გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2018
საქმის ნომერი
210210117002157066
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210117002157066

საქმე №2/840-17 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.01.2018 წ. ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე - თა---------------–---–ი პ/N 1----------

მოპასუხე - გი-------–------–---–ი პ/N 5----------

წარმომადგენელი- ელ------------------ი

დავის საგანი- ალიმენტის დაკისრება, თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე თა---------------–---–ი ითხოვს მოპასუხე გი-------–------–---–ს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1-------------- დაბადებული ელ----–------–---–-ს, 2--- წლის 2-------------- დაბადებული სა-–-----–------–---–-ს და 2--- წლის 1--------- დაბადებული ან--–------–---–-ს რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა თითოეულზე ანუ სამივე შვილზე 600(ექვსასი) ლარი.

 

1.2. მოსარჩელე თა---------------–---–ი ითხოვს მოპასუხე გი-------–------–---–თან ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე (ავტომანქანა-,,ბმვ 520 I’’, სახ.ნომ. O------) თანამესაკუთრედ ცნობა.

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით იგი 2008 წლის 08 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე გი-------–------–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - 2--- წლის 1-------------- დაბადებული ელ----–------–---–-, 2--- წლის 2-------------- დაბადებული სა-–-----–------–---–- და 2--- წლის 1--------- დაბადებული ან--–------–---–-. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მცირეწლოვანი შვილები ცხოვრობს დედასთან. მოპასუხე მუშაობს შ-------------------------------------------------–-–--–-, ყავს ავტომანქანა და შესწევს უნარი 200 ლარის გადახდისა თითოულ ბავშვზე.

 

მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელესთან თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ავტომანქანა : მარკა, მოდელი - ,,ბმვ 520 I’’, სანომრე ნიშანი O------, გამოშვების წელი 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. ფერი -რუხი 1/8,სარეგისტრაციო მოწმობა R-------- და მისი ღირებულებაა 2000(ორი ათასი) აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

1.3. 2.1. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 150 ლარის ფარგლებში და განმარტა, რომ აქვს ბანკის ვალები, საჭიროებს მკურნალობას, ასევე აქვს სხვა ოჯახი, ორი შვილი(საერთო შვილები არა) და ვერ შეძლებს სამივე შვილზე 600(ექვსასი) ლარის გადახდას, თითოეულ ბავშვზე მას შეუძლია მხოლოდ 50-50-50 ლარის გადახდა. მოპასუხემ ასევე ცნო სარჩელი ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე (ავტომანქანა-,,ბმვ 520 I’’, სახ.ნომ. O------) თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მოსარჩელე 2008 წლის აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე გი-------–------–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - 2--- წლის 1-------------- დაბადებული ელ----–------–---–-, 2--- წლის 2-------------- დაბადებული სა-–-----–------–---–- და 2--- წლის 1--------- დაბადებული ან--–------–---–-. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მცირეწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან.

 

3.2. მოსარჩელემ და მოპასუხემ თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ავტომანქანა: მარკა, მოდელი - ,,ბმვ 520 I’’, სანომრე ნიშანი O------, გამოშვების წელი 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. ფერი -რუხი 1/8,სარეგისტრაციო მოწმობა R--------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ქორწინების და დაბადების მოწმობები;

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტი ორივე შვილზე სულ 300 ლარის ოდენობით გადახდა. ასევე, თა---------------–---–ის უნდა იქნეს ცნობილი გი-------–------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების თანამესაუთრედ, მონაცემებით: ,,ბმვ 520 I’’, სანომრე ნიშანი O------, გამოშვების წელი 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. ფერი -რუხი 1/8,სარეგისტრაციო მოწმობა R--------.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე ,1200-ე 1158-ე, 1164-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

6.2. ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ალიმენტის დაკისრებას მაგრამ ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხის შემოსავლიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (600 ლარის) დაკისრების შემთხვევაში მოსარჩელეს არანაირი თანხა პირადი მოხმარებისათვის აღარ დარჩება, რის გამოც ამ თანხის დაკისრება არ შეიძლება გონივრული იყოს. ალიმენტი არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომლის გადახდაც მხარეს რეალურად არ შეუძლია ან მას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულად მიაჩნია, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტი 100 ლარის ოდენობით ყოველ ბავშვზე, სულ 300 ლარი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მას ალიმენტი 150 ლარზე მეტი არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება, როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

6.3. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, თა---------------–---–ის გი-------–------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების, მონაცემებით: ,,ბმვ 520 I’’, სანომრე ნიშანი O------, გამოშვების წელი 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. ფერი -რუხი 1/8,სარეგისტრაციო მოწმობა R--------, თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1.მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი-------–------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, მონაცემებით: ,,ბმვ 520 I’’, სანომრე ნიშანი O------, გამოშვების წელი 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. ფერი -რუხი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა R--------, მეუღლეთა მიერ შეძენილია ქორწინების განმავლობაში. შესაბამისად თა---------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს გი-------–------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული ავტომანქანის თანამესაკუთრედ.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე გი-------–------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, შემდეგი რეკვიზიტებით: მარკა, მოდელი BMW 520I , სანომრე ნიშანი O------, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - რუხი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა R--------.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამ ეტაპზე არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე მხარე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელის მოთხოვნის პროპორციულად რაც შეადგენს 108 (ას რვა) ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, ამ ნაწილში მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.თა---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.მოპასუხე გი-------–------–---–ს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1-------------- დაბადებული ელ----–------–---–-ს რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე გი-------–------–---–ს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2-------------- დაბადებული სა-–-----–------–---–-ს რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე გი-------–------–---–ს არასრულწლოვანი შვილის -2--- წლის 1--------- დაბადებული ან--–------–---–-ს რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

5. არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდევინება მოხდეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2017 წლის 03 ნოემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.

 

6. თა---------------–---–ი ცნობილი იქნეს გი-------–------–---–ის(პ/ნ 5----------) საკუთრებაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების შემდეგი რეკვიზიტებით: მარკა, მოდელი BMW 520I, სანომრე ნიშანი O------, გამოშვების წელი - 1999, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, ფერი - რუხი 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა R--------, თანამესაკუთრედ.

 

7. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 108 (ას რვა) ლარის გადახდა.

 

8. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით.

 

9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-7 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი