განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2018
საქმის ნომერი
010100117002208503
დავის ტიპი
182 2 გ
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010100117002208503

საქმე N1-1078/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

13 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ა-–---------ე ძ------ძე

ბრალდებული - მ----- მ------ა

ადვოკატი - დ----- გ------ე

 

ბრალდებული: მ----- მ------ა

მამის სახელი: რ-----

პირადი ნომერი: 5----------

დაბადების თარიღი: 2--0--1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–-----------–---

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქ------------------------------–----------

ნასამართლობა: ნ----------–---------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: ს----------–---------–------------–-------------------------–----------–--–-------------------

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ----- მ------ამ ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 01 სექტემბერს მ----- მ------ამ მუშაობა დაიწყო ქ. ბათუმში, ტ---–-----------ის ქუჩა N4--ში მდებარე რ---- მ---–--ის კუთვნილ საცხობში მცხობელის პოზიციაზე. 2017 წლის 25 სექტემბერს საცხობში მივიდა ჯ----– ი-------ე, რომელმაც მ----- მ------ას მისივე თანხმობით დაუტოვა რ---- მ---–--ისათვის გადასაცემი ფულადი თანხა - 1900 ლარის ოდენობით. მ----- მ------ამ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული რ---- მ---–--ისათვის გადასაცემი ფულადი თანხა არ გადასცა ამ უკანასკნელს და რ---- მ---–------ან შეუთანხმებლად გამოიყენა საკუთარი შეხედულებისამებრ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა მ----- მ------ამ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ----- მ------ას ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: ჯ----– ი-------ის, რ---- მ---–--ის, ზ------ ნ-----–---–ის, მ---- ც--–--ის, ფ------ ჯ--–--–---–ის, ი-----–- კ-----–--ის და პ----- შ-----ს გამოკითხვის ოქმები, პირის ამოცნობის ოქმი, ფულადი თანხის ამოღების ოქმი, წარმოდგენილი სატელეფონო მიმოწერები.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- მ------ა დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით თანახმად, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (მ----- მ------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, მას ჰყავს ხუთი შვილი და თვლის, რომ ბრალდებულის პიროვნების და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მ----- მ------ას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის არასაპატიმრო სახე - ჯარიმა.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებულ დამატებით სასჯელს - თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული საცხობში მცხობელის პოზიციაზე მომუშავე პირია, შესაბამისად არ უკავია რაიმე თანამდებობა და არ ახორციელებს იმგვარ პროფესიულ საქმიანობას, რომ შესაძლებელი იყოს შეირჩეს საქმიანობის ისეთი სფერო, რომელშიც დასაქმების უფლების ჩამორთმევა ადეკვატური ზომა იქნება წარდგენილი ბრალდებიდან და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ----- მ------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ნივთმტკიცება - მ----- მ------ასგან ამოღებული ფულადი თანხა, - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი