განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002247497-1/007-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
29 იანვარი 2018 წელი ქ. ახალციხე
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – ნ----------------------------, დაბადებული 1----–-–-----------------, პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა---––---- რაიონი, სოფელი ზ----–--;
ადვოკატი - ნ-------------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.ნ--------------- 2017 წლის აგვისტოს თვეში საღამოს საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ა---––---- რაიონის სოფელ ზ----–--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მეუღლეს ი---------------ს ეჭვიანობისა და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.2.ნ--------------- 2017 წლის 28 ნოემბერს საღამოს საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მეუღლეს ი---------------ს დაემუქრა ქონების განადგურებით, კერძოდ ა---––---- რაიონის სოფელ ზ----–--ში მათ საცხოვრებელ სახლში დაამტვრია ჭურჭელი, ჩაამსხვრია სახლის ფანჯრების და კარებების მინები, ასევე სახლის დაწვის მიზნით, ოთახში იატაკზე დაასხა ბენზინი და მოუკიდა ცეცხლი, რის გამოც დაზარალებულ ი---------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ნ---------------- ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
ი---------------- ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის აგვისტოს თვეში სამსახურში გვიანობამდე მოუწია ყოფნა, მისი მისვლის შემდეგ მალევე მივიდა სახლში მისი მეუღლე ნ--------------, რომელიც იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. ნ-------------- მის დანახვაზე გახდა აგრესიული, აგინებდა ხმამაღლა და დაუწყო მას ხელებით თავის არეში რტყმევა, რა დროსაც მან განიცადა თავის არეში ძლიერ ტკივილი, თავადაც დაუწყო ყვირილი და ბავშვებს მიმართა რომ ეშველათ მის ხმაზე შვილებს გაეღვიძათ, შვილების დანახვისთანავე ნ-------------- შეჩერდა და დაანება მის ცემას თავი.
იხ. ს.ფ. 5-8;
ლ-–---------- და ა---------- ჩვენებები, რომლის თანახმად 2017 წლის აგვისტოს თვეში ღამით გააღვიძათ ყვირილის ხმამ, როდესაც ადგნენ დაინახეს მამა ნ--------------- აგინებდა დედას ი---------------ს უცენზურო სიტყვებით, არ აძლევდა კარებში გასვლის შესაძლებლობას და თავში ურტყავდა ხელებს, რის გამოც დედა თხოვდა მათ შველას, აღნიშნულის დანახვაზე დაიწყეს ყვირილი მამის მისამართით, რის შემდეგაც ნ---------------მ თავი დაანება დედას ი---------------ს.
იხ. ს.ფ. 91-97;
ნ---------------- ჩვენება, რომლის თანახმად იგი ცხოვრობს ა---––---- რაიონ სოფელ ზ----–--ში ოჯახთან ერთად, 2017 წლის აგვისტოს თვეში ზუსტი თარიღი არ ახსოვს, სახლში მივიდა გვიან ნასვამ მდგომარეობაში და დაუწყო მეუღლეს ი---------------ს გინება, გაურკვეველი მიზეზის გამო თავში დაარტყა ხელი, ხმაურის ხმაზე ბავშვებს გაეღვიძათ და შეაჩერეს.
იხ. ს.ფ. 72-76;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან,გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
ი---------------- ჩვენება,რომლის თანახმად 2017 წლის 28 ნოემბერს მისი მეუღლე ნ--------------- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც მას დაუწყო ყვირილი და იატაკზე დაანარცხა ჭიქა შემდეგ კი ჩაამტვრია ოთახის ფანჯრების მინები, ასევე გავიდა გარეთ და დაამტვრია სამზარეულოს კარების მინები და საძინებელი ოთახის კარების მინები მუჭით. აიღო პლასმასის ბოთლი, რომელშიც იყო სითხე ნახევრად და დაიწყო ყვირილი, რომ სახლი უნდა გადაეწვა და ოთახში აქეთ-იქით ასხავდა სითხეს, სუნით მიხვდა რომ ბოთლში არსებული სითხე რომელსაც აქცევდა იყო ბენზინი, სახლში იყო საშინელი კვამლი ნ-------------- იმუქრებოდა რომ სახლი უნდა დაეწვა, რა დროსაც ხელი შეუშალა ნ--------------ს მამამ გ----------------- მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში, რის გამოც დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება.
იხ. ს.ფ. 8-8;
გ--------------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 28 ნოემბერს სახლში დაბრუნდა გვიან გააღვიძა მისი შვილის ნ--------------ს ყვირილმა და მტვრევის ხმამ, შევიდა მისაღებ ოთახში საიდანაც მტვრევის ხმა ისმოდა და დაინახა რომ მისაღები ოთახის შესასვლელთან ცეცხლი ეკიდა იატაკს და იდგა ე.წ. ,,სალ--რკის’’ სუნი, ცეცხლი პატარა იყო და შეეძლო ცეცხლის ჩაქრობა და დამწვარიც არაფერი ყოფილა, იქვე ეყარა ფანჯრის შუშის ნამსხვრევები, ნ-------------- ყვიროდა რომ ყველაფერს დაამტვრევდა სახლში და დაწვავდა იქაურობას.
იხ. ს.ფ. 52-55;
ნ---------------- ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 28 ნოემბერს საღამოს მივიდა მთვრალი სახლში და მის ცოლს ი---------------ს დაუწყო გინება, შემდეგ ჩაამტვრია საძინებელი ოთახის ფანჯრები და კარებების მინები, გავიდა აივანზე აიღო ბოთლში არსებული ბენზინი და შევიდა სახლში, სადაც მიმოაქცია ოთახში ბენზინი და ცოლს უძახდა რომ სახლი უნდა გადავწვა, ამ დროს მისი მეუღლე გავიდა გარეთ და მან სანთებელით მოუკიდა ბენზინს ცეცხლი, თუმცა ცეცხლი მაშინვე ჩააქრო მამამისმა და არ მისცა საშუალება სახლის დაწვის, მან ოჯახის წევრების შეშინების მიზნით დაამტვრია სახლში ჭიქები, მინები და ბენზინის გამოყენებით გააჩინა ცეცხლი, რითაც ოჯახის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლ--ნი შიში რომ დაწვავდა სახლს.
იხ. ს.ფ. 73-76;
ნ---------------- მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულ-- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, ნ---------------- სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ქვითრით, ნ---------------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ნ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ნ-------------- ცნობილი უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, ასევე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ნ--------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლ--ნობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ნ---------------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
ნ--------------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
ნ---------------ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.
5.ნ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გ--------------ს (პ/ნ 4----------), ლ------------ (პ/ნ 4----------), ნ---------------- (პ/ნ 4----------), ი---------------- (პ/ნ 4----------), ა---------- (პ/ნ 4----------), ლ-–---------- (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა---––---- რაიონი, სოფელი ზ----–--, საკადასტრო კოსი - 6----------- – 7 000 ლარის ფარგლებში.
6.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ნ---------------- ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. სისხლის სამართლის N------------ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - სითხის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილ-- ექსპერტიზის კვლევისათვის შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
მინის ნამსხვრევები, მინისა და ფაიფურის ნამტვრევები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა რომელიც ინახება შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე