განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100117002166698
საქმე №1/207-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2017 წ. ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ
თამარ ბერუაშვილის მდივნობით
პროკურორ - ი----------–---–ის,ადვოკატ- ნ---- კ-------ის,ბრალდებულ - გ------- ქ-----–---–ის
მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011090417001 საქმე გ------- გ--- ძე ქ-----–---–ის მიმართ (პირადი ნომერი 5----------) დაბადებულის 1991 წლის 13 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, ნასამართლობის მქონის, მცხოვრების: ქ.გორი, მ--------- ქ.№1-ში დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით;
აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადასტურებულად სცნო, რომ გ------- ქ-----–---–მა ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 01:30 საათზე, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევმა გ------- ქ-----–---–მა აივანზე გადასვლის გზით, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია ქ.გორი, მ–------------------- №19/20-ში, მდებარე მ----- ბ---------ის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა, რა დროსაც იგი შენიშნა დაზარალებულმა მ----- ბ---------მა, რის შემდეგაც გ------- ქ-----–---–მა მოახერხა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა გ------- ქ-----–---–მა განმარტა, რომ იგი სტიქაროსანია. 2017 წლის 08 აპრილს, იმყოფებოდა მონასტერში და ეხმარებოდა მოძღვარს. საქმის დასრულების შემდეგ მან ტრაპეზზე მიიღო რამოდენიმე ჭიქა ალოკოჰოლური სასმელი. შემდეგ იგი ავტომანქანით წამოიყვანეს და დატოვეს მის უბანში, სადაც გააგრძელა ალკოჰოლური სასმელის მიღება, დათვრა და დაიძინა. იგი არ იცნობს მ----- ბ---------ს და არც მის ბინაში ყოფილა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ქ-----–---–ი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ გ------- ქ-----–---–ის ბინაში შესვლის მიზანს წარმოადგენდა მ----- ბ---------ის კუთვნილი მატერიალური სიკეთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ვინაიდან ზემოხსენებულ ბინაში მისი შესვლის შემდეგ, ბრალდებულის მხრიდან, მიუხედავად შესაძლებლობისა, ადგილი არ ჰქონია რაიმე მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა ბრალდებულის მიერ ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ფაქტი, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ქ-----–---–ის მიერ ჩადენილია დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების და საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა გ------- ქ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ----- ბ---------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გ------- ქ-----–---–ს იცნობს 2008 წლიდან. 2017 წლის 09 აპრილს იგი იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაეღვიძა, მიხედა ლეკვს და ისევ დაწვა, რა დროსაც შემოესმა ხმაური. იმ დღებში ქარიანი ამინდები იყო, თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, შემდეგ კი ხმა გაძლიერდა და იგი აივანზე გავიდა, რა დროსაც დაინახა, რომ აივნის მოაჯირზე გადმოდიოდა გ------- ქ-----–---–ი. მან დაუძახა მ----- ბ---------ს, რომ ხელი არ ეკრა მისთვის, გადმოვიდა აივანზე და შეჰყვა მას ოთახში. იგი ეძებდა მობილურ ტელეფონს, რათა პოლიციაში დაერეკა, რა დროსაც ბრალდებულმა გააღო ბინის კარები და წავიდა. ხმაურზე სადარბაზოში გამოვიდა მისი მეზობელი მ--- ვ------–---–ი. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--- ვ------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაზარალებული მ----- ბ---------ი მისი მეზობელია, ხოლო იგი ცხოვრობს კორპუსის მე-2 სართულზე. შემთხვევის დღეს იგი იმყოფებოდა სახლში და ეძინა, რა დროსაც აივნიდან შემოესმა ხმა, იფიქრა რომ მ----- ბ---------ი სარეცხს იღებდა. შემდეგ გაიგო მ.ბ---------ის ყვირილის ხმა, რომელიც ვიღაცას უყვიროდა თუ რა უნდოდა და რატომ შევიდა მასთან, რა დროსაც გამოვიდა სადარბაზოში. მ----- გარეთ იყო გამოსული და ჩხუბობდა. მ-----მ მას უთხრა რომ აივნიდან გადმოვიდა პიროვნება, რომელსაც იცნობდა და ადრე ნანახი ჰყავდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ--------- ი-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა ოდოროლოგიური ექსპერტიზა 2017 წლის 09 აპრილს, მ----- ბ---------ის საცხორებელი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით. ექსპერტიზის ჩასატარებლად მის მიერ გამოყენებული იქნა სამი სამსახურებრივი ძაღლი, რაც გამორიცხავს რაიმე სახის ცდომილებას. ექსპერტიზისას სამსახურებრივმა ძაღლებმა დააფიქსირეს ერთი და იგივე შედეგი, კერძოდ ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტური იყო გ------- ქ-----–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- გ-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 09 აპრილს, შემთხვევის ადგილიდან, რომელიც მდებარეობს ქ.გორი, მ–------------------- №19-ში, დაზარალებულის მითითებით აიღო ორი სუნის ნიმუში. ერთი შესასვლელი კარის წინ, ოთახის იატაკიდან, ხოლო მეორე აივნის იატაკიდან, რომლებიც მოთავსდა მინის ჭურჭელში და დაილუქა. მანვე გ------- ქ-----–---–ის მარჯვენა ფეხსაცმლიდან აიღო სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსდა მინის ჭურჭელში და დაილუქა. ნიმუშები აიღო აქტივირებული ნახშირის დახმარებით. მოწმემ დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორე.
გამომძიებელმა: მ-----– ბ-----ემ, ინსპექტორ-გამომძიებლებმა: თ------ პ---–--–---–მა, ა-----– ე-–--–---–მა, ი-----–- კ----------ემ, ექსპერტებმა: ვ---- მ----–--ემ და თ---------- კ------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორე.
2017 წლის 09 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი (დაზარალებულ მ----- ბ---------ის საცხოვრებელი სახლი) მდებარეობს ქ. გორი, მ–------------------- №19/20-ში. დათვალიერების შედეგად აღებული იქნა სუნის ნიმუშები, რომლებიც დაილუქა.
2017 წლის 09 აპრილის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ გ------- ქ-----–---–ისგან კინოლოგ გ------- გ-----ის მიერ აღებული იქნა სუნის ნიმუში.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის №46/22-235 დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 09 აპრილს, მ----- ბ---------ის საცხორებელი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია გ------- ქ-----–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.
2017 წლის 28 აპრილს, გორის რაიონული სასამართლოს მიერ გაიცა განჩინება გ------- ქ-----–---–ის დაკავების შესახებ.
2017 წლის 29 აპრილის ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ გ------- ქ-----–---–ი დაკავებული იქნა 2017 წლის 29 აპრილს 13:45 საათზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის განაჩენით გ------- ქ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუქნტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით: კერძოდ, დაზარალებულ მ----- ბ---------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გ------- ქ-----–---–მა მისი ნების საწინააღმდეგოდ აივნიდან შეაღწია მის ბინაში, შევიდა ოთახში, გააღო გასასვლელი კარები და წავიდა. ოდოროლოგიური ექსპერტიზის №46/22-235 დასკვნით კი დადასტურდა, რომ 2017 წლის 09 აპრილს, მ----- ბ---------ის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია გ------- ქ-----–---–ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ------- ქ-----–---–ი მართლაც იმყოფებოდა მ----- ბ---------ის ბინაში. აღნიშნული კი წინააღმდეგობაშია ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასთან, რომელიც მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ქ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. გ------- ქ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ: იმ ფაქტს, რომ ბრალდებული გ------- ქ-----–---–ი ნასამართლევია განზრახი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება პირობით გამოსაცდელ ვადაში, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, რაც ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის, კერძოდ ჯარიმის გამოყენება, ვინაიდან ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასჯელის მიზნის მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, რისი გათვალისწინებითაც სასჯელის მინიმალურ ვადას წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ქ-----–---–ი გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
2. გ------- ქ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ქ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
3. გ------- ქ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. გ------- ქ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 აპრილიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები, გ------- ქ-----–---–ის სუნის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე