გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2073475- 3/141-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05 იანვარი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე – შ---------------–------------––----
დირექტორი - ა--------------–-–---–-
წარმომადგენელი - დ--------------
მოპასუხე - ს--------------------------–------------
წარმომადგენელი - ნ-------------------
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 27 ივლისს შედგენილი საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------);
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 18 ივლისს შედგენილი ნიმუშის აღების აქტი N0-----
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 27 ივლისს შედგენილი შესაბამისობის შეფასების აქტი N0-----
მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნები დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 18 ივლისს შ---------------–------------––----- ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ნ---–------------- მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტიდან ე.წ. ყვითელი ყვავილი ზაფრანა, ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს მიერ აღებული იქნა ნიმუში ლაბორატორიული გამოცდისათვის ტყვიის შემცველობაზე. 2017 წლის 26 ივლისის N2--- ლაბორატორიული გამოცდის ოქმის საფუძველზე, აღებულ ნიმუშში გამოვლინდა ტყვიის დაშვებულ ნორმაზე მაღალი შემცველობა, რის საფუძველზეც 2017 წლის 27 ივლისს ს--------------------------–------------ს მიერ განხორციელდა შ---------------–------------––----- ინსპექტირება (შესაბამისობის შეფასების აქტი N0----) და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო შ---------------–------------––---- დაჯარიმდა 1000 ლარით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით ნიმუშის აღება, ინსპექტირების განხორცილება და შ---------------–------------––-----ს დაჯარიმება განხორციელდა სამართლებრივი ნორმების არსებითი დარღვევით, შესაბამისად ითხოვს დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ს--------------------------–------------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს--------------------------–------------ს მიერ განხორცილებული ქმედებები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, ნიმუშის აღება განხორციელდა შ---------------–------------––----- მენეჯერის და სხვა მოვაჭრეების თანდასწრებით, რაც შეეხება ინსპექტირებას, აღნიშნული განხორციელდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 ოქტომბრის N533 დადგენილების შესაბამისად.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შ----------------–------------––---- რეგისტრირებულია 2013 წლის 31 ივლისს, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, იურიდიული მისამართი საქართველო, ქ. თ---–---------–--------–-------------–------------------- მიმდებარედ, ქ. ა---––---ში გააჩნია ს---------–------ი, მდებარე ქ. ა---––---, თ------–---–-- ქუჩის მიმდებარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. 2017 წლის 18 ივლისს ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს ინსპექტორმა ნ--------------- შ---------------–------------––----- მენეჯერმა ვ-----------------–-–---–-ა და ს---------–------ის მოვაჭრემ ნ---–------------- შეადგინეს აქტი მასზედ, რომ ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს ინსპექტორმა ნ-------------- 18 ივლისს 13:00 საათზე ქ. ა---––---, თ------–---–-- ქუჩის მიმდებარედ, შ---------------–------------––----, სუნელებით მოვაჭრე ნ---–-------------აგან შეისყიდა ზაფრანის ერთი ნიმუში. 1 ჭიქის ფასი - 1 ლარი, სულ ნიმუშისთვის 12 ჭიქა, რაშიც გადაიხადა 12 ლარი. აქტს ადასტურებენ ხელისმოწერით აგრარული ბაზრის მენეჯერი ვ-----------------–-–---–-, სუნელებით მოვაჭრე ნ---–-----------ე და ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ნ-------------. აქტი დამოწმებულია შ---------------–------------––----- მრგვალი ბეჭდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 18 ივლისის შესყიდვის აქტი ( ტომი 1. ს.ფ 94);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმე ვ-----------------–-–---–-ს ჩვენება;
3.3. 2017 წლის 18 ივლისს შ---------------–------------––----- ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ნ---–------------- მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტიდან ე.წ. ყვითელი ყვავილი ზაფრანა, ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს მიერ აღებული იქნა ნიმუში ლაბორატორიული გამოცდისათვის ტყვიის შემცველობაზე, 6 ჭიქა, წონით 0,250 კგ ლაბორატორიული კვლევისთვის და 6 ჭიქა, წონით 0,250 კგ რეფერენტული კვლევისთვის, ნიმუშის აღების აქტს ხელს აწერენ ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს ნ-------------- და შ---------------–------------––----- მენეჯერი ვ-----------------–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს--------------------------–------------ს ნიმუშის აღების აქტი N07---(ტ.1 ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმე ვ-----------------–-–---–-ს ჩვენება;
3.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე ვ-----------------–-–---–-ს ჩვენებას იმ ნაწილში, რომ 2017 წლის 18 ივლისს იგი არ დასწრებია შ---------------–------------––----- ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ნ---–-------------გან ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ სუნელის, ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის შესყიდვის, ნ---–-------------გან ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის ამოღების და დალუქვის პროცესს, ასევე მან არ იცოდა, თუ ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს სპეციალისტები შპს ,,ს---------–------ი ა---––---ს“ ამოწმებდნენ და ეს მაშინ გაიგო, როდესაც აქტი ხელმოსაწერად მიუტანეს.
მოწმე ვ-----------------–-–---–-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, ის მუშაობს შ---------------–------------––----- აგრარული ბაზრის მენეჯერად ქ. ა---––---ში, ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს იცნობს, როდესაც ისინი ბაზარში ხორცის, ყველის ან სხვა პროდუქტის შესამოწმებლად შედიოდნენ, მას წინასწარ აფრთხილებდნენ, ერთად ამოწმებდნენ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი გარკვეული იყო ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ბაზარში პროდუქტების შემოწმების არსში, შემოწმების შედეგების შესახებ შედგენილი დოკუმენტების დამოწმების მნიშვნელობაზე და სამართლებრივ შედეგებზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ 2017 წლის 18 ივლისის შესყიდვის აქტს ადასტურებენ ხელისმოწერით აგრარული ბაზრის მენეჯერი ვ-----------------–-–---–-, სუნელებით მოვაჭრე ნ---–-----------ე და ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ნ-------------. აქტი დამოწმებულია შ---------------–------------––----- მრგვალი ბეჭდით. ასევე, საქმეში არსებულ 2017 წლის 18 ივლისის ნიმუშის აღების აქტს ხელს აწერენ ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ნ------------- და შ---------------–------------––----- მენეჯერი ვ-----------------–-–---–-.
სასამართლო ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, თუ ვ-----------------–-–---–- არ დასწრებია ნ---–-------------გან ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ სუნელის, ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის შესყიდვის, ნ---–-------------გან ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის ამოღების და დალუქვის პროცესს, ასევე მან არ იცოდა, თუ ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს სპეციალისტები შპს ,,ს---------–------ი ა---––---ს“ ამოწმებდნენ და ეს მაშინ გაიგო, როდესაც აქტი ხელმოსაწერად მიუტანეს, ამასთან იგი გარკვეული იყო პროდუქტების შემოწმების არსში, შემოწმების შედეგების შესახებ შედგენილი დოკუმენტების დამოწმების მნიშვნელობაზე და სამართლებრივ შედეგებზე, მას შეეძლო არ მოეწერა ხელი აქტებზე, არ დაემოწმებინა ბეჭდით და მოეთხოვა ნიმუშების მისი თანდასწრებით აღება, რაც მას არ გაუკეთებია. აღნიშნული მითითებით კი შ---------------–------------––----- მენეჯერი ცდილობს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შპს-სათვის არიდებას და მისი განმარტება არ დასტურება რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულებით.
3.5. 2017 წლის 18 ივლისს შ---------------–------------––----- ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკურის პირი ნ---–------------- მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტიდან ე.წ. ყვითელი ყვავილი ზაფრანა, ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს მიერ აღებული ნიმუში ლაბორატორიული გამოცდისათვის ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნა სსიპ ,,სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში; აღებულ ნიმუშზე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რის საფუძველზეც დადგინდა ტყვიის შემცველობის დაშვებულ ნორმაზე მაღალი შემცველობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს--------------------------–------------ს ნიმუშის აღების აქტი N07---(ტ.1 ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.6. 2017 წლის 27 ივლისს ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს მიერ განხორციელდა შ---------------–------------––----- ინსპექტირება, რა დროსაც სუნელების გამყიდველი ნ---–-------------აგან ამოღებული იქნა ყვითელი ყვავილის ზაფრანის დარჩენილი პარტიის 0,630 კგ. სუნელი, რომელიც დაილუქა ლუქით N0------, შ---------------–------------––----- სუნელებით სხვა მოვაჭრეებს აეკრძალათ სუნელების რეალიზაცია ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარების გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 27 ივლისის შესაბამისობის შეფასების აქტი(ტომი 1 .ს.ფ.6-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.7. 2017 წლის 27 ივლისს ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს მიერ შ---------------–------------––----- მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე და დაჯარიმდა 1000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------(ტ.1. ს.ფ.5);
3.8. სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას" ტყვიის შემცველობის განსაზღვრაზე En 13804, En 13805 მეთოდით მიღებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია სურსათში და ეროვნული აკრედიტაცია სუნელებში და სანელებლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და აკრედიტაციის სფერო, ეროვნული აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და აკრედიტაციის სფერო( ტომი 2. ს.ფ. 31-165);
3.9. შპს ,,ეტ--–----ს“ საგამოცდო ლაბორატორიას შეუძლია აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად დაადგინოს ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობა ,,გო------------" მეთოდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის 2017 წლის 0---------------- N------------ წერილი (ტ.1. ს.ფ.168);
-ინფორმაცია შპს ,,ეტ--–----"-ს შესახებ(ტ.1. ს.ფ.169);
3.10. სახელმწიფოთაშორისო სტანდარტები: ,,გო-----------7" და ,,გო------------" მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე დსთ-ს ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1992 წლის 13 მარტის შეთანხმების ,,სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციისა და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ" საფუძველზე, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1995 წელს. ევროპული სტანდარტი ,,ე------------" რეგისტრირებულია სტანდარტების რეესტრში, სტანდარტი ,,ე------------" სტანდარტების რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული საააგენტოს 2017 წლის 10--------------------- წერილი (ტ.1. ს.ფ.166);
3.11. 2017 წლის 17 ოქტომბერს შ---------------–------------––----- წარმომადგენელმა დ--------------მ მიმართა სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა რეფერენტული ნიმუშის აღება შპს ,,ე----–---–ი“ კვლევის ჩასატარებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დ--------------ს განუმარტა, რომ რეფერენტულ ნიმუშზე კვლევა უნდა ჩაეტარებინა საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტით აღჭურვილ ლაბორატორიაში (უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე არის ს--------------------------–------------ს მიერ ჩატარებული) და არა საქართველოში მოქმედ ლაბორატორიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს--------------------------–------------ს 2017 წლის 2-------------------------- წერილის(ტ.1.ს.ფ .164-165);
3.12. ა---––---- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ნება დაერთო შპს ,,ს---------–------ი ა---––----ათვის“ შპს ,,ე----–---–ი“ კვლევისათვის წარედგინა ზაფრანას რეფერენტული ნიმუში. ს--------------------------–------------ს ს--–-------------- რეგიონული სამმართველოს მიერ ამოღებული და დალუქული ხმელი სუნელიდან - ყვითელი ყვავილი ,,ზაფრანა" -2017 წლის 20 ნოემბერს აღებულ იქნა 250 გრ. ზაფრანა ლაბორატიული კვლევისათვის და გადაეცა შ---------------–------------––-----ს წარმომადგენელს.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სხდომის ოქმიდან (ტ.1.ს.ფ. 172-175);
- 2017 წლის 20 ნოემბრის აქტი და ნიმუშის აღების აქტი(ტ.2.ს.ფ. 22-24);
3.13. შპს ,,ეტ--–----“-ს საგამოცდო ლაბორატორიის მიერ 2017 წლის 04 დეკემბრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყვითელ ყვავილში ,,ზაფრანა“ ტყვიის შემცველობა არ აღემატება ზღვარს, კერძოდ, ტოქსიკური ელემენტების ტყვია - განსაზღვრის შედეგია 2,2. ზღვარს შეადგენს <5,0. გამოცდის მეთოდი -,,გო------------".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ეტ--–----“-ს საგამოცდო ლაბორატორიის 2017 წლის 04 დეკემბრის გამოცდის ოქმი N----. (ტ.2. ს.ფ.25).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს,,ს---------–------ი ა---––----“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი’’ ;
- სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილება;
- ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ 2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N417 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის N------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისობის შეფასების აქტი N----- წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მოცემული დავის ფარგლებში.
6.2. ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ10“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეუსაბამობა არის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;
ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე.
,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ისეთი შეუსაბამობის არსებობა, რომლის დროსაც აღმოჩენილია ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათი/ცხოველის საკვები და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებას.
მავნე სურსათის/ცხოველის საკვების განმარტებას იძლევა ამავე კანონის მე-2 მუხლის სადაც მითითებულია, რომ მავნე სურსათი/ცხოველის საკვები არის ისეთი სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს;
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილების თანახმად, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე;
ამავე ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ინსპექტირებისას უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს ორ ეგზემპლარად. ხოლო მე-7-10 ნაწილების თანახმად, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში, შესაბამისად, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს. თუ ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი უარს განაცხადებს ხელმოწერაზე, აქტში ხდება ამის აღნიშვნა. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს კრიტიკულ შეუსაბამობას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შესრულება ხდება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას, თუ სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ბიზნესოპერატორის სასარგებლოდ, სააგენტო ვალდებულია, აუნაზღაუროს ბიზნესოპერატორს კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შედეგად მიყენებული ზიანი.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის მიერ შემოწმების დროს შედგენილ შესაბამისობის შეფასების აქტში მითითებულია, რომ შ---------------–------------––----- ინსპექტირების დროს აღებულ ნიმუშში ყვითელ ყვავილში ე.წ ზაფრანაში აღმოჩნდა ტყვიის შემცველობა ნორმის ზევით.
ბიზნესოპერატორი განამარტავს რომ აღნიშნული შეუსაბამობა (თუ იყო შეუსაბამობა) აღმოჩენილია ფიზიკური პირის ნ---–------------- სუნელებში, რომელიც შპს,,ს---------–------ი ა---––----აგან“ დამოუკიდებლად ეწევა მის რეალიზაციას, რომელიც არ წარმოადგენს შპს-ს თანამშრომელს. მოსარჩელე მასზე აქირავებს მხოლოდ ფართს და სხვა კავშირი მასთან არ აქვს.
ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ 2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N417 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია არ დაუშვას ბაზარზე განსათავსებლად სურსათი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;
სასამართლო მხარეთა განმარტების, მოწმის ჩვენების, გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში დადასტურებულია ის გარემოება, რომ შ---------------–------------––----- მიერ ჩადენილ იქნა ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რადგან მან დაუშვა ბაზარზე განსათავსებლად ფიზიკური პირის ნ---–------------- სუნელები, რომლებიც არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებმა ობიექტის ტერიტორიაზე ინსპექტირების დროს დააფიქსირეს შეუსაბამობები და შესაბამისი ჩანაწერით შეადგინეს შეუსაბამობის შეფასების აქტი. აღნიშნული დოკუმენტი ფაქტიურად წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც იძლევა ფაქტის შესახებ ინფორმაციას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა მტკიცებულების შექმნის ვალდებულება არ გააჩნია. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით (2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილება) დადგენილია წესით, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესოპერატორი, როდესაც იგი არ ეთანხმება აქტში დაფიქსირებულ შეუსაბამობებს, განსაზღვრულია, რომ საწინააღმდეგო ინფორმაცია უნდა დაფიქსირდეს აქტში და ბიზნესოპერატორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლის ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.
აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის. აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა. მე-4 ნაწილის თანახმად კი, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (მათ შორის, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი პირების), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული იმ წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება შესაბამის, აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს. მე-4 ნაწილის თანახმად კი, პირისათვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მეორე მუხლის „ჰ11“ პუნქტის თანახმად, აკრედიტებული ლაბორატორია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების მეორე მუხლის „ე-ვ“ პუნქტების თანახმად, აკრედიტაციის ცენტრის მიზნები და ფუნქციები მოიცავს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, გაგრძელებისა და გაუქმების შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოებას, რეესტრის მუდმივი განახლების უზრუნველყოფას.
ამავე დებულების პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტი - ბრძანება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.
ამასთან, დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრედიტაციის, ზედამხედველობისა და საინსპექციო კონტროლის სამსახური - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აკრედიტაციის მაძიებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების ორგანიზებას და აკრედიტებული პირების გეგმური ან არაგეგმური საინსპექციო კონტროლის ჩატარებას, ზედამხედველობის განხორციელებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას აქვს კვლევის ჩატარებაზე En 13804 En 13805 მეთოდით ეროვნული აკრედიტაცია სუნელებში და სანელებლებში, რაც შეეხება შპს ,,ე----–----“ სადაც განხორციელდა რეფერენტული ნიმუშის კვლევა მას არ გააჩნია იმაზე უფრო მაღალი ხარისხის აკრედიტაცია რაც სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეთა მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისობის შეფასების აქტში ასახულ შეუსაბამობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ დროსა და ადგილას, ამდენად შპს ,,ეტ--–----ს“ დასკვნას, რომელიც სასამართლოში იქნა წარმოდგენილი სასამართლო ვერ გაიზიარებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ქმნიდა საკმარის სამართლებრივ საფუძველს მოსარჩელისათვის წარდგენილი სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობისა და ადმინისტრაციული სახდელის დასაკისრებლად.
6.4. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საწარმოში ინსპექტირება ჩატარდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლი მიუთითებს, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, სააგენტო ინსპექტირებას ახორციელებს გაფრთხილების გარეშე, გეგმურად ან არაგეგმურად. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება, მათ შორის, სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ვარაუდის საფუძველი შესაძლო დარღვევის შესახებ (მოქალაქის შეტყობინება), ჩატარდა არაგეგმიური ინსპექტირება, რომელსაც მოჰყვა შესაბამისი შედეგები.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილების მიღებამდე კი სათანადოდ გამოიკვლიოს და შეაფასოს არსებული ვითარება, მოიპოვოს მტკიცებულებები, რომლებიც ამხელენ დამრღვევს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში. პირველ რიგში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს თავისზე დაკისრებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულების ფარგლებში. ყოველივე აღნიშნულის განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა სადავოობის შემთხვევაში სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა დაადგინოს ობიექტურად არსებული ფაქტები და შეამოწმოს რამდენად სწორი შეფასება მისცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ქმედებას როდესაც იგი მიიჩნია სამართალდარღვევად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი შესაბამისობის შეფასების აქტი, რომელსაც ეთანხმება ბიზნესოპერატორი, ხოლო აქტით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა კრიტიკულ შეუსაბამობებს, რომელსაც მოსარჩელე ფაქტიურად არც უარყოფს. მართალია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, (სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის მტკიცება ეკისრება ოქმის შემდგენს) მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეკრებილი და სასამართლოში გამოკველეული მტკიცებულებები მიუთითებენ დარღვევის არსებობაზე, რის გამოც მოსარჩელის პრეტენზია მიიჩნევა უსაფუძვლოდ.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა დარღვეული მათი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არც მათი გამოცემა ეწინააღმდეგება კანონს, - სახეზე იყო აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობის ვალდებულების დარღვევა რაც გულისხმობდა არ დაეშვა ბაზარზე განსათავსებლად სურსათი, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ---------------–------------––----- (ს/კ 4--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი