გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2106084-2/546-17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბანკი“;
წარმომადგენელი - ლ----------------–---–ი;
მოპასუხე - მ------ ფ–----–--ე (მონაწილეობის გარეშე);
წარმომადგენელი - ლ------ ფ–----–--ე
დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
- მოპასუხე მ------ ფ–----–--ეს სს ,,ლ-------- ბანკის" სასარგებლოდ დაეკისროს 592,50 ლარის (ძირი 300 ლარი, ჯარიმა 262,50 ლარი, საკომისო 30 ლარი) გადახდა.
- მოპასუხე მ------ ფ–----–--ეს სს ,,ლ-------- ბანკის" სასარგებლოდ დაეკისროს აპლიკაციის საფასურის 100 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს
2015 წლის 05 ნოემბერს მოპასუხე მ------ ფ–----–--ესა და სს,,ლ-------- ბანკს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2457240 ლ-------- ექსპრესი. კრედიტის მოცულობა განისაზღვრა - 300 ლარით, პირგასამტეხლო 2,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის გაცემის ერთჯერადი საკომისიო 30 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 კალენდარული დღე.
მოპასუხე 2015 წლის 05 დეკემბრიდან არის ვადაგადაცილებაში და 2017 წლის 13 ივნისის მდგომარეობის ერიცხება დავალიანება-592.50 ლარი( ძირი- 300 ლარი, ჯარიმა 262,50 ლარი, საკომისიო 30 ლარი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხა 300 ლარი, რაც შეეხება ჯარიმას შეუსაბამოდ მაღალია და შემცირებული უნდა იქნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 05 ნოემბერს მოპასუხე მ------ ფ–----–--ესა და სს,,ლ-------- ბანკს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2457240 ლ-------- ექსპრესი. კრედიტის მოცულობა განისაზღვრა - 300 ლარით, პირგასამტეხლო 2,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის გაცემის ერთჯერადი საკომისიო 30 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 კალენდარული დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2015 წლის 05 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2457240.
3.1.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2015 წლის 05 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2015 წლის 05 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2457240.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მ------ ფ–----–--ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 592,50 ლარს( ძირი თანხა - 300 ლარი, 262,50 ლარი ჯარიმა და 30 ლარი საკომისიო).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 2015 წლის 05 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2457240.
- 2017 წლის 13 ივნისის N06075-23298 ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს,,ლ-------- ბანკის"სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 301-ე, 416-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
2015 წლის 05 ნოემბერს მოპასუხე მ------ ფ–----–--ესა და სს,,ლ-------- ბანკს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2457240 ლ-------- ექსპრესი. კრედიტის მოცულობა განისაზღვრა - 300 ლარით, პირგასამტეხლო 2,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის გაცემის ერთჯერადი საკომისიო 30 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 კალენდარული დღე, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლ-------- ბანკის" მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მ------ ფ–----–--ის სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი. იგი ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის 300 ლარის დაკისრების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე მხარისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით დისპოზიციურობის პრინციპი მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ძირი თანხის 300 ლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს 30 ლარი საკომისიოს, 100 ლარის აპლიკაციის საფასურის და 23,50 ლარი ფოსტის მომსახურების საფასურის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დორს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობის და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დადგენილია, რომ მოპასუხე მ------ ფ–----–--ეს და სს,,ლ-------- ბანკს“ შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება. მოპასუხე მ------ ფ–----–--ე დაეთანხმა აღნიშნულ ხელშეკრულებას და იგი სადაოდ არ გაუხდია. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ვალდებულების ოდენობის, ვადაგადაცილებული პერიოდის გათვალისიწნებით გადასახდელად უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელეს სახელმწიფო ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილზე გადახდილი ბაჟის პროპორციული თანხა - 25 ლარის ოდენობით, ხოლო მ------ ფ–----–--ეს სს ,,ლ-------- ბანკის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25 ლარის გადახდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 264-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს,,ლ-------- ბანკის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
- მოპასუხე მ------ ფ–----–--ეს (პ/ნ 4----------) სს,,ლ-------- ბანკის" სასარგებლოდ დაეკისროს 503.50 ლარის გადახდა (ძირი-300 ლარი, 50 ლარი - ჯარიმა, 30 ლარი საკომისიო, 100 ლარი სააპლიკაციო საფასური, 23,50 ლარი ფოსტის საფასური).
- მ------ ფ–----–--ეს სს ,,ლ-------- ბანკის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს – 25 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბანკს“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი – 50 ლარიდან 25 ლარი, რომელიც გადახდილია 25.09.2017 წელს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; ანგარიშის N300873150;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი