განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 040100118002254533
საქმე 1/2-18
ცაგერის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თებერვალი,2018 წელი ქ. ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნანა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი
პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-
ბრალდებული-გ---- ჩ------–----, ს----------–--- მოქალაქე, პ/ნ №-----------, დაბადებული 1--- წლის 1- ი-----, ს-–----–-- გ------–-----, დ-------------–--------------–------------------------------------–---–--------------–----–-----------------–-------–--------------------–--------------–----------------–-----–----------------
კვალიფიკაცია- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის გაზაფხულზე, ლ-------- რაიონის სოფელ ბ------- ტერიტორიაზე, ლ-------- სატყეო უბნის ხელედის სატყეოს 43-ე კვარტლის მე-14 ლიტერში, უკანონოდ გაჩეხა 7,62 კუბური მეტრის მოცულობის 4(ოთხი) ძირი წიფლის ჯიშის ხე, რამაც გამოიწვია 1128,15 ლარის ზიანი, ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ გ---- ჩ------–----ს ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
მოწმეების-ზ-------- გ-------–-----, მ--------–---------–------ პა-------------ს, თვით ბრალდებულის ჩვენებებით,ზიანის გაანგარიშების უწყისით, ამოღებული ნივთებით დადასტურებულია, რომ მან უკანონოდ გაჩეხა პირველი ხარისხის 4(ოთხი) ძირი წიფლის ჯიშის ხე.
ბრალდებულმა გ---- ჩ------–----- საქმის სასამართლო განხილვის დროს, წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, სადაოდ არ გაუხდია საქმეში არსებული მტკიცებულებები.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- ჩ------–----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ---- ჩ------–----ს ბრალეულობას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ---- ჩ------–----- ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული გ---- ჩ------–---- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს, მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული), არამედ, ბრალდებულის პიროვნებას, მის ოჯახურ, სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას, ითვალისწინებს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების შედეგად, შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო სასჯელის სახედ გამოიყენებს ჯარიმას. რადგან, ჯარიმა, თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული გ---- ჩ------–----, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2.მსჯავრდებულ გ---- ჩ------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე- გირაო გაუქმდეს.
3. განაჩენის აღსრულება დაევალოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს.
4.ა------------ ,,კ------“, სახელმწიფო ნომრით,,A- 8-- T-’’, რომელიც მოთავსებულია ლ-------- რაიონული ს-----------–--- ეზოში, დაუბრუნდეს გ---- ჩ------–----, ხოლო მასზე განთავსებული უკანონოდ მოჭრილი 11 ერთეული ხე-მორი მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი- ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს (მისამართი- ქ. ცაგერი, ლ. ასათიანის ქ. № 14 ) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი