გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2018
საქმის ნომერი
020210017001843010
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210017001843010 (2/353-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუ------ი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუ------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - შოთ--------–-ა

წარმომადგენლები: და------–--------ვა (შოთ--------–-ას მამა) გო---------ა

 

მოპასუხეები: ცი--–--------–ია, ლი----------–ია

ლი----------–იას წარმომადგენლები: ბა------------–---–ი, ჯი--------–უა

 

დავის საგანი: შვილად აყვანილად და მემკვიდრედ ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1.მოსარჩელე შოთ--------–-ას (დაბადების თარიღი - 19.0-.2----–--–-) აზ--------–-ას (გარდაცვალების თარიღი - 28.11.2----–--–-) მიერ შვილად აყვანილად და მის მემკვიდრედ ცნობა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხეები არიან 2----–-–---------------- გარდაცვლილი აზ--------–-ას მეორე რიგის მემკვიდრეები - დები, მოსარჩელე კი არის აზ--------–-ას, როგორც მისი აღმზრდელის მიერ შვილად აყვანილი - შვილობილი, რომელიც აზ--------–-ას ოჯახში მიღებული იყო შვილად, შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს თავს აზ--------–-ას პირველი რიგის მემკვიდრედ (იხ---------–---------------–-–------------------–-–--------------–--------------------

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ცი--–--------–იამ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი.

 

2.2.მოპასუხე ლი----------–იამ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.აზ--------–-ა, ცი--–--------–ია და ლი----------–ია არიან დები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-დაბადების მოწმობები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 39-40, 44);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (---------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–--------------------

 

3.1.2.2----–-–-----------------ადა აზ--------–-ასა და ლი----------–იას დის - ცი--–--------–იას შვილიშვილი შოთ--------–-ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-დაბადების მოწმობა (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 22);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (---------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–--------------------

 

3.1.3.აზ--------–-ა გარდაიცვალა 2----–-–---------------- ქ. ზუ------ში. მას გარდაცვალებამდე სასამართლოსათვის შოთ--------–-ას შვილად აყვანის შესახებ არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-გარდაცვალების მოწმობა (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 30);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (---------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–--------------------

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.როგორც მეორე რიგის მემკვიდრეებმა 20---–-–-------------ს, ცი--–--------–იამ, ხოლო 2017 წლის 21 იანვარს ლი----------–იამ განცხადებით მიმართეს ქ. ზუ------ის ნოტარიუსს 2----–-–---------------- გარდაცვლილი დის - აზ--------–-ას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-მოპასუხეთა განცხადებები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 36, 43);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–--------------------

 

3.2.2.2017 წლის 22 თებერვალს შოთ--------–-ას სახელით ქ. ზუ------ის ნოტარიუსს განცხადებით მიმართეს მშობლებმა და------–--------ვამ და ნა----------ამ, რომლებმაც მოითხოვეს სამკვიდრო მოწმობის გაცემა 2----–-–---------------- გარდაცვლილი აზ--------–-ას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სრულად.

 

განცხადების განხილვის შედეგად ნოტარიუსის მიერ მიღებულია დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ შოთ--------–-ას დაბადების მოწმობის გრაფაში მშობლები არიან და------–--------ვა და ნა----------ა და რომ მათ ნოტარიუსისათვის არ წარუდგენია აზ--------–-ას მიერ არასრულწლოვანი შოთ--------–-ას შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ნოტარიუსის დადგენილება (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 26);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (---------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–--------------------

 

3.2.3.დადგენილია, რომ მართალია, აზ--------–-ა სიცოცხლეში ურთიერთობდა შოთ--------–-ასთან, მაგრამ იგი შვილად არ აუყვანია. შესაბამისად, 2----–-–---------------- გარდაცვლილ აზ--------–-ას დარჩა მხოლოდ მეორე რიგის მემკვიდრეები დების - ლი----------–იასა და ცი--–--------–იას სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სარჩელში მითითებული გარემოებების უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-დაბადების მოწმობა (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 22);

-გარდაცვალების მოწმობა (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 30);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (---------------–-–---------------–-–------------------–-–--------------–--------------------

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი’’; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან დაკმაყოფილებაზე უარი უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

სასამართლოებში საქმეების განხილვის კონსტიტუციურმა პრინციპმა თავისი კანონმდებლის მიერ ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რისი ნათელი გამოვლინებაა 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხარე, რომელსაც დაკისრებული აქვს კონკრეტული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მტკიცებას ვერ უზრუნველყოფს, ეს აისახება მის საზიანოდ. ამ კუთხით საგულისხმოა ის შემთხვევა, როცა მხარე საერთოდ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ან წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მითითებული გარემოებებით ვერ მოახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს ის პრინციპი, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის სასარგებლო გარემოებები.

 

სარჩელში მითითებული გარემოებების შესახებ სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლს, რომლითაც კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები), ხოლო მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები.

 

საქმის განხილვით დადგენილია, რომ 2----–-–---------------- გარდაცვლილ აზ--------–-ას დარჩა მეორე რიგის მემკვიდრეები დების სახით, რომლებიც წარმოდგენილი სარჩელით არიან მოპასუხეები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მეორე რიგის მემკვიდრეობას ადგილი არა აქვს, რამდენადაც იგი იშვილა აღმზრდელმა აზ--------–-ამ. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, იგი არის პირველი რიგის მემკვიდრე, თუმცა ვინაიდან ამას არ ეთანხმება მოპასუხე ლი----------–ია, მოსარჩელეს მოუწია სასამართლოში აღიარებითი სარჩელის აღძვრა, რასაც აფუძნებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლზე, რომლითაც კანონმდებლის მიერ რეგლამენტირებულია შვილად აყვანის დადასტურების წესი აღმზრდელის გარდაცვალებისას. კერძოდ, ნორმის შინაარსი გამოხატულია იმგვარად, რომ აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.

 

სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მითითებული მუხლის სწორად განმარტების საკითხს, რის შესახებაც უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მუხლში აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის დადასტურებისათვის ჩამოყალიბებულია ორი პირობა: 1) თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული და 2) თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ. თუმცა ნორმის მხოლოდ ამ სახით სამართლებრივი ანალიზი არ არის საკმარისი მისი შინაარსის სრულად გადმოსაცემად. მის სიღრმისეულ ინტერპრეტაციას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ორივე მოთხოვნას აკავშირებს სიტყვა ,,აგრეთვე’’, რაც მათ ერთდროულად ანიჭებს სავალდებულოს ხასიათს ანუ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი პირობის არარსებობა, გამორიცხავს შვილად აყვანის თაობაზე მოთხოვნის უფლებას, აღნიშნული მუხლის შემადგენლობას.

 

მოცემულ ვითარებაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ აზ--------–-ას სიცოცხლეში შოთ--------–-ას შვილად აყვანის მიზნით სასამართლოში განცხადება არ შეუტანია, რაც უკვე მიუთითებს სარჩელით დაყენებული მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე. აქვე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ სასამართლოში აღმზრდელის მიერ განცხადების წარდგენის აუცილებლობა განპირობებულია გარკვეული ფაქტორით, რის შესახებაც სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

 

უნდა აღინიშნოს, რომ პირის გარდაცვალება იწვევს ისეთ სამართლებრივ შედეგს, როგორიცაა სამკვიდროს გახსნა და მემკვიდრეობის მიღება, რასაც არეგულირებს მემკვიდრეობის სამართალი, რომელიც კერძო ხასიათის ქონებრივი და საოჯახო ურთიერთობების მოწესრიგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოს კანონმდებლობაში, რისი უპირველესი დასტურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლში გამოყენებული სიტყვით ,,აგრეთვე’’, რომელიც შვილად აყვანის დადასტურებისათვის არასრულწლოვნის ოჯახში შვილად მიღებასთან ერთად, აუცილებელ მოთხოვნად ადგენს მშვილებლის მიერ სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტის არსებობას, დაცულია როგორც მამკვიდრებლის, ისე მემკვიდრის უფლებები, რადგან განაცხადის შეტანით დასტურდება მშვილებლის ანუ შემდგომში მამკვიდრებლის სიცოცხლეში გამოვლენილი ნამდვილი ნება კონკრეტული პირის შვილად აყვანის შესახებ, რამაც შესაძლოა შემდეგ გავლენა მოახდინოს ნაშვილების - მემკვიდრის უფლებებზე. შვილად აყვანის შესახებ მამკვიდრებლის ნების გაგება განცხადების სასამართლოსათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, შეუძლებელია. სწორედ ასეთ ვითარებას აქვს ადგილი შოთ--------–-ას სარჩელთან მიმართებაში, საქმის მასალები არ იძლევა 2----–-–---------------- გარდაცვლილი აზ--------–-ას მიერ შოთ--------–-ას შვილად აყვანის სურვილის დანახვის საშუალებას, შესაბამისად, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, რომლითაც საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, სასამართლო თვლის, რომ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებით და მოპასუხე ცი--–--------–იას მიერ სარჩელის ცნობით უტყუარად ვერ დადგინდება აზ--------–-ას მიერ შოთ--------–-ას შვილად აყვანის ფაქტი. ვერც შოთ--------–-ას დაბადების მოწმობა შეცვლის 1240-ე მუხლში მითითებული განაცხადების შინაარსს, რამეთუ საქართველოს იუსტიციის მინისტ----------–-–---------------------------------------–-----–----------–-----------------გისტრაციის წესის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელი და გვარი იწერება მხოლოდ მშობლების ურთიერთშეთანხმებით და არა სხვა პირის ნებით. ამდენად, მოსარჩელისათვის გვარის - კა----–--ს მინიჭების ფაქტი არის მშობლების და------–--------ვასა და ნა----------ას ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგი და იგი სამართლებრივად ვერ დაუკავშირდება აზ--------–-ას სურვილს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პირს ანიჭებს უფლებას თვითონვე, თავისუფლად განკარგოს საკუთარი ქონებრივი უფლებები, რაც მისი გარდაცვალების შემდგომ შეიძლება გახდეს კანონით ან ანდერძით მემკვიდრის საკუთრება. იმ შემთხვევაში, როდესაც მამკვიდრებელს არა აქვს დაწერილი ანდერძი, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მისი სურვილია მემკვიდრეობა დარჩეს კანონით მემკვიდრეს. ასეთი სტატუსის მატარებელი კი ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე ვერ იქნება მოსარჩელე.

 

და ბოლოს, რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას საქართ---–--------------------------–---------–-–------------–------------------------ნებაზე, ზუ------ის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მისი შინაარსი არ ადასტურებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მასზედ, რომ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება შესაძლებელია მშვილებლის მიერ სიცოცხლეში სასამართლოსათვის განცხადების წარდგენის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ამ განჩინებაში 1240-ე მუხლში მოცემული ორივე პირობის (მოთხოვნის) ერთდროულად არარსებობის შესახებ მსჯელობს არა სასამართლო, არამედ კასატორი ლ.ქ. (იხ---------–------------------------–--------–------დენად, ზუ------ის რაიონული სასამართლო თვლის, რომ თავისი, წინამდებარე გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილ საკასაციო სასამართლოს განჩინებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.შოთ--------–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისის ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუ------ის რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუ------ი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა