განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2018
საქმის ნომერი
150100118002247169
დავის ტიპი
18 - 360 1 , 360 1
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002247169

საქმე #1/69-16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

სა---------–--ს სახელით

 

29 იანვარი, 20-- წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი – ვა---–-----ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული – ვ-------–-------------ი (დაბადებული 1--- წლის 3-----–--ს, სა---------–--ს მოქალაქე, მცხოვრები ნ----–-----ის რაიონის სოფელ ს--------ში, პირადი №3----------).

ადვოკატი: ოთ-----------–-ძე

თარჯიმანი: გა-–----------------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: სა---------–--ს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის აგვისტოს თვეში, ვ------------მა თვითნებურად, კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, თავისად დაგულვებული უფლების საფუძველზე, გათიბა არ-----------------ს კუთვნილი 1.48..ჰა ფართის სათიბი მიწის ნაკვეთი, მდებარე ნინიწმინდის რაიონის სოფელ ს--------ში, მოთიბული თივა კი წაიღო, რითაც ა------------------ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება:

 

2.1.1. დაზარალებული არ-----------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2003 წლიდან 10 წლის ვადით ნ----–-----ის რაიონის სოფელ ს--------ში იჯარით აღებული ჰქონდა სათიბი მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ადგილას, მათ შორის 5,5 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. 2016 წლის იანვარში მან შეისყიდა იჯარით აღებული აღნიშნული 5,5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც 2016 წლის 1- იანვარს საჯარო რეესტრში გაიფორმა საკუთრების უფლებით, დაზუსტებული ფართობი 54900,00 კვმ, საკადასტრო კოდი 6-.1-.3--0--. 2003 წლიდან იგი აღნიშნული 5,5 ჰა მიწის ნაკვეთიდან თიბავდა 3,3 ჰა, ხოლო დანარჩენ 1,48 ჰა თიბავდა სოფელ ს--------ში მცხოვრები ვ------------ი .მან 2016 წლის ივლისის ბოლოს, ვიდრე სოფლის მოსახლეობა დაიწყებდა სათიბების გათიბვას, განცხადებით მიმართა ნ----–-----ის გამგეობის წარმომადგენელს გ------–---კის ადმინისტრაციულ ერთეულში ლ-------------–---ს და სთხოვა, რომ ვ------------ი გაეფრთხილებინა მისი მიწის ნაკვეთი აღარ გაეთიბა, ვინაიდან ჰქონდა აღნიშნული მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, ვ------------მა მისი კუთვნილი 1485,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი გათიბა და თივა წაიღო. დაახლოებით იქნებოდა 270 ცალი თივის წნეხიი, რომლის 1 წნეხის ღირებულება იმ დროისათვის შეადგენდა - 4.00 ლარს .

 

2.1.2 მოწმე ნ--------------ის , რომ ის ცხოვრობს ნინოწინდის რაიონის სოფელ ს--------ში. 2000 წლიდან იცნობს ვ---- ე------ს და ა------------------ს. ა------------------თან აქვს დაძაბული ურთიერთობა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

2016 წლის 8 აგვისტოს მან გათიბა არ-----------------ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მას შემდეგ, როდესაც უკვე დამთავრებული ჰქონდა გათიბვა, მასთან მივიდა შვილი ა---------–-------ე და უთხრა, რომ სოფელ ს-------ის სპეციალისტმა ა---------–-------ემ მას უთხრა რომ აღნიშნული სათიბი არის არ-----------------ს საკუთრება და მას აღარ გაეთიბა.

მან არ იცოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაფორმებული ჰქონდა ა------------------ს, ამის შესახებ მხოლოდ მიწის ნაკვეთის გათიბვის შემდეგ გაიგო. ხოლო გათიბული თივა, რომელიც 210 წნეხი იყო, იმიტომ წაიღო, რომ არ გაფუჭებულიყო. ნ--------------ემ ასევე აჩვენა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არაერთხელ მიუმართავს ნ----–-----ის გამგეობისათვის, რომ მასთან გაეფორმებინათ იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ მას არანაირი საბუთი არ მისცეს. ასევე განმარტა, რომ ვ---- ე------ს ა-------------------თან აქვს დავა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით . მის თანასოფლელები ვ------------იდა ე--------------ი სიტყვიერად გააფრთხილა, რომ მათ მიერ გათიბული ნაკვეთები მათ არ ეკუთვნოდა და გაფორმებული ჰქონდა საკუთრებაში ა------------------ს.

 

2.1.3 მოწმე ჯ------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ის არის ნ----–-----ის მუნიციპალიტის საკრებულოს წევრი. 2016 წლის ივლისის ბოლოს, რიცხვი არ ახსოვს, ლ-------------–---მა, რომელიც არის ნ----–-----ის გამგებლის წარმომადგენელი გ------–---კის ადმინისტრაციულ ერთეულში, მას გაატანა არ-----------------ს განცხადება (რომელიც შედგენილი იყო სომხურ ენაზე) იმის თაობაზე , რომ ნ--------------ეს , ვ------------ს , და მ-----------------ს, არ გაეთიბათ არ-----------------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ჯ------------მ აღნიშნული განცხადება იმ დღესვე გადასცა ნ--------------ეს. ამ დროს ჯერ თიბვის სეზონი დაწყებული არ იყო და იგი დაიწყო დაახლოებით 15 დღის შემდეგ. ასევე განმარტა, რომ ვ------------ს რა მიწის ფართობი აქვს დაზუსტებით არ იცის.

 

2.1.4 მოწმე მ-----------------ის ჩვენებით დასტურდება , რომ ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ნ----–-----ის რაიონის სოფელ ს--------ში. დაახლოებით 9 წელია ძმასთან ერთად ე--------------თან ყოველწლიურად თიბავს სოფელ ს-------ის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს . მანვე აღნიშნა 2016 წელს აგვისტოს თვეში, რიცხვი არ ახსოვს მასთან მისული იყო ნ--------------ე და უთხრა ,რომ ჯ------------მ მას გადასცა განცხადება, იმის თაობაზე, რომ ა------------------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები აღარ მოეთიბათ მას , ნ--------------ეს და ვ------------ს, რაზედაც მან ასევე გააფრთხილა ვ------------იც.

 

2.1.5 მოწმე ლ-------------–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის ნ----–-----ის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ გ------–---კის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2016 წლის ივლისის თვის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში მას განცხადებით მიმართა ა------------------მა, რომელიც ითხოვდა, რომ გაეფრთხილებინა ნ----–-----ის რაიონის სოფელ ს--------ში მცხოვრები ვ------------ი, ნ--------------ე და ე--------------ი , რათა არ გაეთიბათ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნული განცხადებათან დაკავშირებით მან სატელეფონო საუბრით აცნობა სოფელ ს-------ის სპეციალისტს ა---------–-------ეს, რომელსაც აუხნა განცხადების შინაარსი და უთხრა, რომ ვ------------ი გაეფრთხილებინა აღნიშნულთან დაკავშირებით, ხოლო განცხადება ფიზიკური სახით ა---------–-------ისათვის გადასაცემად გაატანა ნ----–-----ის მუნიციპალიტტის საკრებულოს დეპუტატს ჯ------------ს. მანვე უჩვენა რომ ა------------------სა და ვ------------ს შორის რაიმე დავის შესახებ არაფერი არ სმენია. ა---------–-------ემ იმავე დღეს დაუდასტურა მის სატელეფონო საუბრითაც -განცხადების შინაარსი გააცნო განცხადებაში მითითებულ პირებს .

 

2.1.6 მოწმე ს-----------–--------ის ჩვენებით დასტურდება , რომ იგი მუშაობს ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფრასტრუკტურის სივრცით მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სპეციალისტად ნ----–-----ის რაიონ სოფელ ს--------ში. 2016 წლის სექტემბრის თვეში არ-----------------ს განცხადების საფუძველზე იგი ნ----–-----ის შსს სამმართველოს პოლიციელებთან გ----------თან და ა----------თან ერთად გაემგზავრნენ ნ----–-----ის რაიონ სოფელ ს--------ში , რათა ა----------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები შეედარებინათ საჯარო რეესტრში არსებული კოორდინატებზე - GPS პროგრამით. შსს თანამშრომლებს თან ქონდათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და აგრეთვე აზომვითი ნახაზი. მათ დაააზუსტეს ეს ადგილები - ერთი იყო 5ჰა, ხოლო მეორე დაახლოებით 1.5ჰა.

დათვალიერების დროს აღნიშნულ ადგილებზე იმყოფებოდნენ არ----------------- და ვ------------ი. შემოწმების შედეგად მის მიერ წარდგენილი კოორდინატები შეესაბამებოდა მის ხელთ არსებულ დოკუმენტებს. ამ კოორდინატებზე დახედვით დადგენილი იქნა რომ მიწის ნაკვეთები შეესაბამებოდა გ-------------ის მიერ წარმოდგენილ ნახაზებს. კოორდინატების აღების დროს ადგილზე იმყოფებოდა ვ------------ი და მას არანაირი შენიშვნა და განცხადება არ უთქვამს.

 

2.1.7 მოწმე ა---------–-------ის ჩვენებით დასტურდება ,რომ ის მუშაობს ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაცოი სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის აგვისტოს დასაწყისი მას დაუკავშირდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ლ-------------–---ი, რომელმაც აცნობა, რომ ქ.ნ----–-----აში მცხოვრებ ა------------------ს განცხადებით მიუმართავს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით . ლ---------–---ის დავალებით მას უნდა გაეფრთხილებინა სოფელ ს--------ში მცხოვრები ვ------------ი, ე--------------ი და ნ--------------ე, რათა მათ არ გაეთიბათ სოფელ ს-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არ-----------------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ვინაიდან ე--------------ი რუსეთში იმყოფებოდა გააფრთხილა მისი ძმა მ-----------------ი. ნ---------------ის გაფრთხილება მოხდა მისი შვილის მეშვეობით , ხოლო ვ------------ი ვინაიდან არ იმყოფებოდა სახლში, იგი გააფრთხილა ტელეფონით.

2.1.8 მოწმე მ-----–---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის ცხოვრობს ნ----–-----ის რაიონი სოფელ ს--------ში და ეწევა სეზონურ სამუშაოებს. 2016 წლის აგვისტოს თვეში , რიცხვი არ აღსოვს მას თხოვა ვ------------მა თივის დასაწნეხაში დახმარება. მ-----–---------ის ჩვენებით მან თავისი თივის საწნეხით ვ------------ის რამდენიმე მიწის ნაკვეთზე დაუწნეხა თივა, რამაც შეადგინა დაახლოებით– 2850 ცალი თივის წნეხი . ვ------------ს ამ მიწაზე გააჩნია თუ არა რაიმე დოკუმენტი მისთვის უცნობია.

 

2.1.9 მოწმე გ-------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის მუშაობს ნ----–-----ის შსს სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2016 წლის 12 სექტემბერს ნ----–-----ის რაიონი სოფელ ს--------ში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - შემთხვევის ადგილის დათვალიერება , რა დროსაც ადგილზე სპეციალისტის მიერ GPS - პროგრამით აზომილი იქნა მიწის ნაკვეთი სადაც ვ------------მა მოთიბა სათიბი,რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერით ეკუთვნოდა ა------------------ს (6-.1-.3--021) . ადგილზე დათვალიერებისას მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა გათიბული. სპეციალისტი საიათ გიულასარიანის განცხადებით აღნიშნული მიწის ნაკვეთის კოორდინატები და ნახაზი ემთხვევოდა საჯარო რეესტრის ამონაწერს, და ეკუთვნოდა ა------------------ს. ასევე განმარტა,რომ დათვალიერებას ესწრებოდნენ არ-----------------, საიათ გიულიასარიანი, არმენ ბდოიანი, კარინე გურგენიანი და ვ------------ი. დათვალიერების ოქმზე ვ------------მა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე და განმარტა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მას.

 

2.1.10 მოწმე ა--------------------ის ჩვენებით დასტურდება , რომ ის ცხოვრობს ნ----–-----ის რაიონი სოფელ ს--------ში . იგი ვ---- ეგოანს თითქმის 15 წელია იცნობს და მუშაობს მასთან სეზონურ სამუშაოებზე. 2016 წლის აგვისტოს თვეში ვ------------ის მიწის ნაკვეთიდან ეზიდებოდა თივის წნეხებს ვ------------ის ეზოში. 2016 წელს აგვისტოს თვეში ერთი ცალი წნეხის ღირებულება იყო 3 ლარი. ერთი წნეხის გათიბვა და შეგროვება ჯდებოდა 1 ლარი. მას 2016 წელს თივის გადაზიდვაში თანხის სანაცვლოდ ვ---- ე------მა მისცა 240 წნეხი თივა, რადგან ანგარიშსწორება თივის წნეხებით ხდებოდა. ერთი ნაკვეთიდან დაახლოებით 2000 წნეხი თივა გამოდიოდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა თუ არა ვ------------ს მისთვის ცნობილი არ იყო, თუმცა იმ მიწის ნაკვეთზე მას წლების განმავლობაში უწევდა მუშაობა .

 

2.1.11 მოწმე ა----------ის ჩვენებით, ის 1997 წლიდან 2007 წლის ბოლომდე მუშაობდა ნ----–-----ის რაიონის გამგებლის მოადგილედ და იყო მიწის იჯარით გაცემის კომისიის წევრი. 1998 წლიდან პრეზიდენტის ბრძანებულებით მიწები მოსახლეობას იჯარით გადაეცა. ასევე გადასცეს 1999 წელს იჯარით მიწის ნაკვეთი ვ------------ს , რომელიც სარგრბლობდა 2016 წლამდე, თუმცა იჯარის ხელშეკრულების ვადა ვ------------ს გაუვიდა 2009 წელს. მას შემდეგაც იგი სარგებლობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით, თუმცა რაიმე საბუთი არ ქონია, მასთან იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. აღნიშნული მიწის ნაკვეთით 2016 წელსაც ვ------------მა ისარგებლა, მან გათიბა და თივაც წაიღო, ვინაიდან იცოდა, რომ მისი მიწის ნაკვეთია. ვ------------მა არ იცოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გაფორმებული ჰქონდა ა----------------ანს.

ა------------მ განმარტა, რომ იგი ადრეც მთელი სოფელს უფლებას აძლევდა რომ ესარგებლათ მიწის ნაკვეთით. არ-----------------ს იჯარის ხელშეკრულება მას გასაჩივრებული ჰქონდა, თუმცა მის მოთხოვნა უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და კანონიერად ცნო ა------------------ს მიერ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება . ა.ვანაძის არ უნახია ვ------------ის მიერ გადახდილი მიწის გადასახადი.

 

2.1.12 ბრალდებულმა ვ------------მა უჩვენა , რომ ის ცხოვრობს ნ----–-----ის რაიონის სოფელ ს--------ში . 1999 წლიდან ნ----–-----ის რაიონის სოფელ ს--------ში იჯარით, 10 წლის ვადით აღებული ჰქონდა სათიბი მიწის ნაკვეთი. რომელიც ამჯამად საჯარო რეესტრის ამონაწერით ეკუთვნის ა------------------ს .

კანონის დარღვევით ა------------------მა გააფორმა მის ფლობელობაში არსებიული მიწის ნაკვეთი.ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2008-2009 წელს, მის ფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში შესყიდვის მიზნით მან მიმართა ადგილობრივი პრივატიზაციის განყოფილებას და რეგიონალურ პრივატიზაციის განყოფილებას , სადაც მას განუცხადეს რომ მიწას საკუთრებაში ვერ დაურეგისტრირებდნენ, ვინაიდან ნ----–-----ის რაიონში მიწები დარეგისტრირებული იყო დარღვევებით და გამოძიება იყო დაწყებული პროკურატურაში. 2011 წლის აპრილის თვეში მიმართა სა---------–--ს ეკონომიკის სამინისტროს რათა საკუთრებაში დაეკანონებინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი რომელიც შეადგენდა 15 ჰა და ყველა მის ხელთ არსებული დოკუმენტები ჩააბარა სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობდა თიბავდა 1999- 2016 წლამდე , იხდიდა გადასახადებს, თუმცა მას იჯარის ხელშეკრულების ვადა გასულიიყო. რომელი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა ა------------------მა საკუთრებაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი რომელიც ეკუთვნის მას - არ იცის. ასევე განმარტა რომ მესამედაც მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რათა დაერეგისტრირებინა მიწის ნაკვეთი, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, განუმარტა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება შესაძლებილი იყო მხოლოდ პრეზიდენტის თანხმობით. დღეის მდგომარეობით მას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არანაირი საკუთრების დოკუმენტაცია არ გააჩნია და ასევე აღარ გააჩნია რაიმე იჯარის ხელშეკრულება, მისი იჯარის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2009 წელს. მისივე განმარტებით სადავო მიწის ნაკვეთზე იხდიდა გადასახადს,ავსებდა დეკლარაციას და დავალიანება არ გააჩნია. ა---------–-------ეს ან ნ--------------ეს მისთვის არ დაურეკიათ და არ გაუფრთხილებიათ, რომ ა------------------ს განცხადება ჰქონდა დაწერილი იმის შესახებ, რომ რომელ მიწებსაც ვთიბავდით იყო მისი საკუთრება. აღნიშნულის შესახებ მას უთხრა მ-----------------მა, რის შემდეგაც მივიდა ა---------–-------ესთან სახლში, რათა ენახა თუ რა განცხადება აქვს დაწერილი ა------------------ს. რა დროსაც იგი სახლში არ დახვდა. ხოლო მეორე დღეს ა-------- დაუკავშირდა მას და უთხრა რომ განცხადება გადაცემული ჰქონდა სოფლის დეპუტატ ჯ-----------ისათვის.

ასევე უჩვენა , რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნნოდა თუ არა ა------------------ს მისთვის უცნობი იყო, ვინაიდან მისთვის არავის არ უთქვამს არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით. ის მიწის ნაკვეთს (6-.1-.3--0--) იყენებდა, თიბავდა 1999 წლიდან და 2016 წელსაც მოთიბა სადანაც აიღო 54 ცალი წნეხი და წაიღო სახლში. აღნიშნული სათიბი მოითიბა მისი კუთვნილი ტრაქტორით, შემდეგ დაწნეხა სოფელ დიდ ა-------–ში მცხოვრებ მ-----–---------ის საწნეხი აპარატის საშუალებით. ვ.ე------მა განმარტა , რომ სათიბი მიწის ნაკვეთი არის მისი და ის გათიბა და სხვის საკუთრებაში არ შეჭრილა და არც გაუთიბია თვითნებურად.

 

2.1.1- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ნ----–-----ის რაიონის, სოფელ ს--------ში 54900.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი (ს/კ 6-.1-.3--0--) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია არ-----------------ს სახელზე.

 

2.1.14 2016 წლის 12 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ვ------------ის მიერ გათიბული მიწის ნაკვეთის კოორდინატები შეესაბამება არ-----------------ს სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 6-.1-.3--0--) კოორდინატებს.

დათვალიერების შედეგები ასევე დაადასტურა სპეციალისტის სახით დათვალიერებაში მოწვეულმა ს-----------–--------მა.

 

2.1.15 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების (1999 წლის 15 ივნისის) თანახმად ვ------------თან დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადაა 10 წელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვ------------ისთვის არ იყო ცნობილი იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთი ა------------------ზე იყო გაცემული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია , რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ 6-.1-.31.0--) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია არ-----------------ს სახელზე. ვ------------ის მიერ მიწის ნაკვეთის მოთიბვა განხორციელდა იმ დროს, როდესაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ა-------------------ის სახელზე. სასამართლო განმარტავს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ბრალდებულ ვ------------ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან როგორ ყოველთვის თავის ფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთით ისარგებლა და კანონი არ დაურღვევია.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს , რომ ვ------------ის მიერ მოთიბული მიწის ნაკვეთით სარგებლობის დამადასტურებული არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კონკრეტულ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არ-----------------ს სახელზე. ხოლო ვ------------ი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კანონით დადგენილი წესით რაიმე უფლება მინიჭებული არ აქვს. შესაბამისად ვ------------ის განმარტება აღნიშნული მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.

შესაბამისად მხოლოდ ის გარემოება, რომ ვ------------მა არ იციდა მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ ვერ ინება მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს აქტის და ხელშეკრულების საფუძველზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვ------------ს არ გააჩნია.

 

რაც შეეხაბა ბრალდებულის განმარტებას მასზედ, რომ მიწის ნაკვეთის გათიბვამდე მისთვის არ იყო ცნობილი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ა------------------ზე იყო რეგისტრირებული, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბრალდებულის გამამართლებელ არგუმენტად ვერ გამოდგება, ვინაიდან ეს ასეც რომ იყოს წინდახედულების ნორმები მას ავალებდა გაეთვალა, ხომ არ ლახავდა მისი ქმედება ვინმეს კანონიერ უფლებას, ვინაიდან თვითონ რაიმე კანონიერი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა ამ მიწის ნაკვეთით და ეს მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ------------მა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განახორციელა თავისად დაგულებული უფლება.

 

3.ქმედება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი:

 

დაზარალებულმა ა------------------მა განაცხადა, რომ ვ------------ის მიერ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოთიბა 270 ცალი თივის წნეხი, რომლის 1 წნეხის ღირებულება იმ დროისათვის შეადგენდა - 4.00 ლარს, შესაბამისად ვ------------ის მიერ წაღებული თივის საერთო ღირებულება შეადგენს 1080 ლარს. .

 

ბრალდებულმა ვ------------მა კი განაცხადა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთიდან აღებული თივის საერთი რაოდენობა გამოვიდა 54 თივის წნეხი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი. ის შეიძლება წარმოადგენდეს მატერიალურ ან მორალურ ზიანს, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის ოცდამეხუთე თავით გათვალისწინებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისგან განსხვავებით, სადაც ქმედებით გამოწვეული ზიანის მნიშვნელობა საკანონმდებლო გზითაა განსაზღვრული, თვითნებობის შემთხვევაში საკითხი _ მნიშვნელოვანია თუ არა ქმედებით გამოწვეული ზიანი _ განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული ფაქტის გარემოებების საფუძველზე და იგი სასამართლოს შეფასების საგანია.

 

ვ------------ის ქმედებით ა------------------ს არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, რომლის სარგებობის შემთხვევაში იგი შეძლებდა მიეღო შესაბამისი შემოსავალი. ამასთან ის ფაქტი, რომ ვ------------ის ქმედებით ა------------------ს შეეზღუდა საკუთრების უფლება და არ მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა მისთვის კონსტიტუციით გარანტირებული მესაკუთრის უფლებები, თავისთავად მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევია.

 

სასამართლო განმარტავს , რომ თვითნებურების შემთხვევაში საკითხი მნიშვნელოვანი თუ არა ქმედებით გამოწვეული ზიანი - განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული ფაქტის გარემოებების საფუძველზე და იგი სასამართლოს შეფასების საგანია. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა. ვ------------ის მიერ აღიარებულია 54 თივის წნეხის გათიბვა, ხოლო ა-------------------ის მიერ დასახელებული ზიანი (270 ცალი თივის წნეხი,)გათიბვა საერთო ღირებულება 1080 ლარს შეადგენს, უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს. ამასთან ის ფაქტი, რომ ვ------------ის ქმედებით ა------------------ს შეეზღუდა საკუთრების უფლება და არ მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა მისთვის კონსტიტუციით გარანტირებული მესაკუთრის უფლებები, თავისთავად მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევია.

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ვ------------ის ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ---- ეგოიაის მიერ სა---------–--ს 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. ამდენად, ვ------------ის მიერ ადგილი ჰქონდა თვითნებობის, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

სასამართლო უთითებს, რომ სა---------–--ს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარი მტკიცებულებების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე(khan v.the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v.Russia, no.4378/02,95). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვსმიღმა ადასტურებენ, ბრალდებულ ვ------------ის მიერ მასზედ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ვ------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რაც შეეხება სასჯელის სახეს და ზომას, სა---------–--ს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინეს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან გამომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას.

ვ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

მოცემულ შემთხვევაში სა---------–--ს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს ან თავისუფლების აღკვეთას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

 

სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, სასამართლოს შეფასებით არის ადეკვატური და უზრუნველყოფს სასჯელის გამოყენების მიზნებს, რის გამოც, ვ------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი ჯარიმის სახით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–--ს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სა---------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ვ------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

3. განაჩენის დამოწმებული ასლები ცნობისათვის დადგენილ ვადაში გადაეცეს სა---------–--ს სსსკ-ის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსასრულებლად მიქცევას გამოცემისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია სა---------–--ს სსსკ-ის 292-ე მუხლის II ნაწილით განსაზღვრული პირების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. მსჯავრდებულს აქვს უფლება აღძრას შუამდგომლობა შეწყალების შესახებ.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან