გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2018
საქმის ნომერი
080310017002226601
კატეგორია
დავის ტიპი
პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1464-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2017 წელი ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წი ლ ი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

 

მოსარჩელე - ქ------- კ------ე

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული

პირისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა.

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა 2000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ხულოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 15 მაისის N2/202 გადაწყვეტილებით ქ------- კ------ე აღიარებული იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხულოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 15 მაისის N2/202 გადაწყვეტილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვის შედეგად, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის ევროპული კონვენცია;

- „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ განჩინებაში კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა საკანონმდებლო ვაკუუმის პრობლემა და მიუთითა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ღონსძიებების გატარების აუცილებლობაზე, რათა 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლში გათვალისიწნებულ პირებს მიეცეთ აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობა (განჩინების 85-ე პარაგრაფი); სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს განჩინება არ უთითებს ასანაზღაურებელი კომპენსაციის კონკრეტულ ოდენობაზე, არამედ უთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე განჩინებით განსაზღვრულ ღონისძიებათა ფარგლებში და საკუთარი დისკრეციის შესაბამისად, უზრუნველყოს საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა.

 

ევროსასამართლოს ზემოთ აღნიშნული განჩინების აღსრულების მიზნით, განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები 1997 წლის საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.

 

ამასთან, 2014 წლის 31 ოქტომბრის განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით (ცვლილება ამოქმედდა 2015 წლის 1 იანვრიდან) ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

 

1. პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს.

 

2. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

 

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სასარჩელო განცხადებისათვის დასართავი დოკუმენტების ნუსხას და განსაზღვრავს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს: ა) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას − მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამ მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. ამავე კოდექსის 2129-ე მუხლის თანახმად: ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით; ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმოქმედა რა ევროპული სასამართლოს განჩინების 85-ე პარაგრაფში ჩამოყალიბებული სამი ძირითადი ასპექტით (საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომები) საქართველოს სახელმწიფომ უზრუნველყო საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორება, კომპენსაციის გაცემის ეფექტური მექანიზმის შექმნა და მისი რეალური ამოქმედება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვიდა ევროპული კონვენციითა და ევროსასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებთან.

 

6.2. ქ------- კ------ე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რაც დადგენილია, ხულოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 15 მაისის N2/202 გადაწყვეტილებით მისი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე.

 

რაც შეეხება ფულადი კომპენსაციის ოდენობას, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

 

1) კლაუს და იური კილაძეების საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა; კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შემოღებული რეგულაციების პირობებში კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, ეროვნული სასამართლოები არიან დისკრეციულები და მათ გააჩნიათ მოქმედების ფართო ფარგლები, რაც ასევე გამომდინარეობს ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებიდან, სადაც ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო თავისუფალია, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, შეარჩიოს ის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (განჩინების 82-ე პარაგრაფი).

 

2) ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა. ამდენად, ფულადი კომპენსაციის ოდენობის დადგენა წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, რა დროსაც სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმე, რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა ობიექტური ფაქტორები.

3) ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მორალური კომპენსაციისა, სახელმწიფომ, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და ზემოხსენებული კანონის მიღების გზით, დაადგინა რეპრესირებულთა სოციალური დაცვის სხვადასხვა გარანტიები და გამოხატა თანადგომა კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ მათ მიერ განცდილი ზიანის შეძლებისდაგვარად შემსუბუქების მიზნით. კერძოდ, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირს, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში, პირველი რიგის მემკვიდრეს, ეძლევათ ყოველთვიური პენსია, ისინი გათავისუფლებულები არიან სხვადასხვა გადასახადისაგან და სარგებლობენ შეღავათებით კომუნალურ გადასახადებზე.

 

4) კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, სახელმწიფოს საბიუჯეტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს რეპრესირებულთა რაოდენობას. ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა პოლიტიკური რეპრესიებისა და ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი.

 

5) ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, ზემოხსენებული გარემოებების დამატებით, სასამართლო მხედველობაში იღებს ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მითითებას, რომ ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

სასამართლო ასევე, მიუთითებს, ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” 1997 წლის კანონის პრეამბულაზე, რომლის მიხედვითაც ქართული სახელმწიფო აღიარებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილ მორალურ და ფიზიკურ ზიანს, რომელიც არ შეერაცხება ქართულ სახელმწიფოს, ასევე მათ მიერ შეტანილ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნის საქმეში.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პოლიტიკური რეპრესიების უშუალო მსხვერპლთა მიერ რეალურად განცდილი უსამართლობისა და ტანჯვის გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა, მათ შორის მიკუთვნებულმა კომპენსაციამ, სრულად აანაზღაუროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილი ზიანი. შესაბამისად, კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე გაცემულ კომპენსაციას სიმბოლური ხასიათი ენიჭება.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

სასამართლო, მხედველობაში იღებს მითითებული კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში რეგლამენტირებულ ყველა გარემოებას, კერძოდ, მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ქმედების სიმძიმეს, ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ზემოხსენებულ ობიექტურ ფაქტორებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განუსაზღვრავს მას ფულად კომპენსაციას 1550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლების თანახმად, უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა – ფულადი კომპენსაციის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას მიიღოს კუთვნილი ფულადი კომპენსაცია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2129-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 24-ე, 2129-ე 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ------- კ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე ქ------- კ------ის სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის გაცემა 1550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი