გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/871-2017
130210217002197376
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 თებერვალი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი
განმცხადებელი - ფ----ა თ--------ძე
განმცხადებლის წარმომადგენელი - მ-------------–-ძე
მოთხოვნა - იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფ----ა თ--------ძის წარმომადგენელმა მ-------------–-ძემ 2017 წლის 04 დეკემბერს ხაშურის რაიონულ სასამართლოს მომართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ ფ----ა თ--------ძის დედა ნ--–ა კ---–-------–--ლი გარდაიცვალა 1999 წლის 21 დეკემბერს, ხოლო ბებია - ნ--–ა გ---–--–--ლი გარდაიცვალა - 1991 წლის 14 მარტს. აწ გარდაცვლილი ნ--–ა გ---–--–--ლის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ხაშურის რაიონის სოფელ ღართაში, და რომელსაც, დღევანდელი მდგომარეობით, დაუფლებულია ფ----ა თ--------ძე - მართავს და განაგებს მას.
იმ საფუძვლით, რომ ვერ დგინდებოდა ფ----ა თ--------ძის მიერ აწ გარდაცვლილი ნ--–ა გ---–--–--ლის სამკვიდროს ფლობის ფაქტი, ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 07 ნოემბრის დადგენილებით განმცხადებელს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. შესაბამისად, განმცხადებელი თავდაპირველად ითხოვდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას იმის თაობაზე, რომ ფ----ა თ--------ძემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო ბებიის, ნ--–ა გ---–--–--ლის სამკვიდრო.
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას განმცხადებელმა წარმოადგინა 2018 წლის 7 თებერვლით დათარიღებული სანოტარო აქტი, რომლითაც ცვლილება შევიდა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებაში და დააზუსტა მოთხოვნა - განმცხადებელი ითხოვს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას იმის შესახებ, რომ ფ----ა თ--------ძის დედამ ნ--–ა კ---–-------–--ლმა დედის - ნ--–ა გ---–--–--ლის გარდაცვალების შემდეგ მიიღო მისი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ განიხილა მოცემული საქმე, მოისმინა განმცხადებლის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, მიაჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის ”თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილია ქორწინები მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ 1952 წლის 08 აპრილს დარეგისტრირდა ვალოდია კ---–-------–--ლისა და ნ--–ა გ---–--–--ლის ქორწინება, რის შედეგაც ნ--–ა გ---–--–--ლს მიეკუთვნა ქმრის გვარი ,,კ---–-------–--ლი".
საქმეს ერთვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გორის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა წინაპართა გვარის აღდგენის შესახებ, ასევე საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები მოქალაქეების ქართული წარმომადგენლობისა და შესაბამისი გვარების აღმდგენი მუდმივმოქმედი კომისიის N 33/42 დადგენილება, რომლითაც დგინდება, რომ ფ----ა კ---–-------–--ლმა აღიდგინა გვარი ,,თ--------ძე".
ასევე წარმოდგენილია განმეორებითი დაბადების მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ ფ----ა თ--------ძე დაიბადა 1950 წლის 19 მაისს, მისი მშობლები არიან: მამა - ვლადიმერ თ--------ძე, დედა - ნ--–ა თ--------ძე.
1993 წლის 29 სექტემბრის ხალების საკრებულოს მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ნ--–ა გ---–--–--ლი გარდაიცვალა 1991 წლის 14 მარტს.
სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ნ--–ა კ---–-------–--ლი გარდაიცვალა 1999 წლის 21 დეკემბერს.
ის გარემოება, რომ განმცხადებელს არ შეუძლია, სხვა წესით დაადგინოს 1991 წლის 14 მარტს გარდაცვლილი ნ--–ა გ---–--–--ლის სამკვიდრო ქონების ნ--–ა კ---–-------–--ლის მიერ ფლობის ფაქტი, დასტურდება ნოტარიუს ნინო სუხაშვილის 2018 წლის 07 თებერვლის სანოტარო აქტით, რომლითაც სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებაში შევიდა ცვლილება და რომლის მიხედვითაც დასაგენია აწ გარდაცვლილი ნ--–ა კ---–-------–--ლის მიერ აწ გარდაცვლილი ნ--–ა გ---–--–--ლის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი და მემკვიდრე ფ----ა თ--------ძის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - თ----- გ---–--–--ლის და გ--------------ძის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ფ----ა თ--------ძის დედა - ნ--–ა კ---–-------–--ლი თავისი დედის ნ--–ა გ---–--–--ლის გარდაცვალებისთანავე ფაქტობრივად დაეუფლა მის დანაშთ ქონებას, და რომ დღევანდელი მდგომარეობით მითითებულ ქონებას მართავს და უვლის ფ----ა თ--------ძე. მოწმეებმა ისიც განმარტეს, რომ ნ--–ა გ---–--–--ლს ნ--–ა კ---–-------–--ლის გარდა სხვა შვილი არ ჰყოლია.
ამდენად, დადგენილია რომ 1991 წლის 14 მარტს გარდაცვლილი დედის - ნ--–ა გ---–--–--ლის სამკვიდროს ფაქტობრივად დაეუფლა ფ----ა თ--------ძის დედა 1999 წლის 21 დეკემბერს გარდაცვლილი ნ--–ა კ---–-------–--ლი. შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 312-313-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ 1991 წლის 14 მარტს გარდაცვლილი ნ--–ა გ---–--–--ლის (გარდაცვალების მოწმობა III-ТИ № 4-----0) მემკვიდრეობა მიიღო (ფაქტობრივი ფლობით) მისმა შვილმა - ნ--–ა კ---–-------–--ლმა, რომელიც გარდაიცვალა 1999 წლის 21 დეკემბერს (გარდაცვალების მოწმობა № 6---------0).
3. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში იგი შეიძლება, გასაჩივრდეს გადაწყვეტილების შედეგებით დაინტერესებული სხვა პირების მიერ ამავე სასამართლოში გადაწყვეტილების შესახებ შეტყობიდან ერთი თვის განმავლობაში.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი