განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/21-2018
(გამო N 038161217001)
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 თებერვალი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე------ დიმიტრის ძე კ----------ე, დაბადებული 1964 წლის 11 ივლისი, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო-ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ბორ--------------–---------------------–---- ქუჩა N 5
ადვოკატი: იოსებ გაბარაევი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით.
სხდომის სახე: ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ე------ კ----------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
ე------ კ----------ემ ჩაიდინა სანადირო სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში ე------ კ----------ემ უკანონოდ შეინახა ქარხნული წესით დამზადებულ 5,6 მმ. კალიბრის "ТОZ-8m" მოდელის მცირეკალიბრიანი შაშხანა, სერიული ნომრით No80974, რომელიც მიეკუთვნება სანადირო-სპორტული დანიშნულების, კუთხვილულიან, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის. ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა 2017 წლის 16 დეკემბერს შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ე------ კ----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
ე.ი. ე------ კ----------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ე------ კ----------ემ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,შენახვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში ე------ კ----------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 02 (ორი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 5,6 მმ. კალიბრის რგოლური აალების ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანების და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 01 (ერთი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ. კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-47“, „AKM“, „AKMC“, „AKMCУ“ ავტომატებისათვის, „CKC“ კარაბინისათვის, „РПД“ და „РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის. რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.ხსენებული საბრძოლო მასალა ამოღებული იქნა 2017 წლის 16 დეკემბერს შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ე------ კ----------ის საცხოვრებელი სახლის, ჩხრეკის შედეგად.
ე.ი. ე------ კ----------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ე------ კ----------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმეების: დავით მაჭარაშვილის, ე------ კ----------ის, ნიკოლოზ კიკნაძის, მალხაზ მანჩხაშვილის, გიორგი კაპანაძის და გიორგი ხუციშვილის ჩვენებებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის 2017 წლის 19 დეკემბრის N 74/ბ დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული მასალებით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ რ-----------–--სა და ბრალდებულ ე------ კ----------ეს შორის, ადვოკატ იოსებ გაბარაევის მონაწილეობით.
პროკურორმა რ-----------–--მ 2018 წლის 29 იანვარს, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ ე------ კ----------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: ე------ კ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მას შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ასევე ჩაეთვალოს პირობით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ე------ კ----------ეს საბოლოოდ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული ე------ კ----------ე და მისი ადვოკატი იოსებ გაბარაევი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული ე------ კ----------ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ, ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილის რ-----------–--ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე და 277-279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ რ-----------–--სა და ბრალდებულ ე------ კ----------ეს შორის 2018 წლის 29 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ე------ კ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მას შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ასევე ჩაეთვალოს პირობით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ე------ კ----------ეს საბოლოოდ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
6. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ე------ კ----------ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. ე------ კ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
8. ნივთიერი მტკიცებულება ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მმ კალიბრის "ТОZ-8m" მოდელის მცირეკალიბრიანი შაშხანა, სერიული ნომრით No80974, ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მმ კალიბრის ორი ცალი ვაზნა, ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ. კალიბრის ერთ ცალი ვაზნა, ორი ცალი 7,62 მმ კალიბრის 30-30 ვაზნის ტევადობის მჭიდი და სამი ცალი 7,62 მმ კალიბრის 30-30 ვაზნის ტევადობის მჭიდი, რომელიც ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი