გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-3061-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 თებერვალი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე- შპს ,,პ------–---------------------------''
მოსარჩელის წარმომადგენელი- თ-------------–--ე
მოპასუხე- ლ---------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ლ---------------ეს მოსარჩელე შპს ,,პ------–---------------------------ს'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი- 133 ლარი და პირგასამტეხლო- 867 ლარი;
1.2. მოპასუხე ლ---------------ეს მოსარჩელე შპს ,,პ------–---------------------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
1.3. მოპასუხე ლ---------------ეს მოსარჩელე შპს ,,პ------–---------------------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით;
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 15 ივნისს შპს ,,ტ-----ს'' და ლ---------------ეს შორის დაიდო ელექტრონული ხელშეკრულება #198382011, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 13.30 %-ით, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 1.0 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება.
2016 წლის 28 დეკემბერს შპს ,,ტ-----ს’’ და შპს ,,პ------–---------------------------ს’’ შორის დაიდო შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, რომლის თანახმად, შპს ,,ტ-----მ’’ მოთხოვნის მიმღებს საკუთრების უფლებით გადასცა შპს ,,ტ-----ს’’ და ლ---------------ეს შორის გაფორმებული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს, რომ მოპასუხე ლ---------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი- 133 ლარი და პირგასამტეხლო- 867 ლარი;
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,პ------–---------------------------ს'' წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 1633 ლარამდე, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი- 133 ლარი, პირგასამტეხლო- 500 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლ---------------ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირ ნაწილში და პროცენტში, რაც შეეხება პირგასამტეხლოს მიიჩნია, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 15 ივნისს შპს ,,ტ-----ს'' და ლ---------------ეს შორის დაიდო ელექტრონული ხელშეკრულება #198382011, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 13.30 %-ით, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 1.0 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, სესხის ხელშეკრულება #198382011 (ს.ფ. 26)
3.1.2. 2016 წლის 28 დეკემბერს შპს ,,ტ-----ს’’ და შპს ,,პ------–---------------------------ს’’ შორის დაიდო შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, რომლის თანახმად, შპს ,,ტ-----მ’’ მოთხოვნის მიმღებს საკუთრების უფლებით გადასცა შპს ,,ტ-----ს’’ და ლ---------------ეს შორის გაფორმებული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე (ს.ფ. 28)
3.1.3. ლ---------------ის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 15 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.4. ლ---------------ის დავალიანება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 3138.41 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, საკომისიო- 133 ლარი, პირგასამტეხლო- 2005.41 ლარი.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, rom მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 417–ე, 418-ე, 420–ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ივნისს შპს ,,ტ-----ს'' და ლ---------------ეს შორის დაიდო ელექტრონული ხელშეკრულება #198382011, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 13.30 %-ით, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 1.0 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
განსაზღვრულ შემთხვევაში, 2016 წლის 28 დეკემბერს შპს ,,ტ-----ს’’ და შპს ,,პ------–---------------------------ს’’ შორის დაიდო შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, რომლის თანახმად, შპს ,,ტ-----მ’’ მოთხოვნის მიმღებს საკუთრების უფლებით გადასცა შპს ,,ტ-----ს’’ და ლ---------------ეს შორის გაფორმებული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.
შპს ,,პ------–---------------------------ს'' და ლ---------------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად შპს ,,პ------–---------------------------ს'' წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება _ არ დაფარა კრედიტი.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,პ------–---------------------------ს'' მოთხოვნა ლ---------------ის მიმართ სესხის ძირი თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელე შპს ,,პ------–---------------------------ს'' სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 500 ლარისა, უნდა დაეკისროს 200 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ- სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. მხარეთა ახსნა-განმარტებების და მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება იმ კატეგორიათა რიცხვს, რომელიც განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე შპს ,,პ------–---------------------------ს'' უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან ნაწილი 30 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,პ------–---------------------------ს'' სარჩელი მოპასუხე ლ---------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ლ---------------ეს მოსარჩელე შპს ,,პ------–---------------------------ს'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1333 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი- 133 ლარი და პირგასამტეხლო- 200 ლარი;
3. შპს ,,პ------–---------------------------ს'' უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 24 ნოემბერს საგადახდო დავალება № 246 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 50.00 ლარიდან ნაწილი 30 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300063150; ბანკის/ხაზინის კოდი: TRESGE22;
4. მოპასუხე ლ---------------ეს მოსარჩელე შპს ,,პ------–---------------------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 8 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
5. მოპასუხე ლ---------------ეს მოსარჩელე შპს ,,პ------–---------------------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 40 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი