განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2018
საქმის ნომერი
010100117002028968
დავის ტიპი
260 3 ა
თარიღი
12.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002028968

საქმე N1-654/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12.02. 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ირ---–------------–-ძე

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: ზა------------ძე

მამის სახელი: შ--–-ა

დაბადებული: 0--12.1961 წელი

პირადი ნომერი:6---------5

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–--ი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, მე--------------

 

ბრალდებულის დამცველი - გო------–-----ია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N170100717001

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

ზა------------ძემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,072 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’, რაც 2017 წლის 10 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–-, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა

 

2.1 . მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2017 წლის 31 აგვისტოს წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით №ქ----, 10.07.2017 წ დადგენილია, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი: 2017 წლის 9 ივლისს ზა------------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 9 ცალი ტაბლეტი შეიცავს - 0,072 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’ (იხ დასკვნა ს.ფ. 28-30);

 

2.4. საქართველოს კანონი "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს.

 

ამ კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი, ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე, ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათი გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III და IV სიაში:

 

I სია მოიცავს − ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − უ-----–--ი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებებს, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებებს, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად არის შეზღუდული;

 

მოცემულ კონკრეტული შემთხვევის მიხედვით ბრალდებულ ზა------------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი" შეტანილია ზ/მითითებული კანონის მიხედვით შეტანილია ( №10) - N2 სიაში.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია.

 

დანართი №2-ის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზა------------ძისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი" 0,072 გრამი წარმოადგენს დიდ ოდენობას და შესაბამისად ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

2.5. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა (ინფორმაციული პატაკი, მოწმეების: გი--–----–-–---–--------------–-----------------------------------ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ზა------------ძის გამოკითხვის ოქმი, ზა------------ძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შუამდგომლობა ბრალდებულის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, დადგენილება ნარკოლოგიური შემოწმების დანიშვნის შესახებ, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა N9----0, დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და გარემოებების ერთობლიობა) ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზა------------ძემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზა------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ნარკოტიკული საშუალებების "ბუპრენორფინის" დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვით, რაც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიათა დანაშაულს, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება; დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, ის არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად , არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზა------------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა;

 

სასამართლო სასჯელის ზომის განსაზღვრისას ვერ გაითვალისწინებს დაცვის მხარის შუამდგომლობას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის თაობაზე, ვინაიდან, მოცემული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი;

 

ამდენად, რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ზომას, სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ზა------------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, ზა------------ძეს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, 05 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ზა------------ძეს ასევე ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დადგენილი ვადით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

6.1. მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს:

 

ზა------------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით რო--------------ს (პ/ნ 6---------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ვანის რაიონის, სოფელ ბ-----ში (ზონა - ვანი 31, სექტორი - ბ-----ი 08, კვარტალი - 23, ნაკვეთი - 5--, საკადასტრო კოდი - N31.08.23.5--) - 10.000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2017 წლის 09 ივლისს ზა------------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 09 (ცხრა) ცალი ტაბლეტი - შეიცავს 0,072 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ზა------------ძის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ზა------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

ზა------------ძეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ„ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზა------------ძის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;

 

მსჯავრდებულ ზა------------ძეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 10 ივლისიდან 2017 წლის 2017 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით და ზა------------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან.

 

მსჯავრდებულ ზა------------ძე დაკავებული იქნეს სასამართლოს სხდომის დარბაზში და შესახლებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

მსჯავრდებულ ზა------------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით რო--------------ს (პ/ნ 6---------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ვანის რაიონის, სოფელ ბ-----ში (ზონა - ვანი 31, სექტორი - ბ-----ი 08, კვარტალი - 23, ნაკვეთი - 5--, საკადასტრო კოდი - N31.08.23.5--) - 10.000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2017 წლის 09 ივლისს ზა------------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 09 (ცხრა) ცალი ტაბლეტი - რომელიც შეიცავს 0,072 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ზა------------ძის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე