გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2018
საქმის ნომერი
030210017002036936
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030210017002036936

გადაწყვეტილება

ს----------–--- სახელით

11.01.2018 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე შოთა სირაძე

სხდომის მდივანი ალექსანდრე ჩაჩიბაია

მოსარჩელე: გ------- ს--------–--ე,წაარმომადგენელი: ლ---ნ ა-----ე,მოპასუხე: სსიპ „ფ-----ს კ---–------ კ---–------ის მ--------ი“

წარმომადგენლები: ე-–--- გ---–---ი, ბ------ ბ-------ე.

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

 

1.1. სსიპ „ფ-----ს კ---–------ კ---–------ის მ--------ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას გ------- ს--------–--ის მიერ მეორე მსოფლიო ომში საბრძოლო დამსახურებისათვის მიღებული ალექსანდრე ნეველის მედალი, მედალი ბუდაპეშტის აღებისათვის, მედალი გერმანიაზე გამარჯვებისათვის, გ------- ს--------–--ის ფოტოსურათი, გადაღებული ავსტრიაში და სიგელი საუკეთესო დამკვრელის.

 

სარჩელში მითითებულია, რომ გ------- ს--------–--ე იყო მოსარჩელის ბაბუა, იგი გარდაიცვალა 1--- წლის 0- ი----ს. მას, როგორც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, მიღებული ჰქონდა ჯილდოები და მედლები, კერძოდ: ალექსანდრე ნეველის ორდენი, ორი მედალი, ფოტო და სიგელი. აღნიშნული ნივთები მისი ოჯახისათვის წარმოადგენს მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, რომლებსაც წლების განმავლობაში ეძებდნენ; მოსარჩელის მამამ ზ------ ს--------–--ემ 2015 წლის 20 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ „ფ-----ს კ---–------ კ---–------ის მ--------ს“, საიდანაც 2016 წლის 14 იანვარს მიღებული N4 წერილით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ნივთები შეტანილი იყო ს----------–--- ს------------ ფ------- რეესტრში მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მიღება-ჩაბარების N3 აქტის თანახმად, 1985 წელს მოსარჩელის ბაბუამ მ--------ს გადასცა აღნიშნული ნივთები, თუმცა ის გარდაცვლილია 1--- წელს და ბუნებრივია, მ--------ს ნივთებს 1985 წელს ვერ გადასცემდა და ვერც ხელმოწერით დაადასტურებდა. ნივთები უკანონოდ, დანაშაულებრივი გზით მოხვდა და აღირიცხა ს----------–--- ს------------ ფ-----–-, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მათ დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები მ--------ს საკუთარი ნებით გადასცა გ------- ს--------–--ემ, ეს მის ინტერესში შედიოდა, ვინაიდან მეორე მსოფლიო და სამამულო ომის მონაწილეთა ორდენების და მედლების მ--------ში განთავსება, პერიოდულად მათი გამოფენებზე გატანა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, მათ სახელზე და დიდებაზე მეტყველებდა. ნივთების მ--------ში შემოსვლის თარიღია 1965 წელი და ამავე წელს აღირიცხა მ--------ის შემოსულობათა წიგნში. 1978 წლამდე მ--------ი განთავსებული იყო მ--------ის იმჟამინდელი თეატრის შენობაში, ხოლო შემდგომ მოხდა მ--------ის გადმონაცვლება ქ. ფ-----, 26 მ----- ქ. N9-ში. გადმოსვლის პროცესთან ერთად მიმდინარეობდა მ--------ის ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის პროცესში დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით, მოხდა შემოსული ნივთების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, რომელიც 1985 წელს შეადგინა პასუხისმგებელმა პირმა ლ--- ქ------- და სწორედ ამიტომ აღინიშნა ეს თარიღი, რაც არ ნიშნავს მ--------ში ამ ნივთების აღრიცხვის თარიღს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელის ბაბუა გ------- ს--------–--ე გარდაიცვალა 1--- წლის 0- ი----ს.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- გარდაცვალების მოწმობა, სამკვიდრო მოწმობა, მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. გ------- ს--------–--ის, როგორც ომის მონაწილის მიერ მიღებული ჯილდოები და მედლები, კერძოდ: ალექსანდრე ნეველის მედალი, მედალი ბუდაპეშტის აღებისათვის, მედალი გერმანიაზე გამარჯვებისათვის და სიგელი საუკეთესო დამკვრელის, ასევე მისი ფოტოსურათი შეტანილია ს----------–--- სამ--------ო ფ------- სახელმწიფო რეესტრში.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა განმარტებები, სსიპ „ფ-----ს კ---–------ კ---–------ის მ--------ის“ წერილი.

 

3.1.3. ნივთების მ--------ში შემოსვლის თარიღები გატარებულია ქ. ფ-----ს მ--------ის შემოსულობათა წიგნი N2-ში, სადაც მითითებულია, რომ:

რიგითი N2067, ფოტო უფროსი ლეიტენანტის გ------- ი----ს ძე ს--------–--ის, გადაღებული ქ. ვენაში (ავსტრია) 1945 წ. აგვისტო, ჩაწერის თარიღია 1965 წელი, მიღების დრო 1965 წელი.

რიგითი N 2068 - სიგელი საუკეთესო დამკვრელის გ. ი. ს--------–--ის, ჩაწერის თარიღი 1965 წელი, მიღების დრო 1965 წელი.

რიგითი N - 2069, მედალი ბუდაპეშტის აღებისათვის, რომელიც გადაეცა უფროს ლეიტენანტ გ. ს--------–--ეს, თავისი მოწმობით; ჩაწერის თარიღია 1965 წელი, მიღების დრო 1965 წელი.

რიგითი N2070 - მედალი გერმანიაზე გამარჯვებისათვის დიდ სამამულო ომში, ჩაწერის თარიღი 1965 წელი, მიღების დრო 1965 წელი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- შემოსულობათა წიგნი N2.

 

3.1.4. 1985 წლის მიღება-ჩაბარების N3 აქტის თანახმად, გ------- ს--------–--ის ოჯახისაგან საჩუქრად მ--------მა მიიღო შემდეგი სახის ექსპონატები: ფოტო, კაპიტანი გ. ს--------–--ის; გ. ს--------–--ის სიგელი, მედალი, ალექსანდრე ნევსკის მედალი 1945 წელს მიღებული.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მიღება-ჩაბარების აქტი.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. გ------- ს--------–--ის მიერ მიღებული ალექსანდრე ნეველის მედალი, მედალი ბუდაპეშტის აღებისათვის, მედალი გერმანიაზე გამარჯვებისათვის და სიგელი საუკეთესო დამკვრელის და ასევე მისი ფოტოსურათი, უკანონოდ მოხვდა და აღირიცხა ს----------–--- ს------------ ფ-----–-.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გ------- ს--------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს. აღნიშნული ნორმის თანახმად, მფლობელი კეთილსინდისიერია, თუ მას მფლობელობა მართლზომიერად აქვს შეძენილი. მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ამ შემთხვევაში მფლობელობის შეფასება სამართლის ობიექტური ნების საფუძველზე ხდება. მართლზომიერი მფლობელია ნივთის მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობასაც სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, მფლობელობა არამართლზომიერია იმ შემთხვევაში, როცა მფლობელს არ გააჩნია და არც შეუძლია წარმოადგინოს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის უფლების დასადასტურებლად სამართლებრივი საფუძველი. ამავე კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარეობს. არამფლობელი მესაკუთრის მიერ მესამე პირების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს და შემოწმდეს შემდეგი წინაპირობები: 1) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2) მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ნივთის მფლობელი-მპყრობელი; 3) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის ერთობლივად არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. 6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე პრინციპით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმადაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი ნივთები უკანონოდ მოხვდა და აღირიცხა ს----------–--- ს------------ ფ-----–-. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო ვინდიკაციური სარჩელის ისეთი სავალდებულო ნიშნების არსებობის დადასტურება, როგორიცაა საკუთრების უფლების არსებობა მოპასუხის მფლობელობაში არსებულ ნივთებზე, ასევე მოპასუხის მიერ მოძრავი ნივთების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. 7. საპროცესო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე 257-ე მუხლებით გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. გ------- ს--------–--ის სარჩელი, სსიპ „ფ-----ს კ---–------ კ---–------ის მ--------ის“ მიმართ ნივთების გამოთხოვნის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს. 2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. 4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე შოთა სირაძე