განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2018
საქმის ნომერი
120100118002241528
დავის ტიპი
276 4 , 120
თარიღი
10.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #182241528-1/003-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

09 თებერვალი 2018 წელი ქ. ახალციხე

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ე-–------------------–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული -მ-----–------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, დაბადებული 1----–-–-----------------, მცხოვრები - ქ-----––---- თ------–---–-----------------------

 

ადვოკატი - ნ------------------–---–-

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 120-ე მუხლი;

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ მ-----–-------------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1.შუამდგომლობის მიხედვით, მ-----–-------------ს ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 20 მარტს დაახლოებით 17:40 საათზე, ა---––---------–----------------- საბაჟო გზის 3------ მეტრზე, ა---––---- რაიონის სოფელ ჭ-------–- მ-----–------------- მთვრალ მდგომაროებაში მოძრაობდა ავტომანქანა ,,----------- სახელმწიფო ნომრით R---------ით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე პუნქტი მე-18 ნაწილის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, ა---––---- რაიონის სოფელ ჭ-------–- მცხოვრებ 1--- წელს დაბადებულ მ-----------------------------, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ამდენად, მ-----–-------------ა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

ასევე 2017 წლის 16 ნოემბერს ქ-----––---–---–-----------–----------------ში საცხოვრებელი სახლში ეჭვიანობის საფუძველზე მ-----–-------------ა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ----------------, კერძოდ ორჯერ დაარტყა დანა მარცხენა ხელისა და ფეხის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისიხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

 

ამდენად, მ-----–--------------- ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით;

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1.მ-----–-------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეთა - თ-----------–---–-------------------------------------------------,მ-----–-------------ს გამოკითხვის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღების ოქმით, ავტოტრასოლოგიური-ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, მ-----–-------------ს ტანსაცმლის ამოღების ოქმით, მ-----–-------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1.ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ ე-–------------------–-–---–- და ბრალდებულ მ-----–------------- შორის.

 

3.2.პროკურორმა ე-–------------------–-–---–-- ა---––---- რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ მ-----–-------------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

3.3.სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ე-–-------------------–-–---–-ა, ბრალდებულმა მ-----–-------------ა და მისმა ადვოკატმა ნ------------------–---–--.

 

3.4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

3.5.სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული მ-----–------------- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

3.6.სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1.საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მ-----–-------------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორ ე-–------------------–-–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ე-–-------------------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2.დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ მ-----–------------- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

3.მ-----–------------- (პირადი №4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით;

 

4.მ-----–------------- (პირადი №4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ერთი წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით;

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელად განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 02 წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ-----–------------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ერთი წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითი, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04 წელი.

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 02 წლის ვადით;

 

მ-----–-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მ-----–------------- სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 16 ნოემბრიდან;

 

პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ მ-----–-------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.სისხლის სამართლის N---------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები -მ-----–-------------ს ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ-----–-------------;

 

მიკრონაწილაკების ნიმუშები და თმის მაგვარი ღერები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ავტომანქანა ,,----------- სახელმწიფო ნომრით R--------, რომელიც განთავსებულია ა---––---- საჯარიმო სადგომ ,,--–-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ-----–-------------;

 

ქურთუკი, ზურგჩანთა, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

-პირადობის მოწმობა, საზღვრის ფურცელი, 30 ლირა, 80 თეთრი, სათვალე, მობილური ტელეფონი, სატენი, სანთებელა, თმის სამაგრი, დანის ქარქაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

-შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, სისხლისმაგვარი ლაქები, რ--------------- სისხლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

რ--------------- ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

გ---------–-–------ ნერწყვის ნიმუში, მ-----–-------------ს ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

მ-----–-------------ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ-----–-------------;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7.მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე თუ მიაჩნია, რომ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

8.თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე