განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002241710
# 1/1-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – მა-–---- ენ------
სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ ორ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: არ--- სი------ ძე ზა---------ი (საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, დაბადებული: 1--01.1993 წელი, უმუშევარი, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ახალქალაქი, სოფელი ხუ-–----ო);
ადვოკატი - ნი--- დე--------ე
თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ არ--- ზა---------ის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. 2017 წლის სექტემბრის თვეში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დღის საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხუ-–----ოში, არ--- ზა---------მა მისი საცხოვრებელი სახლის წინ, ვალთან დაკავშირებით მომხდარი ოჯახური შელაპარაკების ნიადაგზე, სახეში ხელი დაარტყა მის დას - ლუ---ე ზა---------ს, რის შედეგადაც ლუ---ე ზა---------ს მოტყდა კბილი, განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
არ--- ზა---------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2. 2017 წლის 18-19 ნოემბრის ღამეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხუ-–----ოში, კვლავ ვალთან დაკავშირებით მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არ--- ზა---------მა სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავალჯერადი დარტყმით ცემა მისი და ლუ---ე ზა---------ი, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის - სლ---- ზა---------ის თანდასწრებით, რის შედეგადაც ლუ---ე ზა---------მა განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
არ--- ზა---------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისვე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლუ---ე ზა---------ის, სლ---- ზა---------ის, არ---უი ზა---------ის, გაიანე სააკიანის, ალინა პაპოიანის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლუ---ე ზა---------ის სამედიცი--- დოკუმენტაციითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. არ--- ზა---------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი განაჩენი.
2.2. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში.
2.3. მხარეთა დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა არ--- ზა---------ის მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვს, რომ ბრალდებულს შეეფარდოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმალური ზომა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც.
2.4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა არ--- ზა---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე ბრალდებულმა არ--- ზა---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისვე ოჯახის წევრის მიმართ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შეასბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ--- ზა---------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ არ--- ზა---------ის ბრალეულობას.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისვე ოჯახის წევრის მიმართ.
3.4. 2017 წლის სექტემბრის თვეში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დღის საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხუ-–----ოში, არ--- ზა---------მა მისი საცხოვრებელი სახლის წინ, ვალთან დაკავშირებით მომხდარი ოჯახური შელაპარაკების ნიადაგზე, სახეში ხელი დაარტყა მის დას - ლუ---ე ზა---------ს, რის შედეგადაც ლუ---ე ზა---------ს მოტყდა კბილი, განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
შესაბამისად, არ--- ზა---------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.5. 2017 წლის 18-19 ნოემბრის ღამეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხუ-–----ოში, კვლავ ვალთან დაკავშირებით მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არ--- ზა---------მა სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავალჯერადი დარტყმით ცემა მისი და ლუ---ე ზა---------ი, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის - სლ---- ზა---------ის თანდასწრებით, რის შედეგადაც ლუ---ე ზა---------მა განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
შესაბამისად, არ--- ზა---------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისვე ოჯახის წევრის მიმართ.
ამდენად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო არ--- ზა---------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად სასამართლოს მიაჩნია ის რომ არ--- ზა---------ის მიერ ჩადენილია ისეთი დანაშაული, რომელიც ლახავს ოჯახში მყუდრო ატმოსფეროს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ოჯახის წევრების ნორმალუურ ცხოვრებაზე, მსგავსი ხასიათის დანაშაულს გააჩნია მომატებული საზოგადოებრივი საშიშროება. ამასთან გასათვალისწინებელია ბრალდებულის წარსული ცხოვრება და პიროვნული მახასიათებლებიც (არ--- ზა---------ი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს გასამართლებული იქნა საქ. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც წარსულში ჩადენილ დანაშაულები, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობას.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17-ე მუხლის თანახმად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
არ--- ზა---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და გათვალისწინებული იქნეს ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არ--- ზა---------მა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, ამასთან სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რის გამოც მის მიმართ, სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქ. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის საფუძველზეც არ--- ზა---------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; არ--- ზა---------ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ვადით 120 (ასოცი) საათის ოდენობით; არ--- ზა---------ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს -2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქ. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მძიმე სასჯელი და საბოლოოდ არ--- ზა---------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს -2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქ. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით საქ. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად უნდა შთანთქოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ არ--- ზა---------ს განაჩენთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულ არ--- ზა---------ის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, ხოლო აღნიშნული სასჯელის სახე კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან, იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგისი საშუალება.
6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
არ--- ზა---------ის მიმართ 2017 წლის 21 ნოემბერს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ--- ზა---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
2. არ--- ზა---------ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ვადით 120 (ასოცი) საათის ოდენობით;
3. არ--- ზა---------ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს -2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქ. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მძიმე სასჯელი და საბოლოოდ არ--- ზა---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს -2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქ. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით საქ. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანთქოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ არ--- ზა---------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;
6. არ--- ზა---------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის დაკავების დღიდან - 2017 წლის 19 ნოემბრის 05:25 საათიდან;
7. არ--- ზა---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
8. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ლითონის ნივთი, რომელიც ინახება ახალქალაქის შს რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დალუქული FCI5----- პაკეტში, განაჩენის კანონიერ ძლაში შესვლის შემდეგ განადგურდეს;
9. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;
10. განაჩენი კანონიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.
მოსამართლე მა-–---- ენ------