განაჩენი

სისხლის სამართლის 06.01.2018
საქმის ნომერი
110100117001828537
დავის ტიპი
353 2
თარიღი
06.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117001828537

№1/40-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 იანვარი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - აკაკი კვინიკაძე, ირინე კვირიკეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------ მ---–----ის ძე ც------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), უ-----–--- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი მ------ ს-----;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჯგუფის მიერ);

 

ბრალდებული - მ----- ა---------–ის ძე ხ----–--–-, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 0----------), ა---------–- უ-----–--- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ვარკეთილი 3, პირველი მიკრო/რაიონი, კორპუსი 2---------------ქტობრივად მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი მ------ ს-----;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჯგუფის მიერ);

 

ადვოკატები - ნ----- ც---–----, დ----- გ------–----, ლ----- ა---------, ტ------– კ-------, გ------- ბ-------, ი-----–- ჩ------–---–-;

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. გ------ ც------ის მიმართ: 2017 წლის 13 იანვარს, ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლები - დ----- ნ---–--ე და ა---------– ვ-------ე, ასრულებდნენ რა სამსახურებრივ მოვალეობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, სამსახურებრივი T----- H-----ის მარკის ავტომობილით პატრულირებდნენ ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით 12:10 საათზე, ცენტრალური ბაზრის გამოსასვლელიდან ჭ----------- ქუჩაზე, გზაჯვარედინზე გამოვიდა ლურჯი ,,R----”-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით I--------- რომელმაც გზა არ დაუთმო გავლის უპირატესობის მქონე სხვა სატრანსპორტო საშუალებას, ვერ ჩაეტია ავტომანქანებს შორის მონაკვეთში, შეაფერხა ორივე მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი და შექმნა საცობი. აღნიშნული საგზაო მოძრაობის წესის დარღვევის გამო, პოლიციის მუშაკის დ----- ნ---–--ის კანონიერ მოთხოვნაზე გაეჩერებინა ავტომობილი, მძღოლმა გ------ ც------ემ ირონიულად უპასუხა, რომ ეჩქარებოდა და თავი დაენებებინა მისთვის. პოლიციელებმა დ----- ნ---–--ემ და ა---------– ვ-------ემ თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილით გადაუსწრეს საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ გ------ ც------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების მიზნით შეაჩერეს. პოლიციელი დ----- ნ---–--ე გადავიდა ავტომობილიდან, მივიდა ავტომობილში მყოფ მძღოლთან გ------ ც------ესთან, მას თავი წარუდგინა და მოსთხოვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა, რაზეც გ------ ც------ემ კვლავ უარი განუცხადა და უპასუხა, რომ თუ მისი ვინაობა აინტერესებდათ, შეეძლოთ დაერეკათ და გაერკვიათ მის ხელმძღვანელთან. ამის შემდეგ, პოლიციელმა ა---------– ვ-------ემ მძღოლის პიროვნების იდენტიფიცირებისა და მისი შემოწმების მიზნით, გ------ ც------ეს მოსთხოვა ავტომანქანიდან გადმოსვლა, რათა იგი გადაეყვანა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც გ------ ც------ემ კატეგორიული უარი განაცხადა. პოლიციის მუშაკებისაგან მიღებულ განმარტებაზე, რომ მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო, დადგებოდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი, პოლიციის მუშაკებისა და გ------ ც------ის საუბარში ჩაერთო მის გვერდით ავტომობილში მყოფი მ----- ხ----–--–-, რომელმაც პოლიციელებს უთხრა, რომ თავი დაენებებინათ მათთვის, თორემ მათ გაასაცოდავებდა. ვინაიდან, მძღოლი გ------ ც------ე არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკის კანონიერ მოთხოვნას, პოლიციელმა ა---------– ვ-------ემ მას ხელი მოკიდა მკლავში და სცადა მისი ავტომანქანიდან გადმოყვანა, თუმცა გ------ ც------ემ კვლავ განაგრძო წინააღმდეგობა, რაც გამოიხატა საჭეზე ხელებით ჩაჭიდებაში. ამ დროს მ----- ხ----–--–- უკნიდან მიუახლოვდა პოლიციის მუშაკებს - დ----- ნ---–--ესა და ა---------– ვ-------ეს და ორივეს ხელი უბიძგა. პოლიციის მუშაკების მოწოდებაზე, შეეწყვიტათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და დამორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, მ----- ხ----–--–მა და გ------ ც------ემ, პოლიციის მუშაკებს, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაუწიეს წინააღმდეგობა - მ----- ხ----–--–- განადგურებით დაემუქრა დ----- ნ---–--ესა და ა---------– ვ-------ეს, იმავდროულად, თავი ჩაარტყა სახეში ა---------– ვ-------ეს. ასევე, დ----- ნ---–--ეს, მისი დაკავების მომენტში, რამდენჯერმე დაარტყა მუჭი მარჯვენა თვალ-ბუდისა და ცხვირის არეში. ამავდროულად, გ------ ც------ე, პოლიციის მუშაკებს, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ტანისამოსზე ექაჩებოდა და ბოჭავდა დ----- ნ---–--ეს და ა---------– ვ-------ეს, რათა მათ არ მოეხდინათ მ----- ხ----–--–-ს დაკავება. ამ მომენტში, მ----- ხ----–--–- განაგრძობდა დ----- ნ---–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას მუშტების გვერდებში რამდენჯერმე დარტყმით და აგინებდა პოლიციის მუშაკებს დედის მისამართით. დამხმარე ჯგუფის გამოძახების შემდეგ მოხერხდა მ----- ხ----–--–-სა და გ------ ც------ის წინააღმდეგობის დაძლევა და დაკავება.

 

2. მ----- ხ----–--–-ს მიმართ: 2017 წლის 13 იანვარს, ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლები-დ----- ნ---–--ე და ა---------– ვ-------ე, ასრულებდნენ რა სამსახურებრივ მოვალეობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, სამსახურებრივი T----- H-----ის მარკის ავტომობილით პატრულირებდნენ ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით 12:10 საათზე, ცენტრალური ბაზრის გამოსასვლელიდან ჭ----------- ქუჩაზე, გზაჯვარედინზე გამოვიდა ლურჯი ,,R----”-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით I--------- რომელმაც გზა არ დაუთმო გავლის უპირატესობის მქონე სხვა სატრანსპორტო საშუალებას, ვერ ჩაეტია ავტომანქანებს შორის მონაკვეთში, შეაფერხა ორივე მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი და შექმნა საცობი. აღნიშნული საგზაო მოძრაობის წესის დარღვევის გამო, პოლიციის მუშაკის დ----- ნ---–--ის კანონიერ მოთხოვნაზე გაეჩერებინა ავტომობილი, მძღოლმა გ------ ც------ემ ირონიულად უპასუხა, რომ ეჩქარებოდა და თავი დაენებებინა მისთვის. პოლიციელებმა დ----- ნ---–--ემ და ა---------– ვ-------ემ თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილით გადაუსწრეს საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ გ------ ც------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების მიზნით შეაჩერეს. პოლიციელი დ----- ნ---–--ე გადავიდა ავტომობილიდან, მივიდა ავტომობილში მყოფ მძღოლთან გ------ ც------ესთან, მას თავი წარუდგინა და მოსთხოვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა, რაზეც გ------ ც------ემ კვლავ უარი განუცხადა და უპასუხა, რომ თუ მისი ვინაობა აინტერესებდათ, შეეძლოთ დაერეკათ და გაერკვიათ მის ხელმძღვანელთან. ამის შემდეგ, პოლიციელმა ა---------– ვ-------ემ მძღოლის პიროვნების იდენტიფიცირებისა და მისი შემოწმების მიზნით, გ------ ც------ეს მოსთხოვა ავტომანქანიდან გადმოსვლა, რათა იგი გადაეყვანა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც გ------ ც------ემ კატეგორიული უარი განაცხადა. პოლიციის მუშაკებისაგან მიღებულ განმარტებაზე, რომ მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო, დადგებოდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი, პოლიციის მუშაკებისა და გ------ ც------ის საუბარში ჩაერთო მის გვერდით ავტომობილში მყოფი მ----- ხ----–--–-, რომელმაც პოლიციელებს უთხრა, რომ თავი დაენებებინათ მათთვის, თორემ მათ გაასაცოდავებდა. ვინაიდან, მძღოლი გ------ ც------ე არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკის კანონიერ მოთხოვნას, პოლიციელმა ა---------– ვ-------ემ მას ხელი მოკიდა მკლავში და სცადა მისი ავტომანქანიდან გადმოყვანა, თუმცა გ------ ც------ემ კვლავ განაგრძო წინააღმდეგობა, რაც გამოიხატა საჭეზე ხელებით ჩაჭიდებაში. ამ დროს მ----- ხ----–--–- უკნიდან მიუახლოვდა პოლიციის მუშაკებს - დ----- ნ---–--ესა და ა---------– ვ-------ეს და ორივეს ხელი უბიძგა. პოლიციის მუშაკების მოწოდებაზე, შეეწყვიტათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და დამორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, მ----- ხ----–--–მა და გ------ ც------ემ, პოლიციის მუშაკებს, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაუწიეს წინააღმდეგობა - მ----- ხ----–--–- განადგურებით დაემუქრა დ----- ნ---–--ესა და ა---------– ვ-------ეს, იმავდროულად, თავი ჩაარტყა სახეში ა---------– ვ-------ეს. ასევე, დ----- ნ---–--ეს, მისი დაკავების მომენტში, რამდენჯერმე დაარტყა მუჭი მარჯვენა თვალ-ბუდისა და ცხვირის არეში. ამავდროულად, გ------ ც------ე, პოლიციის მუშაკებს, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ტანისამოსზე ექაჩებოდა და ბოჭავდა დ----- ნ---–--ეს და ა---------– ვ-------ეს, რათა მათ არ მოეხდინათ მ----- ხ----–--–-ს დაკავება. ამ მომენტში, მ----- ხ----–--–- განაგრძობდა დ----- ნ---–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას მუშტების გვერდებში რამდენჯერმე დარტყმით და აგინებდა პოლიციის მუშაკებს დედის მისამართით. დამხმარე ჯგუფის გამოძახების შემდეგ მოხერხდა მ----- ხ----–--–-სა და გ------ ც------ის წინააღმდეგობის დაძლევა და დაკავება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2017 წლის 13 იანვარს, გ------ ც------ეს და მ----- ხ----–--–ს არ ჩაუდენიათ პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფის მიერ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფის მიერ.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ა---------– ვ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, მეწყვილესთან, დ----- ნ---–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და სამსახურებრივი T----- H-----ის მარკის ავტომანქანით პატრულირებდა ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე. თავად იჯდა საჭესთან, ხოლო დ----- ნ---–--ე მის გვერდით. დაახლოებით პირველის წუთებზე, ჭ----------- ქუჩაზე, სახაჭაპურე ,,ა---” მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ბაზრის გამოსასვლელიდან სწრაფად გამოვიდა ,,R----”-ის მარკის ავტომანქანა, გზა არ დაუთმო გავლის უპირატესობის მქონე მანქანას, შეეცადა ჩამდგარიყო მანქანების მწკრივში, ვეღარ შეძლო მოძრაობის გაგრძელება და გაჩერდა. რამდენიმე წუთში ავტომანქანა ჩადგა მანქანების ნაკადში. ისინი გამოვიდნენ საავტომობილო ნაკადიდან, გვერდით დაუდგნენ ,,R----”-ის მარკის ავტომანქანას და დ----- ნ---–--ემ მიმართა მძღოლს გაეჩერებინა მანქანა. გ.ც------ემ გააგრძელა მოძრაობა. დ.ნ---–--ე ჩავიდა ავტომანქანიდან, მივიდა მძღოლთან და მოსთხოვა მანქანის გაჩერება. როდესაც გ.ც------ემ მანქანა გააჩერა, მან ავტომობილი გააჩერა გ.ც------ის მანქანის წინ. თვითონ მანქანიდან არ გადასულა, ელოდებოდა დ.ნ---–--ეს როდის მიიტანდა საბუთებს და შეადგენდა შესაბამის ოქმს. ვინაიდან დ.ნ---–--ეს დააგვინდა მისვლა, სარკეში კი დაინახა, რომ დ.ნ---–--ეს და გ.ც------ეს შორის საუბარი მიდიოდა, გადავიდა მანქანიდან, მივიდა დ.ნ---–--ესთან და იკითხა რა ხდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ავტომანქანის მძღოლი - გ------ ც------ე უარს აცხადებდა პოლიციელებისათვის საბუთების წარდგენაზე - ,,თქვენ რატომ უნდა მოგცეთ საბუთები, თქვენ უფროსს დაურეკეთ და იცის მან, მე ვინ ვარ”. ა.ვ-------ემ აუხსნა გ------ ც------ეს, რომ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა. ამ დროს, საუბარში ჩაერთო მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრი, მ----- ხ----–--–-, რომელმაც პოლიციელებს ცინიკურად უთხრა - ,,შეგვეშვით, არ ვართ ჩვენ ვიღაცეები.” ა.ვ-------ემ განუმარტა გ------ ც------ეს, რომ თუ არ დაემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ადმინისტრაციული წესით დააკავებდა პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის. ამის შემდეგ გ------ ც------ემ განაცხადა, რომ საბუთები თან არ ჰქონდა. ვინაიდან გ.ც------ეს თან არ ჰქონდა საბუთები, ასევე მას თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლოა ის ყოფილიყო ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. ა---------– ვ-------ემ განუმარტა გ.ც------ეს ჩასულიყო ავტომანქანიდან და წასულიყო მათთან ერთად პოლიციაში პიროვნების დაზუსტების მიზნით. გ------ ც------ემ უპასუხა, რომ წასულიყვნენ პოლიციელები და თვითონ გაყვებოდა მათ. ამის შემდეგ, ა---------– ვ-------ემ გააღო მანქანის კარები, მოკიდა ხელი გ.ც------ეს და მოუწოდა ჩასულიყო ავტომანქანიდან. ამ დროს, მ----- ხ----–--–- ავტომანქანიდან იძახდა, რომ ,,სამსახურს დააკარგვინებდა პოლიციელებს”. მან მოუწოდა მ.ხ----–--–ს დაწყნარებულიყო, რადგან ის არ იყო სამართალდამრღვევი პირი და მას არ ესაუბრებოდა. მ------დ მოუწოდა გ------ ც------ეს ჩასულიყო მანქანიდან და მოკიდა ხელი ჩამოსაყვანად, რა დროსაც გ------ ც------ემ უხეშად ჰკრა ხელი - ,,გაწიე ხელი, ტელეფონზე უნდა დავრეკო და ჩამოვიდეო.” ამის შემდეგ ქამარში მოკიდა ხელი და შეეცადა ჩამოეყვანა მანქანიდან, რა დროსაც მანქანიდან გადმოხტა მ----- ხ----–--–-, შემოუარა მანქანას, ხელი ჰკრა ა---------– ვ-------ეს და დ----- ნ---–--ეს, მოაშორა ისინი მანქანას. ამავდროულად, მ----- ხ----–--–- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ა---------– ვ-------ეს თავი ჩაარტყა შუბლის არეში. დარტყმის გამო ა.ვ-------ემ უკან დაიხია ინერციით. ამის შემდეგ დ----- ნ---–--ემ შებოჭა მ----- ხ----–--–- - ერთი ხელი კისერზე შემოახვია, მ------ იღლიის ქვემოთ და ჩაეჭიდა. ამ დროს ა.ვ-------ემ დარეკა პოლიციაში, მორიგე ი-–-- ჭ----–-–---–თან და ითხოვა დამხმარე ჯგუფი. დ----- ნ---–--ე და მ----- ხ----–--–- ერთმანეთზე ჩაჭიდებულები გადაწვნენ მანქანის წინა ნაწილზე. მ----- ხ----–--–- მარცხენა ხელით ურტყამდა დ----- ნ---–--ეს და იგინებოდა. როდესაც მათთან მივიდა ა---------– ვ-------ე, მან მარცხენა ფეხი ჰკრა მას და მოიშორა. გ------ ც------ე მანქანის ღია კარიდან გადმოიწია და დააკავა დ----- ნ---–--ე. მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, დ----- ნ---–--ემ და ა---------– ვ-------ემ მოახერხეს და მ----- ხ----–--–- დააწვინეს ძირს. გ------ ც------ე ჩავიდა მანქანიდან და უკნიდან დააკავა ა---------– ვ-------ე, რა დროსაც მას შემოეხა სამსახურებრივი მაისური. გ------ ც------ემ დააკავა ა---------– ვ-------ე, რადგან ეს უკანასკნელი ვერ დახმარებოდა დ----- ნ---–--ეს მ----- ხ----–--–-ს დაკავებაში. როდესაც გ------ ც------ემ დააკავა და მოაშორა დ----- ნ---–--ეს, მ----- ხ----–--–მა მოახერხა ფეხზე წამოდგომა და ამ დროს მივიდა დამხმარე ჯგუფი. გ------ ც------ე მაშინვე გაჩერდა, როდესაც პოლიციელმა ზ------ გ------–--ემ დაუყვირა გაჩერებულიყო და ხელი გაეშვა პოლიციელისთვის. მ----- ხ----–--–- აგრძელებდა პოლიციელების მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას. დ----- ნ---–--ემ, გ--- ფ------–--ემ და ზ------ კ--------ომ ძირს დააწვინეს მ----- ხ----–--–- და დააკავეს. მ----- ხ----–--–- პოლიციაში გადაიყვანეს სამსახურებრივი ავტომანქანით, სადაც საჭესთან იჯდა ზ------ კ--------ო, ხოლო უკანა სავარძელზე დ----- ნ---–--ე, ა---------– ვ-------ე და შუაში დაკავებული მ----- ხ----–--–-. დაკავებული მთელი გზა აყენებდა პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა ფიზიკური წინააღმდეგობა მანქანაში აღარ გაუწევია. რაც შეეხება გ------ ც------ეს, ის დააკავა მან, ზ------ გ------–--ემ და გ--- ფ------–--ემ. ზ------ გ------–--ემ ადგილზე განუმარტა დაკავებულის უფლებები, ხოლო ხელბორკილი გ------ ც------ეს ადგილზე დაადო თვითონ. დაკავების შემდეგ, გ.ც------ე მისი კუთვნილი მანქანით იქნა გადაყვანილი პოლიციის სამმართველოში. გაწეული წინააღმდეგობის შედეგად, დ----- ნ---–--ეს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და სისხლი მოსდიოდა. ასევე, თვალი და წარბი ჰქონდა დაზიანებული. როდესაც დამხმარე ჯგუფის წევრები მივიდნენ დ----- ნ---–--ეს დაზიანებები უკვე მიღებული ჰქონდა. მოწმის განმარტებით, დამხმარე ჯგუფის პოლიციელებს, შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანდათ, დარეკვიდან დაახლოებით 5-6 წუთში მივიდნენ. პირველად რომელი პოლიციელი მივიდა მას არ დაუნახავს, როდესაც ზ------ გ------–--ის ხმა გაიგონა და მოშორდა გ.ც------ე, ოთხივე პოლიციელი - მ------ მ--–--ე, გ--- ფ------–--ე, ზ------ გ------–--ე და ზ------ კ--------ო დაინახა ერთად. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც გ------ ც------ეს უფლებებს უმარტავდა, მანქანაში დაინახა ბავშვი და ქალბატონი, თუმცა ძირს ჩამოსული არც ერთი მათგანი არ დაუნახავს. მისთვის გ------ ც------ეს არ უთქვას, რომ ბავშვი მისი შვილი იყო. მას ასევე არ დაუნახავს, ეჭირა თუ არა ხელში გ------ ც------ეს ბავშვი. მისი განმარტებით, როდესაც დაასრულა გ------ ც------ისთვის უფლებების განმარტება და წავიდა სამსახურებრივი ავტომანქანისაკენ, მ----- ხ----–--–- უკვე მანქანაში იჯდა. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც მ----- ხ----–--–ს აკავებდნენ, გ------ ც------ე იდგა იქვე გვერდზე და პოლიციელებს წინააღმდეგობას აღარ უწევდა. რაც შეეხება მ----- ხ----–--–ს, ის ერთხელ დააწვინა ძირს დამხმარე ჯგუფის მოსვლამდე, მაგრამ გ------ ც------ემ მოაშორა მას და მ----- ხ----–--–მა შეძლო წამოდგომა. დამხმარე ჯგუფის მოსვლის შემდეგ, გ------ ც------ის გვერდით იყო და მისთვის უცნობია, დაკავების დროს მ----- ხ----–--–- დააწვინეს თუ არა ძირს პოლიციელებმა. დაკავების შემდეგ ჯერ მ.ხ----–--–- იქნა მიყვანილი პოლიციის განყოფილებაში, ხოლო შემდეგ გ.ც------ე. დაზარალებულის განმარტებით, მან განყოფილების პირველ სართულზე გ------ ც------ეს გაუხსნა ხელბორკილები და ამის შემდეგ აღარ უნახავს. ორივე დაკავებულის დაკავების ოქმი შეივსო პოლიციის განყოფილებაში, რადგან შემთხვევის ადგილზე ძლიერი წვიმის გამო შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შევსება. მისივე განმარტებით, თავად მას არც ერთი ოქმი არ შეუდგენია, თუმცა გ------ ც------ის დაკავების ოქმზე ხელი მოაწერა როგორც დაკავებაში მონაწილე პირმა. მან წაიკითხა დაკავების ოქმი და ხელის მოწერით დაადასტურა მისი სისწორე. მ----- ხ----–--–-ს დაკავების ოქმის შედგენას არ დასწრებია და არც იცის ვინ შეადგინა. გ------ ც------ეს დაკავების დროს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია და ემორჩილებოდა პოლიციელებს.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა დ----- ნ---–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში და მეწყვილესთან ა---------– ვ-------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას სამსახურებრივი T----- H-----ის მარკის ავტომანქანით. ისინი პატრულირებდნენ ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე, რა დროსაც ახალი ბაზრის გამოსასვლელიდან გამოვიდა ლურჯი ფერის ,,R----”-ის მარკის ავტომანქანა, შეეცადა მანქანების ნაკადში ჩადგომას დასავლეთის მიმართულებით, ვერ მოახერხა მოძრაობის დასრულება ავტომანქანების სიმრავლის გამო და გაჩერდა, რის გამოც შექმნა საცობი მოპირდაპირე მხარეს. ისინი, სამსახურებრივი ავტომანქანით გაუსწორდნენ მათ და მოსთხოვეს ავტომობილის გაჩერება (მოწმემ თავდაპირველად განმარტა, რომ მანქანიდან ჩამოუსვლელად მოუწოდა მძღოლს მანქანა გაეჩერებინა მარჯვენა მხარეს, თუმცა შემდეგ დააზუსტა, რომ ზუსტად არ ახსოვს როგორ მოუწოდა მანქანის გაჩერება გ------ ც------ეს). ამის შემდეგ მათ მანქანა გააჩერეს ,,R----”-ის მარკის ავტომანქანის წინ, რომელიც უკვე გაჩერებული იყო. დ----- ნ---–--ე მივიდა მანქანის მძღოლთან გ------ ც------ესთან, წარუდგინა თავი და მოსთხოვა საბუთების წარდგენა, რაზეც მიიღო უარი. ამ დროს მათთან მივიდა ა---------– ვ-------ე, საბუთების მოთხოვნის განმეორების შემდეგ, მძღოლმა გ------ ც------ემ პოლიციელებს ცინიკურად უპასუხა, რომ მათმა უფროსმა იცოდა, ვინ იყო ის. ამის შემდეგ ა---------– ვ-------ემ გააღო გ------ ც------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის კარები და მოსთხოვა მას ჩასულიყო მანქანიდან და წაჰყოლოდა პოლიციის განყოფილებაში მისი პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით. როდესაც ა---------– ვ-------ემ და დ----- ნ---–--ემ ეჭვი შეიტანეს მძღოლის სიფხიზლეში, მან უპასუხა, რომ ნამგზავრი და დაღლილი იყო და ამიტომ ჰქონდა თვალები ჩაწითლებული. მძღოლის გვერდით იჯდა მ----- ხ----–--–-, რომელიც ცინიკურ რაღაცეებს იძახდა ავტომანქანიდან, რაზეც მათ მოუწოდეს სიმშვიდისკენ. რადგან გ------ ც------ე პოლიციელების მოთხოვნის მიუხედავად არ ჩამოდიოდა ავტომანქანიდან, ა---------– ვ-------ემ ქამარში მოკიდა ხელი და შეეცადა ისე ჩაეყვანა. გ------ ც------ემ საჭეს მოკიდა ხელი და არ ჩადიოდა. ა---------– ვ-------ემ მკლავში მოკიდა ხელი გ------ ც------ეს ჩამოყვანის მიზნით, ამ დროს ავტომანქანიდან ჩავიდა მ----- ხ----–--–- და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, რა დროსაც უხერხულად იგრძნეს თავი და ინერციით ორივე გადავარდნენ უკან. ა---------– ვ-------ემ უთხრა „დაგაკავებთ ახლა პოლიციელების წინააღმდეგობისათვის“ რა დროსაც მ----- ხ----–--–მა თავი ჩაარტყა ა---------– ვ-------ეს. ის იძულებული გახდა გამოეყენებინა ძალა და ხ----–--–- შებოჭა კისერზე. შებოჭვის მომენტში, ხ----–--–- ხელს ურტყამდა მას - პირველი და მ------ დარტყმა სახეში მოხვდა, მერე რამდენჯერ მოხვდა ხ----–--–-ს დარტყმული ხელი აღარ ახსოვს. ხ----–--–- ძლიერი პიროვნება არის ფიზიკურად და პირველ შერკინებაზე ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ მ------ შერკინებაზე იმდენი მოახერხა, რომ მანქანის წინა ნაწილზე გადააწვინა, რომელიც იმ მომენტში ცემას და ხელის დარტყმას განაგრძნობდა მის მიმართ. თუმცა რამდენჯერ დაარტყა მ.ხ----–--–მა აღარ ახსოვს. ამ დროს გ.ც------ემ მანქანის გაღებული კარიდან დაიკავა ის და ა.ვ-------ესაც აკავებდა. ა.ვ-------ემ მოახერხა გათავისუფლება და ორივენი დაეცნენ მანქანის წინ. არ იცის როდის გამოიძახა ა---------– ვ-------ემ დამხმარე ჯგუფი. როდესაც მივიდნენ დამხმარე ჯგუფის პოლიციელები, დაეხმარნენ მ----- ხ----–--–-ს დაკავებაში. მ----- ხ----–--–- დააკავეს მან, ზ------ კ--------ომ და გ--- ფ------–--ემ. დაკავებული გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში სამსახურებრივი ავტომანქანით ა---------– ვ-------ესთან და ზ------ კ--------ოსთან ერთად. საჭესთან იჯდა ზ------ კ--------ო, ხოლო მ----- ხ----–--–- უკანა სავარძელზე მასსა და ა---------– ვ-------ესთან ერთად. დაკავების შემდეგ მ----- ხ----–--–ს ადგილზე დაადო ხელბორკილი ზ------ კ--------ომ. დაკავების ოქმი შედგა პოლიციის განყოფილებაში, რადგან ადგილზე ძლიერი წვიმის გამო შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა. უფლებების ნაწილი ადგილზე განუმარტეს მ.ხ----–--–ს, ხოლო სრულყოფილად დაკავებულისათვის უფლებების განმარტება მოხდა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, მ----- ხ----–--–- მთელი გზა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და უპატივცემულოდ იქცეოდა. დაზარალებულის განმარტებით, გ------ ც------ის დაკავებაში მონაწილეობდნენ მ------ მ--–--ე, ზ------ გ------–--ე და ა---------– ვ-------ე. როგორც მისთვის ცნობი-–-- გ------ ც------ე პოლიციის განყოფილებაში წამოიყვანა მ------ მ--–--ემ გ------ ც------ის კუთვნილი ავტომანქანით. დაზარალებულის განმარტებით, გ------ ც------ის წინააღმდეგობა პოლიციელების მიმართ გამოიხატებოდა იმით, რომ ის აკავებდა ა---------– ვ-------ეს და საშუალებას არ აძლევდა მას დახმარებოდა დ----- ნ---–--ეს. ა---------– ვ-------ეს, რომ საშუალება ჰქონოდა დახმარებოდა მას, იმ დაზიანებებსაც არ მიიღებდა რაც მიიღო. აღნიშნულის შედეგად მას გახეთქილი ჰქონდა წარბი და ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. ხოლო ა---------– ვ-------ეს შეწითლებული ჰქონდა თვალი და სამსახურებრივი მაისური ჰქონდა შემოხეული. დაზარალებულის განმარტებით, მ----- ხ----–--–- პირველი მიიყვანეს განყოფილებაში და დაახლოებით 5 წუთში მიიყვანეს მ------ დაკავებული - გ------ ც------ე. გ--- ფ------–--ე და ზ------ გ------–--ე გ------ ც------ის მიყვანის შემდეგ მივიდნენ განყოფილებაში ერთად. დაკავების ოქმი შეადგინა განყოფილებაში და ამის შემდეგ დაკავებულებთან შეხება აღარ ჰქონია. მ----- ხ----–--–-სათვის უფლებების განმარტების დროს მასთან ერთად ოთახში იყო ა---------– ვ-------ე და ზ------ კ--------ო. დ----- ნ---–--ემ დაკითხვისას განმარტა, რომ ავტომანქანაში დაინახა ქალბატონი, თუმცა ვინ იყო ეს ქალბატონი არ იცის. მან, ასევე, განმარტა, რომ არ დაუნახავს გ------ ც------ის შვილი.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს ოპერატიულ ჯგუფში იყო ზ------ კ--------ოსთან ერთად. მოძრაობდნენ ჭ----------- ქუჩაზე, რა დროსაც, დაახლოებით 12:20 ან 12:25 საათზე, ზ------ კ--------ოს დაუკავშირდა პოლიციის განყოფილების სამორიგეოდან ი-–-- ჭ----–-–---–ი და აცნობა, რომ ა---------– ვ-------ეს და დ----- ნ---–--ეს ესაჭიროებოდათ დახმარება, რადგან პირები დაკავებისას უწევდნენ წინააღმდეგობას. ა.ვ-------ე და დ.ნ---–--ე იმყოფებოდნენ სახაჭაპურე „ა---“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათგან დაახლოებით 100-150 მეტრის დაშორებით და დაახლოებით 2-3 წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ მ----- ხ----–--–- იგინებოდა და დ----- ნ---–--ეს უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას. ა---------– ვ-------ე ცდილობდა დახმარებოდა დ----- ნ---–--ეს, მაგრამ გ------ ც------ე აკავებდა მას, გულისპირით ეჭირა და არ აძლევდა საშუალებას დ----- ნ---–--ეს დახმარებოდა. როდესაც მივიდა პირდაპირ აღმოჩნდა გ------ ც------ესთან და დაიძახა - ,,რას შვებით, რა ხდება აქ, ხელი გაუშვი”. გ------ ც------ე გაჩერდა და ამ დროს მან დაინახა მ------ მ--–--ე და გ--- ფ------–--ე. მისვლისთანავე, პირველი ის შეეხო გ------ ც------ეს, მანამდე კი ორჯერ დაუყვირა. შეხებისთანავე გაჩერდა გ------ ც------ე. ამ დროს მ----- ხ----–--–- აგრძელებდა წინააღმდეგობას. მოწმის განმარტებით, უფრო მალე და მარტივად დააკავეს გ------ ც------ე. რამდენ წუთში მოხდა მ----- ხ----–--–-ს დაკავება გ------ ც------ის დაკავებიდან არ იცის. გ------ ც------ეს მათი მისვლის შემდეგ წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მას ადგილზე ოქმის შედგენაში ხელი აღარ შეუშლია. გ--- ფ------–--ე და ზ------ კ--------ო დ----- ნ---–--ეს ეხმარებოდნენ მ----- ხ----–--–-ს დაკავებაში, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ყველა ფორმიანს. შემდეგ გ------ ც------ეს აუხსნა ბრალდებულის უფლებები, განუმარტა, რომ ბრალად ედებოდა სსკ 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული პოლიციელების წინააღმდეგობის გამო და ამის შემდეგ ა---------– ვ-------ემ დაადო ხელბორკილი. მათ წინ იდგა სამსახურებრივი პიკაპი და უკან მწვანე ფერის ,,R----”-ის მარკის ავტომანქანა, რომელზეც გ------ ც------ემ განმარტა, რომ იყო მისი საკუთრება. მ------ მ--–--ემ ჩასვა ამ ავტომანქანაში გ------ ც------ე და წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანით კი გადაიყვანეს მ----- ხ----–--–-. საჭესთან დაჯდა ზ------ კ--------ო, უკან დაკავებულთან ერთად დასხდნენ ა---------– ვ-------ე და დ----- ნ---–--ე. როდესაც ორივე დაკავებული წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ის და გ--- ფ------–--ე დარჩნენ შემთხვევის ადგილზე. ხოლო რამდენიმე ხანში მისი პირადი ავტომანქანით წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში მანქანის დაყენებისას, დაინახა, როგორ შეიყვანა მ------ მ--–--ემ გ------ ც------ე განყოფილებაში. ამის შემდეგ, ისიც შევიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მარჯვნივ იჯდა გ.ც------ე და მასთან ერთად იყვნენ მ------ მ--–--ე და ა---------– ვ-------ე. მან შეადგინა დაკავების ოქმი და დაკავებულ გ------ ც------ეს განუმარტა ბრალდებულის უფლებები სრულად. შემთხვევის ადგილზე დაკავების ოქმის შედგენა ვერ მოახერხა ძლიერი წვიმის გამო. გაუგებარი მიზეზით გ------ ც------ემ ხელი არ მოაწერა დაკავების ოქმს და ამის შესახებ შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა ოქმზე. დაკავების ოქმზე ხელი მოაწერეს გ------ ც------ის დაკავებაში მონაწილე პირებმა - ზ------ გ------–--ემ, მ------ მ--–--ემ და ა---------– ვ-------ემ. ამის შემდეგ დატოვა პოლიციის განყოფილების შენობა და წავიდა. მოწმის განმარტებით, გ------ ც------ის წინააღმდეგობა გამოიხატა მასში, რომ ა---------– ვ-------ეს ხელს უშლიდა დახმარებოდა დ----- ნ---–--ეს. გულისპირით ეკავა და ეძახდა მ----- ხ----–--–ზე, „ნუ აკავებთ“. მ----- ხ----–--–- კი ხელს იქნევდა, ხელს „წიანობდა“ პოლიციელებს, ეტაკებოდა ხელით - არ უშვებდა პოლიციელებს ახლოს, რომ დაეკავებინათ. მას არ დაუნახავს არც მუშტის და არც გაშლილი ხელის მოქნევა მ----- ხ----–--–-ს მიერ პოლიციელებისათვის. სამი პოლიციელი ცდილობდა მ----- ხ----–--–-ს დაკავებას და ის იშორებდა პოლიციელებს, ეჯიკავებოდა. მოწმის განმარტებით, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, დ----- ნ---–--ეს ჰქონდა სისხლი ცხვირთან და მარჯვენა წარბი გახეთქილი. ა---------– ვ-------ეს მაისური ჰქონდა ჩამოხეული და სიწითლე ეტყობოდა მარცხენა მხარეს წარბის და ლოყის არეში. მისი განმარტებით, არ დაუნახავს, როგორ მიაყენეს დაზიანება ა---------– ვ-------ეს და არც მისი ტანსაცმლის დაზიანების ფაქტი დაუნახავს. როდესაც მივიდა, გ------ ც------ეს ხელით ეჭირა უკვე ა---------– ვ-------ე და დაზიანებული იყო მისი მაისური. დ----- ნ---–--ე რომ დაინახა, უკვე სისხლი ჰქონდა, დაზიანება ცხვირზე და წარბზე. მან, ასევე, განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ბავშვი და ქალბატონი არ დაუნახავს.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ მ--–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს იყო ოპერატიულ ჯგუფში და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა გ--- ფ------–--ესთან ერთად ძველი აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი მოძრაობდნენ ფეხით. დაახლოებით პირველის ნახევარზე გ.ფ------–--ეს დაურეკა მობილურმა. საუბრის დასრულებისთანავე გ.ფ------–--ემ უთხრა, რომ მის თანამშრომელ ბიჭებს დ.ნ---–--ეს და ა.ვ-------ეს სჭირდებოდათ დახმარება მათგან რამდენიმე მეტრში, დაახლოებით „ა---“ ტერიტორიაზე. როდესაც ადგილზე მივიდნენ, ნახეს, რომ დ----- ნ---–--ეს ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა სპორტული აღნაგობის პიროვნება, როგორც შემდეგ გაირკვა მ----- ხ----–--–-, ხოლო ა---------– ვ-------ე ხელით ეჭირა მ------ პიროვნებას, რომელიც შემდეგ გაირკვა იყო გ------ ც------ე. მივიდა ა---------– ვ-------ესთან და შეეცადა, რომ ხელი გაეშვებინა მაისურზე. მისვლიდან რამდენიმე წუთში გ.ც------ემ შეწყვიტა წინააღმდეგობა. ასევე, იქ მივიდა მისი თანამშრომელი ზ------ გ------–--ე, მან დააკავა გ------ ც------ე და განუმარტა უფლებები, ჩასვეს მის მანქანაში და გადაიყვანეს ზესტაფონის პოლიციის სამმართველოში. მოწმის განმარტებით ა---------– ვ-------ეს ეცვა პოლიციის მაისური, აღნიშნული მაისურით ეჭირა გ.ც------ეს ის და არ აძლევდა საშუალებას მიხმარებოდა დ.ნ---–--ეს. შეამჩნია, რომ დ.ნ---–--ეს სისხლი ჰქონდა თვალზე, ხოლო ა.ვ-------ეს მაისური ჰქონდა დახეული. გ.ც------ე გადაიყვანა მან, ის იჯდა უშუალოდ საჭესთან. დაკავების შემდეგ გ------ ც------ეს ჰქონდა ხელბორკილი დადებული. მოწმის განმარტებით, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, პირველად ის მივიდა გ------ ც------ესთან და რამდენიმე წამში მივიდა ზ.გ------–--ე. ადგილზე, მანქანაში მან დაინახა ბავშვი და ქალბატონი, თუმცა გ.ც------ის ხელში ბავშვი არ შეუნიშნავს. ასევე უჭირს ბავშვის ასაკის დასახელება. მისივე განმარტებით გ.ც------ემ მას უთხრა, რომ ბავშვი მისი იყო, განყოფილებაში მისი მანქანით წასულიყვნენ, თორემ ბავშვი ინერვიულებდა.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ კ--------ომ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, ზ------ გ------–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე. დაახლოებით პირველის ნახევრისთვის მას დაურეკა მობილურ ტელეფონზე მორიგემ, ი-–-- ჭ----–-–---–მა, პოლიციის სამმართველოდან და უთხრა, რომ დ----- ნ---–--ესა და ა---------– ვ-------ეს ჭირდებოდათ დახმარება ჭ----------- ქუჩაზე, სახაჭაპურე ,,ა---” მიმდებარე ტერიტორიაზე. ა---------– ვ-------ეს და დ----- ნ---–--ეს ჰყავდათ გაჩერებული ავტომანქანა და ორი პიროვნება აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მორიგის ზარიდან დაახლოებით 2-3 წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მისვლისას, შემთხვევის ადგილას დაინახა გ--- ფ------–--ე, ისინი თითქმის პარალელურად მივიდნენ. თვითონ მივიდა დ----- ნ---–--ესთან და მ----- ხ----–--–თან. გ--- ფ------–--ემ ხელი მოკიდა ხ----–--–ს. მისი მისვლის მომენტში დ----- ნ---–--ეს უკვე სისხლი მოსდიოდა. მისვლის მომენტში, მ----- ხ----–--–მა ხელი მოუქნია დ----- ნ---–--ეს და მოხვდა. როცა შემთხვევის ადგილზე მივიდა, ასევე, ა---------– ვ-------ეს მაისური გახეული ჰქონდა და სიწითლეებიც ჰქონდა სახეზე. მ----- ხ----–--–-ს გაქნეული ხელი დ----- ნ---–--ეს მოხვდა სახეში, თუმცა რამდენჯერ მოხვდა, არ დაუთვლია. მ----- ხ----–--–- წინააღმდეგობას უწევდა მათ და მანქანაში ჩასმის დროს უკვე ხელბორკილი ეკეთა. ხელბორკილი დაკავებულს ადგილზე გაუკეთეს. მოწმის განმარტებით, გ------ ც------ის წინააღმდეგობა გამოიხატებოდა მასში, რომ ა---------– ვ-------ე ცდილობდა დ----- ნ---–--ესთან მისვლას და გ------ ც------ეს მაისურით ჰყავდა დაჭერილი ა---------– ვ-------ე და არ აძლევდა საშუალებას დახმარებოდა დ----- ნ---–--ეს. ამის გამო ა---------– ვ-------ის მაისური იყო შემოხეული. მოწმის განმარტებით, ის მივიდა დ----- ნ---–--ესთან და ეხმარებოდა მ----- ხ----–--–-ს დაკავებაში. მისვლისას დ----- ნ---–--ეს თვალის და შუბლის არე ჰქონდა გახეთქილი და სისხლი მოსდიოდა. მათ ფიზიკური ძალის გამოყენებით დააწვინეს ძირს მ----- ხ----–--–- და დააკავეს. მ----- ხ----–--–-ს მოქნეული ხელი მას მოხვდა მკერდის არეში. გ--- ფ------–--ეს მოხვდა მ----- ხ----–--–-ს ხელი, დ----- ნ---–--ესაც - დაკავების მომენტში. მათი მისვლისას მ.ხ----–--–- ეჯაჯგურებოდა დ----- ნ---–--ეს და მათაც, როდესაც მივიდნენ ხელს კრავდა და არ აძლევდა დაკავების საშუალებას. დაკავების შემდეგ მ----- ხ----–--–- სამსახურებრივი ავტომანქანით გადაიყვანეს პოლიციელის განყოფილებაში. თვითონ დაჯდა საჭესთან და უკან მ----- ხ----–--–-, ა---------– ვ-------ე და დ----- ნ---–--ე. მან პირადად პოლიციის განყოფილებაში შეადგინა დაკავების ოქმი, რადგან დაკავების ადგილზე ძლიერი წვიმის გამო და იმის გამო, რომ მ----- ხ----–--–- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და წინააღმდეგობას უწევდა მათ, ვერ მოხერხდა დაკავების ოქმის შედგენა. გ------ ც------ე დააკავა მ------ მ--–--ემ. როგორც მისთვის ცნობი-–--, გ------ ც------ე მისი პირადი ავტომანქანით გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში. პირველი სამმართველოში მივიდნენ ისინი და მიიყვანეს მ----- ხ----–--–-. მათი მისვლიდან დაახლოებით 5 წუთში მ------ მ--–--ემ მიიყვანა განყოფილებაში გ------ ც------ე, სხვა პირები იყვნენ თუ არა მათთან ერთად მოწმეს არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, მას შემთხვევის ადგილზე გ------ ც------ის ავტომანქანაში არც ქალბატონი დაუნახავს და არც ბავშვი. ავტომანქანაში უკან ვინ ისხდნენ, საერთოდ არ დაუნახავს.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ფ------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, ხელმძღვანელობის დავალებით, ქალაქ ზესტაფონში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭ----------- ქუჩაზე ახორციელებდა პატრულირებას მეწყვილესთან, მ------ მ--–--ესთან ერთად. დაახლოებით პირველის ნახევარი იქნებოდა, როდესაც მათ დაურეკა პოლიციის განყოფილებიდან მორიგემ, ი-–-- ჭ----–-–---–მა და უთხრა, რომ ა---------– ვ-------ეს და დ----- ნ---–--ეს ესაჭიროებოდათ დახმარება ,,ა---” სახაჭაპურეს მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან ორი პიროვნება უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გამოძახებიდან დაახლოებით 2-3 წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. როდესაც ის და მ------ მ--–--ე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, დაინახეს, რომ დ----- ნ---–--ე ვიღაც მაღალი სპორტული აღნაგობის პირთან ერთად შერკინებულივით იყო. აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დ----- ნ---–--ე ფაქტიურად მარტო ვერ აკავებდა ამ პირს. მივიდა დასახმარებლად და ამის შემდეგ მათთან მივიდა ზ------ კ--------ო. ის და ზ------ კ--------ო დაეხმარნენ დ----- ნ---–--ეს და რამდენიმე ხანში მოახერხეს მ----- ხ----–--–-ს დაკავება და ჩასვეს პოლიციის მანქანაში. მ----- ხ----–--–- დაკავებამდე, ბოლომდე უწევდა წინააღმდეგობას მათ. ამ დროს ა---------– ვ-------ე იდგა იქვე მდგარ ლურჯ მანქანასთან, რომლის მარკა არ ახსოვს და გ------ ც------ე არ უშვებდა ა---------– ვ-------ეს დ----- ნ---–--ესთან დასახმარებლად. კისრით ჰყავდა ა---------– ვ-------ე დაკავებული. მერე ჯგუფის ბიჭები მივიდნენ და ისინი დაეხმარნენ ა---------– ვ-------ეს, მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია მათთვის. მ----- ხ----–--–- გადაიყვანეს ზესტაფონის პოლიციის განყოფილებაში და იქ შედგა დაკავების ოქმი. ოქმი შეადგინა ზ------ კ--------ომ. დაკავების ოქმი შემთხვევის ადგილზე ვერ შეადგინეს ბუნებრივი პირობების გამო და იმის გამო, რომ მ----- ხ----–--–- წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს. გ------ ც------ე დააკავეს ზ------ გ------–--ემ და მ------ მ--–--ემ. ზუსტად აღარ ახსოვს სხვა კიდევ მონაწილეობდა თუ არა გ------ ც------ის დაკავებაში. მოწმის განმარტებით, დ----- ნ---–--ეს აღენიშნებოდა ცხვირისა და თვალის არეში დაზიანება და მოდიოდა სისხლი. ა---------– ვ-------ეს სამსახურებრივი მაისური ჰქონდა შემოხეული და სახის არე ჰქონდა გაწითლებული. მ----- ხ----–--–-ს მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიხატებოდა დედის მისამართით შეგინებაში, ზოგადად პოლიციელების მიმართ.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-–-- ჭ----–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, ზესტაფონის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში და ასრულებდა ოპერატიული მორიგის მოვალეობას. დაახლოებით 12:20 საათზე მას დაუკავშირდა თანამშრომელი - ა---------– ვ-------ე და უთხრა, რომ ჭირდებოდა დახმარება ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე. კერძოდ, ა---------– ვ-------ემ მას უთხრა, რომ გაჩერებული ჰყავდა ავტომანქანა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელშიც ისხდნენ პირები მ----- ხ----–--–- და გ------ ც------ე და უწევდნენ წინააღმდეგობას. აღნიშნულის გამო ა---------– ვ-------ე ითხოვდა ოპერატიული ჯგუფების დახმარებას. შეტყობინების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ აცნობა სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ----- ფ--------ეს. მისგან მიიღო დავალება, რომ აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა ოპერატიული ჯგუფებისთვის და გაეგზავნა ისინი დასახმარებლად ა---------– ვ-------ესთან. 12:25 საათზე ის დაუკავშირდა გ--- ფ------–--ეს, რომელიც მ------ მ--–--ესთან ერთად იყო ოპერატიულ ჯგუფში და აცნობა დახმარებოდნენ ა---------– ვ-------ეს. ასევე, დაუკავშირდა ყველა ოპერატიულ ჯგუფს და აცნობა დავალების შესახებ. ამისათვის დაჭირდა დაახლოებით 5 წუთი. დარეკვიდან დაახლოებით 15-20 წუთში მიიყვანეს დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში. მისი განმარტებით, მ----- ხ----–--–- განყოფილებაში მიიყვანა ა---------– ვ-------ემ. მათი მისვლიდან დაახლოებით 5 წუთში, მ------ მ--–--ემ მიიყვანა გ------ ც------ე. განყოფილებაში მიყვანისას ორივე დაკავებულს ეკეთა ხელბორკილები. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობი-–--, მ----- ხ----–--–- სამსახურებრივი მანქანით მიიყვანეს განყოფილებაში, ხოლო გ------ ც------ე ვისი მანქანით მიიყვანეს არ იცის. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებულები შეიყვანეს პირველ სართულზე სხვადასხვა ოთახებში. მოწმის განმარტებით, იმ დღესვე დ----- ნ---–--ემ და ა---------– ვ-------ემ მოუყვა რა მოხდა, რომ მათ შეაჩერეს აღნიშნული პირები მოძრაობის წესის დარღვევისათვის და მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ა---------– ვ-------ემ მას უთხრა, რომ ორივე დაკავებული აგრესიით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი მ----- ხ----–--–-. ა---------– ვ-------ემ უთხრა, რომ მ----- ხ----–--–მა დაარტყა. განყოფილებაში მისვლის შემდეგ, მოწმის განმარტებით, ა---------– ვ-------ეს სახის არეში ჰქონდა ადვილად შესამჩნევი სიწითლე და სამსახურებრივი ფორმა ჰქონდა დაზიანებული, მაისური შემოხეული. დ----- ნ---–--ეს კი მარცხენა თვალ-ბუდის არედან მოსდიოდა სისხლი.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ----- ფ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2017 წლის 13 იანვარს, დილის 10:00 საათზე გამოცხადდა სამსახურში, შეკრიბა მორიგე ჯგუფები და ჩაუტარა თათბირი. ვინაიდან იყო ძველით ახალი წლის წინა დღე და ზესტაფონში არის ბაზრობა, მან გადაანაწილა მორიგე ჯგუფები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. დ----- ნ---–--ეს და ა---------– ვ-------ეს დაევალათ სამსახურებრივი ტოიოტა ჰაი-ლუქსის მარკის ავტომანქანით ემოძრავათ ქალაქის ტერიტორიაზე და განეხორციელებინათ პატრულირება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. დაახლოებით 12:20 ან 12:22 საათზე მას დაუკავშირდა მორიგე ი-–-- ჭ----–-–---–ი და მოახსენა, რომ მათ თანამშრომლებს დ----- ნ---–--ეს და ა---------– ვ-------ეს ესაჭიროებოდათ დახმარება ჭ----------- ქუჩაზე, რადგან ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პირები აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მან მორიგეს მისცა დავალება, რომ დაკავშირებოდა ბაზრის ტერიტორიაზე განაწილებულ ჯგუფებს და გაეგზავნა ისინი დასახმარებლად. როგორც მისთვის ცნობი-–--, ი-–-- ჭ----–-–---–ი დაუკავშირდა ოპერატიულ ჯგუფებს და მათი დახმარებით მოხდა აღნიშნული დანაშაულის აღკვეთა. მოგვიანებით კი, დ----- ნ---–--ისგან და ა---------– ვ-------ისგან შეიტყო მომხდარის დეტალები. ა---------– ვ-------ემ მას უთხრა, რომ მანქანაში ჩასმამდე გ------ ც------ე უწევდა წინააღმდეგობას მათ. ის მ----- ხ----–--–-ს დაკავებაში უშლიდა ხელს პოლიციელებს. მოგვიანებით, მ------ მ--–--ემ და გ--- ფ------–--ემ უთხრეს, რომ გ------ ც------ე და მ----- ხ----–--–- ბოლომდე, დაკავებამდე უწევდნენ მათ წინააღმდეგობას. მოწმის განმარტებით, მ----- ხ----–--–- სამმართველოში მიიყვანეს სამსახურებრივი ავტომანქანით, ხოლო გ------ ც------ე მისი კუთვნილი ავტომანქანით. მ----- ხ----–--–- მიიყვანა დ----- ნ---–--ემ და ზ------ კ--------ომ, ხოლო გ------ ც------ე მ------ მ--–--ემ. მოწმის განმარტებით, ბრძანების გაცემიდან დაახლოებით 15-20 წუთში მიიყვანეს პოლიციაში დაკავებულები. დაკავებული პირები ნახა განყოფილებაში, როდესაც ის მესამე სართულიდან ჩადიოდა ქვემოთ, დაკავებულები კი პირველი სართულიდან აჰყავდათ მეორე სართულზე. ზ------ კ--------ოს მ----- ხ----–--–-სთვის ეჭირა ხელი, ხოლო ა---------– ვ-------ეს გ------ ც------ისთვის. ორივე დაკავებულს ეკეთა ხელბორკილი. მოწმის განმარტებით, როდესაც დ----- ნ---–--ე ნახა, სისხლი მოდიოდა ცხვირიდან და თვალი ჰქონდა ჩაწითლებული, თუმცა მასთან საუბრის მომენტში სისხლი უკვე აღარ მოდიოდა. ა---------– ვ-------ეს მაისური ჰქონდა შემოხეული და სახის მარჯვენა მხარე ჩალურჯებული.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმემ მ--- ც------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს შვილებთან გ------ და გ----- ც------ესთან, მცირეწლოვან შვილიშვილთან და მ----- ხ----–--–თან ერთად იყო ბაზარში, შვილის გ----- ც------ის კუთვნილი ავტომანქანით. საჭესთან იჯდა გ------ ც------ე, მის გვერდით მ----- ხ----–--–-. თავად იჯდა მძღოლის უკან, ბავშვი შუაში, ხოლო გ----- მ.ხ----–--–-ს უკან. როდესაც ბაზრიდან გამოვიდნენ და ჩადგნენ მანქანების მწკრივში, რამდენიმე წამში მათი მანქანის გვერდით გაჩერდა პოლიციის პიკაპი და გააჩერებინეს გ------ს მანქანა. ერთერთმა პოლიციელმა უთხრა გ------ს საბუთები წარედგინა, რაზეც გ------მა უთხრა, რომ თან არ ჰქონდა. მან პოლიციელებს უთხრა პირადი ნომერი, თუმცა ამის მიუხედავად პოლიციელებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა წაეყვანათ. გ------მა აუხსნა, რომ მანქანაში დედა, შვილი და ძმა ჰყავდა და გაეშვათ. პოლიციელებმა გ------ს დაუწყეს ჯიკავი და უნდოდათ მისი მანქანიდან გადაყვანა. გ------ი არ ჩადიოდა მანქანიდან. ეს ჯიკავი რომ დაინახა გ------ის შვილმა, დაიწყო ტირილი და ჩაბჟირდა. ამ დროს მ----- ხ----–--–- გადავიდა მანქანიდან, უკნიდან შემოუარა მანქანას, მივიდა პოლიციელებთან მძღოლის მხარეს და უთხრა - „ბავშვი მაინც შეიცოდეთო“. ამ დროს მ-----ს ხელები უკან ჰქონდა. ერთერთმა პოლიციელმა - დაბალმა, სქელმა ბიჭმა უთხრა მ-----ს, რომ პოლიციის უფროსის დავალებით უნდა წაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში. ერთერთმა პოლიციელმა კი მისვლისთანავე შემოარტყა ხელი მ----- ხ----–--–ს და შეაგინა დედის მისამართით. მ----- ხ----–--–ს პოლიციელებისთვის ხელი არ დაურტყამს. გ------ი პოლიციელებს ხელით არ შეხებია, ის იყო ბავშვთან და არ შორდებოდა, რადგან ჩაბჟირებული იყო. როდესაც პოლიციელები ხელით შეეხნენ მ----- ხ----–--–ს, ამ დროს შეიკრიბა ირგვლივ ხალხი და მათ შორის იყვნენ მოძრაობის მარეგულირებლები ე.წ. ,,სტაიანშიკები”. მათ ეცვათ ფორმა და ერთერთი მათგანი, თ------ რ-------ე იცნო. ეს პიროვნება უყურებდა მოვლენებს მ----- ხ----–--–ზე პოლიციელების მიერ ხელის შეხებიდან, მისი დაკავების მომენტამდე. პოლიციელებმა მოკიდეს მ-----ს ხელი და „მიაფხოკიალებდნენ“ მანქანისკენ. ისინი ურტყამდნენ მ-----ს წიხლებს, შემდეგ ხელები გაუკრეს თავისავე კაშნეთი და ჩასვეს პოლიციის მანქანაში. არც გ------ ც------ისთვის და არც მ----- ხ----–--–-სთვის ხელბორკილები ადგილზე არ დაუდიათ. მ----- ხ----–--–-ს დაკავებას უყურებდა 3-5 მეტრის მანძილზე და როდესაც მ----- ხ----–--–- ჩასვეს პოლიციის მანქანაში, იმავე მანქანაში ჩასვეს თავდაპირველად გ------ ც------ე, რომელიც მალევე ჩამოვიდა მანქანიდან და დარჩა შემთხვევის ადგილზე. პოლიციელებმა კი მ----- ხ----–--–- წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. შემთხვევის ადგილზე სხვა პოლიციელებიც მივიდნენ, მაგრამ მათი მისვლის მომენტი არ დაუნახავს. როდესაც პოლიციელები მ----- ხ----–--–ს აკავებდნენ და მანქანაში სვამდნენ, გ------ი იდგა მანქანასთან და ბავშვი ეჭირა ხელში და ამ დროს პოლიციელებთან საუბარი არ ჰქონია. ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით 3-4 წუთი. შემთხვევის ადგილას შეიკრიბა ხალხი. ზოგიერთი მათგანი ვიდეოს იღებდა. ვიდეოს იღებდნენ პოლიციელებიც. გ------ ც------ეც იღებდა ვიდეოს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, მაგრამ როდესაც გამომძიებელმა ლ-–- პ------–-–---–მა მოწმეს გადასცა გ------ ც------ის მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, ვიდეო წაშლილი აღმოჩნდა. მ----- ხ----–--–-ს დაკავებისას, იდგა მათ მანქანასთან, ხოლო მისი შვილი გ----- ც------ე იჯდა მანქანაში. მ----- ხ----–--–-ს წაყვანის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იყო პოლიციელი პაატა ჯუღელი, რომელმაც უთხრა გ------ს - ,,შენ აღარ ხარ საჭირო და წადი სახლში. თუ საჭირო გახდება, დაგირეკავენ და გამოხვალ ჩვენების მისაცემად.” მ------ პოლიციელმა კი უთხრა, ახლა უნდა დავკითხოთ მოწმის სახით და პოლიციაში წამობრძანდითო. ისინი მათი მანქანით ავიდნენ პოლიციაში. გ------ი იჯდა საჭესთან. მ----- ხ----–--–-ს წაყვანიდან დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში. გ------ი შევიდა პოლიციაში. მოწმის განმარტებით, ის იმ დღესვე დაკითხა პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელმა ლ-–- პ------–-–---–მა და ყველაფერი ასახა თავის ჩვენებაში რაც მოხდა. ჩვენება არ წაუკითხავს, ენდო გამომძიებელს და ისე მოაწერა ხელი. დაკითხვის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში ჩავიდა პირველ სართულზე და იქ დაინახა გ------ი, რომელსაც ხელბორკილი არ ჰკეთებია.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----- ც------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს დედასთან მ--- ც------ესთან, ძმასთან გ------ ც------ესთან, მ----- ხ----–--–თან და მცირეწლოვან ძმისშვილთან ერთად იყო ზესტაფონის ბაზარში საყიდლებზე. ბაზრის გამოსასვლელთან, ნახევარი საათი იდგნენ საცობში და შემდეგ სხვა მანქანების მსგავსად გამოვიდნენ ისინიც, რა დროსაც გააჩერა პოლიციამ და გ------ს მოსთხოვეს საბუთები. მათ განუმარტეს, რომ მოძრაობის წესების დარღვევისთვის აჩერებდნენ, თუმცა კონკრეტულად რა წესის დარღვევაზე მიუთითებდნენ პოლიციელები არ გაუგია. პოლიციელები იყვნენ სამსახურებრივი პიკაპის მარკის ავტომანქანით. მათი მანქანის წინ დაახლოებით 5 მეტრში გააჩერეს პოლიციელებმა თავიანთი მანქანა. გ------მა უთხრა მათ, რომ საბუთები არ ჰქონდა. სახელი, გვარი და პირადი ნომერი უთხრა შემოწმების მიზნით. ასევე, უხსენა მისი ნაცნობი პოლიციელების სახელი და უთხრა, რომ შეეძლოთ მათთან გადაემოწმებინათ მისი ვინაობა. პოლიციელებმა მათ განუმარტეს, რომ არ აინტერესებდათ, რადგან სამმართველოს უფროსის დავალებით აკავებდნენ. ორი პოლიციელიდან ერთი იყო სუსტი, ხოლო მ------ შედარებით ჭარბწონიანი. პირველად მანქანასთან მივიდა სუსტი პოლიციელი, ხოლო 30 წამში მივიდა მ------ პოლიციელი. მას შემდეგ, რაც გ------მა პოლიციელებს უთხრა, რომ საბუთები არ ჰქონდა, მათ გამოაღეს მანქანის კარები და დაუწყეს გ------ს ჯიკავი - ერთი მხარში კიდებდა ხელს, მ------ ქამარში. ამ დროს ბავშვმა დაიწყო ტირილი და ჩაბჟირდა. როდესაც პოლიციელები გ------ს ეჯიკავებოდნენ, მ-----ი გადავიდა მანქანიდან და უთხრა პოლიციელებს -,,ხომ ხედავთ ბავშვი რა დღეშია, რა დაგემართათ.” იმავე წამს პოლიციელებმა გ------ს დაანებეს თავი და ეცნენ მ-----ს. ხელები გადაუგრიხეს, ძირს დააწვინეს და ნიაღვარში ჩააყოფინეს თავი. თავისავე კაშნეთი გაუკრეს ხელები და სამმა პოლიციელმა ჩასვა პოლიციის მანქანაში. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე კიდევ მივიდა 4 ან 5 პოლიციელი. ისინი აკავებდნენ მ----- ხ----–--–ს. მ.ხ----–--–-ს მანქანიდან გადასვლის შემდეგ პოლიციელები გ------ს აღარ შეხებიან. კონფლიქტი გაგრძელდა პოლიციელებს და მ----- ხ----–--–ს შორის. მ----- ხ----–--–-ს მხრიდან პოლიციელის მისამართით წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ხელის დარტყმა და მოქნევა განხორციელდა მხოლოდ პოლიციელების მხრიდან. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე არც მ----- ხ----–--–-სთვის და არც გ------ ც------ისთვის პოლიციას ხელბორკილი არ დაუდევს. მ----- ხ----–--–-ს დაკავებისას გ------ს ბავშვი ეჭირა ხელში, რადგან ბავშვი არ შორდებოდა მამას. გ------მა მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ აიყვანა ბავშვი ხელში. მ----- ხ----–--–-ს წაყვანის შემდეგ, იქ შეიკრიბა ხალხი, მათ შორის მათი ნაცნობებიც და დაახლოებით 10 წუთი საუბრობდნენ. იქ მივიდნენ მოძრაობის მარეგულირებლები ე.წ. ,,სტაიანშიკები” რომლებსაც ეცვათ ფორმა. შემდეგ წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში. საჭესთან დაჯდა გ------ი. განყოფილებაში პირველად შევიდა გ------ ც------ე, 5 წუთის შემდეგ კი, თვითონ და დედამისი. ბავშვი დატოვეს მანქანაში. მოწმის განმარტებით, როდესაც პოლიციის განყოფილებაში შევიდა, მან მისაღებში მარჯვენა მხარეს დაინახა მისი ძმა გ------ ც------ე, რომელიც ესაუბრებოდა პროკურორ კ---- ს------ს. ამ დროს ხელბორკილები დადებული არ ჰქონია. ამის შემდეგ ის გარეთ გავიდა ორჯერ და როდესაც მესამედ შევიდა განყოფილებაში, დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ, გ------ი ისევ პოლიციის განყოფილებაში დახვდა და მას ედო ხელბორკილები. მოწმის განმარტებით, ერთერთი მაღალი, შავგვრემანი, მელოტი ფორმიანი პოლიციელი იღებდა მ----- ხ----–--–-ს დაკავების მომენტს, დაახლოებით 2-3 წუთი. მან გადაიღო ის მომენტი, როდესაც მ----- ხ----–--–ს გუბურაში ჩააყოფინეს თავი პოლიციელებმა.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჭ------ მ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს მოძრაობის მარეგულირებლად ე.წ. „სტაიანშიკად“ ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე. 2017 წლის 13 იანვარს მუშაობდა და იდგა ჭ----------- ქუჩის 27 ნომერში. ზუსტი დრო არ ახსოვს, დაახლოებით შუა დღეს ჭ----------- ქუჩაზე შეიქმნა მანქანების კორდონი და გადაიკეტა მოძრაობა. ამ დროს ქვემოდან მიდიოდა პოლიციის პიკაპი, რომელიც გაჩერდა მის წინ, პოლიციელები გადავიდნენ მანქანიდან და ფეხით გაიქცნენ შემთხვევის ადგილისკენ. მან იფიქრა, რომ მანქანები დაეჯახნენ ერთმანეთს. იმ ადგილიდან, სადაც ის იდგა, ვერ ხედავდა შემთხვევის ადგილს, რადგან 4------ მეტრით იყო დაშორებული. იმ დღეს არ გაუგია რა მოხდა. რამდენიმე დღის შემდეგ, შეიძლება ერთი კვირის შემდეგაც, ის სამსახურის დაკარგვის მუქარით წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაიგო რომ შეხლა-შემოხლა მომხდარა პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის. განხორციელებული მუქარის ფონზე, მას ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე, თუმცა არ წაუკითხავს მისი შინაარსი და არც რაიმე სხვა ფორმით მომხდარა შინაარსის გაცნობა მისთვის. მოწმის განმარტებით, მან ჩვენებაზე ერთგან მოაწერა ხელი, მხოლოდ ხელი მოაწერა, სხვა არაფერი დაუწერია გამოკითხვის ოქმზე.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ რ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე. დაახლოებით პირველის ნახევარზე სახაჭაპურე ,,ა---” მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა დიდი ჩოჩქოლი, როდესაც გაუსწორდა იმ ადგილს დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ორი ახალგაზრდის პოლიციის მანქანაში ჩასმას. ერთი იყო მაღალი, ხოლო მეორე შედარებით დაბალი. ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ არ უნდოდათ პოლიციის მანქანაში ჩასხდომა. პოლიციელები იყვნენ პიკაპით. ეს ორი პიროვნება იდგა ერთმანეთის გვერდით და პოლიციელები იყვნენ მათ ირგვლივ. პოლიციელებმა ჩასვეს ისინი მანქანაში და წაიყვანეს. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 3-4 წუთი უყურებდა ამ ყველაფერს და დამხმარე პოლიციელების ჯგუფის მისვლის შემდეგ, წავიდა. მოწმის განმარტებით, მას არც ხელის დარტყმა დაუნახავს, არც იარაღი დაუნახავს. შემთხვევის ადგილზე დაჭრილი ან დასისხლიანებული არავინ ყოფილა. არც მუქარა გაუგონია. ვინმესთვის სისხლი რომ შეემჩნია, აუცილებლად მივიდოდა და დაეხმარებოდა, თუმცა იმ მომენტში დახმარების აუცილებლობა არ ყოფილა. პოლიციელი რომ ვინმეს ეცემა დასახმარებლად მივიდოდა, მაგრამ ასეთი რამ არ დაუნახავს. მან დაინახა, რომ ორივე ახალგაზრდა ერთმა და იმავე პოლიციელმა დააკავა და ერთმა პოლიციელმა დაადო ორივეს ხელბორკილი. მას არც შემოხეული ტანსაცმელი შეუნიშნავს და არც ძირს წაქცეული დაუნახავს ვინმე. ამ მოვლენებს უყურებდა 20-30 მეტრიდან. იქ შეიკრიბნენ გამვლელები. მასთან ერთად იყო მისი თანამშრომელი ჭ------ მ--–--ე.

 

16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მ.ხ----–--–-სა და გ.ც------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 14 იანვარს მოწმის სახით გამოკითხა ზ------ კ--------ო და ზ------ გ------–--ე.

 

17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე - პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მ----- ხ----–--–-ს და გ------ ც------ის მიმართ დაიწყო გამოძიება. იყო საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები, დანიშნა სასამართლო სამედიცინო, ალკოჰოლური და ნარკოტიკული ექსპერტიზები. ბრალდებულებს მ----- ხ----–--–ს და გ------ ც------ეს გააცნო დადგენილება მათი ბრალდების შესახებ. ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი - დაზარალებულების ჩვენებების ადგილზე შემოწმება. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

 

18. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა გ------ ც------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, მ--- ც------ესთან, გ----- ც------ესთან, მცირეწლოვან შვილთან და მ----- ხ----–--–თან ერთად იყო ბაზარში. როდესაც ბაზრიდან გამოდიოდნენ, ჭ----------- ქუჩაზე, გზა განაგრძო დასავლეთის მიმართულებით. რამდენიმე წამში გვერდზე ამოუდგა პოლიციის მანქანა და დ.ნ---–--ემ ხელით ანიშნა გაეჩერებინა. როდესაც მანქანა გააჩერა და მივიდა დ.ნ---–--ე, მოსთხოვა საბუთები. უთხრა, რომ თან არ ჰქონდა, თუმცა უთხრა სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე დაუსახელა რამდენიმე პოლიციელი, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა მისი ვინაობა. საუბარში მათთან მივიდა ა.ვ-------ე, რომელმაც მოსთხოვა მას მანქანიდან ჩასვლა, თუმცა არ ჩავიდა. ა.ვ-------ემ კარი გაუღო და შეეცადა მის ძალით გადაყვანას, ასევე ხელი ჩაარტყა კისრის არეში. ამ დროს მანქანიდან გადავიდა მ----- ხ----–--–-, მივიდა მასთან და უთხრა გადასულიყო და წაყოლოდა მათ, რა პრობლემა იყო. ამ დროს გ.ც------ის მცირეწლოვანი შვილი შეშინდა და დაიწყო ტირილი, უკანა მხრიდან ჩაეჭიდა მას. მ----- ხ----–--–-ს სიტყვებზე პოლიციელებმა მიატოვეს მასთან საუბარი, შებრუნდნენ მ.ხ----–--–-ს მიმართულებით და მთლიანად გადაერთვნენ მასზე. წააქციეს ძირს, თავი ჩააყოფინეს გუბეში, მისივე კაშნეთი შეუკრეს ხელები და ჩასვეს პოლიციის მანქანაში. ამ დროს, მას ბავშვი ეჭირა ხელში, რომელიც ტირილისგან ჩაბჟირებული იყო და არ შორდებოდა მას. მიუხედავად მისი მცდელობისა დედამისისთვის მიეცა, არ მოსცილებია. გ.ც------ის განმარტებით, არც მას და არც მ.ხ----–--–ს პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. სრულიად უმიზეზოდ მოხდა მ.ხ----–--–-ს დაკავება ადგილზე, ხოლო მისი დაკავება ადგილზე არ მომხდარა. როდესაც მ.ხ----–--–- წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, დაახლოებით ათ წუთში მივიდა პოლიციაში, შევიდა შენობაში მ-----ის ამბის საკითხავად. როდესაც იყო პოლიციის შენობაში, დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ მოახდინეს მისი დაკავება, უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმებდნენ. როდესაც საბუთები მიუტანეს ხელმოსაწერად, წაიკითხა, რომ ეწერა სისხლის სამართალი, აღნიშნულის გამო უარი განაცხადა დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე.

 

19. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ----- ხ----–--–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს გ------ ც------ესთან, მ--- ც------ესთან, გ----- ც------ესთან და გ------ის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა ბაზარში. გამოსვლისას, ჩვეულებრივად ჩადგნენ მანქანების მწკრივში, რა დროსაც გააჩერა პოლიციამ. გ------ს მოსთხოვეს საბუთები, თუმცა გ------მა უთხრა, რომ სახლში დარჩა. უთხრა სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ამ დროს ა.ვ-------ე ტელეფონზე ესაუბრებოდა დ----- გ---შვილს, ისმოდა მისი სხმა „ხო შეფ, დიახ ბატონო დ-----“ ასე მიმართავდა. საუბრის დასრულების შემდეგ ა.ვ-------ე მივიდა მათთან და უთხრა უფროსის ბრძანებით უნდა დაგაკავოთო. ჩაარტყა ხელი გ.ც------ეს კეფაში და დაექაჩა გადასაყვანად. ამ დროს გ.ც------ის შვილი ატირდა. აღნიშნულზე გადავიდა მანქანიდან და გ.ც------ეს თხოვა ბავშვთან ერთად გადმოსვლა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ჩაეჭიდა მას. ა.ვ-------ე შეუბრუნდა „შენი დახმარება ვის ჭირდებაო“ და ფეხების რტყმევა დაუწყო წვივებში, ცდილობა პროვოკაციაზე წამოგებას. ჩაეჭიდა გულმკერდში და ანჯღრევდა. მ.ხ----–--–ს ხელები უკან ჰქონდა და ისე ესაუბრებოდა ა.ვ-------ეს. ამ უკანასკნელმა ხელი მოუქნია დასარტყმელად, რა დროსაც თავი დაწია და ხელი ყურზე მოხვდა. მ------დ როცა მოუქნია, დაუჭირა, მოიშორა და უთხრა გაწეულიყო. ამ მოქმედების შესრულება და პოლიციელები დაახტნენ უკნიდან, დააგდეს ძირს და თავი ჩააყოფინეს გუბეში. ცდილობა ადგომას, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. მისი კუთვნილი კაშნეთი შეუკრეს ხელები, ჩასვეს პოლიციის პიკაპში და წაიყვანეს განყოფილებაში. მთელი ამ ხნის მანძილზე გ.ც------ე ბავშვით ხელში იდგა, ვინაიდან ბავშვი ჩაბჟირებული იყო და არ სცილდებოდა მას. მ.ხ----–--–-ს განმარტებით, არც მას და არც გ.ც------ეს პოლიციელებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც არავისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. დაკავებისას ვ-------ე და ქარდავა ვიდეოს იღებდნენ. აღნიშნული ვიდეო აჩვენეს ე.წ. „კაპეზეში“ მყოფ დ----- მგალობლიშვილს. აღნიშნულის შესახებ თავად დ.მგალობლიშვილმა უთხრა ქუთაისში, „კარანტინზე“ ყოფნის დროს.

 

20. 2017 წლის 13 იანვრის მ----- ხ----–--–-ს დაკავების ოქმის თანახმად, ირკვევა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, 12:22 წუთზე, ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დ----- ნ---–--ემ, გ--- ფ------–--ემ და ზ------ კ--------ომ ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე, სახაჭაპურე ,,ა---” წინამდებარე ტერიტორიაზე დააკავეს მ----- ხ----–--–- პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლის მიზნით. დაკავების ოქმი შედგა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, რადგან ძლიერი წვიმისა და ბრალდებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ოქმის შედგენა დაკავების ადგილზე ვერ მოხერხდა.

 

21. 2017 წლის 13 იანვრის გ------ ც------ის დაკავების ოქმის თანახმად, ირკვევა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, 12:22 წუთზე, ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ა---------– ვ-------ემ, მ------ მ--–--ემ და ზ------ გ------–--ემ ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე, სახაჭაპურე ,,ა---” წინამდებარე ტერიტორიაზე დააკავეს გ------ ც------ე პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლის მიზნით. დაკავების ოქმი შედგა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, რადგან ძლიერი წვიმისა და ბრალდებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ოქმის შედგენა დაკავების ადგილზე ვერ მოხერხდა.

 

22. 2017 წლის 13 იანვრის ა---------– ვ-------ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის თანახმად, ა---------– ვ-------ის მიერ წარმოდგენილი ლურჯი ფერის მაისურის დათვალიერება ჩატარდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს შენობაში. მასში მონაწილეობდნენ ექსპერტი ზ------ გელაშვილი და უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი ა---------– ვ-------ე. საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა გამომძიებელმა ლ-–- პ------–-–---–მა. დასათვალიერებელი ობიექტი ნებაყოფლობით წარმოადგინა ა---------– ვ-------ემ და მისი განმარტებით, აღნიშნული მაისური ეცვა 2017 წლის 13 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ მაისური საყელოს არეში არის გახეული. ა---------– ვ-------ის განმარტებით, მაისურის საყელო გაუხია მ----- ხ----–--–მა, როდესაც დაკავებისას უწევდა წინააღმდეგობას. დათვალიერების შემდეგ მაისური ამოღებული და დალუქული იქნა. დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ მასში მონაწილე პირები.

 

23. 2017 წლის 23 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან ირკვევა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დაზარალებულ დ----- ნ---–--ის მონაწილეობით მისი ჩვენების შემოწმების მიზნით. მან მიუთითა ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე ის ადგილი, საიდანაც გ------ ც------ე გამოვიდა 2017 წლის 13 იანვარს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით. ასევე მიუთითა ადგილი, სადაც შეაჩერეს გ------ ც------ე და ადგილი, სადაც ის და მ----- ხ----–--–- არ დაემორჩილნენ მისი და ა---------– ვ-------ის მითითებას და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა.

 

24. 2017 წლის 23 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან ირკვევა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დაზარალებულ ა---------– ვ-------ის მონაწილეობით მისი ჩვენების შემოწმების მიზნით. მან მიუთითა ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------- ქუჩაზე ის ადგილი, საიდანაც გ------ ც------ე გამოვიდა 2017 წლის 13 იანვარს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით. ასევე მიუთითა ადგილი, სადაც შეაჩერეს გ------ ც------ე და ადგილი, სადაც ის და მ----- ხ----–--–- არ დაემორჩილნენ მისი და ა---------– ვ-------ის მითითებას და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა.

 

25. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--/ტრ დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ა---------– ვ-------ის პოლიციის ფორმის მაისურზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები, რომლებიც წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო----- ხ---------იამ.

 

26. სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვის დროს, დაცვის მხარის მიერ უდავო სახის მტკიცებულებად იქნა მიჩნეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- და N--------- დასკვნები დ----- ნ---–--ის და ა---------– ვ-------ის მიმართ, ასევე ექსპერტ გ------- გ-------–-–ვილის გამოკითხვის ოქმი.

 

27. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისაამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს - მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). საზოგადოდ, ხელისუფლების წარმომადგენელში იგულისხმება სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენელი. ხელისუფლების წარმომადგენელი საჯარო მოხელეთა განსაკუთრებული კატეგორიაა, რომელსაც განმკარგულებელი უფლებამოსილება გააჩნია ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი მის უწყებრივ დაქვემდებარებაში. მაგალითად პოლიციის მუშაკები და სხვა. მაშასადამე, ხელისუფლების წარმომადგენლებს გააჩნიათ უფლებამოსილება, განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგი იმ მოქალაქის მიმართაც, რომელიც მათ უწყებრივად არ ექვემდებარება. ამ შემთხვევაში, ისინი გამოდიან სახელწიფო ორგანოების სახელით და გააჩნიათ უფლებამოსილება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ. სსკ 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით შეიძლება გამოიხატოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამართალდარღვევის ან დანაშაულის აღკვეთის ხელის შეშლაში. წინააღმდეგობა ხელისუფლების წარმომადგენლის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, შეიძლება გამოვლინდეს ძალადობით. ძალადობაში კი იგულისხმება ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება და სხვა. თავისი კონსტრუქციის მიხედვით, დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულია მოქმედების ჩადენისთანავე, ესე იგი ძალადობით ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგობის გაწევის მომენტიდან. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, იგი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, კერძოდ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და სურს იგი.

 

28. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით აქვს დამამძიმებელი გარემოება - ქმედება ჩადენილი ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ 27-ე მუხლი განსაზღვრავს ჯგუფური დანაშაულის ცნებას. კერძოდ სსკ 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

 

29. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ------ ც------ისა და მ----- ხ----–--–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჯგუფის მიერ) წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირთა დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ------ ც------ისა და მ----- ხ----–--–-ს ბრალეულობა, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ------ ც------ისა და მ----- ხ----–--–-ს უდანაშაულობის შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა გ------ ც------ისა და მ----- ხ----–--–-ს მხრიდან პოლიციელების ა---------– ვ-------ისა და დ----- ნ---–--ის მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 13 იანვარს, გ------ ც------ეს და მ----- ხ----–--–ს, არ ჩაუდენიათ პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჯგუფის მიერ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

30. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

31. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, § 40).

 

32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

33. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

34. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

35. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

36. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულების ა---------– ვ-------ისა და დ----- ნ---–--ის, ბრალდების მოწმეების ზ------ გ------–--ის, მ------ მ--–--ის, ზ------ კ--------ოსა და გ--- ფ------–--ის ჩვენებები ვერ იქნება გაზიარებული და მიღებული უტყუარ მტკიცებულებებად შემდეგ გარემოებათა გამო: მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში არსებულ სხვა სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებს. კერძოდ, დაზარალებულებისა და პოლიციელი მოწმეების ჩვენებების მიხედვით, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და ფიზიკურად გაუწიეს წინააღმდეგობა. ისინი კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებულებზე, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს პოლიციელთა მხრიდან. სრულიად საპირისპიროს ადასტურებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულები გ------ ც------ე, მ----- ხ----–--–- და მოწმეები მ--- და გ----- ც------ეები. ისინი უთითებენ, რომ სწორედ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ აგრესიულები და მათ მიაყენეს, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა ბრალდებულებს. დაზარალებულ ა---------– ვ-------ის ჩვენების მიხედვით, მ----- ხ----–--–- გადმოხტა მანქანიდან და ხელის კვრით ორივე პოლიციელი მოაშორა მანქანას და თავი ჩაარტყა მას შუბლის არეში. აღნიშნულის გამო, ორივე მათგანი ინერციით უკან დაიწია. დ----- ნ---–--ე კი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მ----- ხ----–--–- გადმოვიდა მანქანიდან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, რის გამოც მათ თავი იგრძნეს უხერხულად და ინერციით მოშორდნენ მანქანას. ა.ვ-------ის განმარტებით, მან მანქანაში შენიშნა ქალბატონი და ბავშვი, თუმცა ძირს ჩამოსული არ დაუნახავს არცერთი. მოწმე მ.მ--–--ის განმარტებით, მან მანქანაში შენიშნა ბავშვი და ქალბატონი, თუმცა მანქანიდან გადმოსული არ დაუნახავს არცერთი. დ.ნ---–--ის, ზ.გ------–--ის, ზ.კ--------ოს განმარტებით კი, მათ არც მანქანაში და არც შემთხვევის ადგილზე ქალბატონი და ბავშვი არ დაუნახავთ. მოწმეების მ.ც------ის, გ.ც------ის, გ.ც------ის და მ.ხ----–--–-ს განმარტებით კი, ჭ----------- ქუჩაზე მოძრაობისას, მათთან ერთად მანქანაში იჯდა გ.ც------ის მცირეწლოვანი - 4 წლის შვილი, რომელმაც პოლიციელების მიერ განხორციელებული ქმედებების დროს დაიწყო ტირილი, ჩაეჭიდა გ.ც------ეს და არ აძლევდა მანქანიდან გადასვლის საშუალებას. ასევე, როდესაც პოლიციელები აკავებდნენ მ.ხ----–--–ს, გ.ც------ე გადმოსული იყო მანქანიდან და ბავშვი ეჭირა ხელში. მ------ მ--–--ემ თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ ის პირველად მივიდა დასახმარებლად ა---------– ვ-------ესთან, რომელსაც მაისურით იჭერდა გ------ ც------ე და მისი მისვლიდან რამდენიმე წუთში გ------ ც------ემ შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. მოწმე მიუთითებს, რომ შემდეგ მივიდა მისი თანამშრომელი ზ------ გ------–--ე, რომელმაც დააკავა გ------ ც------ე. მოწმე ზ------ გ------–--ემ კი თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას ის პირველად შეეხო გ------ ც------ეს, მანამდე ორჯერ დაუყვირა და ხელის მოკიდებისთანავე გაჩერდა გ------ ც------ე და წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ამის შემდეგ მოიხედა და იქ დაინახა მ------ მ--–--ე, როდესაც ის მივიდა გ------ ც------ე უკვე გაჩერებული იყო. მოწმე გ--- ფ------–--ემ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ მ----- ხ----–--–-ს და გ------ ც------ის დაკავება თითქმის ერთდროულად მოხდა, ხოლო ზ------ გ------–--ემ ჩვენებაში აღნიშნა, რომ პირველად დააკავეს გ------ ც------ე და შემდეგ 5-10 წუთის შემდეგ მ----- ხ----–--–-. გ--- ფ------–--ემ აღნიშნა, რომ მ----- ხ----–--–ს მისთვის ხელი არ დაურტყამს, ხოლო მოწმე ზ------ კ--------ო აღნიშნავს, რომ მ----- ხ----–--–-ს მოქნეული ხელი მოხვდა გ--- ფ------–--ეს მკერდზე. დაზარალებულმა დ----- ნ---–--ემ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მ----- ხ----–--–-ს მოქნეული ხელი მას ხვდებოდა, რადგან მისთვის ხელი არ გაუშვია და სხვა პოლიციელებს მისი მოქნეული ხელი არ მოხვედრია. ასევე ყურადსაღებია დაზარალებულების ა---------– ვ-------ის და დ----- ნ---–--ის ჩვენებებს შორის არსებული უთანხმოება გ.ც------ის მართვის ქვეშ მყოფი მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით. ა.ვ-------ემ განაცხადა, რომ როდესაც გვერდით ამოუდგნენ გ.ც------ის მანქანას, დ.ნ---–--ემ ანიშნა გ.ც------ეს გაეჩერებინა მანქანა, თუმცა მან განაგრძო სვლა. დ.ნ---–--ე ჩავიდა მანქანიდან, მივიდა გ.ც------ის მანქანასთან და მოსთხოვა მანქანის შეჩერება. დ.ნ---–--ემ დაკითხვისას თავდაპირველად მანქანიდან გადაუსვლელად მანქანის გაჩერებაზე მიუთითა, თუმცა შემდეგ ვერ დააკონკრეტა, კონკრეტულად როგორ მოხდა გ.ც------ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანის შეჩერება. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა---------– ვ-------ის, დ----- ნ---–--ის და მოწმეების ზ.გ------–--ის, გ.ფ------–--ის, ზ.კ--------ოს და მ.მ--–--ის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ სავარაუდოდ განხორციელებული ქმედების დაწყებიდან დასრულებამდე დროის მონაკვეთს და განხორციელებული ქმედების აღწერას, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. მოწმეები მათ მიერ მითითებულ ფაქტებზე საუბრობენ დარწმუნებით და არ უთითებენ, რომ შეიძლება ესა თუ ის გარემოება კარგად არ ახსოვდეთ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, რითაც შეიძლებოდა ახსნილიყო ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა. დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა, შესაძლოა, არ აკნინებს ამ ჩვენებების სანდოობას, თუმცა ეს წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მათ ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს მათ.

 

37. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე შ----- ფ--------ის ჩვენებას, ვინაიდან ის არის ირიბი მოწმე და მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის სხვა მოწმეთა ჩვენებებთან. შ----- ფ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მ------ მ--–--ემ, გ--- ფ------–--ემ და სხვა პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ მ----- ხ----–--–- და გ------ ც------ე ბოლომდე უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, მაშინ როდესაც გ------ ც------ის დაკავებაში მონაწილე პოლიციელებმა განმარტეს, რომ დაკავებისას გ------ ც------ე ემორჩილებოდა პოლიციელებს და წინააღმდეგობას აღარ უწევდა. მოწმე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ა---------– ვ-------ისგან მან გაიგო, რომ გ------ ც------ე მანქანაში ჩასმამდე ეწინააღმდეგებოდა მათ. თავად ა---------– ვ-------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ ზ------ გ------–--ის დაძახებისთანავე გაჩერდა გ------ ც------ე და სიტუაცია განეიტრალდა. მან განმარტა, რომ მ------ მ--–--ისგან შეიტყო, რომ პირველად დააკავეს მ----- ხ----–--–-, მაშინ როდესაც ზ------ გ------–--ემ ჩვენებაში მიუთითა, რომ უფრო მალე და უფრო მარტივად დააკავეს გ------ ც------ე, ვიდრე მ----- ხ----–--–-. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული მოწმის ჩვენება არ მიაჩნია უტყუარად და საკმარის მტკიცებულებად, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს მ----- ხ----–--–-სა და გ------ ც------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31).

 

38. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს ბრალდებულების ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, იმ გარემოებათა გამო, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ფაქტიურად წარმოადგენს დაზარალებულთა ჩვენების გაგრძელებას და დაზარალებულთა განმარტებაა მასში მოცემული, მომხდარ ფაქტთან და დაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები, ერთობლიობაში წარმოადგენენ დაზარალებულების ჩვენებების გაგრძელებას და მათი ცალ-ცალკე მტკიცებულებებად მიჩნევა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად, დაუშვებელია და არ გამომდინარეობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

39. გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90). ასევე მაგალითად, საქმეზე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ (Virabyan v. Armenia), განაცხადი no. 40094/05, 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 153-154). ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელია, როცა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე გაკეთებული დასკვნები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ემყარება, რომლებიც შესაძლოა ასეთ შემთხვევაში არ იყვნენ მიუკერძოებელი მოწმეები. ამ მხრივ, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანთა უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ((Mikiashvili v. Georgia), განაცხადი no. 18996/06, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება). აღნიშნული საქმე ეხებოდა განმცხადებლის მიმართ პოლიციის არასათანადო მოპყრობას მისი დაკავებისას. ეროვნულ დონეზე, მიქიაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიუღებელი იყო ეროვნული სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება აღნიშნულ სამართალწარმოებაში. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომირი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისთვის მისაღები იყო პოლიციელთან ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელნი (გადაწყვეტილების პუნქტი 82). ასევე, აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმე პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ ((Popov v. Russia), no. 26853/04), სადაც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მოწმეების: ბრალდებულის მეზობლისა და დურგლის ჩვენებები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ის არ არის მოწოდებული დაადგინოს ეროვნულ დონეზე საქმეში არსებული მტკიცებულების რელევანტურობა პირის ბრალეულობისთვის, მაგრამ ამ საქმეზე განაცხადა, რომ ეროვნულმა სასამართლომ პირის ბრალეულობა დააფუძნა წინააღმდეგობრივ მტკიცებულებებს და იმავდროულად, არ გაიზიარა დაცვის მოწმეთა ჩვენებები, რომლებსაც ბრალდებულის უდანაშაულობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეეძლოთ მიეწოდებინათ, რამაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე) დარღვევა შეადგინა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტები: 184-189).”

 

40. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მოწმეების მ--- ც------ისა და გ----- ც------ის ჩვენებების არ გაზიარების თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული პირები არიან გ------ ც------ის ოჯახის წევრები, მ----- ხ----–--–-ს ახლობლები, დაინტერესებულები შედეგით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ ((Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ "ფაქტობრივად, პოლიციის თანამშრომლების ვერსია ეწინააღმდეგებოდა მოვლენათა იმ აღწერას, რომელიც ორი მოწმის... მიერ იქნა წარმოდგენილი. თუმცა სასამართლო არ ივიწყებს იმ სიახლოვეს, რომელიც ორ მოწმეს ჰქონდა განმცხადებელთან... მათი ჩვენების დაწვრილებითი ხასიათი, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ისინი დარჩნენ თავიანთ ჩვენებაზე გამოძიების განმავლობაში, აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, რომ დაძლიოს მათ განაცხადების უტყუარობასთან დაკავშირებული გარკვეული ეჭვი." (გადაწყვეტილების პუნქტი 117).” ანუ, მოწმეების ჩვენებები, რომლებიც დაკავებული პირის ახლობლები იყვნენ, მათი თანმიმდევრული ხასიათის გამო მაინც გაზიარებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და უპირატესობა მიენიჭა პოლიციელების წინააღმდეგობრივ ჩვენებებთან მიმართებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არათუ ნეიტრალურ, არამედ განმცხადებლის ახლობლების ჩვენებებსაც კი უპირატესობა მიანიჭა პოლიციელების ჩვენებებთან მიმართებით, როდესაც საქმეში სხვა უტყუარი მტკიცებულება არ არსებობდა.

 

41. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეები ჭ------ მ--–--ე და თ------ რ-------ე არიან ნეიტრალური მოწმეები და არ არსებობს მათ ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. მოწმე თ------ რ-------ის ჩვენებით დგინდება, რომ მან დაინახა 2 ახალგაზრდა პიროვნება, რომლებიც არ სხდებოდნენ პოლიციის მანქანაში და ამით გამოიხატებოდა მათ მიერ გაწეული წინააღმდეგობა. მან დაადასტურა, რომ ამ პირების მიერ პოლიციელების მიმართ ცემა, ხელის დარტყმა ან მსგავსი სახის ფიზიკური წინააღმდეგობა არ დაუნახავს. მათი მხრიდან პოლიციელებისთვის გაწეული წინააღმდეგობა მხოლოდ იმით გამოიხატებოდა, რომ მათ არ უნდოდათ პოლიციის მანქანაში ჩაჯდომა, აღნიშნული ქმედება კი არ წარმოადგენს სსკ 353-ე მუხლის მ------ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. ჭ------ მ--–--ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის არ ყოფილა შემთხვევის თვითმხილველი მოწმე და რეალურად არ დაუნახავს რა მოხდა ჭ----------- ქუჩაზე 2017 წლის 13 იანვარს, რადგან შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 4------ მეტრით იყო დაშორებული.

42. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა (ძირითადად წარმოდგენი-–-- პოლიციის მუშაკების ჩვენებები, რაც არ არის საკმარისი და სარწმუნო), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ მ----- ხ----–--–-სა და გ------ ც------ის ბრალეულობას. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში არ განიხილავს შემთხვევას, როდესაც ფაქტი ისეთ დროს და ადგილას ხდება, რომ სხვა რაიმე მტკიცებულების (მტკიცებულებების) წარმოდგენა, გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ როდესაც გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავდა და აქედან არც ერთი წარუდგენია ბრალდებას სასამართლოში (გარდა თ------ რ-------ისა და ჭ------ მ--–--ისა, რომლებმაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების საპირისპირო ფაქტობრივი გარემოება დაადასტურეს) გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა გაუმართლებელია. სასამართლოს მიიჩნია, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ბრალდებულებმა ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. უფრო მეტიც, ბრალდების მხარის მიერ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის წარმოდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით წარდგენილი ბრალდება ემყარებოდა მხოლოდ ისეთ მტკიცებულებებს, რომელთა უტყუარობის დასაჯერებლად საჭირო არის დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა და სასამართლოს წინაშე აღმოჩნდა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც საქმის შედეგისადმი მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობად მიჩნევის საშუალებას არ იძლევა. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ მ----- ხ----–--–-სა და გ------ ც------ის დამნაშავედ ცნობისათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- ხ----–--–- და გ------ ც------ე, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

43. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------ ც------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გ------ ც------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის N12/1-2017 განჩინებით, ო-–-------- ა--–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი კ-–-------, საკადასტრო კოდით №------------), დადებული ყადაღა;

 

გამართლებულ გ------ ც------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

მ----- ხ----–--–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

მ----- ხ----–--–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის N12/1-2017 განჩინებით, ო-–-------- ა--–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი კ-–-------, საკადასტრო კოდით №------------), დადებული ყადაღა;

 

გამართლებულ მ----- ხ----–--–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: 2017 წლის 13 იანვარს, დ----- ნ---–--ის და ა---------– ვ-------ის გარეგნული დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი “CD“ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2017 წლის 13 იანვარს, ა---------– ვ-------ის მაისურის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი “CD“ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ა---------– ვ-------ის მიერ წარმოდგენილი ლურჯი ფერის მაისური, შავი ფერის საყელოთი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა---------– ვ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2017 წლის 15 იანვრის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულ მ----- ხ----–--–-სათვის ჩამორთმეული პირადობის მოწმობა (აიდი ბარათი) ნომრით 1-------- და საქართველოს მოქალაქის პასპორტი ნომრით 1--------, გაცემული მ----- ხ----–--–-ს სახელზე, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში (რომლებიც ჩამორთმეული ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე), დაუბრუნდეს მ----- ხ----–--–ს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე