განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2018
საქმის ნომერი
010100116001231394
დავის ტიპი
177 3 ა
თარიღი
05.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010100116001231394

საქმე N1-94/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

18 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე _ ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი _ თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი _ ლ----------------

ადვოკატი _ შ----- ჯ---–--ე

 

ბრალდებული: გ------- მ---------ა

მამის სახელი: რ-----

დაბადებული: 0--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

რეგისტრაციის მისამართი: ქ-----------------–--------------------------------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

გ------- მ---------ას ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2015 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, გ------- მ---------ა წინასწარი შეთანხმებით გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. ბათუმში, დ. ა----–-----–----------ში მდებარე ა------- ც--–---ს სასურსათო მაღაზიიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჯგუფურად დაეუფლა ორ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგადაც დაზარალებულს მიადგა 92 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------- მ---------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, გ------- მ---------ა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. ბათუმში, დ-------–-----–-- ქ. 20-ში მდებარე ა------- ც--–---ს სასურსათო მაღაზიიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჯგუფურად დაეუფლა ორ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 92 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

გ------- მ---------ას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

ა) ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების თანახმად, ქ. ბათუმში, დ. ა----–-----–--------- მდებარე სასურსათო მაღაზიის ვიდეო კამერის შიდა და გარე პერიმეტრის 2015 წლის 26 დეკემბრის ვიდეოჩანაწერში ჩანს ქ. ბათუმში, ა----–-----–--------- მდებარე სასურსათო მაღაზიის შესასვლელი, სადაც შემოდის სამი პირი შემდეგი აღწერილობის: პირი, რომელსაც აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი, მარჯვენა ხელზე გადაკიდული აქვს შავი ფერის ქურთუკი, ფეხზე აცვია თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი (დაუდგენელი პირი). მეორე პირი - აღნაგობით საშუალოზე მაღალი, მოშვებული წვერით, რომელსაც აცვია ლურჯ და ყავისფერ ფერში გაწყობილი ქურთუკი, ქურთუკის შიგნით აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი - არის გ------- მ---------ა. მესამე პირი - საშუალო აღნაგობის მოშვებული წვერით, რომელსაც თავზე ახურავს შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, ქუდს წინ აქვს თეთრი ფერის წარწერა, აცვია შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის ნაქსოვის სვიტრი, შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი - არის ლ-–- ფ----------ე.

 

აღნიშნული პირები ათვალიერებენ მაღაზიას, ხოლო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც არის საშუალო აღნაგობის, მოშვებული წვერით, რომელსაც თავზე ახურავს შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, ქუდს წინ აქვს თეთრი ფერის წარწერა, აცვია შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის სვიტრი, შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი (ლ-–- ფ----------ე) რჩება შესასვლელში არსებულ დახლმაცივართან. მასთან მიდის გამყიდველი და ისინი საუბრობენ პროდუქციასთან დაკავშირებით. გამყიდველი მას აჩვენებს სხვადასხვა პროდუქტს, ხოლო პირი, რომლებსაც აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი, მარჯვენა ხელზე გადაკიდული აქვს შავი ფერის ქურთუკი, ფეხზე აცვია თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი (დაუდგენელი პირი) და მეორე პირი, რომელიც აღნაგობით არის საშუალოზე მაღალი, მოშვებული წვერით, რომელსაც აცვია ლურჯ ყავისფერში გაწყობილი ქურთუკი, ქურთუკის შიგნით აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი (გ------- მ---------ა) მიდიან სასმლების რიგში. პირი, რომელსაც აქვს მოშვებული წვერი, აცვია ლურჯ ყავისფერ ფერში გაწყობილი ქურთუკი, ქურთუკის შიგნით აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი იღებს დახლიდან ალკოჰოლურ სასმელს (გ------- მ---------ა) და აწვდის მეორე პიროვნებას, რომელსაც ტანთ აცვია ნაცრისფერი ზედა, რომელსაც აქვს კაპიშონი, ქვედა ტანით აცვია ლურჯი ფერის შარვალი, მარჯვენა ხელზე გადაკიდული აქვს შავი ფერის ქურთუკი, ფეხზე აცვია თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. აღნიშნული პირი (დაუდგენელი) სასმელს მალავს ქურთუკის უკან. რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ პირი, რომელიც არის აღნაგობით საშუალოზე მაღალი, მოშვებული წვერით, რომელსაც აცვია ლურჯ და ყავისფერ ფერში გაწყობილი ქურთუკი, ქურთუკის შიგნით აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიშონით, ლურჯი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი (გ------- მ---------ა) კვლავ იღებს ალკოჰოლურ სასმელს და იდებს წელის არეში. შემდეგ მიდის ლიმონათის მაცივართან, საიდანაც იღებს ერთ ბოთლ ლიმონათს, უძახის გამყიდველს რათა მივიდეს სალაროსთან. აღნიშნული პირები ყიდულობენ სხვადასხვა დასახელების პროდუქტს, იხდიან ფულს ისე, რომ არ აჩვენებენ ალკოჰოლურ სასმელს და გადიან მაღაზიიდან.

 

ბ) მოწმის სახით დაკითხული ა------- ც--–---ს (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, ქ. ბათუმში, დ. ა----–-----–----------ში აქვს სუპერმარკეტი, სადაც მოლარე-ოპერატორებად მუშაობენ ქ--------ე გ--------ე და ნ----- ც-–--–--ე. 2015 წლის 26 დეკემბერს, დილით დაურეკა ქ--------ე გ--------ემ და აცნობა ალკოჰოლური სასმელების დანაკლისის თაობაზე, რის შემდეგ ჩავიდა მაღაზიაში და ნახა, რომ 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ,,ფინლანდია’’ და ,,ჯეკდენიელსი’’ მართლაც არ იდო ადგილზე. მეორე თუ მესამე დღეს გადაახვია და ნახა ვიდეო თვალის კადრები, სადაც ასახული იყო მისთვის უცნობი პირების მიერ ალკოჰოლური სასმელების ქურდობის ფაქტი, რის თაობაზეც აცნობა პოლიციას.

 

ა------- ც--–---ს განცხადებით, გ------- მ---------ამ ზიანი აანაზღაურა და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

გ) მოწმე ქ--------ე გ--------ის ჩვენების თანახმად, მოლარე-ოპერატორად მუშაობს ქ. ბათუმში, დ. ა----–-----–----------ში მდებარე სუპერმარკეტში. ერთ დღეს (ზუსტი თარიღი არ ახსოვს) პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში შევიდა სამი ახალგაზრდა. მათი წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადგილზე აღარ იყო 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რის თაობაზეც აცნობა ა------- ც--–--ეს. ვიდეო ჩანაწერის ნახვის შემდეგ ამოიცნო გ------- მ---------ა.

 

3. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედების გამორიცხვა

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სახელწიფო ბრალდება გ------- მ---------ას ედავება გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქურდობის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

გ------- მ---------ა აღიარებს ქურდობის ჩადენის ფაქტს, თუმცა უარყოფს დანაშაულის ჩადენას სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების კვალიფიციური შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ------- მ---------ა და გამოძიებით დაუდგენელი პირი ერთობლივად ახორციელებდნენ ქურდობის ობიექტურ შემადგენლობას, თუმცა, ხსენებული მტკიცებულებით არ დასტურდება მათ შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა, კერძოდ, სახეზე არ არის მათ შორის რაიმე ისეთი ტიპის კომუნიკაცია, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერწმუნა მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა. არც მოწმეებს ლ-–- და კ---- ფ----------ეების ჩვენებებშია (უდავო მტკიცებულებები) რაიმე მსგავსი ფაქტის არსებობის თაობაზე, მით უმეტეს, რომ ლ-–- ფ----------ე, გ------- მ---------ასთან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად იმყოფებოდა სუპერმარკეტში შესვლის წინ და დაკითხულია მოწმის სახით.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლო თვლის, რომ გ------- მ---------ას მხრიდან წინაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ---------ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (გ------- მ---------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, რომ ბრალდებული ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აანაზღაურა ზიანი და მის მიმართ დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და თვლის, რომ გ------- მ---------ას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 270-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- მ---------ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. გ------- მ---------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 იანვრის განჩინებით გ------- მ---------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარი (დასტური N ა-------) დაუბრუნდეს მის შემტანს მ------ ფ------–---–ს (პირადი ნომერი 6----------) - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. ნივთმტკიცება - გ------- მ---------ას ტანისამოსი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

5. ნივთმტკიცება - ა------- ც--–---ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო თვალის ჩანაწერები 02 ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი