განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/156-17წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2018 წელი ქ. ს-----------.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ლევან ლეჟავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი-- გოცაძე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------- ბ---–----ე
მამის სახელი: ა-------ი
დაბადებული: 1-.0-.1-9- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი
პირადი ნომერი: 3----------
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ქ. ს-----------, ლ-–--------------------–--
ადვოკატი - ი-–-- ჯე--–-ძე.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა ( მ------- ბ---–----ე):
- ქურდობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონოდ შეღწევით, არაერთგზის.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით, მ------- ბ---–----ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით, ასევე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრი-- საბჭოს 2016 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, მ------- ბ---–----ე გათვისუფლდა პირობით ვადამდე - 0- (ორი) თვითა და 12 (თორმეტი) დღით ადრე და იმავე დღეს დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
2017 წლის 20 ივნისს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევი მ------- ბ---–----ე ქ. ს-----------ში მდებარე სსიპ „ქ--–--------------------------------------–--“ შენობის გარე ფასადზე დამონტაჟებული სპეციალური ყუთებიდან ფარულად დაეუფლა სულ 3450 ლარად ღირებულ ცენტრალური გათბობის სისტიმეს წყლის გამაცხელებელ სამ დანადგარს, რომელთა რეალიზებით აღებული თანხა მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ------- ბ---–----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრი-- აღწერა:
2.1 მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა ზ-------–---–------ განაცხადა, რომ მუშაობს მ--------------------–აში. 2017 წლის ივლისის თვეში აღმოაჩინეს, რომ სკოლის უკანა კედელზე დამონტაჟებული საქვაბე იყო დაკარგული და შეატყობინეს პოლიციას. შემდეგ დაიბარეს პოლიციაში და აჩვენეს სამი საქვაბე გამათბობელი. შეადარეს მათთან არსებულ ტექნიკურ პასპორტებს და დარწმუნდნენ, რომ გამათბობლები სკოლის იყო.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2 მოწმე გ-----------–---–მა განაცხადა, რომ არის მ--------------------–ის დირექტორი. სკოლაში დამონტაჯებულია გათბობის სისტემა. სულ იყო შვიდი საქვაბე. 2017 წლის 18 ივნისს, ყველა მათგანი იყო ადგილზე. 7 ივლისს კი აღმოსავლეთის კედელიდან დაკარგული აღმოჩნდა სამი „ბაიმაკის“ ფირმის საქვაბე. რომლებიც მოთავსებული იყო დაახლოებით 120X150-ზე ზომის თუნუქის ყუთებიდან. 8 ივლისს განცხადებით მიმართა პოლიციას და დაიწყო გამოძიება. საქვაბეების დამონტჟების შემდეგ მათ გადასცეს მათი ტექნიკური პასპორტები, ასვე საქვაბეეზე და პასპორტებზე დაკრული იყო შესაბამისი შტრიხკოდები.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3 მოწმე ი-----–----------- განაცხადა, რომ ქალაქ თბილისში, აგ-–--ის ქ.N27-ში აქვს მაღაზია. 2017 წლის 22 ივნისს, მისმა ნათლიის შვილმა ლ-–- თ--------ემ და ტ------– ფ-------ემ, რომელსაც იცნობს, ბმვ-ს მარკის ავტომანქანით მიუტანეს სამი ცალი ნახმარი წყლის გამათბობელი და თხოვეს მათი გაყიდვა. თან დაარწმუნეს, რომ საშიში არაფერი იყო. შეთანხმდნენ 1000 ლარზე. 200 ლარი მაშინვე მისცა, ხოლო 800 ლარი მეორე დღეს, დაახლოებით პირველ-ორ საათზე ჩაურიცხა ლ-–-ს მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე, თუ ვის ეკუთვნოდა არ იცის. შემდეგ მასთან მი--დნენ პოლიციელები, რომლებმაც განუმარტეს, რომ საქვაბეები იყო მოპარული და წაიღეს ისინი. მისივე განმატებით იგი მი---ლ ბ------ეს და ზ------ კ-------ეს არ იცნობს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. მოწმე ზ------ კ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 23 ივნისს იყო ს-----------ში, მარკეტ „ლ--–----ან“. მასთან მი--და მისი ნაცნობი მ-–- (მი---ლ) ბ------ე და თხოვა, რომ მის ანგარიზე ჩარიხულიყო თანხა. მან მ. ბ------ეს უთხრა მისი პერსონალური მონაცემები და ბარათის ნომერი. დაახლოებით 10-20 წუთის ინტერვალში მის ანგარიშზე ჩაირიცხა 800 ლარი, რაც აიღო და გადასცა მ. ბ------ეს. მისთვის უცნობია, ვინ ან საიდან გადმორიცხა თანხა. მ. ბ------ეს თან ახლდა 3-4 პირი, რომელთა ვინაობა მას არ ახსოვს. ასევე არ ახსოვს მათ შორი იყო თუ არა მ. ბ---–----ე. ლ-–- თ--------ეს და ტ------– ფ-------ეს არ იცნობს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5 მოწმე ლ-–- თ--------ემ განაცხადა, რომ მისმა მეზობელმა ტ------– ფ-------ემ თხოვა დახმარებოდა ნაჩუქარი გამათბობლების თბილისში ჩაბარებას. იგი დაეთანხმა და მამამისის მანქანით წაიღეს თბილიში, სადაც ჩააბარეს ირ---–ი რუ---ეს. ირ---–იმ 200 ლარი მაშინვე მისცა მათ, ხოლო 800 ლარი გადმოურიცხა მეორე დღეს. მან არ იცოდა საქვაბეები მოპარული იყო თუ არა, ი. რუ---ესაც უთხრა, რომ არ იყო მოპარული. მას თანხასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და არ იცის ვინ აიღო. გამოძიებაში მისცა იგივე ჩვენება რაც სასამართლოს, თუმცა შინაარსი ზუსტად არ ახოსვს. მ. ბ------ე მისი ბავშვობის მეგობარია, მ. ბ---–----ეს კი არ იცნობდა და გაიცნო პოლიციაში, სადაც ორივენი დაკავებული იყვნენ. ასევე არ იცნობს ზ------ კ-------ეს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6 მოწმე მ-----–---------- განაცხადა, რომ მ------- ბ---–----ეს იცნობს ბავშვობიდან. ისინი დააკავეს ერთდ და განუმარტეს, რომ მოპარული იყო გამათბობლები და დაკითხეს. შემდეგ ორივე ერთდ წაიყვანეს საგამოძიებო ექსპერიმენტზე. ხელი გააშვერინეს და გადაუღეს სურათები, უთხრეს აქ იყო მოპარული ნივთებიო. მას გამოძიებისთვის ისეთი ჩვენება არ მიუცია რაც იქ წერია. მან საერთოდ არაფერი იცოდა ქურდობის შესახებ. მ-------ისთან ამ თემაზე საუბარი არ ქონია და არც ტ------– ფ-------ისა და ლ-–- თ--------ისათვის უთხოვია ნივთების წაღება თბილისში. მას უთხრეს, რომ ფული ჰქონდათ ასაღები, ზ. კ-------ეს სთხოვა დახმარება, აიღო ფული და თუ ვის გადასცა, ტ. ფ-------ეს თუ მ. ბ---–----ეს არ ახსოვს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. მოწმე ტ------– ფ-------ემ განაცხადა, რომ გამათბობლების ქურდობის შესახებ არაფერი იცის. 2017 წლის ზაფხულში ის, მ------- ბ---–----ე და მისი ნათლული მი---ლ ბ------ე სათევზაოდ იყვნენ და ბაძ-----ის ტერიტორიაზე, ყოფილი საწყობების შენობაში მან და მ. ბ---–----ემ იპოვეს. იმავე დღესვე ლ-–- თ--------ეს სთხოვა მანქანა, და გამათბობლები წამოიღო, შემდეგ კი ამავე მანქანით მან და ლ-–-მ წაიღეს თბილისში, სადაც ჩააბარეს ლ. თ--------ის მეზობელს ირ---–ის. 200 ლარი მაშინვე მისცა მათ ირ---–იმ და იმ ფულით საწვავი ჩაასხეს მანქანაში. დანარჩენი მერე გადმოუგზავნა, მაგრამ არ ახსოვს, როგორ. როგორც იცის სულ 1000 ლარი უნდა აეღოთ. მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ცვენებას არ ადასტურებს. მას წაუკითხეს მისი ჩვენება, მისმა ძმამაც წაიკითხა და ხელიც მოაწერა. თუმცა რაც იქ წერია არ ეთანხმება. „...ნაჩალიჩებია და იაფად გავყიდოთო..“ ამას არ ეთანხმება, თავის თავს და ნათლულის არ დააზიანებდა, ასეთი რამ არ უთქვამს. სიმართლე ისაა, რომ გამათბობლები იპოვეს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. მოწმე ნ---------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტი--ს თნაშემწე გამომძიებლად. განსახილველ საქმეზე მოწმის სახით საპროცესო კანონმდებლობის დაცვით დაკითხა მ. ბ------ე და ტ. ფ-------ე. მ. ბ------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 20 ივნისს დაახლოებით 18:00 საათზე, შეხვდა მ. ბ---–----ეს, რომელმაც უთხრა, რომ მ--------------------–იდან მოპარული ჰქონდა 3 ცალი წყლის გამათბობელი. მ. ბ------ე დაეხმარა ბ---–----ეს მათ გადამალვაში. მეორე დღეს ლ. თ--------ეს და ტ. ფ-------ეს თხოვეს დახმარება გამათბობლების გაყიდვაში, რაზეც დაეთანხმნენ. იმავე დღეს, ოთხივე მი--და ნანგრევებში, ჩააწყვეს გამათბობლები ლ. თ--------ის მამის კუთვნილ მანქანაში და წამოიღეს. მეორე დღეს ლ. ბ---–----ე და ტ. ფ-------ე წავიდნენ თბილისში, გამათბობლები ჩააბარეს მი---ლ ბ------ეს და დაბრუნდნენ თბილისში. მ. ბ---–----ეს გადასცეს 130 ლარი. მეორე დღეს გამდოურიცხეს დანარჩენი თანხა კ-------ის სახელზე. ასეთივე შინაარსის ჩვენება მისცა ტ. ფ-------ემაც.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.9. მოწმე გ------ ჟ-------მა განაცხადა, რომ არის ექსპერტ კრიმინალისტი. იგი მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რაც ჩაატარა გამომძიებელმა კ. ნა------ამ და საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელშიც ასევე მონაწილეობა ორი მოქალაქე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა საკვამური მილები და სიგარეტის ნამწვი. საგამოზიებო ექსპერიმენტისას ორივე მოქალაქემ მიუთითა თუ საიდან წამოიღეს და სად შეინახეს ნივთები. ერთი მათგანი ქურდობაში მონაწილეობას არ იღებდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას მან განახორციელა ფოტოგადაღება.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.10. მოწმე კ----------------------ამ განაცხადა, რომ მუშაობს სამტრედიის რაიონული სამმართველოში უფროს ინსპექტრორ გამომძიებლად. 2017 წლის 8 ივლისს, გ-----------–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მ--------------------–იდან წყლის გამათბობლების ქურდობის ფაქტზე. მან ჩაატარა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ჩაატარა საგმოძებო ექსპერიმენტები მ. ბ------ის და მ. ბ---–----ის მონაწილეობით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში, ი. რუ---ისაგან ამოღებულ იქნა გამათბობლები. ასევე ოპერატიული ინფორმაციით, დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა მ. ბ---–----ეს. მან საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და შეადგინა შესაბამისი ოქმები.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.11. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით ბუნებრი-- განათების პირობებში მშრალ მზიან ამინდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ს-----------ში, ალ. გრ----------ის ქუჩა N47-ში და წარმოადგენს ქ. სამტრედიის N------------------–-ს. კონკრეტულად სკოლის აღმოსავლეთ კედელს. აღნიშნულ კედელზე მიწიდან 1 მეტრი და 50 სანტიმეტრის მოცილებით კედელზე მიმაგრებულია ხის მასალისაგან დამზადებული ორი კარადა, რომელიც მთლიანად შეფუთულია თუნუქის ფირფიტებით და დამაგრებულია თვითმჭერებით, კარადებს გააჩნია კარები. აღნიშნულ პირველ კარადაში, რომელიც მეორე კარადაზე მოცულობით დიდა, მოწმე გია მეიშვილის განმარტებით დამონტაჟებული იყო წყლის ორი გამათბობელი, სადაც დარჩენი-–-- პლასმასის მილები, თავისივე პლასმასის კრანებით და გამათბობლის ერთი გამწოვი, მეორე გამათბობლის გამწოვი კი მიყუდებულია კარადებს შორის არსებული ხის კარებზე, ხოლო მეორე კარადაში გია მეიშვილის განმარტებით დამონტაჟებული იყო წყლის ერთი გამათბობელი, სადაც ასევე დარჩენი-–-- პლასმასის მილები, თავისივე პლასმასის კრანებით და გამათბობლის ერთი გამწოვი, ასევე ორივე კარადაში პლასმასის მილების ბოლოები გადაჭრი-–-- უსწორმასწოროდ. შემთხვევის ადგილის დათვალერების დროს მეორე კარადიდან სადაც დამონტაჟებული იყო ერთი წლის გამაცხელებელი, კარადაში, სადაც ჩამოდის პლასმასის მილი, მილის უკან დაგდებულია კარადის ძირზე სიგარეტ მალბოროს ნამწვავი, რაც ექსპერტ კრიმინალისტის მიერ ამოღებული იქნა და მოთავსდა შესაბამის NFCI382564 ერთ პაკეტში და დაილუქა, რაზედაც გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები, ასევე ამოღებული იქნა აღნიშნული წყლის გამათბობლების საკვამურები, რომლებიც დაილუქა ცალ-ცალკე სამ პაკეტად სამტრედიის რაიონული სამმართველოს ლუქის N33/7 ბეჭდით. სხვა რაიმე ამოღებული არ ყოფილა.
(ს.ფ. 7-17).
2.12. საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, მშრალ ამინდში. 2017 წლის 11 ივლისს, სისხლის სამართლის N061080717001 საქმეზე, მოწმე მ------- ბ---–----ის მიერ მიღებული ინფორმაციის შესამოწმებლად, ექსპერიმენტის ჩატარებაზე მოწმე მ------- ბ---–----ემ თანხმობა განაცხადა. სამტრედიის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან „ტო-----------–-------ს სამსახურეობრი-- ავტომანქანით, მოწმე მ------- ბ---–----ის მითითებით, გავიდნენ სამტრედიის შს რაიონული სამმათველოდან. ლ-–- თე-----ის ქუჩის გავლით მი--დნენ ალ. გრ----------ის ქუჩა N47-ში მდებარე N------------------–-ში, სკოლაში მოწმე მ------- ბ---–----ემ მიუთითა ის ადგილი სკოლის აღმოსავლეთ კედელზე, სადაც 2017 წლის 20 ივნისს მარტომ მოიპარა ხის კარადებში ჩასმული „ბაიმაკი“-ს მოდელის სამი ცალი წყლის გამაცხელებლები. რაც დამალა სკოლის გვერდით, ყოფილ წყალთა სამმართველოს ეზოში ეკალ-ბარდებში, ხოლო შემდგომ მეორე დღეს მეგობრის მი---ლ ბ------ის დახმარებით გამოიტანეს აღნიშნული წყლის გამაცხელებელები და დამალეს წყალთა სამმართველოს მიტოვებულ საყარაულო შენობაში. მ------- ბ---–----ის განმარტებით აღნიშნული შენობიდან მოხდა მისი წაღება 22 ივნისს ქ. თბილისში ლ-–- თ--------ის მანქანით თვით ლ-–-სა და ტ------– ფ-------ის მიერ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო საგანი ან ნივთი ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ ფოტოგრაფირებული იქნა.
(ს.ფ.63-66).
2.13. საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, მშრალ ამინდში. 2017 წლის 11 ივლისს, სისხლის სამართლის N061080717001 საქმეზე, მოწმე მი---ლ ბ------ის მიერ მიღებული ინფორმაციის შესამოწმებლად, მოხდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, ექსპერიმენტის ჩატარებაზე მოწმე მ-----–---------- თანხმობა განაცხადა. სამტრედიის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან „ტო-----------–-------ს სამსახურეობრი-- ავტომანქანით, მოწმე მი---ლ ბ------ის მითითებით გავიდნენ სამტრედიის რაიონულ სამმართველოდან. ლ-–- თე-----ის ქუჩის გავლით მი--დნენ ალ. გრ----------ის ქუჩა N49 ში ყოფილი წყალთა სამმართველოს ეზოში, მიუთითა ადგილი ეკალ-ბარდებში სადაც 2017 წლის 21 ივნისს მიეხმარა მეგობარ მ------- ბ---–----ეს N------------------–იდან მოპარული წყლის გამაცხელებლების გადატანაში, რაც შეინახეს იმავე ეზოს მიტოვებულ საყარაულო შენობაში. მი---ლ ბ------ის განმარტებით აღნიშნული შენობიდან მოხდა მისი წაღება 22 ივნისს ქ. თბილისში ლ-–- თ--------ის მანქანით თვით ლ-–- და ტ------– ფ-------ის მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო საგანი ან ნივთი ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა. საგამოძიებო ექსპერიმენტი ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ ფოტოგრაფირებული იქნა.
(ს.ფ. 67-73).
2.4 2017 წლის 10 ივლისის ამოღების ოქმით დადგენი-–--, რომ ქ. თბილისში აგ-–--ის ქუჩა N27-ში მდებარე ირ---–ი რუ---ის სამშენებლო მასალათა მაღაზიიდან ამოღებული იქნა მის მიერ მითითებული ადგილიდან, ხის მასალებისგან დამზადებული მაგიდაზე დადებული სამი ცალი BAYMAK-ს ფირმის თეთრი ფერის წყლის გამაცხელებლები, რომლებსაც გააჩნდა ქარხნული შტრიხ კოდები 1. 1601439-003, 2. 1601439-007, 3. 1601439-005, სხვა რაიმე ამოღებული არ ყოფილა.
(ს. ფ. 25-28).
2.14.. 2017 წლის 06 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორ- გამომძიებელმა კ----------------------ამ 2017 წლის 06 სექტემბერს. მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N061080717001 საქმეზე, დაზარალებულის წარმომადგე--–-ს ზეინაბ ლობჟანიძის მონაწილეობით, მოახდინა სამტრედიის რაიონულ სამმართველოს N33/7 ლუქით დალუქული BAYMAK-ს მოდელის წყლის სამი გამაცხელებლის ნივთმტკიცების გახსნა. გახსნისთანავე დაზარალებულის წარმომადგენელმა მასთან ერთად დაათვალიერა თითეული დანადგარი და განმარტა, რომ ზემოხსენებული დანადგარები არის ის დანადგარები რაც მოპაული იქნა სკოლაში, ხოლო შემდგომ განმარტა, რომ დანადგარებზე სამივეს ქვედა მხრიდან აქვს დაკრული შტრიხ კოდები, რაც ნამდვილად დაზრალებულის განმარტებით აღმოჩნდა ის კოდები რაც გამოკითხვის ოქმში ქონდა მითითებული. აღნიშნულის შემდეგ ზემოხსენებული დანადგარები კვლავ დალუქა N33/7 ლუქის ბეჭდით.
(ს. ფ. 181-182).
3. ქმედების სამართლებრი-- შეფასება
3.1. სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ მ------- ბ---–----ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრი-- გარემოებების დადგენა. ფაქტობრი-- გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრი-- შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრი-- გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. რაც საფუძვლად უნდა დაედოს დასკვნას, ჩადენი-–-- თუ არა დანაშაულებრი-- ქმედება, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტი--, მიზანი და შედეგი.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრი-- დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.4. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.5. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრი-- დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრი-- და სამართლებრი-- გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ ან უარყოფენ ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.6. ბრალდებულმა მ------- ბ---–----ემ საქმის სასამართლო განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბრალდების მხარის არც ერთი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებაში არ არის ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა მ. ბ---–----ის მიერ 2017 წლის 20 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ს-----------ში მდებარე სსიპ „ქ--–--------------------------------------–--“ შენობიდან ცენტრალური გათბობის სისტიმის წყლის გამაცხელებელ სამი დანადგარის ფარულად დაუფლების ფაქტს.
3.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის კვალი, ან სხვა მტკიცებულება, რაც მიუთითებდა მ. ბ---–----ის მიერ ქურდობის ჩადენას აღმოჩენილი არ ყოფილა.
3.9. სასამართლო არ ითვალისწინებს პროკურორის პოზიციას ბრალდებულ მ------- ბ---–----ისა და მოწმე მი---ლ ბ------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მტკიცებულებად გამოყენების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები (საგამოძიებო ექსპერიმენტი) მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითვისას მიწოდებული ინფორმაციის) გაგრძელებაა, მისი შემადგენელი ნაწი-–-- და სასამართლო სხდომაზე ფიცის ქვეშ მყოფი მოწმის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე, მათი როგორც დამოუკიდებელი მტკიცებულების სახით გამოყენება დაუშვებელია.
3.10. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა მ------- ბ---–----ის მიმართ წარდგენილი ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი. თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრი-- დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრი-- გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
3.12. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.13. სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
3.14. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.15. ამდენად სასამართლო მი--და იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ------- ბ---–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, მ------- ბ---–----ის ბრალეულობაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------- ბ---–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლეს.
მ------- ბ---–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ დათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნივთიერი მტკიცებულება, სამი ცალი ბაიმაკის ფირმის წყლის გამაცხელებელი და სამი საკვამური, რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო სიგარეტის ნამწვი შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
მ------- ბ---–----ეს განემარტოს, რომ გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ს-----------, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი