დაკისრება (ნაცვლად 1000 ლარისა) მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს წარმოდგენილი აქვს ადვოკატთან გაფორმებული ხელშეკრულება და მისთვის ჰონორარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2112, 2113, 2115 მუხლებით, ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ----–----–--–-–---–ის განცხადება, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

2. თ----–----–--–-–---–ს ი-----------–---–ის, ლ-------------–ის და მ-----------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ ადვოკატის იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი ხარჯის ნაწილის - 300 ლარის ანაზღაურება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა), გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/