გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001894607
საქმე № 2/347 -17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.02.2018 წ. ქ.სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ-----------’’
წარმომადგენელი - ივ---------–---–ი
მოპასუხეები - ალ---------------–-----ი, ეი----------------–-----ი
წარმომადგენელი - კა-------------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დავირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ალ---------------–-----ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 84 398.76 (ოთხმოცდაოთხი ათას სამას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
მოპასუხე ალ---------------–-----ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2531.96 (ორი ათას ხუთას ოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯის 30 (ოცდაათი) ლარის გადახდა.
მოპასუხის ფულადი დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ალ---------------–-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო; დაზუსტებული ფართობი: 923 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01/1 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 87.84 კვ.მ; N02/1 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 80.25 კვ.მ, ს.კ. N 5-.2-.5-.1-- და ეი----------------–-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო; დაზუსტებული ფართობი: 4112 კვ.მ; შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 140 კვ.მ; N02/1 დამხმარე: 133.87 კვ.მ, N03/1 დამხმარე -89.44 კვ.მ, ს.კ. N 5-.2-.5-.1--.
იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ალ---------------–-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:
2013 წლის 04 აპრილს სს ,,თ------------" და მოპასუხე ალ---------------–-----ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N12-29973-000005, რის საფუძველზეც 2014 წლის 27 ოქტომბერს სს ,,თ------------" და მოპასუხე ალ---------------–-----ს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N12-29973-000547, ამ ხელშეკრულებით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა - 82 000 (ოთხმოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 60 (სამოცი) სამოცი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15%, პირგასამტეხლო - დავალიანების -1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 03 აპრილს ბანკსა და ალ---------------–-----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ალ---------------–-----ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო; დაზუსტებული ფართობი: 923 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01/1 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 87.84 კვ.მ; N02/1 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 80.25 კვ.მ, ს.კ. N 5-.2-.5-.1-- და ასევე 2014 წლის 27 ოქტომბერს ბანკსა და ეი----------------–-----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ეი----------------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო; დაზუსტებული ფართობი: 4112 კვ.მ; შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 140 კვ.მ; N02/1 დამხმარე: 133.87 კვ.მ, N03/1 დამხმარე -89.44 კვ.მ, ს.კ. N 5-.2-.5-.1--. 2015 წლის 31 აგვისტოს სს „თ------------“ და ალ---------------–-----ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3270784-8059919, რის საფუძველზეც მხესხებელზე გაიცა 8000 (რვა ათასი) ლარი, მოქმედების ვადაა 24 (ოცდაოთხი) თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 38%, პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის -5%.
მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხე ალ---------------–-----ის დავალიანება სს ,,თ-----------ს’’ მიმართ ხელშეკრულებიდან N12-29973-000547 გამომდინარე შეადგენს - 74 758.39 (სამოცდათოთხმეტი ათას შვიდას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარს, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 65 600 ლარი, პროცენტი - 6173.59 ლარი, ჯარიმა - 2984.80 ლარი, ასევე მოპასუხე ალ---------------–-----ის დავალიანება სს ,,თ-----------ს’’ მიმართ ხელშეკრულებიდან N3270784-8059919 გამომდინარე შეადგენს - 9510.29 (ცხრა ათას ხუთას ათი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარს, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 6997.41 ლარი, პროცენტი - 2201.41 ლარი, ჯარიმა - 311.55 ლარი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
სასამართლო პროცესზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ალ---------------–-----ის მიმართ შეამცირა და ნაცვლად 84 398.76 ლარისა დააკისრა 81 053.21 ლარის გადახდა. მოპასუხეების წარმომადგენელმა ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 04 აპრილს სს ,,თ------------" და მოპასუხე ალ---------------–-----ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N12-29973-000005, რის საფუძველზეც 2014 წლის 27 ოქტომბერს სს ,,თ------------" და მოპასუხე ალ---------------–-----ს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N12-29973-000547, ამ ხელშეკრულებით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა - 82 000 (ოთხმოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 60 (სამოცი) სამოცი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15%, პირგასამტეხლო - დავალიანების -1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 04 აპრილს სს ,,თ------------" და მოპასუხე ალ---------------–-----ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N12-29973-000005, რის საფუძველზეც 2014 წლის 27 ოქტომბერს სს ,,თ------------" და მოპასუხე ალ---------------–-----ს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N12-29973-000547, (ს/ფ 16-25)
3.1.2. 2015 წლის 31 აგვისტოს სს „თ------------“ და ალ---------------–-----ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3270784-8059919, რის საფუძველზეც მხესხებელზე გაიცა 8000 (რვა ათასი) ლარი, მოქმედების ვადაა 24 (ოცდაოთხი) თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი - 38%, პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის -5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 31 აგვისტოს სს „თ------------“ და ალ---------------–-----ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3270784-8059919, (ს/ფ 26-28)
-
3.1.3. 2013 წლის 03 აპრილს ბანკსა და ალ---------------–-----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ალ---------------–-----ის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო; დაზუსტებული ფართობი: 923 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01/1 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 87.84 კვ.მ; N02/1 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 80.25 კვ.მ, ს.კ. N 5-.2-.5-.1-- და ასევე 2014 წლის 27 ოქტომბერს ბანკსა და ეი----------------–-----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ეი----------------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო; დაზუსტებული ფართობი: 4112 კვ.მ; შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 140 კვ.მ; N02/1 დამხმარე: 133.87 კვ.მ, N03/1 დამხმარე -89.44 კვ.მ, ს.კ. N 5-.2-.5-.1--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 03 აპრილს ბანკსა და ალ---------------–-----ს შორის ასევე 2014 წლის 27 ოქტომბერს ბანკსა და ეი----------------–-----ს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებები (ს/ფ 36-46)
3.1.4. მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხე ალ---------------–-----ის დავალიანება სს ,,თ-----------ს’’ მიმართ ხელშეკრულებიდან N12-29973-000547 გამომდინარე შეადგენს - 74 758.39 (სამოცდათოთხმეტი ათას შვიდას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარს, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 65 600 ლარი, პროცენტი - 6173.59 ლარი, ჯარიმა - 2984.80 ლარი, ასევე მოპასუხე ალ---------------–-----ის დავალიანება სს ,,თ-----------ს’’ მიმართ ხელშეკრულებიდან N3270784-8059919 გამომდინარე შეადგენს - 9510.29 (ცხრა ათას ხუთას ათი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარს, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 6997.41 ლარი, პროცენტი - 2201.41 ლარი, ჯარიმა - 311.55 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 53;)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით გამოავლინეს ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მათ იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესაბამისი პროცენტი და პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების პოზიციას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებიდან მათი სრულად გათავისუფლების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე, 268-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
ვინაიდან მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა, რომელსაც ქონდა მინიჭებული სათანადო უფლებამოსილება, ცნო სარჩელი იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ვინაიდან მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, ხოლო მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში, მის მიერ გადახდილი ბაჟი 2531.96 (ორი ათას ხუთას ოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,თ-----------".
8. გადაწყვეტილების აღსრულება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საქმეში წარმოდგენილი გენერალური საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებები შეიცავს მხარეთა შეთანხმებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, რაც წარმოადგენს ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველს .
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,თ-----------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1 მოპასუხეებს ალ---------------–-----სა და ეი----------------–-----ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 81 053.21 (ოთხმოცდაერთი ათას ორმოცდაცამეტი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარის გადახდა.
1.2 მოპასუხის ფულადი დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ალ---------------–-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო; დაზუსტებული ფართობი: 923 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01/1 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 87.84 კვ.მ; N02/1 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 80.25 კვ.მ, ს.კ. N 5-.2-.5-.1-- და ეი----------------–-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლ-----–--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო; დაზუსტებული ფართობი: 4112 კვ.მ; შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი გაშენების ფართი: 140 კვ.მ; N02/1 დამხმარე: 133.87 კვ.მ, N03/1 დამხმარე -89.44 კვ.მ, ს.კ. N 5-.2-.5-.1--.
იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ალ---------------–-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
2.მოსარჩელე სს ,,თ-----------" დაუბრუნდეს მიერ გადახდილი ბაჟი 2531.96 (ორი ათას ხუთას ოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
3.სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულევლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი